მარიამ თოფურია
სსიპ რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი
დემოკრატიის არსებობა წარმოუდგენელია არჩევნების გარეშე, ისინი ურთიერთგანმაპირობებელი მოვლენებია. თავად სიტყვა დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს, ხალხის მმართველობა კი შეუძლებელია განხორციელდეს არჩევნების გარეშე. ჭეშმარიტი დემოკრატია თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების შედეგად მიიღწევა. არჩევნების შედეგი განსაზღვრავს თითოეული ადამიანისა და მთლიანად ქვეყნის მომავალს.
აუცილებელია, ყოველმა მოქალაქემ ადრეული ასაკიდანვე გააცნობიეროს არჩევნების დანიშნულება, მნიშვნელობა და საკუთარი როლი ქვეყნის მომავლის ფორმირებაში. დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოსწავლეები არჩევნებთან დაკავშირებით საჭიროებდნენ ცნობიერების ამაღლებას და გადავწყვიტე, შემექმნა რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობდა საჭირო საგნობრივი კომპეტენციების გაძლიერებას.
სასწავლო რესურსი „არჩევნები“ მომზადებულია მოქალაქეობის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის არჩევნების, მისი განვითარების ისტორიის, არსისა და მნიშვნელობის, დემოკრატიის პრინციპების სწავლების, აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბების და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობის მიზნით.
რესურსის მთავარი მიზანია, მოსწავლეების, როგორც მომავალი ამომრჩევლების ინფორმირება და მოტივირება საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.
რესურსი შესაძლებელია გამოიყენონ, როგორც მასწავლებლებმა მოსწავლეებთან, ზემოთ აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის, ასევე მასწავლებლის მიერ სათანადოდ მომზადებულმა მოსწავლეებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, პრეზენტაციის, საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებისა და თანატოლების სწავლებისთვის.
სწავლება ინტერაქტიულია. მოდულში ინტეგრირებულია ორი პრაქტიკული აქტივობა.
სასწავლო მასალის თვალსაჩინოება ციფრულია, წარმოდგენილია PowerPoint-ის პრეზენტაცის სახით და გაყოფილია სამ ნაწილად.
რესურსს თან ახლავს გზამკვლევი, რომელშიც სლაიდების მიხედვით დეტალურადაა გაწერილი გამოყენების ინსტრუქცია.
რესურსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
გისურვებთ წარმატებას მაღალი თვითშეგნების მქონე, აქტიური მომავალი ამომრჩევლების აღზრდაში.
დამატებითი კითხვები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე – topuria19@yahoo.com