სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად განცხადების მიღება 23 ივნისიდან დაიწყება!
სად ხდება ატესტატის აღება?
♦ იუსტიციის სახლები
♦ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები
მისამართების სია: https://sda.gov.ge/?page_id=5872
განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 31 დეკემბერი
ვის შეუძლია ატესტატის მიღებაზე განაცხადის გაკეთება?
♦ თავად მოსწავლეს (თუ უკვე აქვს პირადობის მოწმობა)
♦ კანონიერ წარმომადგენელს (არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი ან მინდობილი პირი)
წარსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- სახელი/გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
- წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონიერი წარმომადგენლისთვის)
რამდენ ხანში გაიცემა ატესტატი?
√ ატესტატის უფასოდ მისაღებად – განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში
√ ატესტატის დაჩქარებული წესით მიღება ფასიანია