21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ბავ­შ­ვე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა

spot_img

მაია რეხ­ვი­აშ­ვი­ლი

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მამ­ხუ­ტის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

და­ვამ­თავ­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა, 1991 წლი­დან, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, ქა­ლაქ ბოლ­ნი­სის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლო­ბით და­ვიწყე. სხვა­დას­ხ­ვა დროს ვმუ­შა­ობ­დი და­ბა თა­მა­რი­სი­სა და სო­ფელ ჭა­პა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. 2004 წლი­დან, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ჩა­მოვ­შორ­დი სკო­ლას და ცხრაწ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბა მქონ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს­თან.

2012 წელს ჩა­ვა­ბა­რე მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი და და­ვუბ­რუნ­დი სკო­ლას. პე­და­გოგ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ახა­ლი სქე­მის მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, წელს, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი გა­მოც­და ჩა­ვა­ბა­რე.

უკ­ვე მერ­ვე წე­ლია, კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ პროგ­რა­მა­ში „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“. 2014 წელს, მე­გობ­რის რჩე­ვით, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ჩა­ვერ­თე პრო­ექ­ტ­ში, რო­მელ­მაც სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მი­სია იტ­ვირ­თა და რომ­ლის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა. შე­დე­გად, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მა­ტუ­ლობს ქარ­თუ­ლი ენის მცოდ­ნე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის რიცხ­ვი. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფის ავ­ტო­რო­ბით, შე­იქ­მ­ნა სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, ენის კურ­სი ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის. მეც, ამ წარ­მა­ტე­ბულ გუნ­დ­თან ერ­თად, ვემ­სა­ხუ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს საქ­მეს. არ გა­და­ვა­ჭარ­ბებ და გულ­წ­რ­ფე­ლად ვიტყ­ვი, რომ ვგრძნობ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და თა­ნად­გო­მას. ყო­ველ­თ­ვის მად­ლი­ე­რე­ბით გა­ვიხ­სე­ნებ თა­მარ კე­კე­ლი­ძეს, ხო­ლო დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მით აღ­ვ­ნიშ­ნავ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ნი­ნო ბე­რი­კაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­სა და ყუ­რადღე­ბას, რო­მელ­საც მუ­დამ ვგრძნობ და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

პრო­ექ­ტ­მა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­მა­ყე­ნა და უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. 2014 წელს მოვ­ხ­ვ­დი ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­წახ­ში. სომ­ხუ­რი ენა, ბუ­ნებ­რი­ვია, არ ვი­ცო­დი, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი მა­ში­ნებ­და და მა­ფიქ­რებ­და — შევ­ძ­ლებ­დი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას? გავ­ხ­დე­ბო­დი ში­ნა­უ­რი? სკო­ლა­ში, დი­რექ­ცი­ამ და თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა, თბი­ლად და ახ­ლობ­ლად მი­მი­ღეს, თა­ვი უცხოდ არ მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნეს. ოჯახს, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, სა­კუ­თარ წევ­რად მი­ვაჩ­ნ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხის მა­მა, სერ­გეი სულ რა­ღაც შვი­დი-რვა წლით იყო ჩემ­ზე უფ­რო­სი, ხში­რად იტყო­და: „მაია ჩვე­ნი გო­გოა“ (ორი ბი­ჭი ჰყავ­და და მე­სა­მე შვი­ლად მთვლი­და). დი­ლით ერ­თად გავ­დი­ო­დით სახ­ლი­დან, ისიც სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და. გზა­ში ჯი­ბი­დან შო­კო­ლადს, ხილს ან რა­ი­მე სა­სუს­ნავს ამო­აძ­ვ­რენ­და და მა­მობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბით მაძ­ლევ­და.

ძლი­ე­რი ყინ­ვი­თა და სუს­ხით გან­თ­ქ­მუ­ლი ჯა­ვა­ხე­თუ­რი ზამ­თა­რი იმ წელს რა­ტომ­ღაც არ იყო მკაც­რი. იქა­უ­რე­ბი ხუმ­რობ­დ­ნენ: მა­ი­ას სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ არის თბი­ლი ზამ­თა­რიო. ამა­ნაც გა­მი­ად­ვი­ლა შე­გუ­ე­ბა. ამ ლა­მაზ სო­ფელს და იქ მცხოვ­რებ მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მშრო­მელ ადა­მი­ა­ნებს მად­ლი­ე­რე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ვიხ­სე­ნებ და ასე გა­ვიხ­სე­ნებ ყო­ველ­თ­ვის.

მეშ­ვი­დე წე­ლია, ბოლ­ნის­ში, სო­ფელ მამ­ხუტ­ში ვმუ­შა­ობ. მე­გობ­რუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე კო­ლექ­ტი­ვი მყავს. აქაც დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი დამ­ხ­ვ­და. შრო­მის­მოყ­ვა­რე, საქ­მი­ა­ნი დი­რექ­ტო­რის და მი­სი მო­ად­გი­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვით, სკო­ლა­ში წეს­რი­გი და სას­წავ­ლო ატ­მოს­ფე­როა.

მამ­ხუ­ტი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სო­ფე­ლია და აზე­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბავ­შ­ვე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ვას­წავ­ლი სკო­ლის პე­და­გო­გებ­საც, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სი­ახ­ლე­ებს ვაც­ნობ და სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ვეხ­მა­რე­ბი. მინ­და, თი­თო­ე­ულ მათ­განს და­ვეხ­მა­რო და მივ­ცე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მათ­გა­ნაც დი­დი მზა­ო­ბა და სურ­ვი­ლია. სკო­ლა­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, იქ­მ­ნე­ბა ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი ჯგუ­ფე­ბი და დღეს უკ­ვე არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თულს ა2 და ბ1დონეზე ფლო­ბენ.

ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს მშობ­ლი­ურ ენას ვას­წავ­ლი. ვხე­დავ, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბავ­შ­ვე­ბი. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბით, ასე­ვე, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხედ­ვით ას­წავ­ლო და მი­ი­ღო შე­დე­გი. მინ­და, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი იყოს სა­ხა­ლი­სო, მხი­ა­რუ­ლი და არა — მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი. ვქმნი გან­წყო­ბას და ამი­სათ­ვის ხში­რად ვი­ყე­ნებ რო­ლურ თა­მა­შებს. ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა, მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლი მიმ­ტა­ნი, მკე­რა­ვი, პო­ლი­ცი­ე­ლი, სტი­ლის­ტი, ექი­მი, მძღო­ლი თა­ვი­ანთ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თებს რომ გაწ­ვ­დი­ან და მომ­სა­ხუ­რე­ბას გთა­ვა­ზო­ბენ. მათ­თან მეც ვიც­ვ­ლი პრო­ფე­სი­ას რამ­დე­ნი­მე წუ­თით. ამ დროს იუმო­რი ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა და გვა­ხა­ლი­სებს.

ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, მა­თი გან­წყო­ბა და სი­ხა­ლი­სე ჩემ­ზეც გად­მო­დის და მამ­ხი­ა­რუ­ლებს. კლა­სებ­ში ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და­ფე­ბი ჩა­მო­კი­დეს, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ გა­ი­ხა­რეს ბავ­შ­ვებ­მა. ყვე­ლას უნ­და, და­წე­როს რა­მე, ერ­თ­მა­ნეთს ას­წ­რე­ბენ. მეც მათ­სა­ვით მი­ხა­რია ახალ და­ფა­ზე წე­რა. ერ­თ­მა­ნეთს ვე­ცი­ლე­ბით ლა­მაზ და­ფა­ზე ლა­მა­ზად წე­რა­ში.

მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თია. ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო, გა­სარ­თობ და შე­მეც­ნე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბას ვა­ტა­რებთ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით. ამით უფ­რო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, ვეც­ნო­ბით ერ­თ­მა­ნეთს და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. წლე­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. პე­რი­ო­დუ­ლად, ვა­ტა­რებ­დით შო­უს სა­ხელ­წო­დე­ბით „ელ­ნა­რას შოუ“ (ელ­ნა­რა გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მოს­წავ­ლის სა­ხე­ლია), თი­თო­ე­ულ გა­და­ცე­მას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ თე­მა­ზე ვამ­ზა­დებ­დით; ხში­რად ვაწყობ­დით ვიქ­ტო­რი­ნებს კლა­სებს შო­რის და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს სი­გე­ლე­ბით ვა­ჯილ­დო­ებ­დით; თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, დავ­დ­გით სპექ­ტაკ­ლი „იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა“, სცე­ნარს პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­ვა­მა­ტეთ და ვფიქ­რობ, ბავ­შ­ვებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თ­ვეს თა­ვი; მოვ­ძებ­ნეთ უხ­მო ანი­მა­ცია, გა­ვახ­მო­ვა­ნეთ. პერ­სო­ნა­ჟე­ბის ფიქ­რე­ბი­სა და მი­მი­კე­ბის გა­სიტყ­ვე­ბა სა­ოც­რად შე­სა­ბა­მი­სი, თა­ნაც იუმო­რით აღ­სავ­სე იყო. ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზეც ავ­ტ­ვირ­თეთ და დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბაც ჰპო­ვა. გვწერ­დ­ნენ წე­რი­ლებს, ბევ­რი გვწერ­და, რომ მათ­თ­ვის გვეს­წავ­ლე­ბი­ნა გახ­მო­ვა­ნე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა.

მინ­და, პა­ტა­რებ­ზე ზრუნ­ვას მი­ვაჩ­ვიო უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი, ამი­ტო­მაც დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის არა­ერ­თხელ დავ­დ­გით თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი, „მსა­ხი­ო­ბე­ბი“ ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის თო­ჯი­ნე­ბი იყ­ვ­ნენ. უმ­ც­რო­სი მე­გობ­რე­ბი­სათ­ვის მერ­ვეკ­ლა­სე­ლებ­მა ზღა­პა­რი „გვრი­ტი“ და­ა­სუ­რა­თეს, ვი­დეო შექ­მ­ნეს, გა­ახ­მო­ვა­ნეს და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­ხა­ლი­სო და სას­წავ­ლო რე­სურ­სი გა­მო­ვი­და.

ჩვე­ნი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ურ­თი­ერ­თ­სიყ­ვა­რუ­ლი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ვარ, მა­თი მე­გო­ბა­რი და მე­სა­ი­დუმ­ლეც ვარ. ბავ­შ­ვე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. თით­ქ­მის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ვარ, ვინც მათ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს და მიზ­ნებს, ოც­ნე­ბებს იგებს. ხში­რად მი­ზი­ა­რე­ბენ გუ­ლის ნა­დებს. ზოგ­ჯერ ეს გა­ზი­ა­რე­ბა სენ­სი­ტი­უ­რია, პი­რა­დუ­ლი და ჩვენ შო­რის რჩე­ბა, ზოგ­ჯერ კი ერ­თად და სა­ჯა­როდ გან­ვი­ხი­ლავთ მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვანს. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები