12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პრეზენტაციები

spot_imgspot_img

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2021-2022 წლის სასწავლო გეგმის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შემაჯამებელი ეროვნული კონფერენციის მომხსენებლებს შორის იყვნენ არაქართულენოვანი სკოლების ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მასწავლებლები – ბანოვშა მასმალიევა, აიტაჩ გოჯაევა, მელინა ქოთოიან, ლარისა სტამბოლციან, ნურლან აფენდიევი, ანჟელა ხაჩატურიან-მარგიანი, ნინა მარიკიან, რომან მარტიროსიან, სუსანა მანასიან, ზარუი არაქელიან, რაფაელ სულეიმანოვი, ფარიზ ბაირამოვი, ვაფა ბაირამოვა. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები დაწყებით საფეხურზე განხორციელებული კომპლექსური დავალებების შესახებ და ქართულ ენაზე გააცნეს დამსწრეებს.

როგორც სამინისტროს რეფორმის გუნდი იუწყება, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ეროვნულ კონფერენციაზე, 82 პანელურ სესიაზე 1114 მოხსნების სახით წარმოდგენილი იყო როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე სხვადასხვა თემის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური დავალებები, მოსწავლეთა შეფასებები, პედაგოგთა თვითშეფასება და პროცესების მოკლე ანალიზი.

წარმოდგენილი იყო როგორც სამინისტროს ექსპერტების, ქოუჩების მიერ შეთავაზებული თემატური მატრიცები, ასევე თავად მასწავლებლების მიერ შექმნილი ან ადაპტირებული კომპლექსური დავალებები შესაბამისი თემების ფარგლებში. საინტერესო იყო დაკვირვება, ერთი და იგივე კომპლექსური დავალებები როგორ განხორციელდა სხვადასხვა მასწავლებლის მიერ განსხვავებულ გარემოში, სრულიად განსხვავებული ხედვებით, საბოლოო პროდუქტებით, რამაც თვალნათლად დაგვანახა პედაგოგთა ინდივიდუალიზმი, მოტივაცია და რაც მთავარია ფიქრის პროცესი. თითოეული დავალება გააზრებული იყო, მასწავლებელი ითვალისწინებდა კლასის ინტერესებსა და საჭიროებებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიებთან ინტეგრირებული კომპლექსური დავალებები და STEAM პროექტები.

რეგიონული და ეროვნული კონფერენციები ყოველწლიურად ჩატარდება. კონფერენციების სისტემური ხასიათი საშუალებას მისცემს მასწავლებლებს, აქტიურად ჩაერთონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპლექსური დავალებების დანერგვის პროცესში. გამოცდილების გაზიარება, უკუკავშირის მიღება საშაულებას მისცემს თითოეულ მონაწილეს, შეაფასოს საკუთარი საქმიანობა, გაეცნოს სისტემის გამოწვევებს და დაამყარის პროფესიული კავშირები.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება