31 მარტი, ორშაბათი, 2025

ახალ­გაზ­რ­და მწერ­ლის პირ­ვე­ლი რო­მა­ნი და დი­დი ლი­ტე­რა­ტუ­რის და­ბა­დე­ბა

spot_imgspot_img

იტა­ლო კალ­ვი­ნო

„ობო­ბას ბუ­დე­ე­ბის ბი­ლი­კი“

 

ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი რო­მა­ნია – მოგ­ვითხ­რობს იტა­ლო კალ­ვი­ნო – რას ვგრძნობ, რო­ცა მას ვუბ­რუნ­დე­ბი? სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნას. უხერ­ხუ­ლო­ბა, რო­მელ­საც მრა­ვალ წელს მიქ­მ­ნი­და ეს წიგ­ნი, ნა­წი­ლობ­რივ გა­ფერ­მ­კ­რ­თალ­და, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ გამ­ქ­რა­ლა.

„ბევ­რ­მა მოვ­ლე­ნამ ისე ჩა­ი­ა­რა, რომ არა­ნა­ი­რი რო­მა­ნი არ და­წე­რი­ლა. ეს რო­მა­ნი მა­კავ­ში­რებს რა­ღაც დიდ­თან, ეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის რო­მა­ნია. ვგრძნობ­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ეპო­ქის წი­ნა­შე, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ მე­ში­ნო­და ტვირ­თის, რო­მელ­საც რო­მა­ნის ავ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა, გრძნობ­დეს, მით უფ­რო, რო­ცა რო­მანს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად წერს“.

რო­გო­რი უნ­და იყოს პირ­ვე­ლი რო­მა­ნი, რო­მელ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას მი­ვუძღ­ვ­ნი?

მარ­ტი­ვი გზა მოვ­ძებ­ნე: მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ბავ­შ­ვია.

იტა­ლო კალ­ვი­ნოს წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბი­დან რო­მა­ნის 1964 წლის გა­მო­ცე­მი­სათ­ვის

რო­მა­ნი ომ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე

„ობო­ბას ბუ­დე­ე­ბის ბი­ლი­კის“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, პი­ნი, ბავ­შ­ვია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნე­ლი მეზღ­ვა­უ­რის­თ­ვის იარა­ღის მო­პარ­ვის გა­მო და­ა­პა­ტიმ­რეს, მაგ­რამ ცი­ხი­დან „წი­თელ მგელ­თან“ ერ­თად გა­იქ­ცა და პარ­ტი­ზა­ნებს შე­ე­ხიზ­ნა, რომ­ლე­ბიც ტყე­ში ცხოვ­რო­ბენ.

ერთ დღეს ბავ­შ­ვუ­რი თავ­მო­წო­ნე­ბით უყ­ვე­ბა პარ­ტი­ზან კა­ცებს, რო­გო­რი იარა­ღი აქვს ერთ სა­ი­დუმ­ლო ად­გი­ლას მი­წა­ში ჩაფ­ლუ­ლი, მაგ­რამ სა­მა­ლავს არ ამ­ხელს, რად­გან იქ ობო­ბე­ბის ბუ­დე­ე­ბია.

იარა­ღი ბავ­შ­ვის ხელ­ში, ობო­ბას ბუ­დე­ე­ბის ქსე­ლი, რო­გორც დი­დი მე­ტა­ფო­რა და ბუ­დე­ში გას­რო­ლი­ლი ტყვი­ის და­უ­ვიწყა­რი ემო­ცია.

ავ­ტო­რი თა­ვი­სი წიგ­ნის 1964 წელს და­წე­რილ წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში სა­კუ­თარ თავს უწო­ნებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ აქ, ამ რო­მან­ში, ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ნე­ბუ­ლად, წი­ნას­წა­რი გან­ზ­რახ­ვით, ბავ­შ­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით გა­უ­ზი­ა­რა თა­ვის მკითხ­ველს.

ტექ­ს­ტ­ში აღ­წე­რი­ლი ბა­ნა­კი, რო­მელ­საც მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი შე­ე­ხიზ­ნე­ბა, უც­ნა­უ­რი ად­გი­ლია. აქ არა­ვინ იცის, რის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვის, ყვე­ლას სა­კუ­თა­რი ვენ­დე­ტა აქვს: გე­ნუ­ე­ლე­ბი, კა­ლაბ­რი­ე­ლე­ბი – ყვე­ლა, ვინც აქაა, თა­ვი­სი, პი­რა­დი ომით ომობს. ბი­ჭი (პი­ნი) ამ კა­ცებს შო­რის ცხოვ­რობს. ბევ­რი რამ არ ეს­მის, მაგ­რამ წა­სასვ­ლე­ლი არ აქვს.

პი­ნი მძი­მე ცხოვ­რე­ბის პირ­მ­შოა. დე­და არ ჰყავს, თუმ­ცა კე­თილ ადა­მი­ა­ნად ახ­სოვს. ისიც ახ­სოვს, მა­მამ ოჯა­ხი დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე რომ მი­ა­ტო­ვა და პი­ნი დარ­ჩა უფ­რო­სი (მე­ძა­ვი) დის მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ. დის სა­ში­ნე­ლი ცხოვ­რე­ბა პი­ნის თვალ­წინ ჩავ­ლილ გუ­ლი­სამ­რევ კადრს ჰგავს. ბი­ჭის ლი­ტე­რა­ტუ­რულ პორ­ტ­რეტ­ში ორი სა­ხეა: ბავ­შ­ვის, რო­მელ­საც ობო­ბას ბუ­დე­ე­ბი აკ­ვირ­ვებს და ბავ­შ­ვის, რო­მელ­საც ბავ­შ­ვო­ბა წა­არ­თ­ვეს. იარა­ღი, რო­გორც ყო­ფი­ე­რე­ბის მე­ტა­ფო­რა და ობო­ბას ქსე­ლი, რო­გორც იმ არ­ჩე­ვა­ნის მე­ტა­ფო­რა, რო­მე­ლიც პინ­მა უნ­და გა­ა­კე­თოს წარ­მა­ვალ­სა და მა­რა­დი­ულს შო­რის, რო­მა­ნის დე­და­აზრს ქმნის.

ტექ­ს­ტის პარ­ტი­ზა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის აღ­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი სტი­ლის­ტი­კუ­რა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. თხრო­ბა ხან რო­მა­ნის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მით ვი­თარ­დე­ბა, ხან კი გგო­ნია, პი­ე­სას კითხუ­ლობ. მა­გა­ლი­თად, ბა­ნაკ­ში ერთ სა­ღა­მოს მომ­ხ­და­რი ამ­ბა­ვი ისე­თი ნა­თე­ლი სუ­რათხა­ტე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი, მკითხ­ვე­ლი მარ­ტი­ვად წარ­მო­იდ­გენს, რომ დარ­ბაზ­ში ზის და ამ რო­მა­ნის სას­ცე­ნო ვერ­სი­ას უყუ­რებს.

პარ­ტი­ზა­ნი მა­მა­კა­ცე­ბის უყუ­რადღე­ბო­ბა, რომ­ლე­ბიც მე­თა­უ­რი­სა და მზა­რე­უ­ლის ცო­ლის გა­არ­ში­ყე­ბის სცე­ნას შეს­ც­ქე­რი­ან და თვალ­სა და ხელს შუა ეწ­ვე­ბათ ქო­ხი, რო­მელ­საც თავს აფა­რე­ბენ, ტექ­ს­ტის შთამ­ბეჭ­და­ვი პა­სა­ჟია. ამ­ბა­ვი პა­ტა­რა პი­ნის ემო­ცი­უ­რი სიმ­ღე­რის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა და ახალ­გაზ­რ­და მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მთე­ლი სიცხა­დით წარ­მო­ა­ჩენს.

სა­ინ­ტე­რე­სოა პარ­ტი­ზა­ნე­ბის დი­ა­ლო­გე­ბი, მა­თი გან­წყო­ბა კო­მუ­ნიზ­მის, რო­გორც ახა­ლი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბის მი­მართ. რო­ცა კო­მუ­ნიზ­მი გა­ი­მარ­ჯ­ვებს – ფიქ­რო­ბენ ისი­ნი – მათ (ტყე­ში გა­ხიზ­ნულ უპოვ­რებს) კარს ყველ­გან ფარ­თოდ გა­უ­ღე­ბენ, უფ­რო მე­ტიც, სუფ­რას­თან დას­ვა­მენ, და­იწ­ვე­ვენ, წვნი­ა­ნი ექ­ნე­ბათ თუ სა­შო­ბაო ნამ­ცხ­ვა­რი. ამ რო­მან­ში მე­ოც­ნე­ბე­თა დი­დი ვნე­ბა­თა მღელ­ვა­რე­ბის ფონ­ზე იშ­ლე­ბა უკი­დუ­რე­სად სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ე­ბი: ცო­ლე­ბის მი­ერ ნა­ღა­ლა­ტე­ბი და მე­რე გერ­მა­ნე­ლე­ბის სა­თო­ფედ ქცე­უ­ლი ქმრე­ბი, სახლ-კარ­გა­დამ­წ­ვა­რი და ომის წყა­ლო­ბით უთ­ვის­ტო­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უზარ­მა­ზარ გა­ლე­რე­ა­ში პა­ტა­რა ბი­ჭის, პი­ნის, გან­ც­დე­ბი, რო­ცა მარ­თა­ლა­სა­გან ნათხო­ვა­რი ჭოგ­რი­ტით აკ­ვირ­დე­ბა შო­რე­უ­ლი ქა­ლა­ქის და­ბომ­ბ­ვას, რო­მა­ნის ერთ-ერ­თი ემო­ცი­უ­რი ეპი­ზო­დია.

ახალ­გაზ­რ­და (გა­მო­უც­დე­ლი) რო­მა­ნის­ტის ოს­ტა­ტო­ბა გაკ­ვირ­ვებს მა­ში­ნაც, რო­ცა პე­ი­ზა­ჟებ­სა და პერ­სო­ნაჟ­თა და­ხა­სი­ა­თე­ბებს ქმნის. მა­გა­ლი­თად: „ხე­ო­ბა ისე ფე­ნა-ფე­ნა ივ­სე­ბა ნის­ლით, თით­ქოს კა­რე­ბი იხუ­რე­ბო­დეს ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით“. ან პერ­სონა­ჟი კი­მი რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნას სწავ­ლობს, მაგ­რამ ახ­ლა პარ­ტი­ზან­თა შო­რი­საა. მას „ლო­გი­კა უყ­ვარს, მი­ზე­ზე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი ხიბ­ლავს, თუმ­ცა თა­ვი პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი კითხ­ვე­ბით აქვს სავ­სე. ადა­მი­ა­ნი აინ­ტე­რე­სებს, ამი­ტომ სწავ­ლობს მე­დი­ცი­ნას, იცის, რომ ცოცხა­ლი, მოძ­რა­ვი უჯ­რე­დე­ბის გრო­ვა­შია ყვე­ლაფ­რის პა­სუ­ხი და არა ფი­ლო­სო­ფი­ურ კა­ტე­გო­რი­ებ­ში“. სამ­წერ­ლო ოს­ტა­ტო­ბის შე­უ­და­რე­ბე­ლი ნი­მუ­შია პი­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა, რო­ცა ბა­ნაკ­ში არ­სე­ბულ, ბავ­შ­ვის­თ­ვის მო­საწყენ, ყო­ფას პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­სე­ბუ­რად ილა­მა­ზებს. მა­გა­ლი­თად; რო­ცა წყა­რო­ზე გზავ­ნი­ან და დამ­შე­ულ პარ­ტი­ზა­ნებს ერ­თი სუ­ლი აქვთ, ბრინ­ჯი ბი­ჭის მო­ტა­ნილ წყალ­ში მო­ხარ­შონ, პი­ნი ტყე­ში და­დის, პირს მარ­წყ­ვით იტე­ნის და რო­ცა მის მოს­ვ­ლას საშ­ვე­ლი და­ად­გე­ბა და მზა­რე­უ­ლი მან­ჩი­ნო გი­ნე­ბი­თა და ლან­ძღ­ვით იკ­ლებს, ბიჭს თვა­ლებ­ში აფარ­ფა­ტე­ბუ­ლი პეპ­ლე­ბი მო­უ­ჩანს.

ცალ­კე გან­ხილ­ვის თე­მაა რო­მა­ნის ის მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­საც პარ­ტი­ზა­ნე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და მარ­თ­ვა ევა­ლე­ბათ, თუ რო­გორ უდ­გე­ბი­ან სა­მო­მავ­ლო პო­ლი­ტი­კურ სტრა­ტე­გი­ებს. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხ­ვა ბრა­ზი ამოძ­რა­ვებთ, თუ ერ­თი საქ­მის­თ­ვის შეკ­რე­ბენ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვით ჩარ­თა­ვენ პარ­ტი­ზა­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში, პრო­ცე­სი შე­დეგს გა­მო­ი­ღებს – „ხალხს აზ­რი უნ­და გა­უ­ჩი­ნო“ – აცხა­დებს პი­ნი.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ძა­ლა სწო­რედ იმ ამო­ცა­ნებ­შია, რომ­ლებ­საც გა­სა­აზ­რებ­ლად და გა­და­საჭ­რე­ლად სთა­ვა­ზობს მკითხ­ველს.

ომი კალ­ვი­ნოს პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თ­ვის (მთებს შე­ხიზ­ნუ­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბის­თ­ვის) სამ­შობ­ლო­სა და იდე­ა­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა კი არაა, არა­მედ გერ­მა­ნე­ლე­ბის მი­ერ გა­დამ­წ­ვა­რი სახლ-კა­რის გა­მო შუ­რის­ძი­ე­ბა. რო­მა­ნის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის წარ­მოდ­გე­ნა, ერებს შო­რის წარ­მოქ­მ­ნი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მკითხ­ვე­ლის ფიქ­რებს ომე­ბის მი­მართ რე­ა­ლის­ტუ­რი გან­წყო­ბი­სათ­ვის აღ­ძ­რავს:

ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა იდე­ა­ლე­ბის სა­ხე­ლით და ადა­მი­ა­ნურ შუ­რის­ძი­ე­ბამ­დე და­დის.

პრო­ტეს­ტ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნი­დან ერ­თ­ვე­ბი­ან. აქ არი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი (სტუ­დენ­ტე­ბი), რო­მელ­თა პრო­ტეს­ტიც მხო­ლოდ ახა­ლი სიტყ­ვე­ბის­თ­ვის ახა­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბის პოვ­ნის დრომ­დე გრძელ­დე­ბა. მა­თი თა­ნად­გო­მა არა­სო­დე­საა სა­ი­მე­დო. ასე­ვე არი­ან უცხო­ე­ლი ტყვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი (შო­რე­უ­ლი) სამ­შობ­ლოს­თ­ვის, უფ­რო სწო­რად იქ დაბ­რუ­ნე­ბის­თ­ვის იმე­ტე­ბენ სი­ცოცხ­ლეს, მაგ­რამ მათ­თ­ვის სამ­შობ­ლო მხო­ლოდ იმი­ტო­მაა სა­ნუკ­ვა­რი, რომ შო­რე­უ­ლია.

მოკ­ლედ, ყვე­ლა ომი „სიმ­ბო­ლო­ე­ბის ომია“ და არა იდე­ა­ლე­ბის, რო­გორც ბრძო­ლა­ში შეს­ვ­ლამ­დე ჰგო­ნი­ათ ადა­მი­ა­ნებს. „არა­ფე­რია ქვე­ყა­ნა­ზე უფ­რო მტკივ­ნე­უ­ლი, ვიდ­რე ძა­ლად გა­ბო­რო­ტე­ბა,“ – ფიქ­რობს გზად მი­მა­ვა­ლი პარ­ტი­ზა­ნი პერ­სო­ნა­ჟი.

ბო­ლოს პარ­ტი­ზა­ნე­ბის­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტი დღე დგე­ბა და ამ ამ­ბავს ახალ­გაზ­რ­და რო­მა­ნის­ტი წარ­მო­უდ­გენ­ლად ლა­მა­ზი პე­ი­ზა­ჟით ეგე­ბე­ბა: „ლაჟ­ვარ­დის­ფე­რი დი­ლაა, ცა ისე­თი ლურ­ჯია, რომ შე­გე­შინ­დე­ბა“.

1964 წლის გა­მო­ცე­მის­თ­ვის და­წე­რილ წი­ნათ­ქ­მა­ში იტა­ლო კალ­ვი­ნო ყვე­ბა: „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აფეთ­ქე­ბა იმ წლის (რო­ცა „ობო­ბას ბუ­დე­ე­ბის ბი­ლი­კი და­ი­წე­რა“ ქ.გ.) იტა­ლი­ა­ში ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა უფ­რო იყო, ვიდ­რე — ხე­ლოვ­ნე­ბის ფე­ნო­მე­ნი. ომი გვქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი და ჩვენ, ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლებ­მაც მცი­რე ხნით მო­ვას­წა­რით პარ­ტი­ზა­ნო­ბა, გა­თე­ლი­ლე­ბად, და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბად კი არ ვგრძნობ­დით თავს, არა­მედ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი, საბ­რ­ძო­ლო ენერ­გი­ით დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მი­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი მა­ტა­რებ­ლე­ბი და მოწ­მე­ე­ბი… ვინც მა­შინ და­იწყო წე­რა, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ იგი­ვე მა­სა­ლა ჰქონ­და ხელთ, რაც ძვე­ლი დრო­ის უსა­ხე­ლო ზე­პირ მთხრო­ბე­ლებს: ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ გვქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი“.

გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა და ფან­ტა­ზია, ორი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გან­ძი მის­თ­ვის, ვინც თვა­ლით ნა­ნა­ხის ან ბუხ­რის პი­რას მოს­მე­ნი­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რად გარ­დაქ­მ­ნას გა­დაწყ­ვეტს, სწო­რედ ასე იბა­დე­ბა დი­დი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია ის, რომ იტა­ლო კალ­ვი­ნოს პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რის ქარ­თულ ენა­ზე წა­კითხ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, რო­მელ­საც სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა ლი­ტო­დი­სე­ის წიგ­ნე­ბის შთამ­ბეჭ­დავ კა­ტა­ლოგ­ში წარ­მოგ­ვიდ­გენს.

ძვირ­ფა­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბო, თა­მა­მად შე­ი­ტა­ნეთ რო­მა­ნი თქვე­ნი უფ­როს­კ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­კითხა­ვე­ბის ნუს­ხა­ში!

ქეთევან გარაყანიძე

ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება