24 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის პი­რის­პირ 

ეკა­ტე­რი­ნე ბეს­ტა­ვაშ­ვი­ლი

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძვე­ლი ქვე­შის სა­ჯა­რო სკო­ლის წამ­ყ­ვა­ნი კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

2005-2009 წლებ­ში ვმუ­შა­ობ­დი  სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი ენის კა­თედ­რა­ზე, ვკითხუ­ლობ­დი ლექ­ცი­ებს ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ხა­ზით. რო­დე­საც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბ­ლე­ბის კონ­კურ­სი გა­მოცხად­და, გა­დავ­წყ­ვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. თა­ვი­დან ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, სად მი­დი­ხარ, რო­გორ უნ­და იმუ­შა­ვო უცხო გა­რე­მო­შიო, მაგ­რამ ეს ჩემ­თ­ვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო და ბევ­რი არ მი­ფიქ­რია. საკ­მა­ოდ რთუ­ლი კონ­კურ­სი გა­ვი­ა­რე და სამ­სა­ხურ­ში ამიყ­ვა­ნეს.

პროგ­რა­მას და­არ­სე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე, 2009 წელს, შე­ვუ­ერ­თ­დი. თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ რთულ პი­რო­ბებ­ში მო­მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა – უცხო გა­რე­მო, სხვა კულ­ტუ­რა და რე­ლი­გია, სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი… თუმ­ცა ად­გილ­ზე რომ ჩა­ვე­დი, იმა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა დამ­ხ­ვ­და, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა. კო­ლე­გე­ბი ეჭ­ვის თვა­ლით მი­ყუ­რებ­დ­ნენ „სა­მი­ნის­ტ­რო­დან ჩა­სულ აგენტს“. მოს­წავ­ლე­ებს ქარ­თუ­ლად რომ და­ვე­ლა­პა­რა­კე, მივ­ხ­ვ­დი, ბევ­რი სა­მუ­შაო მქონ­და. იყო ცო­ტა ში­შიც და კუ­რი­ო­ზე­ბიც. მცი­რე ხან­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, ნელ-ნე­ლა ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დათ­ბა, ნდო­ბა მო­ვი­პო­ვე რო­გორც კო­ლე­გებ­თან, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან. ბავ­შ­ვებ­თან მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა და ნდო­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რე. ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მა­ლე ისე მოხ­და, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გად ქარ­თულ ენას სწავ­ლობ­დ­ნენ. ამას მშობ­ლე­ბიც ხში­რად აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ.

17 წე­ლია, რაც ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძვე­ლი ქვე­შის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ, გუ­შინ­დე­ლი დღე­სა­ვით მახ­სოვს ჩე­მი პირ­ვე­ლი დღე სო­ფელ ძველ ქვეშ­ში. ჩა­ვე­დი სა­ღა­მოს, სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სით, დავ­ბი­ნავ­დი დი­რექ­ტო­რის შვი­ლის, შემ­დ­გომ — ჩე­მი კო­ლე­გის, ოჯახ­ში. ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღეს, თუმ­ცა ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი გვქონ­და და ბევ­რი ვერ ვი­სა­უბ­რეთ. ის ღა­მე თეთ­რად გა­ვა­თე­ნე, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი… პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი მე-7 კლას­ში ჩა­ვა­ტა­რე. იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე სა­ხე­ე­ბი დღე­საც მახ­სოვს. „ეკა მას­წავ­ლე“-ს მე­ძახ­დ­ნენ. მე მომ­წონ­და და არ ვუს­წო­რებ­დი.

მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, კერ­ძოდ, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ამ ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ეგ­რ­ძ­ნოთ თა­ვი. ჩე­მი მი­სი­აც ეს იყო. ამას კი, პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცოდ­ნით მი­აღ­წევ­დ­ნენ. ეს ჩა­ვუ­ნერ­გე მათ და ამან შე­დე­გიც გა­მო­ი­ღო.

ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ყე­ნებ ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებს, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბას, ვა­ტა­რებთ სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექ­ტებს, ვაწყობთ ექ­ს­კურ­სი­ებს, ლაშ­ქ­რო­ბებს, ვეც­ნო­ბით და ვსწავ­ლობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას, ვე­ზი­ა­რე­ბით ქარ­თულ კულ­ტუ­რას, სხვა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­საც და­ვუ­მე­გობ­რ­დით – მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ბირ­ქენ­დის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ჩა­ვა­ტა­რეთ ვიქ­ტო­რი­ნა, რო­მელ­მაც კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა, ცოდ­ნა, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა და ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მო­უ­ტა­ნა ორი­ვე სკო­ლის ბავ­შ­ვებს.

მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის გარ­და, ჩვე­ნი პროგ­რა­მა „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა“ აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში. ჩვენ ვა­ტა­რებთ ქარ­თუ­ლი ენის კურ­სებს, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას, ეუფ­ლე­ბი­ან A1, A2, B1 დო­ნე­ებს, რის შემ­დე­გაც სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, გა­ი­ა­რონ გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტრე­ნინ­გე­ბი და აიმაღ­ლონ სტა­ტუ­სე­ბი. ჩვენ­თან ამ კურსს მე ვუძღ­ვე­ბი და მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი სკო­ლის 9 მას­წავ­ლე­ბელ­მა სტა­ტუ­სი აიმაღ­ლა.

ყვე­ლა­ფერ­ში, რა­საც ვა­კე­თებთ, დი­დი მხარ­და­ჭე­რა მაქვს პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდას, ასე­ვე, სკო­ლის დი­რექ­ცია, ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ყო­ველ­თ­ვის მზა­დაა, ხე­ლი შე­უწყოს პროგ­რა­მის სრულ­ფა­სო­ვან და ნა­ყო­ფი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბას.

ამ ერ­თობ­ლივ­მა მუ­შა­ო­ბამ შე­დე­გად ის გა­მო­ი­ღო, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ზო­გი ექი­მია, ზო­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ზოგ­მა სხვა პრო­ფე­სია აირ­ჩია, თუმ­ცა მათ ყვე­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებს, ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მის გან­ვი­თა­რე­ბას და წინ­ს­ვ­ლას და, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლამ იცის ქარ­თუ­ლი ენა და არი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ვი­მე­დოვ­ნებ, ეს პროგ­რა­მა კვლავ გაგ­რ­ძელ­დე­ბა და უფ­რო მეტ შე­დეგს მო­ი­ტანს.

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება