21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-წე­რეთ­ლი­სა

spot_img
ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-წე­რეთ­ლი­სა
     1849-1932

 

იმ­დ­რო­ინ­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-წე­რეთ­ლი­სა, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის შემ­დეგ, მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბა იყო, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი შეგ­ნე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლე სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის გავ­რ­ცე­ლე­ბას, სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბის აღორ­ძი­ნე­ბას შე­ა­ლია.

 

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი, კე­კე მეს­ხი, ნი­ნო ორ­ბე­ლი­ა­ნი, კა­ტო და ანი­კო ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი, ელე­ნე ყი­ფი­ა­ნი-ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძი­სა, ანას­ტა­სია ერის­თა­ვი-ხოშ­ტა­რია… XIX სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე ქარ­თ­ველ ქალ­თა ამ შე­სა­ნიშ­ნავ კო­ჰორ­ტას კი­დევ ერ­თი სა­ხე­ლი ამ­შ­ვე­ნებს – ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-წე­რეთ­ლი­სა. იგი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და 1849 წლის 25 აგ­ვის­ტოს (6 სექ­ტემ­ბე­რი), ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი­სა და პუბ­ლი­ცის­ტის, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­ში, სა­დაც ხში­რად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ: დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი, გი­ორ­გი ერის­თა­ვი, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ა­ნი, ზა­ქა­რია ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ლე­ვან მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძე და სხვე­ბი. მა­თი შეკ­რე­ბი­სა და მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი „ქარ­თ­ლის ბე­დი“ იყო. აი, ამ გა­რე­მოც­ვა­ში იზ­რ­დე­ბო­და ანას­ტა­სია 8 წლამ­დე, ვიდ­რე მშობ­ლებ­მა იგი „მა­დამ ფავ­რის პან­სი­ონ­ში“ არ მი­ა­ბა­რეს. თბი­ლის­ში ეს ერ­თა­დერ­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, სა­დაც ქარ­თულ ენას ას­წავ­ლიდ­ნენ და სა­დაც, რუ­სე­ბის გარ­და, ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბი: ალ. ცა­გა­რე­ლი, ნ. დე­დაბ­რიშ­ვი­ლი, ნ. ინაშ­ვი­ლი და სხვე­ბი ას­წავ­ლიდ­ნენ. ამა­ვე პან­სი­ონ­ში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვილ­მაც. ამას მოჰ­ყ­ვა კე­თილ­შო­ბილ ქალ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­და ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა.

ამ ცვლი­ლე­ბის შე­მოქ­მე­დი კი რუ­სეთ­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მეც­ნი­ე­რი ივ. თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ – თბი­ლის­ში წა­კითხულ­მა ლექ­ცი­ებ­მა ახა­ლი ინ­ტე­რე­სი და პერ­ს­პექ­ტი­ვა გა­და­უ­შა­ლა ანას­ტა­სი­ას, იგი ცი­უ­რიხ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, სა­დაც გა­ეც­ნო ბავ­შ­ვ­თა აღ­ზ­რ­დის იოჰან ჰა­ინ­რიხ პეს­ტა­ლო­ცი­სე­ულ მე­თო­დებს, ახალ პე­და­გო­გი­ურ იდე­ებს, შვე­ი­ცა­რი­უ­ლი და ფრან­გუ­ლი სკო­ლე­ბის მუ­შა­ო­ბას და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. მის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ველ გან­მა­ნათ­ლე­ბელ ქა­ლებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, იყო წკგს-ის გამ­გე­ო­ბის წევ­რი. სწო­რედ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბი­თა და მი­სი დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით, მო­ხერ­ხ­და მის მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, ხელ­თუ­ბან­ში, (გო­რის რ-ნი) დაწყე­ბი­თი სკო­ლის და­არ­სე­ბა 1884 წელს, თუ­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლ­ში, რომ­ლის სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნას აკა­კი წე­რე­თე­ლიც დას­წ­რე­ბია. ამის შე­სა­ხებ იმ­დ­რო­ინ­დე­ლი გა­ზე­თე­ბიც წერ­დ­ნენ, თა­ვად ანას­ტა­სია სი­ხა­რულს ვერ მა­ლავ­და ამ „ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯ­ვე­ბის“ გა­მო. თუმ­ცა, სა­კუთ­რივ სკო­ლის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი შე­ნო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, რა თქმა უნ­და, ანას­ტა­სი­ას ახა­ლი საზ­რუ­ნა­ვი იყო და, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, „აშე­ნე­ბას დი­დი ძალ-ღო­ნე მო­უნ­და“. ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ ხელ­თუბ­ნის სკო­ლა ახალ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­და. აქ სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ანას­ტა­სი­ამ მას­წავ­ლებ­ლად მო­იწ­ვია გო­რის სა­ოს­ტა­ტო სე­მი­ნა­რი­ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი პო­ე­ტი და ბე­ლეტ­რის­ტი, სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი თე­დო რა­ზი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სიკ­ვ­დი­ლამ­დე არ გას­ცი­ლე­ბია ღირ­სე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის ამ დიდ ნა­ა­მა­გარს, თუმ­ცა მა­ნამ­დე, 1905 წელს, თე­დო რა­ზი­კაშ­ვი­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­პა­გან­დის­თ­ვის და­ა­პა­ტიმ­რეს, ხო­ლო კა­ზაკ­თა დამ­ს­ჯელ­მა რაზ­მებ­მა სკო­ლა მთლი­ა­ნად ააოხ­რეს და გა­ა­ჩა­ნა­გეს. აქაც შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვილ­მა – მის­მა თავ­გა­მო­დე­ბამ სკო­ლაც აღად­გი­ნა და საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლიც და­აბ­რუ­ნა. გა­ნათ­ლე­ბა იყო ახალ­გაზ­რ­და ქა­ლის ინ­ტე­რე­სი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი სფე­რო. იგი მწვა­ვე წე­რი­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­ზეთ „დრო­ე­ბა­ში“ ერთ ტრა­გი­კულ ფაქტს – აუტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­მო, ერ­თ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვი მო­იკ­ლა. მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ძა­ლის­ხ­მე­ვით, მა­ლე­ვე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­არ­ს­და „მას­წავ­ლე­ბელ­თა და აღ­მ­ზ­რ­დელ­თა ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, რომ­ლის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეც, 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ე.ი. მის და­ხურ­ვამ­დე, თა­ვად იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­და, სხვა პრო­ფე­სი­ის ქა­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც, ნივ­თი­ე­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის გარ­და, ის­მენ­დ­ნენ ლექ­ცი­ებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, პო­ლი­ტი­კურ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ თე­მებ­ზე, იმარ­თე­ბო­და საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბი, იხ­ს­ნე­ბო­და ბავ­შ­ვ­თა სამ­კითხ­ვე­ლო­ე­ბი კუ­კი­ა­ზე, ავ­ლა­ბარ­ში, ვე­რა­ზე, ნა­ძა­ლა­დევ­ში… მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იგი აფუძ­ნებს ახალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას „გა­ნათ­ლე­ბა“ და სა­შუ­ა­ლო სას­წავ­ლე­ბელს ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე (ე.წ. „ყაზ­ბე­გის სკო­ლა“). ამ საქ­მე­ში მი­სი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და თა­ნა­მებ­რ­ძო­ლე­ბი არი­ან: კა­ტო და ანი­კო ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი, სო­ფიო კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, ელი­სა­ბედ ყაზ­ბე­გი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „გა­ნათ­ლე­ბამ“ მა­ლე­ვე მი­იპყ­რო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­ცე­ნატ­თა ყუ­რადღე­ბა, რო­მელ­თა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­თაც წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მი­სი­ას ქალ­თა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ცა და სამ­ხატ­ვ­რო სა­ხე­ლოს­ნოც, ვიდ­რე ბოლ­შე­ვი­კურ­მა რე­ჟიმ­მა არ გა­ა­უქ­მა ამ­დე­ნი წლის ნაშ­რომ-ნა­ა­მა­გა­რი, 1923 წელს…

მა­ნამ­დე კი­დევ ბევრ სა­სი­კე­თო და ქვეყ­ნის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს გა­ა­კე­თებს ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კარ­გად ეს­მის გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი და აუცი­ლებ­ლო­ბა რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ის გუ­ბერ­ნი­ად ქცე­უ­ლი ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის. ამი­ტო­მაც სრუ­ლი­ად სა­მარ­თ­ლი­ა­ნია და გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის ნამ­დ­ვი­ლი გვირ­გ­ვი­ნი სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლია – „ჯე­ჯი­ლი“, მი­სი პირ­მ­შო, რო­მელ­მაც უკ­ვ­დავ­ყო ანას­ტა­სი­ას სა­ხე­ლი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში.

სხედან: ა.ხახუტაშვილი, ა.თუმანიშვილი-წერეთლისა, ეკ.გაბაშვილი, კ.მესხი.
დგანან: ა.ღვინიაშვილი, მარიჯანი, დ.ახვლედიანი, ს.მგელაძე, ნ.ტყეშელაშვილი, ლ.მეგრელიძე

მე-19 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით 1882-92 წწ, ალექ­სან­დ­რე II-ის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, რო­ცა მთელ იმ­პე­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო ვი­თა­რე­ბა, ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მის­თ­ვის ნე­ბარ­თ­ვის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ბევ­რი სიძ­ნე­ლი­სა და დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უხ­და ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვილს, იოლად არც ახ­ლა და­ნებ­და და სა­წა­დელ­საც მი­აღ­წია – სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნალ „ჯე­ჯი­ლის“ ორ თვე­ში ერ­თხელ გა­მო­ცე­მის ნე­ბარ­თ­ვა მი­ი­ღო. ვფიქ­რობ, მკითხ­ვე­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა პროგ­რა­მა, სა­დაც ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია, რას სთა­ვა­ზობ­და ჟურ­ნა­ლი მკითხ­ველს: 1. მოთ­ხ­რო­ბე­ბი, ამ­ბე­ბი, ზღაპ­რე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, პო­ე­მე­ბი, ეტი­უ­დე­ბი; 2. ლექ­სე­ბი; 3 მეც­ნი­ე­რე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა; 4. ნა­რე­ვი; 5. წვრილ­მა­ნი; სა­ბავ­შ­ვო, პე­და­გო­გი­კუ­რი, სა­ჭად­რა­კო და სხვა თა­მა­შო­ბა­ნი, რე­ბუ­სე­ბი, მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბი, ანეკ­დო­ტე­ბი, გა­მო­ცა­ნე­ბი, იგა­ვე­ბი, ან­და­ზე­ბი; 6. ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი; 7. სიმ­ღე­რე­ბი ნო­ტე­ბით, პა­სუ­ხე­ბი და გან­ცხა­დე­ბა­ნი. და­მე­თან­ხ­მე­ბით, პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ანას­ტა­სი­ამ კვლავ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის მო­წი­ნა­ვე და სა­უ­კე­თე­სო ნა­წილს მი­მარ­თა, რო­მე­ლიც აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით შეხ­ვ­და ახა­ლი ჟურ­ნა­ლის და­არ­სე­ბას. რე­დაქ­ტორ-გა­მომ­ცე­მელ­თან სა­კონ­სულ­ტა­ცი­ოდ შე­იკ­რიბ­ნენ: იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი (ჟურ­ნა­ლის სა­ხელ­წო­დე­ბის – „ჯე­ჯი­ლი“ – ავ­ტო­რი), კე­კე მეს­ხი, ეკ. გა­ბაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძე, ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ა­ნი, ოლ­ღა ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა… სწო­რედ მი­სი და­პი­რე­ბით და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნა­ლის პირ­ველ ნო­მერ­ში ილი­ას „ბა­ზა­ლე­თის ტბა“, ჟურ­ნა­ლის ეპიგ­რა­ფად კი აირ­ჩი­ეს სტრი­ქო­ნე­ბი ი. და­ვი­თაშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი ლექ­სი­დან „ჯე­ჯი­ლი“ – „იზარ­დე მწვა­ნე ჯე­ჯი­ლო, და­პურ­დი, გახ­დი ყა­ნაო“. პირ­ვე­ლი ნო­მე­რი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და, ტექ­ნი­კუ­რად ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი. პირ­ველ და მომ­დევ­ნო ნომ­რებ­საც ამ­შ­ვე­ნებ­და ისე­თი სა­ხე­ლე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ეკ. გა­ბაშ­ვი­ლი, შიო მღვი­მე­ლი, იაკობ მან­ს­ვე­ტაშ­ვი­ლი, ალექ­სი ჭი­ჭი­ნა­ძე, ეფ­როს ჭი­ჭი­ნა­ძე და სხვე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვიც იყო, რომ ჟურ­ნა­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტი­ცა და მას­ზე მოთხოვ­ნაც მა­ლე­ვე გა­ი­ზარ­და, გა­უმ­ჯო­ბეს­და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხა­რეც, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა „ჯე­ჯი­ლის“ ყო­ველ­თ­ვი­უ­რი გა­მო­ცე­მა. ამ პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნა­ლის გა­მომ­ცემ­ლის მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის იყო ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი ბე­ლეტ­რის­ტი გი­ორ­გი წე­რე­თე­ლი, რო­მე­ლიც სა­ერ­თო საქ­ვეყ­ნო საქ­მემ და­ა­ახ­ლო­ვა ანას­ტა­სი­ას­თან, რაც მა­თი შე­უღ­ლე­ბით დას­რულ­და. ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და უკ­ვე ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი „ჯე­ჯი­ლი“ და მო­ხერ­ხ­და კი­დევ ერ­თი ახა­ლი ჟურ­ნა­ლის, ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი „კვა­ლის“ გა­მო­ცე­მა, რე­დაქ­ტორ-გა­მომ­ცე­მე­ლი – ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-წე­რე­თე­ლი. ამ ჟურ­ნალ­მა დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა 900-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, პროგ­რე­სუ­ლი იდე­ე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ში. გი­ორ­გი წე­რეთ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1904 წელს, „კვა­ლი“ და­ი­ხუ­რა, რო­გორც „მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მავ­ნე აზ­რე­ბის“ მქა­და­გე­ბე­ლი, შე­ჩერ­და „ჯე­ჯი­ლის“ გა­მო­ცე­მაც. კე­კე მეს­ხ­თან, ალექ­სან­დ­რე სა­რა­ჯიშ­ვილ­თან, სა­ლო­მე მა­ღა­ლაშ­ვილ­თან, სე­ით იაშ­ვილ­თან და ნი­კო­ლოზ ავა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ანას­ტა­სი­ამ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ქარ­თუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, ამ­ხა­ნა­გო­ბა „სხი­ვი“. მო­ხერ­ხ­და „ჯე­ჯი­ლის“ აღ­დ­გე­ნაც, რა­საც დი­დი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. სწო­რედ ამ ჟურ­ნა­ლით ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო პე­რი­ო­დულ პრე­სას. გარ­და შე­მეც­ნე­ბი­თი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქ­ცი­ი­სა, მი­სი არ­სე­ბო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა „სხივს“, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ­ხა­ნა­გო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ობ­და და სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბის მთე­ლი სე­რია გა­მოს­ცა.

„ჯე­ჯი­ლი“ კი ყო­ველ­თ­ვის რჩე­ბო­და ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პირ­მ­შოდ, იუბი­ლე­ებ­საც კი უხ­დი­და ხოლ­მე ყო­ველ მე-10 წე­ლი­წადს, სა­დაც იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ არა მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის მეს­ვე­უ­რე­ბი და ავ­ტო­რე­ბი, არა­მედ მად­ლი­ე­რი მკითხ­ვე­ლე­ბიც, ისი­ნი, ვინც ამ ჟურ­ნა­ლის ფურ­ც­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ეზი­ა­რა მშობ­ლი­ურ ან­ბანს, შე­ის­წავ­ლა წე­რა-კითხ­ვა, გა­ი­გო არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი, წა­ი­კითხა ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბი, მა­თი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი მწერ­ლე­ბის ლექ­სე­ბი და მოთხ­რო­ბე­ბი… ერთ-ერთ ასეთ იუბი­ლე­ზე აკა­კის უთ­ქ­ვამს: „არც ერ­თი ყო­ველ­თ­ვი­უ­რი ან დრო­გა­მოშ­ვე­ბით გა­მო­ცე­მა არ ყო­ფი­ლა ჩვენ­ში ისე სა­თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბო, რო­გორც ეს პა­ტა­რა ჟურ­ნა­ლი…“ შიო მღვი­მელს კი ასე შე­უ­ფა­სე­ბია რე­დაქ­ტო­რის დი­დი ამა­გი ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე:

„ოც­და­ა­თი წე­ლი­წა­დი თავს ევ­ლე­ბი ჩვენს ყმაწ­ვი­ლებს,

ისე ზრდი და უსა­თუ­თებ, რო­გორც დე­და პირ­მ­შო შვი­ლებს“.

მარ­თ­ლაც რომ ფას­და­უ­დე­ბე­ლია ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ღვაწ­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბა ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში. მთე­ლი თა­ვი­სი ენერ­გია და ცოდ­ნა მო­ახ­მა­რა მან ქვეყ­ნის­თ­ვის ამ ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეს. ტყუ­ი­ლად არ ეძახ­და ნი­კო ნი­კო­ლა­ძე მე­ო­რე იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს, ოხუნ­ჯო­ბით კი – გო­გე­ბაშ­ვილს კა­ბა­ში. მარ­თ­ლაც, იმ­დ­რო­ინ­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-წე­რეთ­ლი­სა, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის შემ­დეგ, მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბა იყო, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი შეგ­ნე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლე სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის გავ­რ­ცე­ლე­ბას, სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბის აღორ­ძი­ნე­ბას შე­ა­ლია.

„ჯე­ჯი­ლი“ 1923 წლამ­დე მი­სი რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­დი­ო­და, ხო­ლო რო­ცა 75 წლის ასაკ­ში რე­დაქ­ტო­რო­ბი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ითხო­ვა, „ჯე­ჯი­ლიც“ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა „გა­ნათ­ლე­ბაც“ და­ხუ­რა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკ­ვე ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სა­რი­ა­ტის მუ­შა­ო­ბა­ში, კერ­ძოდ, სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის საქ­მე­ში ჩა­ერ­თო. ეს მი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი ას­პა­რე­ზი აღ­მოჩ­ნ­და – 1932 წლის 7 თე­ბერ­ვალს ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-წე­რეთ­ლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. მად­ლი­ერ­მა ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა იგი დი­დი პა­ტი­ვით დაკ­რ­ძა­ლა მთაწ­მინ­დის ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია:

1881-1884 წწ. გა­ზეთ „დრო­ე­ბა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნ­და ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-წე­რეთ­ლის მოთხ­რო­ბე­ბი და სტა­ტი­ე­ბი: „მო­ლო­დი­ნი“, „ნუ­ცა“, „ინ­ს­ტი­ტუტ­კას დღი­უ­რი“, „სო­ფე­ლი ხელ­თუ­ბა­ნი“ (ეძღ­ვ­ნე­ბა სკო­ლის გახ­ს­ნას), „სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ყუ­რადღე­ბოდ“, „ქა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ხელ­საქ­მის სკო­ლა თბი­ლის­ში“, „მა­მის მსხვერ­პ­ლი“, „რძალ-მუ­ლი“, „თა­ი­გუ­ლი“, „საყ­მაწ­ვი­ლო ამ­ბე­ბი მოზ­რ­დილ­თათ­ვის“, „ყვა­ვი­ლი“ – საყ­მაწ­ვი­ლო ამ­ბე­ბი.

თარ­გ­მა­ნე­ბი:

ალ­ფონს დო­დე – „მარ­შ­ლის გულ­მ­ტ­კივ­ნე­უ­ლე­ბა“ (გაზ. „დრო­ე­ბა“);

ვალ­ტერ სკო­ტი – „ჰირ­ლან­დე­ლი ქვრი­ვი“;

თო­მა ალ­ვა ედი­სო­ნი – „ამ­ბა­ვი ერ­თი კა­ცის ცხოვ­რე­ბი­სა“.

სტატია მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის - „გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: იდე­ე­ბი და მოღ­ვა­წე­ე­ბი“ - მი­ხედ­ვით

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები