21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

„არ მინ­და, რომ ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა მოკ­ვ­დეს, დამ­თავ­რ­დეს…“

spot_img

1993 წელს რუს­თავ­ში აღე­ბუ­ლი სტარ­ტი – მთა­ვა­რი ამო­ცა­ნით, მსოფ­ლი­ოს შე­მო­უ­ა­როს ვე­ლო­სი­პე­დით – ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვას ამ­ბი­ცი­უ­რი ჩა­ნა­ფიქ­რი, იმ დროს, ბევ­რის­თ­ვის არა­რე­ა­ლურ „აკ­ვი­ა­ტე­ბა­დაც“ კი იყო მიჩ­ნე­უ­ლი, თუმ­ცა, თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში მყა­რად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, უკ­ვე მრა­ვალ­გ­ზის რე­კორ­დ­ს­მე­ნი წინ მხო­ლოდ ერთ მი­ზანს ხე­დავს, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს ხომ მა­ნამ­დეც არას­დ­როს ნებ­დე­ბა, არც ახ­ლაა ამის დრო. 50 წლის შემ­დეგ იწყებს ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი რუ­კით, და­ფი­ნან­სე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი პერ­ს­პექ­ტი­ვით, საგ­ზ­ლად წა­ღე­ბუ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნით“ და, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბით – დი­დი ცოდ­ნით, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თა და ფი­ზი­კუ­რი სიმ­ტ­კი­ცით. მი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის დე­ვი­ზა­დაც „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ფრა­ზა იქ­ცა: „ვინ მოყ­ვა­რე­სა არ ეძებს, იგი თა­ვი­სა მტე­რია“ და ამ მოგ­ზა­უ­რო­ბით მან პრო­ტეს­ტი გა­მო­უცხა­და ბო­რო­ტე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბას მსოფ­ლი­ო­ში!

გამ­გ­ზავ­რე­ბის წინ: „სარ­დაფ­ში ჩავ­დი­ვარ. ვე­ლო­სი­პედს ვა­მოწ­მებ. ვღე­ლავ, დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ვგრძნობ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­შე. რვა წლით ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბი მშობ­ლე­ბის, ძმის, მე­უღ­ლის საფ­ლა­ვებს. დი­დი დრო­ით მო­მი­წევს ახ­ლობ­ლე­ბის, თბი­ლი­სის, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. მე თა­ვი გა­დავ­დე სამ­შობ­ლოს­თ­ვის: ან გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დე­ბი, ან მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩემს სი­ცოცხ­ლეს­თან ერ­თად დას­რულ­დება.“ ჯ.ლ.

3333 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში (9 წე­ლი) ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვა 238 ქვე­ყა­ნას სტუმ­რობ­და, ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტ­ზე შე­ად­გა ფე­ხი, მათ შო­რის ორ­ჯერ იყო ან­ტარ­ქ­ტი­და­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ვი­ზა არ მის­ცა 6-მა სა­ხელ­მ­წი­ფომ: საუდის არა­ბე­თი, ერა­ყი, ავ­ღა­ნე­თი, ბრუ­ნეი, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და ლი­ბია.

ბევ­რ­ჯერ და­ატყ­და თავს სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა, 50-ჯერ მო­უ­წია ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­დას­ხ­მის მო­გე­რი­ე­ბა, 15-ჯერ – მხე­ცე­ბის; 6-ჯერ მოხ­ვ­და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში; გო­ბის უდაბ­ნო­ში გა­ი­ყი­ნა, შემ­თხ­ვე­ვით იპო­ვეს მწყემ­სებ­მა, იურ­ტა­ში შე­ა­ფა­რეს და გა­ათ­ბეს; ციმ­ბირ­ში პო­ლი­ციე­ლებ­მა იხ­ს­ნეს გა­ყინ­ვის­გან; სტოკ­ჰოლ­მ­ში ჩა­სუ­ლი კი­დუ­რე­ბის მოკ­ვე­თას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი გამ­ძ­ლე­ო­ბის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა; მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ბევ­რ­ჯერ იყო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მში­ე­რი; მი­უ­ხე­და­ვად დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი­სა, ქარ­თ­ველ­მა მოგ­ზა­ურ­მა, 9 წლის შემ­დეგ, 2002 წლის 3 ნო­ემ­ბერს და­ას­რუ­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა, დაბ­რუნ­და რუს­თავ­ში, იქ, სა­ი­და­ნაც სტარ­ტი აიღო.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, მა­შინ და­იწყო, რო­ცა ქვე­ყა­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ახა­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს და მსოფ­ლიო ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ერთ-ერთ ქვეყ­ნად მო­გვი­აზ­რებს. თა­ვი­დან­ვე გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა არ იყო დაწყე­ბუ­ლი მი­სი პი­რა­დი მიზ­ნე­ბი­სა თუ სურ­ვი­ლე­ბის­თ­ვის. ქარ­თ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რის შვი­ლიშ­ვი­ლი გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია გვი­ამ­ბობს, რომ „ამას აკე­თებ­და უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი მიზ­ნით – მსოფ­ლი­ო­ში არა­ვინ გვიც­ნობ­და, ვი­ზებ­ზეც ბევ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ამი­ტომ მთა­ვარ ამო­ცა­ნად და მიზ­ნად და­ი­სა­ხა, სამ­ყა­როს­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­ეც­ნო რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა. მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან ერ­თად, ჰქონ­და ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბის იდე­აც და მარ­თ­ლაც, თით­ქ­მის ყო­ველ­დღე აკე­თებ­და ჩა­ნა­წე­რებს, მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და და პე­რი­ო­დუ­ლად აგ­ზავ­ნი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მი­სი წიგ­ნე­ბად გა­მო­ცე­მის სურ­ვი­ლი ჰქონ­და. პი­რა­დი გან­ც­დე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გარ­და, ჩა­ნა­წე­რებ­ში დე­ტა­ლებ­ში აღ­წერს იმ ად­გი­ლებს, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა, ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ფას, კულ­ტუ­რას… ბევრ ისეთ ად­გი­ლას არის ნამ­ყო­ფი, რა­ზეც, მი­უ­ხე­და­ვად ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქი­სა, საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია დღე­საც არ გვაქვს. ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლებ­ში აღ­წერს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს ეს ინ­ფორ­მა­ცია“.

 

„მე­ძი­ნე­ბო­და ძა­ლი­ან, მაგ­რამ რომ დავ­წე­ქი, ძილ­მა გა­და­მი­ა­რა და წა­ვე­დი ფიქ­რებ­ში. ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლო, ისევ ბავ­შ­ვე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა… მთა­ვა­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლო ისევ გა­ერ­თი­ან­დეს და ჩვენ­ზე ლა­მა­ზი კუთხე და მდი­და­რი და ლა­მა­ზი ხალ­ხი არ­სად არ იქ­ნე­ბა. ნე­ტა­ვი მე მო­ვეს­წ­რე­ბი ამას? ნუ­თუ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თ­ვი­საც ისე­თი­ვე ბრძო­ლა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რო­გორც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის? და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი მო­პო­ვე­ბუ­ლია, ნე­ტა­ვი? ღმერ­თ­მა ქნას, ასე იყოს…“
7 მა­ი­სი, 1995 წე­ლი, ავ­ს­ტ­რა­ლია, ჯ.ლ.

 

მოგ­ზა­უ­რო­ბა 9 წე­ლი­წად­ში და­ას­რუ­ლა, წიგ­ნის გა­მო­ცე­მის სურ­ვი­ლის ახ­დე­ნას კი 30 წე­ლი დას­ჭირ­და. მი­სი შვი­ლი­შ­ვი­ლის, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუჯ­მა“ ახ­ლა­ხან გა­მოს­ცა „მოგ­ზა­უ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი“. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა, მი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის მსგავ­სად, დიდ­წი­ლად, სა­ხალ­ხო და­ფი­ნან­სე­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

🔎 გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია: წიგ­ნის გა­მო­ცე­მის იდეა თვი­თონ მას ეკუთ­ვ­ნო­და, თუმ­ცა, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო, ვერ მო­ა­ხერ­ხა. ამა­სო­ბა­ში მეც გა­ვი­ზარ­დე და 2012 წელს, საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან რო­ცა დავ­ბ­რუნ­დი (სას­წავ­ლებ­ლად ვი­ყა­ვი), მა­შინ გა­ვი­აზ­რე მი­სი ფე­ნო­მე­ნი – ამ­ხე­ლა მიღ­წე­ვე­ბი და შე­დე­გე­ბი აქვს, ამ­ხე­ლა საქ­მე გა­ა­კე­თა და ნაკ­ლე­ბად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღი­ა­რე­ბა აქვს და ყვე­ლას უყ­ვარს. წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ზე ჩე­მე­ბუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა მქონ­და. ჯუმ­ბერს უნ­დო­და ტო­მე­ბად გა­მო­ე­ცა, მე ვფიქ­რობ­დი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და ტო­მე­ბის წა­კითხ­ვა. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, ერთ წიგ­ნად გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო.

მი­სი სი­ცოცხ­ლის ბო­ლო პე­რი­ოდ­ში (2012 წელს დავ­ბ­რუნ­დი უცხო­ე­თი­დან და 2014 წლამ­დე), ხში­რად ვსტუმ­რობ­დი მას უკ­ვე საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით. ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ვცდი­ლობ­დი, მე­ტი რამ და­მე­ზუს­ტე­ბი­ნა. მა­გა­ლი­თად, სახ­ლ­ში ხში­რად მეს­მო­და, სთა­ვა­ზობ­დ­ნენ, რე­კორ­დე­ბი სხვა ქვეყ­ნის ან კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხე­ლით და­ემ­ყა­რე­ბი­ნა. მა­გა­ლი­თად, ნი­სანს ჰქონ­და საკ­მა­ოდ კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებს: შვე­ი­ცა­რი­ას, ამე­რი­კას, სკან­დი­ნა­ვი­ურ ქვეყ­ნებს და, ცხა­დია, ძა­ლი­ან დი­დი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სიც იყო – რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნიც კი… ასე­თი დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა მინ­დო­და. შე­ვე­ცა­დე გა­მერ­კ­ვია, ეს მი­სი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ციაა თუ რე­ა­ლუ­რად ასე იყო, მარ­თ­ლა კონ­ტ­რაქ­ტამ­დე მი­ვი­და საქ­მე? ისე­ვე რო­გორც სხვა ამ­ბებ­ზე, კლი­ნი­კურ სიკ­ვ­დილ­ზეც ჰყვე­ბო­და, რომ 50 წლის ასაკ­ში პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო და ამის შემ­დეგ და­იწყო ვარ­ჯი­ში… მოკ­ლედ, ბევ­რი რა­მის და­ზუს­ტე­ბას ვცდი­ლობ­დი და გა­ვი­გე, რომ ეს იყო რე­ა­ლო­ბა, ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბე­ბი და არა­ნა­ი­რი ჭო­რი თუ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია. შე­თა­ვა­ზე­ბე­ბს არც კი გა­ნი­ხი­ლავდა, პირ­და­პირ უარს ეუბ­ნე­ბო­და, რა­საც ჩე­მი კრი­ტი­კა მოჰ­ყ­ვა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მი­სი და და შვი­ლიც დღემ­დე ემიგ­რა­ცი­ა­ში არი­ან და იქი­დან ეხ­მა­რე­ბი­ან ოჯა­ხებს; ან თუნ­დაც იმის გა­მო, რომ ბი­ნა ჩა­მო­არ­თ­ვეს და რა­ღაც პე­რი­ო­დი, პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის კა­ბი­ნეტ­ში ცხოვ­რობ­და, უჭირ­და და ხში­რად ვე­უბ­ნე­ბო­დი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს რომ და­თან­ხ­მე­ბო­დი, უფ­რო არ და­ეხ­მა­რე­ბო­დი ოჯახ­საც და ქვე­ყა­ნა­საც?

ბო­ლო ორი წე­ლი, 2012-2014 წლებ­ში, ინ­ტენ­სი­უ­რად ვცდი­ლობ­დი, მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­ღო მის­გან და რა­ღა­ცე­ბი ერ­თობ­ლი­ვად დაგ­ვე­გეგ­მა. მას თა­ვი­სი სა­ხე­ლო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი აქვს და მინ­დო­და, მის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე მი­მე­ცა, სა­დაც სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით, მათ შო­რის, მინ­დო­და, სკო­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მი­სე­უ­ლი მე­თო­დი შეგ­ვე­ტა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 2014 წელს, გარ­და­იც­ვა­ლა და ეს იდე­ე­ბი იდე­ე­ბად­ვე დარ­ჩა.

და­საწყის­ში, რო­დე­საც მი­სი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი, არ ვი­ყა­ვი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ ამას შევ­ძ­ლებ­დი, რე­ა­ლუ­რად, ამ საქ­მე­ში არც გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და სა­თა­ნა­დო და არც კომ­პე­ტენ­ცია. მაგ­რამ რო­დე­საც დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს საქ­მე მე უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, და­ვიწყე ე.წ. კო­პი რა­ი­თე­რე­ბის, ანუ მწერ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა, ვინც თვი­თონ და­წერ­დ­ნენ ჯუმ­ბერ­ზე, ოღონდ მი­სი­ვე ჩა­ნა­წე­რებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. მე­რე, ხელ­ნა­წე­რებს რომ შევ­ყე­ვით, მივ­ხ­ვ­დი, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, თვი­თონ წერს და თან ძა­ლი­ან კარ­გად. რო­გორც მკითხ­ველს, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. შემ­დეგ პან­დე­მია და­იწყო. ამ დროს, მი­სი ჩა­ნა­წე­რე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი მქონ­და გა­ციფ­რუ­ლე­ბუ­ლი და თან, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბო­და, რე­დაქ­ტი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. თა­ნაც, იმ­დე­ნად დე­ტა­ლებ­ში აღ­წერს რო­დის სად წა­ვი­და, რა გა­ა­კე­თა, რა ჭა­მა, რა ფე­რი იყო, რომ ვორ­დის ფა­ი­ლის 7 ათა­სი გვერ­დი გა­მო­დი­ო­და და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, წიგ­ნის ფორ­მა­ტით რამ­დე­ნად მე­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ­მა­გი.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ტე­ლეს­კო­ლა­ში გაკ­ვე­თი­ლებს რომ ვგეგ­მავ­დით, ლე­ლა კო­ტორ­აშ­ვილ­მა მა­შინ გა­ი­გო, რომ ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვას შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი და მითხ­რა, რომ მა­სა­ლე­ბი სჭირ­დე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლის და­სა­გეგ­მად. გავ­ც­ვა­ლეთ მო­საზ­რე­ბე­ბი, მა­სა­ლე­ბი… მე­რე ვთხო­ვე ლე­ლას, ხომ არ იმუ­შა­ვებ­და ამ წიგ­ნ­ზე ჩემ­თან ერ­თად. დამ­თან­ხ­მ­და და გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ ერ­თად მუ­შა­ო­ბა. მა­ლე მივ­ხ­ვ­დით, რომ და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის­ხ­მე­ვა და ადა­მი­ა­ნი გვჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა „არ­ტა­ნუ­ჯის“ და „ინ­ტე­ლექ­ტის“ გა­მოც­დილ რე­დაქ­ტორს, გვან­ცა შუ­ბი­თი­ძეს. მოკ­ლედ, სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ სამ­მა მი­ვე­ცით სა­ბო­ლოო ფორ­მა წიგნს ქარ­თ­ველ მოგ­ზა­ურ­ზე. ასე­ვე, ჩვენ­თან ერ­თად იმუ­შა­ვა ნა­ტო გორ­დე­ლა­ძემ.

ჯუმბერ ლეჟავას ერთ-ერთი რუკა

სა­ნამ წა­ვი­დო­და (პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზეც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ მი­სი მე­გობ­რე­ბი), ბევ­რი „გი­ჟად“ მოიხ­სე­ნი­ებ­და. ძა­ლი­ან კარ­გი კა­რი­ე­რა ჰქონ­და, მა­თე­მა­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში მუ­შა­ობ­და, ილია ვე­კუ­ას­თან ერ­თად. ვარ­ჯი­ში და შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რო­ბა მისი ჰო­ბი გახდა. ბევ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, 50 წლის ასაკ­ში, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შის დროს, ტრავ­მა მი­ი­ღო, ნაწ­ლა­ვე­ბის გა­დახ­ლარ­თ­ვა და­ე­მარ­თა და ერ­თი წლის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ მო­უ­წია ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა. იყო პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, და­იწყო ფე­ხის ვარ­ჯი­შე­ბით და ნელ-ნე­ლა გა­და­ვი­და აზიდ­ვებ­ზე. მე­რე გა­ზეთ­ში წა­ი­კითხა, რომ ერთ-ერთ რუს ადა­მი­ანს აზიდ­ვებ­ში რე­კორ­დის მოხ­ს­ნა უნ­დო­და. მან გა­მო­ით­ვა­ლა და მიხ­ვ­და, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში თვი­თო­ნაც შეძ­ლებ­და ახა­ლი რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბას. მოკ­ლედ, მიზ­ნად და­ი­სა­ხა და ინ­ტენ­სი­ურ ვარ­ჯიშს შე­უდ­გა. დი­ლის 5 სა­ათ­ზე დგე­ბო­და, ვარ­ჯი­შობ­და, მე­რე მი­დიო­და სამ­სა­ხურ­ში, იქაც ვარ­ჯი­შობ­და შუ­ადღე­ზე (შეს­ვე­ნე­ბი­სას) და სა­ღა­მოს – ისევ სახ­ლ­ში. მოკ­ლედ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ამ მი­ზანს აღ­წევს. შემ­დეგ მი­დის მოს­კოვ­ში და იქ ამ­ყა­რებს რე­კორდს – გი­ნე­სის პირ­ვე­ლი რე­კორ­დი ასე და­ამ­ყა­რა. მა­და ჭა­მა­ში მო­დი­სო და რე­კორ­დებს რე­კორ­დებ­ზე ამ­ყა­რებს… იმას, რაც მან შეძ­ლო და გა­ა­კე­თა, მარ­თ­ლა „სი­გი­ჟედ“ მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. ამ ყვე­ლა­ფერ­ში სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ასე­თი შე­დე­გე­ბი მარ­თ­ლა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, იკ­ვ­ლევ­და და ეც­ნო­ბო­და ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც მსგავ­სი მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­დათ, რომ მე­რე თა­ვად ეჯობ­ნა მათ­თ­ვის. საკ­მა­ოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და ამ­ბი­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ერთ-ერ­თი რე­კორ­დი რომ და­ამ­ყა­რა და ჩა­მო­ვი­და, აერო­პორ­ტ­ში, მი­სი მე­გობ­რის, თენ­გიზ კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლის შვილ­მა, პა­ტა­რა რა­ტი კი­კა­ჩე­იშ­ვილ­მა უთხ­რა: შენ ისე­თი ხარ, ჯუმ­ბერ ბა­ბუა, შე­გიძ­ლია ვე­ლო­სი­პე­დით მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მარ­ტო იმოგ­ზა­უ­როო. აზიდ­ვე­ბი­სა და მუც­ლის პრე­სე­ბის რე­კორ­დე­ბი ამო­წუ­რა და ახალ გა­მოწ­ვე­ვას ეძებ­და, ფიქ­რობ­და, რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა… ბავ­შ­ვის ნათ­ქ­ვა­მი ფ­რა­ზა მა­შინ­ვე მო­ე­წო­ნა, რა კარ­გი აზ­რიაო და და­იწყო ამ კუთხით მუ­შა­ო­ბა, თან საკ­მა­ოდ მეც­ნი­ე­რუ­ლად მი­უდ­გა საქ­მეს – მის რუ­კა­ზე ჩანს რო­გორ სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად იკ­ვ­ლევს და ად­გენს მოგ­ზა­უ­რო­ბის მარ­შ­რუტს. ჯგუ­ფი შეკ­რი­ბა და მუ­შა­ობ­დ­ნენ პროგ­რა­მა­ზე. ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვაც ჩარ­თო ამ საქ­მე­ში, და­ნარ­ჩენ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ცხა­დია, პროგ­რა­მა ძა­ლი­ან ზო­გა­დი იყო, ად­გი­ლებ­ზე რომ ჩა­დი­ო­და, იქ კი­დევ უფ­რო დე­ტა­ლუ­რად მუ­შა­ობ­და რუ­კა­ზე. პირ­ვე­ლი, რა­საც ად­გილ­ზე აკე­თებ­და, გა­მო­ითხოვ­და იმ ტე­რი­ტო­რი­ის რუ­კას და წი­ნა დღეს ამუ­შა­ვებ­და. სა­ნამ ზუს­ტად არ და­გეგ­მავ­და მარ­შ­რუტს, მომ­დევ­ნო დღის მოგ­ზა­უ­რო­ბას არ იწყებ­და.

მოგ­ზა­უ­რო­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ცე­მა, ბა­ბუ­ას სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბის გარ­და, ჩემ­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის სა­კითხი იყო და ძა­ლი­ან დი­დი სტი­მუ­ლიც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მი­აღ­წიო და­სა­ხულ მი­ზანს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ა­კე­თო, რო­გორც ჯუმ­ბერ­მა. ამ ადა­მი­ანს ჰქონ­და, ზო­გა­დად, დი­დი ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რიც, რაც და­ეხ­მა­რა ამ ყვე­ლა­ფერ­ში, თო­რემ მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ვერ შეძ­ლებ­და. წიგ­ნის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლიც ეს არის – გახ­დეს ძა­ლი­ან დი­დი სტი­მუ­ლი და მო­ტი­ვა­ცია ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა გვხვდე­ბა. ჩა­ნა­წე­რებს რომ კითხუ­ლობ, ფიქ­რობ, რომ შე­ნი პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი, ამას­თან შე­და­რე­ბით, არა­ფე­რია, გეხ­მა­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დო ნე­ბის­მი­ერ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას (პი­რა­და­დაც ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა). ის კი არა, ხან­და­ხან, სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც უყუ­რებ რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბი – გზე­ბი უნ­და მო­ძებ­ნო ამის­თ­ვის.

♦ ♦ ♦

რე­ა­ლუ­რად ხვდე­ბი, რომ ერთ სა­გა­ზე­თო წე­რილ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩა­ა­ტიო ქარ­თ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით სავ­სე 3333 დღე, სი­ხა­რუ­ლით სავ­სე წუ­თე­ბი თუ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც შეძ­ლო მოგ­ზა­ურ­მა. ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვილ­მა მოგ­ზა­უ­რის ამ ამო­უ­წუ­რავ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს „ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვას ფე­ნო­მე­ნი“ და­არ­ქ­ვა.

🔎  ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვი­ლი: წიგ­ნით მკითხ­ვე­ლი გა­იც­ნობს მას, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, რო­გორც მა­მას, მე­უღ­ლეს, შვილს, მოს­წავ­ლეს, რო­გორც პატ­რი­ოტ ადა­მი­ან­სა და მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქეს. მი­სი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა მარ­თ­ლაც საკ­ვირ­ვე­ლია… თუნ­დაც იმ თ??­ლ­საზ­რი­სით, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბას 54 წლის ასაკ­ში იწყებს. ეს ის ასა­კია, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ უკ­ვე რა­ღა­ცას მი­აღ­წია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ამო­წუ­რა კი­დეც თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამ დროს ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვა 9-წლი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბას იწყებს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო და ასეთ შე­დეგს აღ­წევს. ხში­რად წერს – „მე დავ­ბ­რუნ­დე­ბი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი“. აი, ამ თვით­რ­წ­მე­ნა­ზე დგას მთე­ლი მი­სი პი­როვ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ის იყო მარ­ტო. მი­სი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, გაც­ნო­ბით ხვდე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ცოცხ­ლო ფრა­ზა ცხოვ­რე­ბა­ში: „თუ თა­ვი შე­ნი შენ გახ­ლავს, ღა­რი­ბად არ იხ­სე­ნ­ე­ბი“. მკითხ­ვე­ლი ამა­ში ფურ­ცელ-ფურ­ცელ რწმუნ­დე­ბა.

ძა­ლი­ან ვრცელ მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა იყო, წიგ­ნი ისე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რომ ად­ვი­ლად სა­კითხა­ვი ყო­ფი­ლი­ყო. ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით ყვე­ლა ტი­პის და ასა­კის მკითხ­ველს. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მკითხ­ვე­ლის ასა­კი  შე­უზღუ­და­ვია,12 წლი­დან ყვე­ლას შე­უძ­ლია წა­ი­კითხოს და, რაც მთა­ვა­რია, მის­გან ყვე­ლამ თა­ვი­სი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვფიქ­რობ, წიგ­ნ­მა სტრუქ­ტუ­რუ­ლა­დაც არა­მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი ფორ­მა მი­ი­ღო – იწყებს ბავ­შ­ვო­ბი­დან, შემ­დეგ ამას მოჰ­ყ­ვე­ბა სკო­ლის წლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის და და­ო­ჯა­ხე­ბის პე­რი­ო­დი. შემ­დეგ დაწ­ვ­რი­ლე­ბით გვიყ­ვე­ბა რე­კორ­დებ­ზე და ბო­ლოს 9-წლი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, რომ­ლი­თაც მან 238 ქვეყ­ნის ??მოვ­ლა შეძ­ლო, ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტ­ზე იყო ნამ­ყო­ფი. ცხა­დია, რომც გვდო­მო­და, ყვე­ლა ქვეყ­ნის ჩა­ნა­წერს ვერ და­ვა­ტევ­დით ერთ წიგ­ნ­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რა­დაც არ არ­სე­ბობ­და ყვე­ლა ჩა­ნა­წე­რი იმი­ტომ, რომ პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ნა­წე­რებს ფოს­ტით გზავ­ნი­და, ზო­გი იკარ­გე­ბო­და, ზოგს იქ­ვე ტო­ვებ­და, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­ღაც კუნ­ძულ­ზე და­ტო­ვა ჩა­ნა­წე­რე­ბი და და­ი­კარ­გა. ამი­ტომ, რაც ხელთ გვქონ­და, ის გა­მო­ვი­ყე­ნეთ, წიგ­ნ­ში ვერ მოხ­ვ­და გარ­კ­ვე­უ­ლი წლე­ბი და გარ­კ­ვე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი…

წიგ­ნის დე­ვი­ზია: „ვინ მოყ­ვა­რე­სა არ ეძებს, იგი თა­ვი­სა მტე­რია“ და მას უძღ­ვ­ნის უსაყ­ვარ­ლე­სი მე­უღ­ლის – ლი­ა­ნა ალი­ბე­გაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას, მე­გობ­რის – ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ხსოვ­ნას და მოგ­ზა­უ­რო­ბის იდე­ის ავ­ტორ­სა და მი­სი მე­გობ­რის შვილს – რა­ტი კი­კა­ჩე­იშ­ვილს, რო­მე­ლიც ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გარ­და­იც­ვ­?ლა.

ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბაც ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის მიზ­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. სა­ო­ცა­რი და­ჟი­ნე­ბით და დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვით იწერ­და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, მი­სი სა­ბო­ლოო სურ­ვი­ლიც ხომ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ცე­მა იყო. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ 30 წლის შემ­დეგ ახ­და ეს ოც­ნე­ბა. ზღაპ­რის გმი­რი გგო­ნია, ნე­ბის­მი­ე­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, იქ­ნე­ბა ეს ოდი­სევ­სი, ავ­თან­დი­ლი თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, ში­ნი­დან გა­დის და ბრუნ­დე­ბა უკან, თან ბრუნ­დე­ბა სიმ­დიდ­რით. ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვას შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასეთ სიმ­დიდ­რედ შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­ვე წიგ­ნის სა­ხით გვაქვს. აი, ეს სიმ­დიდ­რე აჩუ­ქა მან ქარ­თ­ველ ხალხს.

ჯუმ­ბერს სა­მი მკა­ფიო მი­ზა­ნი ჰქონ­და: პირ­ვე­ლი – თა­ვი­სი ქვეყ­ნის გაც­ნო­ბა მსოფ­ლი­ოს­თ­ვის. მი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­საწყი­სი ის პე­რი­ო­დია, რო­ცა ქვე­ყა­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ახა­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს, მაგ­რამ მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით ჯერ კი­დევ არ აღი­ა­რე­ბენ, კვლავ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვენ. მას სწო­რედ ეს ამო­ცა­ნა ჰქონ­და – გა­ე­გო სამ­ყა­როს, რომ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თ­ვე­ლო, თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი მდი­და­რი კულ­ტუ­რით. სხვა­დას­ხ­ვა შეხ­ვედ­რე­ბის დროს ისეთ ცოდ­ნას ამ­ჟ­ღავ­ნებ­და, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბი­თ… არ­გენ­ტი­ნა­ში კა­პიტ­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ჭად­რა­კე­ე­ბი­სა და მთამ­ს­ვ­ლე­ლე­ბის შე­სა­ხებ დაწ­ვ­რი­ლე­ბით უამ­ბობ­და, ისი­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლი ეკითხე­ბოდ­ნენ, ასე დაწ­ვ­რი­ლე­ბით რა­ტომ იცი ყვე­ლა­ფე­რიო. უამ­ბობ­და, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მე­გობ­რო­ბას სცე­მენ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს და დას­ძენ­და, მე ვარ მდი­და­რი, რომ 89 ქვე­ყა­ნა­ში უთ­ვა­ლა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნეო (მა­შინ უკ­ვე 89 ქვე­ყა­ნა ჰქონ­და მოვ­ლი­ლი). მუდ­მი­ვად უს­ვამ­და ხაზს თა­ნად­გო­მას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში.

ზღაპ­რის გმი­რი­ვით, გზა­დაგ­ზა, ხვდე­ბოდ­ნენ ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი „მავ­ნე­ე­ბი“ და „მჩუ­ქებ­ლე­ბიც“ – დამ­ხ­მა­რე­ე­ბი. ამის თვა­ლის დევ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. სა­ო­ცა­რი გან­ც­დით მიჰ­ყ­ვე­ბი ნა­ამ­ბობს, რო­გორ ელო­დე­ბა მოგ­ზა­უ­რი, თვე­ო­ბით, სადღაც ჯუნ­გ­ლებ­ში, და­ფი­ნან­სე­ბას და წე­რი­ლებს, რო­გორ ფერ­ხ­დე­ბა ამის გა­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა. მე­რე რო­გორ გა­მო­ძებ­ნის სახ­ს­რებს გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, ხში­რად მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი უგ­ზავ­ნი­ან… და ის არ ჩერ­დე­ბა, აგ­რ­ძე­ლებს გზას პუნ­ქ­ტი­დან პუნ­ქ­ტამ­დე… გიკ­ვირს რო­გორ იძი­ნებს ძელ­ს­კამ­ზე თუ სადღაც გაშ­ლილ კა­რავ­ში, ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებს შო­რის თუ ეკ­ლე­სი­ა­ში; რო­გორ პო­უ­ლობს ოჯა­ხებს, რომ­ლე­ბიც იფა­რე­ბენ, ან ოჯა­ხებს, რომ­ლე­ბიც უარს ეუბ­ნე­ბი­ან თავ­შე­სა­ფარ­ზე და უბ­რა­ლოდ კარს უკე­ტა­ვენ. აი, ეს მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა, სიბ­ნე­ლი­სა და სი­ნათ­ლის, ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს წიგ­ნ­ში.

მე­ო­რე მი­ზა­ნი იყო ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია; მე­სა­მე – ვე­ლო­სი­პე­დის, რო­გორც სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

♦ ♦ ♦

თან­მ­ხ­ლე­ბი გო­ნი­ე­რე­ბა, მა­თე­მა­ტი­კუ­რი სი­ზუს­ტით გათ­ვ­ლი­ლი დე­ტა­ლე­ბი, წი­ნა დღით გა­წე­რი­ლი გეგ­მა, მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, ხში­რად, გა­მო­სავ­ლად ქცე­უ­ლი იუმო­რი და შე­უ­პოვ­რო­ბა; უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­შიც კი, უარს ამ­ბობს კონ­კ­რე­ტულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე, რაც მის­თ­ვის ბევ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის მომ­გ­ვ­რე­ლი ან სი­კე­თის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ამით წი­ნა სა­ღა­მოს შედ­გე­ნილ გეგ­მას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვერ შე­ას­რუ­ლებს. მა­გა­ლი­თად, უარს ამ­ბობს დარ­ჩეს კარგ სას­ტუმ­რო­ში რამ­დე­ნი­მე დღით, სა­მა­გი­ე­როდ, უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დ­ნი­ლი, პო­ლი­ცი­ას სთხოვს, ღა­მე სა­კან­ში გა­ა­თე­ვი­ნონ, თუმ­ცა სა­კან­ში ღა­მის გა­თე­ვა მი­სი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო­დაც ხში­რად მო­უ­წია. ხან­და­ხან, თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბის­გან იხ­ს­ნის თავს „ხუ­ლიგ­ნუ­რი“ გეგ­მით… და­დის მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით და აჩ­ვე­ნებს ადა­მი­ა­ნებს რო­გორ უნ­და ივარ­ჯი­შონ, სთხოვს მათ, ჯან­სა­ღად იცხოვ­რონ და სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლე უფ­რო სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. წიგ­ნ­ში ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით ად­გი­ლებს, სა­დაც მის იუმორ­ზე იხარ­ხა­რებთ.

🔎 ლე­ლა: ეს წიგ­ნი ჩემ­თ­ვის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ცაა. მოგ­ზა­უ­რო­ბა მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­იწყო და მას ერ­თი წუ­თით არ სტო­ვებს ეს სიყ­ვა­რუ­ლი. თურ­მე მე­უღ­ლე ხში­რად ეუბ­ნე­ბო­და – შე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა უფ­რო და უფ­რო მა­შო­რებს შენ­თა­ნო. ის პა­სუ­ხობ­და: „შენს ქა­ლურ მშვე­ნე­ბას ჩე­მი პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბით უფ­რო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბიო“. წი­ნას­წა­რაც ეცხა­დე­ბა მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა – თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში „ხე­დავს რო­გორ გაფ­რინ­დე­ბა მი­სი მე­უღ­ლე“. მუდ­მი­ვად ესიზ­მ­რე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის პე­რი­ოდ­შიც და ხში­რად ტი­რის, რო­ცა ახ­სენ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს, მა­ინც მარ­ტო­სუ­ლია. ეს არის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ბე­დიც, რაც უნ­და ბევ­რი შვი­ლი ან მე­გო­ბა­რი ჰყავ­დეს, ადა­მი­ა­ნი მა­ინც სა­ბო­ლო­ოდ მარ­ტოა. და რო­გორ უნ­და გა­უმ­კ­ლავ­დე ამ მარ­ტო­ო­ბას, ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მრჩე­ვე­ლია ეს წიგ­ნი.

ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი ბავ­შ­ვო­ბის პე­რი­ო­დი. ად­რე­ულ ასაკ­ში და­ობ­ლ­და. გვიყ­ვე­ბა, რო­გორ დგე­ბო­და დი­ლის ექვს სა­ათ­ზე პუ­რის რიგ­ში, რო­გორ ეხ­მა­რე­ბო­და დე­დას. სა­ოც­რად აღ­წერს იმ მულ­ტი­კულ­ტუ­რულ გა­რე­მოს, რაც თბი­ლისს ახა­სი­ა­თებ­და. პლე­ხა­ნოვ­ზე გა­ი­ზარ­და და ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, რო­მელ­მაც მი­სი პი­როვ­ნე­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. წერს აიწა­რა დე­ი­და­ზე, მე­ე­ზო­ვე­ზე, ფოს­ტა­ლი­ონ­ზე… დაწ­ვ­რი­ლე­ბით აღ­წერს სკო­ლის პე­რი­ოდ­საც.

კითხუ­ლობ, სადღაც იამა­ი­კა­ზე რო­გორ გა­აქვს თა­ვი. პირ­ველ რიგ­ში, ნე­ბის­მი­ერ სო­ფელ­სა თუ ქა­ლაქ­ში პო­უ­ლობს პო­ლი­ცი­ას, უნ­და ად­გი­ლის აღ­ნიშ­ვ­ნა გა­ა­კე­თოს და ფორ­მა­ლუ­რად და­ამ­ტ­კი­ცოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად სად იმ­ყო­ფე­ბა; იგებ ამა­ში რო­გორ ეხ­მა­რე­ბა სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა; დაწ­ვ­რი­ლე­ბით გვიყ­ვე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, რო­გო­რი დი­დი ფუნ­და­მენ­ტი შექ­მ­ნეს მის ცხოვ­რე­ბა­ში. მე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამ თვა­ლით რო­ცა ვკითხუ­ლობ, აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნებს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა; ხაზს უს­ვამს რო­გორ აღ­ზარ­დეს, მის­ცეს ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა გა­ნუ­ვი­თა­რეს, რო­მელ­საც შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას იყე­ნებს.  ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე, იამა­ი­კა­ზე ყოფ­ნი­სას, ახ­სენ­დე­ბა თა­ვი­სი გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი – და­რი­კო მეტ­რე­ვე­ლი და ამ­ბობს, რომ ერ­თი სუ­ლი აქვს, ჩა­ვი­დეს თბი­ლის­ში, მი­უჯ­დეს მას გვერ­დით და მო­ე­ფე­როს; გვიყ­ვე­ბა, იამა­ი­კა­ზე ან ტა­ი­ლან­დ­ში რომ ჩა­ვი­და, ასე ეგო­ნა, უკ­ვე ნა­ნა­ხი ჰქონ­და ეს კუნ­ძუ­ლე­ბი, ისე დაწ­ვ­რი­ლე­ბით და დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბობ­და და­რი­კო მას­წავ­ლე­ბე­ლი მათ შე­სა­ხე­ბო. არა­და, საბ­ჭო­თა მას­წავ­ლე­ბე­ლი არა­სო­დეს გას­ც­დე­ნია საზღ­ვ­რებს… ემო­ცი­უ­რად აღ­წერს რო­გორ აან­თო მან გე­ოგ­რა­ფი­ის სიყ­ვა­რუ­ლით და და­ა­ინ­ტე­რე­სა რუ­კის წა­კითხ­ვით; ამ­ბობს, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნეა გა­ნათ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და ქა­ლაქს არ იც­ნო­ბენ, თვი­თონ კი და­დის მთელ მსოფ­ლი­ო­ში და რუ­კის დახ­მა­რე­ბით იკ­ვა­ლავს გზას. ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ სწავ­ლობს, პირ­ველ წელს, ნელ-ნე­ლა ინ­გ­ლი­სურს, ერ­თი წლის მე­რე უკ­ვე კარ­გად იცის. თუმ­ცა, მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სუ­რის ცოდ­ნა არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის ხალხს გა­ა­გე­ბი­ნოს რა უნ­და.

ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ წერს სპორ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე – ჩვენ, 21- ე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნებ­მა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს ეს წიგ­ნი და კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს — რო­გორ აღ­ვ­ზარ­დოთ ბავ­შ­ვი, სა­უ­კე­თე­სო მო­ქა­ლა­ქე, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნოთ, რო­გორ და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს. ეს წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­კითხოთ რო­გორც მოგ­ზა­უ­რის ის­ტო­რია, მაგ­რამ ამის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლებ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვებს შეგ­ვიძ­ლია მი­ვა­წო­დოთ სა­ჭი­რო იმ­პულ­სე­ბი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­ძ­ვ­რის­თ­ვის, მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის თუ ცოდ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­გე­ბის­თ­ვის.

♦ ♦ ♦

სირ­თუ­ლე­ე­ბით მი­მა­ვალ გზა­ზე ხში­რად შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბაც სწყა­ლობს, ხში­რად გო­ნი­ე­რე­ბით ან სიტყ­ვით გა­აქვს თა­ვი, ხან­და­ხან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლი­თაც უმ­კ­ლავ­დე­ბა მო­სა­ლოდ­ნელ საფ­რ­თხეს. ერ­თ­გან წერს, რო­გორ და­ეს­ხ­ნენ თავს ჰა­ვა­ი­ზე – ოთა­ხი­დან გა­მო­სვლის შემდეგ კაც­მა არ იცის რას და­მარ­თე­ბენ. დაჯ­და და მო­ი­ფიქ­რა – გამ­თე­ნი­ი­სას, რო­ცა მა­თი ყუ­რადღე­ბა მო­დუნ­დე­ბა, აიღებს უზარ­მა­ზარ ჯოხს და ატე­ხავს ბრა­ხუნს, თით­ქოს და­ამ­ტ­ვ­რია ოთახ­ში ყვე­ლა­ფე­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უნ­და იმოქ­მე­დოს ალ­კო­ჰო­ლის და ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ ბრბო­ზე. მე­რე ფი­ზი­კურ ძა­ლა­საც გა­მო­ი­ყე­ნებს, რად­გან ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა აშ­კა­რად. გეგ­მას ახორ­ცი­ე­ლებს, ამარ­ცხებს თავ­დამ­ს­ხ­მე­ლებს, ჯდე­ბა ვე­ლო­სი­პედ­ზე და აგ­რ­ძე­ლებს გზას. ძა­ლი­ან ხში­რად ეჯა­ხე­ბი­ან ტრა­სა­ზე მან­ქა­ნე­ბი, სა­გან­გე­ბოდ აკე­თე­ბენ ასეთ მზაკ­ვ­რულ მა­ნევ­რი­რე­ბას. ამის გა­მო, ხრამ­შიც კი ვარ­დე­ბა, თავს იტეხს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი, რა­საც აკე­თებს, დგე­ბა და თა­ვის „მე­რანს“ ამოწ­მებს – ასე და­არ­ქ­ვა თა­ვის ვე­ლო­სი­პედს. გვაც­ნობს ადა­მი­ა­ნე­ბის ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბებ­საც, კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე გვიყ­ვე­ბა მა­თი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ.

🔎 გი­ორ­გი: ერ­თი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მთავ­რ­დე­ბა და მა­შინ­ვე იწყე­ბა მე­ო­რე, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ამ ამ­ბავ­ში მი­სი სა­ოც­რად დი­დი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბაა. ფაქ­ტობ­რი­ვად, აქვს ყო­ველ­დღი­უ­რი გეგ­მა, დი­ლით იწყებს 5-6 სა­ათ­ზე ამ გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას და ხან­და­ხან აჭარ­ბებს კი­დეც. ამ მიზ­ნით იღ­ვი­ძებს და იძი­ნებს. ხვდე­ბა ისე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შე­უძ­ლია მი­ზანს გა­და­უხ­ვი­ოს. ფილ­მ­შიც არის აღ­წე­რი­ლი ამის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, შვე­ი­ცა­რი­ა­ში სა­ში­ნე­ლი ამინ­დია, დი­დი თოვ­ლია. ამ დროს, მი­სი მე­გო­ბა­რი სთა­ვა­ზობს მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩე­ნას და შე­უძ­ლია რამ­დე­ნი­მე დღე სი­ა­მოვ­ნე­ბა შე­ირ­გოს, მაგ­რამ არც გა­ნი­ხი­ლავს ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. მად­ლო­ბას უხ­დის და აგ­რ­ძე­ლებს გზას. ბევ­რ­ჯერ მოხ­ვ­და ასეთ კარგ გა­რე­მო­ში, ქარ­თ­ვე­ლე­ბიც ხვდე­ბოდ­ნენ ხში­რად და ცო­ტა ხნით მა­ინც შე­უძ­ლია მათ­თან დარ­ჩე­ნა. ამა­ზეც უარს ამ­ბობს. ეს მის­თ­ვის მხო­ლოდ ყუ­რადღე­ბის გა­ფან­ტ­ვაა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და მო­მენ­ტი, რო­ცა თქვა, მორ­ჩა, დამ­თავ­რ­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, რო­ცა მონ­ღო­ლეთ­ში გა­ი­ყი­ნა და შემ­დეგ მომ­თა­ბა­რე ტო­მებ­მა, ად­გი­ლობ­რივ­მა ხალ­ხ­მა, იპო­ვა… ცხვი­რის, ხე­ლე­ბის და ყუ­რე­ბის ამ­პუ­ტი­რე­ბას უპი­რებ­დ­ნენ… ან მა­შინ, რო­ცა ერ­თხელ მო­წამ­ლეს, ამა­საც გა­და­ურ­ჩა… ცხო­ვე­ლე­ბის თავ­დას­ხ­მა­საც ხში­რად გა­და­ურ­ჩა… მოკ­ლედ, ჰქო­ნია, შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა იფიქ­რა, რომ დამ­თავ­რ­და, მაგ­რამ ამ დრო­საც პო­უ­ლობ­და სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლებს და კვლავ აგ­რ­ძე­ლებ­და გზას…

🔎 ლე­ლა: ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი ენით წერს ბავ­შ­ვო­ბა­ზე, მოგ­ზა­უ­რის ჩა­ნა­წერს რო­ცა აკე­თებს, რო­გორც ჩანს, აქ ამის დრო ნაკ­ლე­ბად აქვს და უფ­რო მოკ­ლე წი­ნა­და­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა.

ეს ადა­მი­ა­ნი ფი­ლო­სო­ფო­სია, სა­ო­ცა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის. ერ­თ­გან წერს, რო­ცა სო­ხუ­მის და­ცე­მა გა­ვი­გე, იერე­მი­ა­სა­ვით ვგო­დებ­დიო. მუდ­მი­ვად, შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბიდ­ანაც კი აფა­სე­ბს საქართველო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. მი­დის, ჩვენ გვაც­ნობს მსოფ­ლი­ოს და მსოფ­ლი­ოს აც­ნობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს – ორ­მ­ხ­რი­ვი მი­ზა­ნი აქვს. სა­დაც არ უნ­და იყოს, მუდ­მი­ვად ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია, სი­რი­ა­ში გუ­რი­ის წვი­მე­ბი ახ­სენ­დე­ბა, სადღაც – აჭა­რის წვი­მე­ბი… პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნია და რო­გორც შემ­ფა­სე­ბე­ლი, სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო. 90-იანი წლე­ბის შე­ფა­სე­ბას ძა­ლი­ან სწო­რად ახერ­ხებს, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე. კი­დევ ერ­თი ყუ­რად­სა­ღე­ბი დე­ტა­ლი, მოგ­ზა­უ­რი მუდ­მი­ვად კითხუ­ლობს, პლე­ე­რით მუ­სი­კას ის­მენს და სწუხს, უფ­რო კარ­გად უნ­და იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი. სადღაც წერს, რომ ახ­ლა ქარ­თულ სა­გა­ლობ­ლებს უს­მენს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ ახ­სე­ნებს რა წიგ­ნებს კითხუ­ლობს. ვი­ცით, ერ­თი წიგ­ნი, რო­მე­ლიც თან წა­ი­ღო, „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნია“. არ კარ­გავს დროს, სა­დაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნა­ხუ­ლობს მუ­ზე­უ­მებს, ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნებს, მატ­ჩებ­საც ეს­წ­რე­ბა.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამ წიგ­ნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. სა­ო­ცა­რი ენერ­გე­ტი­კა აქვს წიგნს და ასე მგო­ნია, ბევ­რი უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვას ფე­ნო­მენ­ზე, რომ და­ნაკ­ლი­სი შე­ვივ­სოთ, რა­თა კარ­გად გა­ვი­გოთ რო­გო­რი უნ­და იყოს მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე.

🔎 გი­ორ­გი: თან კოს­მო­პო­ლი­ტია და თან ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტი. მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, წერს მი­სე­ულ მო­საზ­რე­ბებს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც. მა­გა­ლი­თად, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ან ტუ­რიზ­მი. ბევრ დროს უთ­მობს ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­საც და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას არ ის­ვე­ნებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ყო­ფი­ე­რად იყე­ნებს დროს, ეც­ნო­ბა სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს, ადათ-წე­სებს.

ეს არის მი­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შერ­წყ­მა, კარ­გად ჩანს, რო­გორ იყე­ნებს მეც­ნი­ე­რულ ცოდ­ნას მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. კვლე­ვე­ბიც ამ­ბობს, რო­დე­საც შე­ნი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა იწუ­რე­ბა, უნ­და ჩარ­თო გო­ნე­ბა. ამას ახერ­ხებს ძა­ლი­ან კარ­გად. სა­ინ­ტერე­სოა ისიც, მეც­ნი­ე­რუ­ლად რო­გორ იკ­ვ­ლევს სხვა მოგ­ზა­უ­რებ­საც, რო­გორც წარ­სულ­ში, ისე მის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში და ცდი­ლობს, არა­მარ­ტო გა­ე­ჯიბ­როს მათ, არა­მედ ის­წავ­ლოს მათ­გან. ერ­თი რუ­კაც კი არ­სე­ბობს, სა­დაც ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია დი­დი მოგ­ზა­უ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი, ვის რა მან­ძი­ლი აქვს და­ფა­რუ­ლი და პირ­ველ ად­გილ­ზე მათ შო­რის ვინ არის? პირ­ვე­ლი ად­გი­ლი თა­ვად ეკუთ­ვ­ნის, თან მათ­გან სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტრან­ს­პორ­ტით — ვე­ლო­სი­პე­დით.

♦ ♦ ♦

წიგ­ნ­ში შე­სუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა ცალ­კე მოგ­ზა­უ­რო­ბაა – 50 000-ზე მე­ტი ფო­ტო­კად­რი და 300 სა­ათ­ზე მე­ტი ვი­დე­ო­ფი­რი. ამ მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, 2021 წელს, გა­მო­ვი­და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი „ველო­სი­პე­დით მთვა­რემ­დე“, რე­ჟი­სო­რი – გი­ორ­გი ხა­რე­ბა­ვა. ეპი­ლოგ­ში წიგნს დარ­თუ­ლი აქვს ფილ­მის შტრიხ­კო­დი. ერთ-ერ­თი ფო­ტო, უკ­ვე თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულს, 53-ე სკო­ლის ბავ­შ­ვებ­თან აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ეს მოგ­ზა­უ­რის ჩა­ნა­წე­რებ­შიც კარ­გად ჩანს, ბევ­რ­გან შეხ­ვ­დე­ბით ჩა­ნა­წე­რებს მათ პრობ­ლე­მებ­ზე, ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კობს და ამ­ბობს, რომ არ უნ­და ჰქონ­დეთ ბავ­შ­ვებს ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი. ასე­ვე წიგ­ნ­ში შე­სუ­ლია ფო­ტო, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია, თუ რო­გორ გა­ა­ტა­რა მოგ­ზა­ურ­მა ღა­მე სა­კან­ში, ბევრ ვი­ზა­საც შეხ­ვ­დე­ბით — ვი­ზებს სა­გან­გე­ბოდ უღებ­და ფო­ტო­ებს იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ მო­ცე­მულ პუნ­ქ­ტ­ში ნამ­დ­ვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. და­ბო­ლოს, კი­დევ ერთი ფო­ტო­, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი „მოგ­ზა­უ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი“, ანუ წიგ­ნის სა­თა­უ­რი, რომ­ლის გა­მო­ცე­მა­საც ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გეგ­მავ­და.

რა მოხ­და რო­ცა დაბ­რუნ­და? „რო­ცა დაბ­რუ­ნე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე, მაგ­რამ არა მხო­ლოდ მა­შინ, ყო­ველ­თ­ვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ხმაც კი გა­ავ­რ­ცე­ლეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვას არ მი­ი­ღებ­სო… მგო­ნი მარ­თ­ლ­დე­ბა ეს „წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა“. მთე­ლი მსოფ­ლიო ელო­დე­ბა ჩემ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას, მოგ­ვე­ცით მოგ­ზა­უ­რო­ბის მა­სა­ლე­ბი და გა­მოვ­ცემ­თო. აქ კი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. ოთხ­თ­ვე­ნა­ხევ­რის ჩა­მო­სუ­ლი ვარ და არც სამ­სა­ხუ­რი მაქვს, არც იმის პი­რო­ბე­ბი, რომ წიგ­ნებ­ზე ვი­მუ­შაო… ოფი­სიც მე­გო­ბარ­მა და­მით­მო — ერ­თი პა­ტა­რა ოთა­ხი და ეგ არის. ზღვა მა­სა­ლაა. წუ­წუ­ნი არ მიყ­ვარს და არც იმედს ვკარ­გავ… თუმ­ცა, ჩვენ პრობ­ლე­მებ­ზე კი არა, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ.“ ჯ.ლ

9 წე­ლი-3333 დღე – სიმ­ბო­ლიზ­მი უყ­ვარ­და და ამ­დე­ნი დღე იმოგ­ზა­უ­რა. რუს­თა­ვი­დან და­იწყო და რუს­თავ­ში დაბ­რუნ­და. გი­ორ­გი იხ­სე­ნებს დახ­ვედ­რის ცე­რე­მო­ნი­ალს. მახ­სოვს, 2002 წელს, რუს­თავ­ში, დი­დი დახ­ვედ­რა მო­უწყ­ვეს. ხალხს ნამ­დ­ვი­ლად უყ­ვარ­და ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვა და პი­რა­დად იც­ნობ­და ძა­ლი­ან ბევ­რ ადა­მი­ანს. თუმ­ცა, ამის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბა და მხარ­და­ჭე­რა იყო.

წიგ­ნის გა­მო­ცე­მა მხო­ლოდ 30 წლის შემ­დეგ მო­­ხერ­ხ­და და ისიც კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვით. ამის გარ­და, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია მი­იჩ­ნევს, რომ: „გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან კარ­გად შე­იძ­ლე­ბო­და და შე­იძ­ლე­ბა მი­სი მიღ­წე­ვე­ბის ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. თუნ­დაც დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე გა­ნათ­ლე­ბის სი­სტე­მე­ბი რომ ავი­ღოთ, მა­გა­ლი­თად, ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. ფი­ნე­ლებ­მა, მარ­კე­ტინ­გუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, მარ­თ­ლაც იმ­დე­ნი გა­ა­კე­თეს, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ექ­ს­პორ­ტი შეძ­ლეს სხვა ქვეყ­ნებ­ში და სა­ოც­რად დი­დი ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბაც ნა­ხეს. ახ­ლა ეს­ტო­ნე­ლებ­მაც და­იწყეს — მათ მე­წარ­მე­ო­ბა გა­აქვთ და სტარ­ტა­პე­ბი, რო­გორც მა­თი ნოუ ჰაუ. ყვე­ლა რა­ღა­ცას აკე­თებს და დიდ შე­მო­სა­ვალ­საც იღებს. ჩვენც შეგ­ვიძ­ლია მსგავ­სი რა­მის გა­კე­თე­ბა, ასე­თი დი­დი მიღ­წე­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ქვე­ყა­ნამ, კარ­გი გა­გე­ბით, მარ­კე­ტინ­გუ­ლა­დაც კი გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­გორც ლო­გო, ნი­შა­ნი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ასეთ რა­მეს მი­აღ­წია. ან თუნ­დაც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მი­სი იდე­ე­ბი­სა და ფე­ნო­მე­ნის უფ­რო მე­ტად წარ­მო­ჩე­ნა, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის ნა­წილ­ში იქ­ნე­ბა ეს, გე­ოგ­რა­ფია თუ სხვა.

მოგ­ზა­უ­რო­ბის დრო­საც ჰქონ­და ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, აქე­დან მხარ­და­ჭე­რა არ ჰქო­ნია, ერთი მხრივ, გა­სა­გე­ბი­ცაა, რად­გან იმ დროს ქვეყ­ნა ორ ომს შო­რის იყო მოქ­ცე­უ­ლი და ასე­თი მიდ­გო­მა იყო – ვის სცა­ლია ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვას მოგ­ზა­უ­რო­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბი არც დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ დაჰ­კ­ლე­ბია.

ჩემ­თ­ვის წიგ­ნის გა­მო­ცე­მა ემო­ცი­უ­რი­ცაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი მეს­მო­და მას­ზე და თა­ვა­დაც ბევრს მი­ამ­ბობ­და. წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მარ­თ­ლა ბევ­რი წახ­ნა­გი აქვს ამ ადა­მი­ანს და უკეთ გა­ვი­ცა­ნი, მე­ტი გა­ვი­გე. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ვე დროს გრძე­ლი პრო­ცე­სი იყო. მი­ხა­რია, რომ წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რულ­და და და­იწყო მე­ო­რე, ჩემ­თ­ვის კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი. მკითხ­ველ­მა დი­დი ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღო, გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე. წლე­ვან­დე­ლი წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე „არტანუჯის“ ერთ-ერ­თი ბეს­ტ­სე­ლე­რი გახ­და „მოგ­ზა­უ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი“. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერ­და, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. უფ­რო მე­ტად დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს საქ­მე გა­საგ­რ­ძე­ლებ­ელია – რო­გორც თვი­თონ იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ადა­მი­ა­ნი და მოგ­ზა­უ­რობ­და მსოფ­ლი­ო­ში, დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ წიგ­ნ­მაც ასე იმოგ­ზა­უ­როს, რის­თ­ვი­საც უნ­და ითარ­გ­მ­ნოს სხვა­დას­ხ­ვა ენებ­ზე“.

♦ ♦ ♦

სულ ეს არის, რი­სი ერთ წე­რილ­ში ჩა­ტე­ვაც შევ­ძე­ლი, და­ნარ­ჩენს „მოგ­ზა­უ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი“ გეტყ­ვით. მკითხ­ველს წინ მარ­თ­ლა სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა ელის და ეს არ არის მხო­ლოდ „გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი“ მოგ­ზა­უ­რო­ბა, წიგ­ნი მუდ­მი­ვად შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხე­ლის ჩაქ­ნე­ვა „არ მო­სუ­ლა“, რომ ყველ­აზე კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი თუ მი­ზა­ნი გაქვს და­სა­ხუ­ლი და მჯე­რა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვას ჩა­ნა­წე­რე­ბი დიდ მო­ტი­ვა­ცი­ად იქ­ცე­ვა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­სა­ლა­ხა­ვად!

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები