ვაგრძელებ თქვენთვის ახალი აქტივობების შემოთავაზებას. მაშ, ასე.
აქტივობა 1. ტექსტზე მუშაობა
ჟუჟუ და კოკა
ჟირაფი ჟუჟუ ჟურნალისტია. მისი უახლოესი მეგობარი კოალა კოკა კი – ოპერატორი.
ჩამოიცვამს ჟუჟუ ყურსასმენებს, დაიმაგრებს მიკროფონს, გადაიკიდებს ჩანთას და გარბის. კოალა კოკა ცალი ხელით ჟირაფ ჟუჟუს კისერზე შემოეხვევა, მეორეში კამერას მოიმარჯვებს და ასე ჩამოკონწიალებული იღებს საინტერესო ამბებს.
დღეს მეგობრებს ბევრი საქმე აქვთ: სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს უნდა ჩამოართვან ინტერვიუ, მთელი ქალაქი უნდა შემოირბინონ. საღამოს კი მომღერალ კენგურუსა და ბალერინა ყანჩასთან ოპერაში შეხვედრა აქვთ დათქმული. შორი ქვეყნიდან ჩამოსული კუ ორკესტრს დირიჟორობს და მშვენიერ ჩანაწერებს გააკეთებენ.
– უჰ, რა დავიღალე! – კინაღამ ჟუჟუს კისერზე ჩამოეძინა საღამოს კოალა კოკას, — მაგრამ ჩვენი პროფესიები მაინც ყველაზე საინტერესოა.
– ყველა პროფესია კარგია, თუკი გიყვარს! – კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ჟირაფმა ჟუჟუმ და კუდი სამჯერ დააბზრიალა.
მაკა მიქელაძე
- წაიკითხე ტექსტი და შემოხაზე უცხო სიტყვები.
- შეასრულე დავალება.
- დააკავშირე ნიმუშის მიხედვით.
აქტივობა 2. ტყუილი თუ მართალი
წაუკითხეთ მოსწავლეებს და სთხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად გიპასუხონ ტყუილია თუ მართალი?
- ბროწეული ხილია.
- თევზი წყალში დაცურავს.
- კოდალა შინაური ცხოველია.
- მზე ღამე ანათებს.
- ძროხა ბოსელში აბია.
- ზამთარი წელიწადის ყველაზე თბილი დროა.
- მაკრატლით თმას ვიჭრით.
- ძაღლის შვილს კნუტი ჰქვია.
- შაქარი მწარეა.
- წიგნებს ვალაგებთ ჩანთაში.
- შემოდგომით ხეებს ფოთლები სცვივა.
- ლომი ცხოველთა მეფეა.
- ტელეფონს საპურეში ვინახავთ.
- გემი საჰაერო ტრანსპორტია.
- ფეხსაცმელი ფეხზე გვაცვია.
აქტივობა 3.
მათემატიკური უნარებიც მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს.
მსგავსი დავალებები შეგიძლიათ თავადაც შექმნათ.
აქტივობა 4.
ეს სავარჯიშო ჩვენს მოსწავლეებს გაავარჯიშებს ყურადღების კონცენტრირებაში.
ასევე შეგიძლიათ იმუშაოთ ლექსიკურ მარაგზე და ამ სიტყვების მართლწერაზე.
აქტივობა 5. „იდეები პინტერესტიდან“
ნოემბრის ბოლოდან საახალწლო განწყობაც შეგვიძლია შევიტანოთ სამუშაო გარემოში.
აი შემდეგ სტატიაში კი, ძალიან საინტერესო აქტივობას შემოგთავაზებთ საახალწლო თემაზე.
∴ ∴ ∴
თუ თვლით, რომ ეს აქტივობები გამოგადგებათ თქვენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, რათა მათთან მუშაობა უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იყოს, მომწერეთ სპეციალური მასწავლებლის ბლოგზე და გამოგიგზავნით ამოსაბეჭდ ვერსიას!
ეკა ღვინიაშვილი
სსიპ ქ. თბილისის №82 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, „კატოს სკოლის“ დამფუძნებელი