22 თებერვალი, შაბათი, 2025

აქ ვმუ­შა­ობთ და სხვა­ნა­ი­რად არ ძალ­გ­ვიძს

spot_imgspot_img

ქე­თე­ვან ნას­ყი­დაშ­ვი­ლი
ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. კარ­ტი­კა­მის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩარ­თუ­ლო­ბამ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გავ­ც­ნო­ბო­დი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო  სა­ჭი­რო­ე­ბებს, არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და მათ გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის საქ­მე­ში და მი­მეღ­წია გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის.

მას­წავ­ლებ­ლის შრო­მის შე­დე­გი ხომ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, და აი ისიც: ჯა­ვა­ხე­თის ერ­თი პა­ტა­რა სოფ­ლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში  ჩა­რიცხუ­ლი 80-მდე არა­ქარ­თ­ვე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მელ­თა­გან ნა­წი­ლი უკ­ვე შემ­დ­გარ, პრო­ფე­სი­ო­ნალ კად­რე­ბად დაბ­რუნ­დ­ნენ რე­გი­ონ­ში და წარ­მა­ტე­ბით არ­თ­მე­ვენ თავს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მათ შეძ­ლეს და გა­და­ლა­ხეს ის მენ­ტა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი, რა­საც უნ­დობ­ლო­ბა, მი­უ­ღებ­ლო­ბა, უცხო­ო­ბა, ში­ში ჰქვია და დღეს, ქარ­თულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი, თავს გრძნო­ბენ ამა­ყად, თა­ნას­წო­რად, შემ­დ­გარ პი­როვ­ნე­ბე­ბად და მათ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, ერ­თი სოფ­ლის­თ­ვის, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 500 კომ­ლი ცხოვ­რობს, 10-მდე მე­დი­კო­სი, ამ­დე­ნი­ვე იურის­ტი, ეკო­ნო­მი­კუ­რი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი, პე­და­გო­გი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, დი­ზა­ი­ნე­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი ცო­ტა არ უნ­და იყოს. ეს კი 15-წლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გია. ყო­ვე­ლი­ვე კი და­იწყო ასე: 2000 წელს პირ­ვე­ლად აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, გავ­დი­ვარ გზას, რო­მე­ლიც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მებს ეხე­ბა, დი­ახ, ასე ზო­გა­დად პრობ­ლე­მებს იმი­ტომ, რომ ჩვენ, ამ თა­ო­ბის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გებს, დი­დი და რთუ­ლი მი­სია გვქონ­და, უნ­და გაგ­ვეკ­ვა­ლა გზა, რო­მე­ლიც უნ­დობ­ლო­ბა­სა და მი­უ­ღებ­ლო­ბას შო­რის გა­დი­ო­და.

აღ­მოვ­ჩ­ნ­დით დი­დი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე, გარ­კ­ვე­უ­ლი ძა­ლე­ბი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო იდე­ო­ლო­გი­ით გვებ­რ­ძოდ­ნენ – ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და ასი­მი­ლა­ცი­ას აიგი­ვებ­დნენ, ხალ­ხ­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ და ამას ემა­ტე­ბო­და მა­შინ­დე­ლი არას­წო­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მა, მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ ხე­დავ­და ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბას და, თა­ვის­თა­ვად, ენის შეს­წავ­ლის­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­აც არ ჰქონ­და. ამას თუ და­ვუ­მა­ტებთ იმ­დ­რო­ინ­დელ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს (ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი), ენის შეს­წავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ჭირ­და პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბი და სხვა. პრობ­ლე­მე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა შორს წაგ­ვიყ­ვანს. მივ­ხ­ვ­დით, რომ ენის სწავ­ლე­ბამ­დე, სა­ჭი­რო იყო ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის მხრი­დან მიმ­ღებ­ლო­ბა, ამი­სათ­ვის კი სა­მუ­შა­ოს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ლა, რო­გო­რი­ცაა: კულ­ტუ­რა­თა დი­ა­ლო­გი, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ბა­ნა­კე­ბი, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი, შე­მეც­ნე­ბი­თი ექ­ს­კურ­სი­ე­ბი და სხვ. სწო­რედ ამან დაგ­ვაძ­ლე­ვი­ნა ის, რა­საც ში­ში და უნ­დობ­ლო­ბა ერ­ქ­ვა. დი­ახ, თა­მა­მად ვიტყ­ვით, ჩვენ ეს შევ­ძე­ლით. წლო­ბით ვცხოვ­რობთ სომ­ხურ ოჯა­ხებ­ში, ვეც­ნო­ბით მათ და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვაც­ნობთ ჩვენს კულ­ტუ­რას, ერ­თად ვამ­ზა­დებთ ქარ­თულ-სომ­ხურ კერ­ძებს, აღ­ვ­ნიშ­ნავთ რე­ლი­გი­ურ თუ ეროვ­ნულ დღე­სას­წა­უ­ლებს, ერ­თად ვართ ჭირ­შიც და ლხინ­შიც, თით­ქ­მის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვართ, ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან რჩე­ვას და გვთხო­ვენ დახ­მა­რე­ბას სხვა­დას­ხ­ვა ყო­ფით თუ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ში. ამ ეტა­პის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, სხვა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დავ­დე­ქით – რა უნ­და ვას­წავ­ლოთ, რით და რო­გორ, რაც მთა­ვა­რია – ვინ უნ­და ას­წავ­ლოს. აქ­ვე ბო­დიშს მო­ვიხ­დი ჩე­მი კო­ლე­გე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც ნამ­დ­ვი­ლად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და თა­ვის საქ­მე­ში სულს დებ­დ­ნენ, მაგ­რამ და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან,  რომ სკო­ლებ­ში ბევ­რი არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიც იყო.

აქე­დან იწყე­ბა ის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გზა, რა­საც ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ჰქვია. 2002 წლი­დან, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტით, შე­მო­დის სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რი (CCIIR). იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის კუთხით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. მხვდა წი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბა, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი იმ პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლის წევ­რი, რო­მელ­თაც გა­ვი­ა­რეთ კონ­კურ­სი, ჩა­ვა­ლა­გეთ ბარ­გი, დავ­ტო­ვეთ ოჯა­ხე­ბი, მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი, გა­მო­ვემ­გ­ზავ­რეთ ჯა­ვა­ხეთ­ში დი­დი, სა­პა­ტიო, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად. აგერ უკ­ვე 24 წე­ლია, ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი. იყო ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი:

♦ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა, რაც გუ­ლის­ხ­მობ­და სწავ­ლე­ბის ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის გაც­ნო­ბას;

♦ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის  და­ტეს­ტ­ვა (ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტი), წარ­დ­გე­ნა, გაც­ნო­ბა;

♦ ნი­ნოწ­მინ­დი­სა და ახალ­ქალ­ქის ენის სახ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა-კოორ­დი­ნი­რე­ბა (კოორ­დი­ნა­ტო­რი);

♦ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა ქარ­თულ ენა­ში (პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რი);

♦ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Cimera პრო­ექ­ტის „მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ (სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნის კოორ­დი­ნა­ტო­რი), რაც გუ­ლის­ხ­მობ­და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას;

♦ სსიპ-ზ. ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მა (ტრე­ნე­რი);

♦ 2009 წლი­დან დღემ­დე ვარ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პროგ­რა­მის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა“ (წარ­სულ­ში პროგ­რა­მა „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“ და პროგ­რა­მა „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“) კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი. რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, აგერ უკ­ვე 15 წე­ლია, ვმუ­შა­ობ სსიპ-ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­ტი­კა­მის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში.

სკო­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, ყო­ვე­ლი დღე, ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბით და გა­მოწ­ვე­ვე­ბით დატ­ვირ­თუ­ლია, ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შე­დე­გი­ა­ნი. სკო­ლას სა­თა­ვე­ში უდ­გას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, ბა­ტო­ნი არა­რატ ელიზ­ბა­რი­ა­ნი, გვყავს ძლი­ე­რი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, შე­მოქ­მე­დი პედ­კო­ლექ­ტი­ვი, რო­მე­ლიც არ უშინ­დე­ბა სიძ­ნე­ლე­ებს, გა­მოწ­ვე­ვებს და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰ­ყ­ვე­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას.

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში  ჩე­მი, რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შაო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სკო­ლის პედა­გოგ­თა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში. ვზრუ­ნავ­დი რო­გორც პი­რად, ასე­ვე კო­ლე­გე­ბის კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე, ვაწყობ­დით პრო­ფე­სი­ულ შეხ­ვედ­რებს, ტრე­ნინ­გებს, ვგეგ­მავ­დით გაკ­ვე­თი­ლებს და სხვ. ამის შე­დე­გია, რომ პე­და­გოგ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა საგ­ნის და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და, თით­ქ­მის ყვე­ლა პე­და­გოგ­მა გა­ი­ა­რა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კურ­სე­ბი. ვერ ვიტყ­ვი, რომ ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ მათ შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე მო­ი­წეს­რი­გონ ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და იზ­რუ­ნონ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სა­უ­ბარს, ეს პრაქ­ტი­კით მი­იღ­წე­ვა, სამ­წუ­ხა­როა, რომ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო, სა­დაც შეძ­ლე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის გა­მო­ყე­ნე­ბას. მე პი­რა­დად, ვფლობ სომ­ხურ ენას და ეს არ მის­წავ­ლია სკო­ლა­ში, ეს იმ თე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ვმუ­შა­ობ, დი­ახ, გა­რე­მო­დან მი­ვი­ღე ეს ცოდ­ნა.

და ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა, გარ­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბი­სა, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­მერ­თო არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს გახ­ლავთ ჩე­მი ძლი­ე­რი მხა­რე, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. მოს­წავ­ლე­ე­ბი აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას ახ­დე­ნენ მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, ასე­თი კი არა ერ­თია: ვაწყობთ შეხ­ვედ­რებს ცნო­ბილ ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან — დღემ­დე ახ­სოვთ შეხ­ვედ­რა ქარ­თუ­ლი კი­ნოს პატ­რი­არ­ქ­თან, ბა­ტონ რე­ზო ჩხე­ი­ძეს­თან; ექ­ს­კურ­სი­ებს სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, სა­დაც გი­დო­ბას თა­ვად სწე­ვენ; ვართ არა­ერ­თი ლა­მა­ზი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, სულ ახ­ლა­ხან ვი­ზე­ი­მეთ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა“ პროგ­რა­მის 15 წლის იუბი­ლე; ვართ გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი­სა და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ბა­ნა­კე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და სხვ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, „ნათ­ქ­ვამს ნა­ნა­ხი სჯობ­სო“, გვეწ­ვი­ეთ სკო­ლა­ში, სი­ა­მოვ­ნე­ბით გი­მას­პინ­ძ­ლებთ.

ყო­ვე­ლი­ვე ეს კი და­უ­ღა­ლა­ვი, სიყ­ვა­რუ­ლით ნა­კე­თე­ბი საქ­მის შე­დე­გია, აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნა ვერ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი, თუ მას ცხოვ­რე­ბა­ში ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ვარ ბედ­ნი­ე­რი იმი­თაც, რომ მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი დი­დი ზღვრი­სა, მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩემ­ში ხე­და­ვენ უფ­როს მე­გო­ბარს, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა რჩე­ვა ჰკითხო, გა­უ­ზი­ა­რო შე­ნი პრობ­ლე­მე­ბი, უბ­რა­ლოდ „გუ­ლი და­ი­ცა­ლო“ (ასე ამ­ბო­ბენ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი) და მი­ი­ღო და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი პა­სუ­ხი; გაჰ­ყ­ვე სო­კოს საკ­რე­ფად ან აბუ­ლის მთის წვერ­ზე ციკ­ლო­პუ­რი ნა­ქა­ლა­ქა­რე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად; ესა­უბ­რო არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, უამ­ბო სა­კუ­თა­რი ან სხვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, გახ­დე მა­თი მე­სა­ი­დუმ­ლე და მის­ცე მი­მარ­თუ­ლე­ბა, და­გეგ­მონ მო­მა­ვა­ლი. მოკ­ლედ, მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა არ გვაძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, სულ მზად ვართ სი­ახ­ლე­ე­ბის­თ­ვის. მარ­ტო მოს­წავ­ლე­ე­ბმა კი არა, თემ­მაც მი­სი­ა­ნად მიგ­ვი­ღო. აქ ასე­თი კუ­რი­ო­ზი გა­მახ­სენ­და: ერთ-ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა და ვერ მოხ­ვ­და უფა­სო­ზე, არ უნ­დო­და თა­ნაკ­ლა­სე­ლებს ჩა­მორ­ჩე­ნო­და და მკითხა, რი­სი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბაო, ვურ­ჩიე კო­ლეჯ­ში წა­სუ­ლი­ყო სას­წავ­ლებ­ლად, თა­ვი­სი პრო­ფი­ლით, ამით ქარ­თულ ენას დახ­ვეწ­და, ქარ­თუ­ლად პრო­ფე­სი­ულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას გა­ეც­ნო­ბო­და, და რაც მთა­ვა­რია, პრო­ფე­სი­ას შე­ი­ძენ­და. მშო­ბე­ლი მენ­დო, წა­ვე­დით თბი­ლის­ში, შე­ვი­ტა­ნეთ სა­ბუ­თე­ბი არ­ჩე­ულ კო­ლეჯ­ში და აი, იქ მოხ­და კუ­რი­ო­ზი. მიმ­ღე­ბი კო­მი­სი­ის წევ­რი მე­უბ­ნე­ბა: ქალ­ბა­ტო­ნო, თქვენ რა კარ­გად სა­უბ­რობთ ქარ­თუ­ლად, თქვენს შვილს რა­ტომ არ ას­წავ­ლე­თო. რომ გა­ი­გეს მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დ­ნენ — ჯა­ვა­ხე­თი­დან, მშობ­ლის მა­გივ­რად, თქვენ ჩა­მო­ყე­ვი­თო? ერთ-ერთ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დენ­ჯერ­მე მო­მი­წია მის­ვ­ლა და დაც­ვას ერ­თი და იგი­ვე ტექ­ს­ტით ვთხოვ­დი შეს­ვ­ლის ნე­ბარ­თ­ვას, არ იცი­ან ქარ­თუ­ლი და ექიმ­თან გა­სა­უბ­რე­ბა­ში უნ­და და­ვეხ­მა­რო-თ­ქო, ბო­ლო მის­ვ­ლა­ზე დაც­ვამ ამომ­ხე­და და მე­კითხე­ბა: „ქალ­ბა­ტო­ნო, თქვენ ჩვენ­თან თარ­ჯიმ­ნად ხომ არ მუ­შა­ობ­თო?“.

გვე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, ეს დიდ ნდო­ბას ნიშ­ნავს, არც და­ფა­სე­ბა გვაკ­ლია მა­თი მხრი­დან, რა­საც ვერ ვიტყ­ვი ზე­და ინ­ს­ტან­ცი­ებ­ზე… სამ­წუ­ხა­როდ, არც ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ გვყავს რა­ი­ონ­ში და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, არც ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ არ გა­მო­ხა­ტუ­ლა ყუ­რადღე­ბა მა­შინ, რო­ცა რე­გი­ონ­ში ღვაწ­ლ­მო­სი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ჩვენს რა­ი­ო­ნებ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობთ, გაგ­ზავ­ნილ პე­და­გო­გე­ბად მოგ­ვიხ­სე­ნი­ე­ბენ, იქ, სა­დაც ვმუ­შა­ობთ – ჩა­მო­სუ­ლე­ბად, არა­და ცო­ტა მე­ტი ყუ­რადღე­ბა და მთებს გა­და­ვა­გო­რებთ, შე­უძ­ლე­ბელს შევ­ძ­ლებთ. თუმ­ცა, ჩვენ ამას მა­ინც ვა­კე­თებთ, აქ ვმუ­შა­ობთ და სხვა­ნა­ი­რად არ ძალ­გ­ვიძს.

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი და თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლი

ოლღა გურამიშვილი ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი - ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის წარ­მოთ­ქ­მი­სას ან წა­კითხ­ვი­სას პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ­ვე გა­გი­ელ­ვებს თავ­ში - ილიაა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები