28 თებერვალი, პარასკევი, 2025

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

spot_imgspot_img

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი), 20 წელიწადზე მეტია, ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას.

სასწავლებელი, ეფუძნება რა პროფესიული განათლების, ასევე მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, ისწრაფვის, საზღვაო დარგებში საგანმანათლებლო და საწვრთნელი პროგრამების განხორციელების გზით, საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული თანამედროვე ცოდნის გავრცელებისკენ.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ორი ძირითადი მიმართულებაა:

1) საზღვაო პროფესიული განათლება (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯი), „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად

2) მეზღვაურთა წვრთნა (მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი), „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ ცვლილებებით, (STCW Convention with amendments) საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.

სასწავლებელი სერტიფიცირებულია ხარისხის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 შესაბამისად, ასევე, გააჩნია IQNet-ის სერტიფიკატი.

ბუსსს ანრი არის ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი სპეციალობებით:

♦ საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია; სწავლის ხანგრძლივობა – 15 თვე;

♦ გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია; სწავლის ხანგრძლივობა – 14 თვე.

სწავლება ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით.

ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში მოქმედი და დამწყები მეზღვაურები წვრთნას გადიან „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ ცვლილებებით (STCW Convention with amendments), საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. საწვრთნელი კურსების პროგრამები შემუშავებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელ კურსების (IMO Model Courses) შესაბამისად და აღიარეულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

საგანმანათლებლო და საწვრთნელ პროცესებს საზღვაო დარგის გამოცდილი სპეციალისტები, პროფესიული განათლების კვალიფიციური მასწავლებლები და ინსტრუქტორები ახორციელებენ.

ბუსსს ანრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეესაბამება საგანმანათლებლო და საწვრთნელ ნაციონალურ და საერთაშორისო სტანდარტებს: სასწავლებელს აქვს საკუთარი 6-სართულიანი შენობა, სადაც განლაგებულია საკლასო, საწვრთნელი კლასები/აუდიტორიები, ლაბორატორიები-სიმულატორები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა დასასვენებელი სივრცე, საერთო საცხოვრებელი.

პრაქტიკული მეცადინეობებისა და წვრთნებისთვის სასწავლებლის საკუთრებაშია სასწავლო-საწვრთნელი გემი „კაპიტანი ო. ჩახვაძე“, კურსების შესაბამისი სიმულატორები, მათ შორის:

  • სწრაფმავალი და სამაშველო კატარღები;
  • მოტონავი;
  • სამაშველო ტივი;
  • კაპიტნის ხიდურის სიმულატორი;
  • რადილოკაციური და ავტომატური რადიოლოკაციური სიმულატორი;
  • რეალური სამანქანო განყოფილება;
  • ლაბორატორიები და საამქროები;
  • რეალური გემის მოდელი/მაკეტი;
  • საცურაო აუზი;
  • უცხო ენების შემსწავლელი აუდიტორია;
  • კომპიუტერული ოთახები და სხვა.

ბუსსს ანრი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან, რათა ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს დასაქმებაში.

 

მის: ქ. ბათუმი, დავით მამულაძის 29

mtc-anri.edu.ge

info@mtc-anri.edu.ge

spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

სა­ხე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ტრა­დი­ცი­ებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი - „გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ქრო­ნი­კა“ ის­მა­ილ კა­და­რე - „გახ­ლე­ჩი­ლი აპ­რი­ლი“   სიკ­ვ­დი­ლი შემ­ზა­რა­ვი გარ­და­უ­ვა­ლო­ბაა, მაგ­რამ ასე არ ფიქ­რობ მა­შინ, რო­ცა საქ­მე ტრა­დი­ცი­ე­ბით გან­საზღ­ვ­რულ სიკ­ვ­დილ­ზე მიდ­გე­ბა,...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები