21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

არ­ქე­ტი­პი, რო­მელ­საც ემ­ყა­რე­ბა კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“

spot_img

ნინო დოლენჯაშვილი
გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხ. თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ის­ტო­რი­ულ წარ­სულს, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან შე­სა­პი­რის­პი­რებ­ლად. ცხა­დია, წარ­სუ­ლი მო­მავ­ლის ახ­ლე­ბუ­რი ფორ­მაა, ასე­ვე ფიქ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა წარ­სუ­ლის შეც­დო­მებ­ზე. „წარ­სულ ნერ­გ­ზე ვე­ლო­დე­ბით ახალ ნამ­ყ­ნის შე­ხორ­ცე­ბას“ – ამ­ბობს აკა­კი წე­რე­თე­ლი და სჯე­რა იმ სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­უ­ლი ეპო­ქი­სა, რომ­ლის ფეს­ვებ­ზე უნ­და და­შენ­დეს აწ­მ­ყო და მო­მა­ვა­ლი.

„მწერ­ლო­ბა მიჩ­ქ­მა­ლუ­ლი გმი­რო­ბის გა­მო­სარ­ჩ­ლე­ბაა, მწე­რა­ლი კი მიჩ­ქ­მა­ლუ­ლი გმი­რო­ბის ქო­მა­გი“. ვი­სი გმი­რო­ბის ქო­მა­გია დი­დი მწე­რა­ლი, ცხა­დია. XI სა­უ­კუ­ნე ყვე­ლა პრიზ­მა­ში იხა­ტე­ბა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ პარ­ტი­კუ­ლა­რიზ­მი და მი­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის გზა­ზე წარ­მარ­თულ გად­მო­ნაშ­თებ­თან თა­ნა­არ­სე­ბო­ბა, ნა­დი­რო­ბა, ფა­ნა­ტიზ­მი, უმ­თავ­რე­სი კი სვე­ტიცხოვ­ლის აშე­ნე­ბაა, ღვთა­ე­ბის იდე­ის გა­მი­წი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც უნ­და შე­ეკ­რა ერ­თი რწმე­ნი­თა და სუ­ლით, ქარ­თუ­ლი ენი­თა და ქრის­ტეს სჯუ­ლით ქარ­თ­ვე­ლი ერი. სწო­რედ სვე­ტიცხოვ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა სიმ­ბო­ლუ­რად ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა. ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის გაცხა­დე­ბას ითხოვს მე­ფე გი­ორ­გი სამ­ნა­ვი­ა­ნი ტაძ­რის აგე­ბი­სას, რად­გან, უდა­ვოა, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კულ­ტუ­რა მყა­რად იდ­გეს ეროვ­ნულ ნი­ა­დაგ­ზე; რამ­დე­ნად ითა­ვი­სებს ეკ­ლე­სი­ის მე­სა­ჭე მელ­ქი­სე­დეკ კა­თა­ლი­კო­სი ამ სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას, და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია. თუ ნა­წარ­მო­ებ­ში სვე­ტიცხო­ვე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის სა­ძირ­კ­ვე­ლია და მი­სი ქვად­ქ­ცე­უ­ლი ჰარ­მო­ნი­ის შემ­ქ­მ­ნე­ლი უწ­ვე­რუ­ლი ლა­ზია, რა­ო­დენ გა­სა­ო­ცა­რიც უნ­და იყოს, ის­ტო­რია ბი­ზან­ტი­ის კე­ის­რის­გან მხარ­და­ჭე­რილ მელ­ქი­სე­დეკ კა­თა­ლი­კოსს უკავ­ში­რებს ამ დიდ აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბას ტაძ­რი­სას. რო­გო­რია მელ­ქი­სე­დეკ კა­თა­ლი­კო­სის რე­ლი­გი­უ­რი პო­ლი­ტი­კა? ჩვენ უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ერი ვართ. ეკ­ლე­სი­ის ფუნ­ქ­ცი­ა­თა შო­რის უმ­თავ­რე­სი ერის სუ­ლი­ერ და ზნე­ობ­რივ სი­ჯან­სა­ღე­ზე ზრუნ­ვაა. მელ­ქი­სე­დე­კის მცდე­ლო­ბა, რწმე­ნა­შერ­ყე­ულ გი­ორ­გის და­ეხ­მა­როს სუ­ლი­ე­რი წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, არას­წო­რად მიგ­ნე­ბუ­ლი ხერ­ხე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მრევ­ლ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნა­დაც ასე­თი პრინ­ცი­პი აქვს: „თუ გსურს ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნო ერ­ზე,იგი­ვე უნ­და სჭა­მო, რა­საც მრევ­ლი სჭამს და ისე­ვე ჩა­იც­ვა, რაც მას აც­ვია, სხვა მხრით უნ­და ეცა­დო, იშ­ვი­ა­თად ეჩ­ვე­ნო ხალხს“. კა­თა­ლი­კო­სი, ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტის გან­დი­დე­ბით, შე­ფა­რუ­ლად ამ­ხელს გი­ორ­გის, რო­გორც რწმე­ნა­სა და ჯვარ­თან და­შო­რე­ბულ მმარ­თ­ველს, რო­მელ­საც გა­უ­ჭირ­დე­ბო­და ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რე­ლი­გი­უ­რი სიმ­ტ­კი­ცის გა­რე­შე. იგი ფა­ნა­ტი­კუ­რად გა­ნა­დი­დებს ბი­ზან­ტი­ას, რო­გორც საქ­რის­ტი­ა­ნოს უზე­ნა­ეს მა­მას. რამ­დე­ნად იცავს სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ზნეს­რუ­ლო­ბის პრინ­ციპს, ამ ნა­წილ­შიც არა­ერ­თხელ ირ­ღ­ვე­ვა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. უზ­ნეო და „უსამ­შობ­ლო კონ­დო­ტი­ე­რის“ მი­მართ დიდ­ხანს ეძებს სა­ბაბს პა­სუ­ხის­გე­ბის­თ­ვის. ის ახერ­ხებს, შექ­მ­ნას მტრის ხა­ტი სახ­ლ­თუ­ხუ­ცეს რა­ტის მა­გა­ლით­ზე, „გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად“ ექ­ცი­ათ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი, რო­გორც მწვა­ლე­ბე­ლი და მე­ლის ტვი­ფა­რით და­ე­და­ღათ.

რამ­დე­ნად ახერ­ხებს ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სვე­ტიცხოვ­ლის აგე­ბის სა­კითხ­ში? იმ დროს, რო­ცა გი­ორ­გი პირ­ვე­ლი იწუ­ნებს ფარ­ს­მან სპარ­სის ირა­ნუ­ლი ალე­გო­რი­ე­ბით წარ­მოდ­გე­ნილ გეგ­მას, ის აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს ბი­ზან­ტი­უ­რი წე­სე­ბის დაც­ვა­სა და ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნას. სა­მა­გი­ე­როდ, ლა­ზუ­რი და ფხო­უ­რი სის­ხ­ლის ჩა­მო­მა­ვა­ლი არ­სა­კი­ძე აბ­სო­ლუ­ტუ­რად იცავს ეროვ­ნულ ხაზს, არაგ­ვი­სა და მტკვრის შე­სარ­თავ­თან, უკ­ვარ­ცხ­ლ­ბე­კო ვა­კე­ზე აღ­მარ­თუ­ლი ტაძ­რის „მზე­რა“ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი იყოს. ეს ჩია ბე­რი­კა­ცი, ჯვა­ლოს სა­მო­სით, ფა­ნა­ტი­კო­სი მორ­წ­მუ­ნეა. მი­სი მოთხოვ­ნა სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის ტრა­დი­ცი­ულ პრინ­ცი­პებს უკავ­შირ­დე­ბა, ქვე­ყა­ნას ში­და და­პი­რის­პი­რე­ბის საფ­რ­თხე აარი­დოს. „არა ბრძა­ნე­ბულ არს სა­ე­რის­თა­ო­ებ­ში მახ­ვი­ლის აღ­მარ­თ­ვა“. იგი ბრმა იარა­ღი აღ­მოჩ­ნ­და სა­ხელ­მ­წი­ფოს ავან­ტი­უ­რის­ტულ გეგ­მა­ში, რო­მე­ლიც ჭი­ა­ბე­რის მო­წამ­ვ­ლას უკავ­შირ­დე­ბა. მელ­ქი­სე­დეკ კა­თა­ლი­კო­სი ვერ ახერ­ხებს მე­ფის რწმე­ნა­ში გან­მ­ტ­კი­ცე­ბას, არ­სა­კი­ძის­გან მო­ითხოვს ბი­ზან­ტი­უ­რი წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, ვერ ახერ­ხებს ზნე­ობ­რი­ვი ორი­ენ­ტი­რის გა­ბა­ტო­ნე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, რა­საც ცხად­ყოფს ფარ­ს­მა­ნის ქმე­დე­ბა. მელ­ქი­სე­დეკ კა­თა­ლი­კო­სი უსა­მარ­თ­ლოდ ექ­ცე­ვა არ­სა­კი­ძეს მა­შინ, რო­ცა სვე­ტიცხო­ველს აკურ­თხე­ბენ, რო­ცა ჰიბ­რი­სი­ა­ნი მშე­ნებ­ლის­გან უნ­და მო­ვის­მი­ნოთ საკ­რა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სიტყ­ვე­ბი „იქ­მე­ნინ ნა­თე­ლი“, ისე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე უფალ­მა მის მი­ერ­ვე შექ­მ­ნილ სამ­ყა­როს უთხ­რა. სვე­ტიცხო­ვე­ლი „ღმერ­თ­თან მებ­რ­ძო­ლი იაკო­ბია“, მი­სი ამ­შე­ნე­ბე­ლი კი მა­მა­ლი ხო­ხო­ბია, ვა­ჟა­კა­ცუ­რად რომ ებ­რ­ძ­ვის ღა­მეს, რო­მე­ლიც ეპო­ქის სიბ­ნე­ლის ანა­ლო­გიაა, თით­ქოს, მარ­თ­ლ­დე­ბა კი­დეც შო­რე­ნას სიტყ­ვე­ბი არსა­კი­ძის­თ­ვის ნათ­ქ­ვა­მი: „მე­ფე გი­ორ­გი და მელ­ქი­სე­დეკ კა­თა­ლი­კო­სი ისე­თი გულ­ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, სულ ერ­თია, მა­ინც არ და­გი­ფა­სე­ბენ“. თუმ­ცა არ­სა­კი­ძის­თ­ვის ტრა­გე­დია არ არის მი­სი ღვაწ­ლის და­უ­ფა­სებ­ლო­ბა, რად­გან თვით­მი­ზა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის მსა­ხუ­რე­ბაა, „შრო­მა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი სიქ­ვე­ლით“ წარ­მავ­ლო­ბა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბაა – „მხო­ლოდ ოს­ტატს ვერ ეწე­ვა სიკ­ვ­დი­ლი“. პირ­და­პი­რი გა­გე­ბით ეწ­ვია, რად­გან შო­რე­ნას სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა რა­ყი­ფის­თ­ვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნ­და. სწო­რედ შო­რე­ნას­თან იკ­ვ­რე­ბა ბო­რო­ტე­ბის კვან­ძი – ფარ­ს­მან სპარ­ს­მა ეროს­შეპყ­რო­ბი­ლი მე­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს, შუ­რით დაბ­რ­მა­ვე­ბულ­მა არ­სა­კი­ძის წი­ნა­აღ­მ­დეგ აამ­ხედ­როს გი­ორ­გი, გრძნო­ბი­სა­გან ძლე­უ­ლი. „სა­გა­ნი მა­შინ იწყებს წაქ­ცე­ვას, რო­ცა წო­ნას­წო­რო­ბას კარ­გავს“, მე­ფე მარ­ტი­ვად აღ­მარ­თავს „და­მოკ­ლეს მახ­ვილს“ არ­სა­კი­ძის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ქვა­ში ჩა­კი­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლოს გამ­ცხა­დე­ბელს მკლა­ვი მოჰ­კ­ვე­თოს. გულ­ბო­რო­ტი კა­ცის მის­წ­რა­ფე­ბას ხორ­ცი­ე­ლი სიბ­რ­მა­ვის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ახა­ლი სუ­ბი­ექ­ტი ესა­ხე­ბა, „ღმერ­თ­თან მებ­რ­ძო­ლი იაკო­ბის“ ნა­ხა­ტი თა­ვი­სი წარ­მო­სახ­ვით ახ­ს­ნას და კა­თა­ლი­კოს­მაც გა­წი­როს, რო­გორც მკრე­ხე­ლუ­რი ნა­ხა­ტის შემ­ქ­მ­ნე­ლი. ღმერ­თ­თან იაკო­ბის შერ­კი­ნე­ბას თა­ვი­სე­ბუ­რი ახ­ს­ნა სჭირ­დე­ბა, რად­გან „ღვთის სა­ხედ და ხა­ტად შექ­მ­ნილ“ ადა­მი­ანს ამ სამ­ყა­რო­ში ერ­თა­დერ­თი გზა უნ­და ჰქონ­დეს, უფალს მი­ემ­ს­გავ­სოს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა ერ­თა­დერ­თი გზაა უფალ­თან სი­ახ­ლო­ვი­სა. არ­სა­კი­ძის სიტყ­ვე­ბი პა­სუ­ხია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე: „ეს ცხოვ­რე­ბა არც ისე მრუ­დედ წა­რუ­მარ­თავს არ­ს­თა გამ­რი­გე­ბელს. ყვე­ლა­ფე­რი იმის­თ­ვის შე­ემ­თხ­ვე­ვა კაცს, რა­თა თა­ვის ღმერთს მი­აგ­ნოს. სა­პა­ტიო ვა­ლია კა­ცი­სა არა გლა­ხა­კუ­რი ღმერ­თის ძი­ე­ბა, არა­მედ თა­ვად უნ­და იქ­ცეს შე­მოქ­მე­დი უფ­ლის მე­ტო­ქედ“. შე­მოქ­მე­დე­ბა ღვთის გან­სა­ხოვ­ნე­ბაა ადა­მი­ან­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გაგ­ვახ­სენ­დეს ის სამ­კუთხე­დი, რო­მე­ლიც არ­სა­კი­ძე­სა და ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის მოთხ­რო­ბა „იგის“ მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს აახ­ლო­ებს – ხე­ლოვ­ნე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და ტი­რა­ნია. შე­მოქ­მე­დის სუ­ლი მებ­რ­ძო­ლია და ასე­თის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვებს სამ­ყა­რო­ში, რა სიბ­ნე­ლე და ტი­რა­ნი­აც უნ­და სუ­ფევ­დეს გარ­შე­მო. ნე­მე­ზისს ყვე­ლა ჰიბ­რი­სი­ა­ნი კა­ცი გა­ნიც­დის, მაგ­რამ ეს ლო­გი­კუ­რია, რად­გან დიდ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან წარ­მავ­ლო­ბა ვერ იარ­სე­ბებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები