25 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების წახალისების პროგრამა

პროგრამის მიზანია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩარიცხული აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების წახალისება/დაჯილდოება.

სტუდენტებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1) განცხადება;

2) პირადობის მოწმობის ასლი;

3) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4) ცნობა 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე.

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მის: (დ.უზნაძის 68)

განაცხადების მიღება: 25 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 143

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება