2 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

ბუ­ნებ­რი­ვი წე­ბოს მი­ღე­ბა რძის­გან

spot_img

ჩხო­როწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მუ­ხუ­რის თე­მის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბით, აქ­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბევ­რი პრო­ექ­ტი. ამ­ჯე­რად, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტ­ზე – „წე­ბოს მი­ღე­ბა რძის­გან“ იმუ­შა­ვეს, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლის, მა­ნა­ნა ცირ­და­ვას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით და წარ­მა­ტე­ბი­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­ში STEM კონ­ცეფ­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა და მათ­ზე მუ­შა­ო­ბა; ასე­ვე, მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით გამ­დიდ­რე­ბა; პრო­ექ­ტის თე­მა­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა­ში სა­კითხე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა.

პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე ჯგუფს სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ. ისი­ნი დი­დი მონ­დო­მე­ბი­თა და ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ პრო­ექ­ტ­ში, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეს, არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნა გა­იღ­რ­მა­ვეს და ცნო­ბი­ე­რე­ბა აიმაღ­ლეს.

    

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო საგ­ნობ­რი­ვი ინ­ტეგ­რა­ცია – მა­თე­მა­ტი­კის, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის, ინ­გ­ლი­სუ­რის, ისტ-ის კა­თედ­რე­ბის დახ­მა­რე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე, რძის­გან ბუ­ნებ­რი­ვი წე­ბოს მი­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვეს თა­ვი და ქი­მი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით სა­მი სა­ხის წე­ბო შექ­მ­ნეს, რის­თ­ვი­საც სა­მი, სხვა­დას­ხ­ვა ცხი­მი­ა­ნო­ბის, რძის ნი­მუ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს; მი­ღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბის სიმ­ტ­კი­ცის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა­ში ფი­ზი­კა და­ეხ­მა­რათ, ცი­ლა კა­ზე­ი­ნის რო­ლის გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში კი — ბი­ო­ლო­გია; ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლის კონ­სულ­ტა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნენ ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან რე­სურ­სებს; ისტ-ის ცოდ­ნა (გრა­ფი­კის, ცხრი­ლის, დი­აგ­რა­მის აგე­ბის) ექ­სელ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს, ხო­ლო ცვლა­დე­ბის (და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­კონ­ტ­რო­ლო) დად­გე­ნა­ში — მა­თე­მა­ტი­კა და­ეხ­მა­რათ. მი­ღე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეს. სა­ჭი­რო ხელ­საწყო­ე­ბით აღ­ჭურ­ვა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა (დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე, წინ­სა­ფა­რი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი…) ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო. მოს­წავ­ლე­ებ­მა, ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ჩა­ა­ტა­რეს ექ­ს­პე­რი­მენ­ტი სხვა­დას­ხ­ვა ცხი­მი­ა­ნო­ბის რძით. მათ შეძ­ლეს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, იაფი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტის, რამ­დე­ნი­მე სა­ხის (შედ­გე­ნი­ლო­ბის და სიმ­ტ­კი­ცის) ბუ­ნებ­რი­ვი წე­ბოს მი­ღე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი წე­ბო­ე­ბი მა­თი სიმ­ტ­კი­ცის მი­ხედ­ვით შე­ა­და­რეს და გრა­ფი­კუ­ლად გა­მო­სა­ხეს.

⇑⇓ მა­რი­ამ გა­ხა­რია, XII კლა­სის მოს­წავ­ლე: „ექ­ს­პე­რი­მენ­ტის მსვლე­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მოს­წავ­ლე­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­საწყო­ე­ბით ვი­ყა­ვით აღ­ჭურ­ვილ­ნი, კერ­ძოდ, ექ­ს­პე­რი­მენ­ტის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნეთ: შპა­ტე­ლი, სა­ზო­მი ცი­ლინ­დ­რი (100სმ3, 25სმ3), ბრტყელ­ძი­რა/ერ­ლენ­მე­ი­ე­რის (კო­ნუ­სუ­რი) კოლ­ბე­ბი (100 სმ3, 250 სმ3) , მე­ტა­ლის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ბა­დე, სა­ჭი­რო რე­აქ­ტი­ვე­ბი/ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი (ცხი­მი­ა­ნი რძე და ძმა­რი), ფუ­ძე-ნატ­რი­უ­მის ჰიდ­რო­კარ­ბო­ნა­ტი, NaHCO3 (სას­მე­ლი სო­და), მი­ნის ძაბ­რი და ქა­ღალ­დის ფილ­ტ­რი, ხის ჯო­ხე­ბი, სას­წო­რი და ა.შ. ექ­ს­პე­რი­მენ­ტის მსვლე­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო: წე­ბოს მი­ღე­ბის ერთ-ერ­თი ხერ­ხია რძე­ში შე­მა­ვა­ლი ცი­ლა კა­ზე­ი­ნის გა­მო­ყო­ფა, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია კო­ა­გუ­ლა­ცი­ი­თა და გა­მო­ლექ­ვით. ამი­სათ­ვის რძე ძმრით უნ­და ავ­ჭ­რათ, წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა ნა­რე­ვი — აჭ­რი­ლი, ხა­ჭო­სებ­რი მა­სა და თხე­ვა­დი ფა­ზა. ხა­ჭო გა­ნე­იტ­რალ­დე­ბა ფუ­ძით და მი­ვი­ღებთ წე­ბოს“.

⇑⇓ ანი თო­ლორ­და­ვა, XII კლა­სის მოს­წავ­ლე: „წე­ბოს მი­ღე­ბის შემ­დეგ, გა­მოვ­ცა­დეთ ნი­მუ­შე­ბის ხა­რის­ხი და სიმ­ტ­კი­ცე მი­ღე­ბუ­ლი. ამ აქ­ტი­ვო­ბამ ხე­ლი შე­უწყო ჯგუ­ფურ და კვლე­ვით მუ­შა­ო­ბას. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გვეძ­ლე­ო­და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბაც — ანა­ლო­გი­უ­რად მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა წე­ბოს კი­დევ ორი ნი­მუ­ში, რის­თ­ვი­საც სა­შუ­ა­ლო და ნაკ­ლე­ბად ცხი­მი­ა­ნი რძე უნ­და გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. და­ვა­ლე­ბას წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თ­ვი თა­ვი. პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ბევ­რი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბის, და­მუ­შა­ვე­ბის, ანა­ლი­ზის თვალ­საზ­რი­სით და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ძალ­ზე სა­ხა­ლი­სო“.

⇑⇓ გი­გი გუ­ლუა, X კლა­სის მოს­წავ­ლე: „პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მსგავს აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლის მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო კვლე­ვი­თი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ­თ­ვის პრო­ექ­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. შევ­ძე­ლით სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თუ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბი­სას“.

⇑⇓ მა­ნა­ნა ცირ­და­ვა, პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა აწყ­დე­ბა სე­რი­ო­ზულ ინ­ტე­რე­სის კლე­ბას სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მი­მართ. ეს მა­შინ, რო­ცა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უფ­რო და უფ­რო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფოს და კერ­ძოდ, დამ­საქ­მე­ბელს სჭირ­დე­ბა მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პროგ­რა­მის­ტე­ბი, ელექ­ტ­რო­ინ­ჟინ­რე­ბი, გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნე­ბის ცოდ­ნა და ხედ­ვა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის. ასე­თი­ვე ინ­ტე­რე­სის კლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­შიც. ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ითხოვს, რო­გო­რი­ცაა: ცდე­ბი, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი, რე­აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, სკო­ლას არ გვაქვს. პრობ­ლე­მას ვაწყ­დე­ბით სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, რად­გან არ გაგ­ვაჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ტექ­ნი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ცე­მა, ვი­ნა­ი­დან სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­თა თე­ო­რი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა, არა­მედ ამ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ჩა­ვერ­თეთ STEM პრო­ექ­ტებ­ში, ავირ­ჩი­ეთ თე­მა – „წე­ბოს შექ­მ­ნა რძის­გან“. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით ხე­ლი შე­ვუწყ­ვეთ კა­თედ­რებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბას. ეფექ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის. სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბით ერ­თი და იგი­ვე სა­კითხი სხვა­დას­ხ­ვა კუთხით გან­ვი­ხი­ლეთ, სა­ბო­ლო­ოდ კი მი­ვი­ღეთ პრო­დუქ­ტი  ბუ­ნებ­რი­ვი წე­ბო, რო­მე­ლიც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, იაფი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მოხ­მა­რე­ბი­საა. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, ხე­ლოვ­ნურ წე­ბოს­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით უსაფ­რ­თხოა“.

⇑⇓ რო­დერ ცირ­და­ვა, დი­რექ­ტო­რი: „სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის, უცხო­უ­რი ენე­ბის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კა­თედ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბამ ხე­ლი შე­უწყო არა მხო­ლოდ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, არა­მედ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­სა და და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხა­ლი­სი­ა­ნად და ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­რუ­ლე­ბას. მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბით გა­ნემ­ტ­კი­ცე­ბი­ნათ. სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა“.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სკო­ლა­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ეწყო შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, გან­ხორ­ცი­ელ­და ლექ­ცი­უ­რი/ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შეხ­ვ­დ­ნენ და მათ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ბუ­ნებ­რი­ვი წე­ბოს დამ­ზა­დე­ბა­ში მუ­ხუ­რის თე­მის სა­ჯა­რო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბმა: ქი­მი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რმა, პრო­ფე­სო­რმა ან­ტონ ჩი­ქო­ვა­ნმა, ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კა­თედ­რის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლემ, პრო­ფე­სორმა, ნო­ნა ოთხო­ზო­რიამ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლმა პრო­ფე­სო­რმა ვა­ნო ოთხო­ზო­რიამ.

მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ამ­ზა­დეს და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნეს პრო­ექ­ტის რეფ­ლექ­სია.

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა, და­რე­ჯან შენ­გე­ლი­ამ, მუ­ხუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის კა­თედ­რა მი­ნი-ლა­ბო­რა­ტო­რი­ით და­ა­სა­ჩუქ­რა.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები