1 თებერვალი, შაბათი, 2025

ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდამჭერი სპეციალისტების მოსამზადებლად

spot_imgspot_img

ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდამჭერი სპეციალისტების ახალი ნაკადისთვის მორიგი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბაღების თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ტრენინგ კურსი ორი ნაწილისგან შედგება – ტექნიკურ და შინაარსობრივ საკითხებს აერთიანებს. მისი მიზანია, თვითშეფასების დამხმარე სპეციალისტებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე, თვითშეფასების კითხვარის შინაარსობრივი საკითხების შესახებ. ტრენინგები ორ ნაკადად წარიმართა და მას 21 თვითშეფასების მხარდამჭერი სპეციალისტი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ხორციელდება ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასება. პროცესი უკვე დაასრულა 1007 დაწესებულებამ, ხოლო სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დაგეგმილია 700-ზე მეტი საბავშვო ბაღის თვითშეფასების განხორციელება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კვლავ განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის ხელშემწყობის შეხვედრების, პროგრამებისა და ტრენინგების განხორციელებას.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები