25 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

აქ­ტი­უ­რი ოქ­ტომ­ბე­რი მსოფ­ლიო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თ­ვის – ავ­ს­ტ­რა­ლი­ის სა­მი­ტი და ბარ­სე­ლო­ნის კონ­ფე­რენ­ცია

spot_img

ოქ­ტომ­ბე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თ­ვის მოვ­ლე­ნე­ბით სავ­სე თვე აღ­მოჩ­ნ­და. ოქ­ტომ­ბ­რის პირ­ველ კვი­რა­ში, ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ბრის­ბენ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის სა­მი­ტი ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­მავ­ლის სა­კითხებს ეძღ­ვ­ნე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე, ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­მი­ტი ჩა­ტარ­და გა­ე­რო­ში, რო­მელ­ზეც მომ­ზად­და პაქ­ტი, დე­კა­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი. მას­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცია აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ერებ­თან, რაც სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სი­ახ­ლე­ებ­ზე აისა­ხე­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სფე­რო­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სულ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ციფ­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი სხვა­დას­ხ­ვა სი­ახ­ლეს გვთა­ვა­ზობს. მო­მავ­ლის პაქ­ტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­თი ათ­ვი­სე­ბა არ­ჩე­ვა­ნია, ცოდ­ნა თა­ვის­თა­ვად არა­ვის ეძ­ლე­ვა, მის მო­სა­პო­ვებ­ლად აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბია სა­ჭი­რო, რა­თა ცოდ­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად გა­მოვ­ლე­ნა მოხ­დეს.

ბრის­ბე­ნის სა­მიტ­ზე, რომ­ლის მას­პინ­ძე­ლიც ავ­ს­ტ­რა­ლი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ავ­ს­ტ­რა­ლი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ვი­კი მაკ­დო­ნალ­დ­სი გახ­ლ­დათ, ძი­რი­თა­დი მოხ­სე­ნე­ბე­ბი სწო­რედ ამ სა­კითხს აშუ­ქებ­და.

ცოდ­ნა კრი­ზი­სის­თ­ვის: იმის­თ­ვის, რომ კრი­ზის­ში მყოფ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­მა მი­ი­ღონ სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა, პაქ­ტ­ში ხაზ­გას­მუ­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ფე­დე­რა­ცია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვი­სა და კრი­ზი­სულ სა­კითხებ­ში სა­ჭი­რო ცოდ­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის. რამ­დე­ნად გვეს­მის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგრა­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით და რა არის ამის­თ­ვის სა­ჭი­რო? რამ­დე­ნად მყა­რია ჩვე­ნი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის სის­ტე­მე­ბი პრაქ­ტი­კა­ში?

ამის­თ­ვის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის მე­ტი სი­ახ­ლო­ვეა სა­ჭი­რო – სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კე­ბი აშ­კა­რად მო­ითხოვს მეტ ეფექ­ტუ­რო­ბას, რა­თა მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე აისა­ხოს. სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი სწო­რედ მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. ამ სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რულ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, კომ­პ­ლექ­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის რო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა, რამ­დე­ნად უწყობს ხელს თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო სი­ახ­ლე­ე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას? რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბია იმის­თ­ვის, რომ ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­დეს?

გა­ე­როს პაქ­ტის მი­ხედ­ვით, მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვის გზე­ბის მო­ძი­ე­ბის­თ­ვის, ასე­ვე, ლო­კა­ლურ კონ­ტექ­ს­ტებ­შიც მზარდ მოთხოვ­ნებ­ზე პა­სუხ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი სულ უფ­რო ვი­თარ­დე­ბა, რო­გორც დი­დი კვლე­ვი­თი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რე­ბი, ხო­ლო ღია მეც­ნი­ე­რე­ბა სულ უფ­რო მეტ მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა კითხ­ვა, რო­გორ უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა ისე, რომ ცოდ­ნა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა მხა­რის­თ­ვის თა­ნაბ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს და ნაპ­რა­ლი აღარ არ­სე­ბობ­დეს?

ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ცოდ­ნის დაც­ვა და შექ­მ­ნა. მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კა სულ უფ­რო მეტ სი­ნერ­გი­ას მო­ითხოვს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­თა ცოდ­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი აღი­ა­რე­ბუ­ლი და ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის მე­ტად გა­სა­გე­ბი იყოს.

რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ ბიბ­ლი­ო­თე­კებს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ცოდ­ნა მსოფ­ლიო სივ­რ­ცე­ში იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი? გა­ე­როს პაქ­ტ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს მოთხოვ­ნი­ლე­ბა, არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნით, უნა­რე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით კე­თილ­დღე­ო­ბა შექ­მ­ნას. ამის­თ­ვის კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა პროგ­რა­მე­ბის – სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სწავ­ლა ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე – გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მას­ში უკეთ უნ­და აისა­ხე­ბო­დეს ციფ­რუ­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. მარ­თა­ლია, პაქ­ტ­ში არ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რა-კითხ­ვის გავ­რ­ცე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, თუმ­ცა, ყო­ველ­თ­ვის იგუ­ლის­ხ­მე­ბა. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის დეკ­ლა­რა­ცია, რო­მე­ლიც პაქ­ტ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, ხაზს უს­ვამს ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბა­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას დღეს და ხვალ.

რამ­დე­ნად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი, რა­თა მათ სრულ­ფა­სოვ­ნად მო­ახ­დი­ნონ უფ­ლე­ბე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა? რამ­დე­ნად შე­თან­ხ­მე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე? გლო­ბა­ლუ­რი ციფ­რუ­ლი კომ­პაქ­ტის მი­ერ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­ტეგ­რა­ცია, რო­გორც არ­სე­ბი­თი, სა­ი­მე­დო და სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უფ­ლე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­ტეგ­რა­ცია და სა­ი­მე­დო­ო­ბა ის სა­კითხია, რო­მე­ლიც ჯან­საღ სა­ინ­ფორ­მა­ციო ეკო­სის­ტე­მებს ქმნის და ფაქ­ტებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სულ უფ­რო მე­ტად შე­უწყობს ხელს ჯან­სა­ღი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­რე­მოს შექ­მ­ნას.

ეს არის სა­კითხე­ბი, რო­მელ­საც ბრის­ბა­ნის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სა­მიტ­ზე მრა­ვა­ლი გა­მომ­ს­ვ­ლე­ლი შე­ე­ხო. კონ­ფე­რენ­ცი­ას ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სამ­ყა­როს მთა­ვა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის (კონ­გ­რე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა, ბრი­ტა­ნე­თი­სა და ავ­ს­ტ­რა­ლი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, ნიუ-იორ­კის რე­გი­ო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო პრო­ცე­სებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­მა­ვა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც გა­აც­ნეს.

    

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ბარ­სე­ლო­ნა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, რომ­ლის თე­მა კულ­ტუ­რა, ცოდ­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­ლ­დათ. ეს­პა­ნე­თის სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ში ფე­დე­რა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე სექ­ცია მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, წლის სა­უ­კე­თე­სო სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა და სა­უ­კე­თე­სო მწვა­ნე ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­მოვ­ლინ­და. ჰიბ­რი­დუ­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ევ­რო­პის კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბის­თ­ვის, შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კო­მი­ტე­ტის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და კვლე­ვა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ში. შეხ­ვედ­რებ­ზე მთა­ვა­რი თე­მა იყო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ხელ­შეწყო­ბა. აგ­რეთ­ვე, ინო­ვა­ცი­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სივ­რ­ცე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შე­უქ­მ­ნის.

◊ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე და­სა­ხელ­და მსოფ­ლი­ოს სა­მი სა­უ­კე­თე­სო მწვა­ნე ბიბ­ლი­ო­თე­კა:

პირ­ველ ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­სუ­ლას სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია, ინო­ვა­ცი­ურ პროგ­რა­მებ­თან ერ­თად. ბიბ­ლი­ო­თე­კა ხელს უწყობს მკითხ­ველ­თა ოჯა­ხე­ბით ჩარ­თუ­ლო­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში,  STEM სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა და მე­დია წიგ­ნი­ე­რე­ბას. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში 1000 და­სა­ხე­ლე­ბის პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლის მე­სა­მე­დი გა­რე­მოს დაც­ვის სა­კითხებს, სო­ცი­ა­ლურ მდგრა­დო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძლი­ერ ეკო­ნო­მი­კურ თა­ნას­წო­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ახა­ლი შე­ნო­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეკო­ლო­გი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა შექ­მ­ნი­ლი და მზის ენერ­გი­ით მა­რაგ­დე­ბა;

⇒  მე­ო­რე ად­გი­ლით და­ჯილ­დოვ­და გერ­მა­ნი­ის პა­დე­ბორ­ნის ქა­ლა­ქის ბიბ­ლიო­თე­კა, რომ­ლის 460 წლის შე­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მწვა­ნე პრინ­ცი­პე­ბით გა­ნახ­ლ­და. აქ­ვეა მცე­ნა­რე­ე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა, საკ­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის პროგ­რა­მა მათ­თ­ვის, ვი­საც სრულ­ყო­ფი­ლი კვე­ბა სჭირ­დე­ბა, ტან­საც­მ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა მათ­თ­ვის, ვი­საც შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს და სხვა­დას­ხ­ვა ხელ­საწყო­სა და ტექ­ნი­კის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბა ყვე­ლა მსურ­ველს შე­უძ­ლია. ბიბ­ლი­ო­თე­კა აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში, ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუ რა სჭირ­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და არ­სე­ბულ სა­კითხებს დი­ზა­ინ­სა და პროგ­რა­მებ­ში რთავს. ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა გა­რე­მოს, სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გზით;

⇒ მე­სა­მე პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და ეს­პა­ნე­თის, სა­ლა­მან­კას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კა. მი­სი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი ახა­ლი მე­დი­ის ენა­ზეა გად­მო­ცე­მუ­ლი და რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის, ისე ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად გა­სა­გე­ბია. ბიბ­ლი­ო­თე­კა ხელს უწყობს მკვლე­ვარ­თა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას, და­ახ­ლო­ე­ბა­სა და კვლე­ვი­თი მიღ­წე­ვე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე გაც­ნო­ბას. მთა­ვა­რი თე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბუ­ნე­ბას­თან და ერ­თ­მა­ნეთ­თან მე­ტი სი­ახ­ლო­ვეა.

სა­უ­კე­თე­სო მწვა­ნე ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბად და­სა­ხელ­და ირ­ლან­დი­ის, უკ­რა­ი­ნი­სა და ჩი­ნე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, ირ­ლან­დი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კის პრო­ექ­ტი „სი­ცოცხ­ლის ციკ­ლ­ზე მე­ტი“ აერ­თი­ა­ნებს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მი­ზანს (4, 8, 10, 12, 13, და 17), ხო­ლო კი­ე­ვის ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­შეწყო­ბით, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­რე­მოს დაც­ვის თე­მა­ზე სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ხორცილდება.

მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის ევ­რო­პი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტე­ბის წევ­რი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები