15 აპრილი, სამშაბათი, 2025

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

spot_imgspot_img

დღეს, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რადღე­ბა ამე­რი­კის შეერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი არის მიპყ­რო­ბი­ლი, ერთ ამე­რი­კელ ქალ­ბა­ტონ­ზე უნ­და გი­ამ­ბოთ, რო­მელ­საც ამე­რი­კის „ლე­დი ედი­სონს“ ეძახ­დ­ნენ და რო­მელ­მაც ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. ბე­ატ­რის (ბი­უ­ლა) ლუ­ი­ზა ჰენ­რი 9 წლის ასა­კი­დან ხა­ტავ­და ინო­ვა­ცი­ებს და მის სა­ხელს სულ 110 გა­მო­გო­ნე­ბა უკავ­შირ­დე­ბა. გა­მო­გო­ნე­ბე­ბი მო­ი­ცავ­და სა­ბეჭდ მან­ქა­ნებს, სა­თა­მა­შო­ებს, სა­კე­რავ მან­ქა­ნებს და ქა­ლის ტან­საც­მელს, რა­მაც ის ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ცნო­ბილ და საყ­ვა­რელ ფი­გუ­რად აქ­ცია.

1912 წელს ჰენ­რიმ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი პა­ტენ­ტი მი­ი­ღო ნა­ყი­ნის აპა­რა­ტის­თ­ვის, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რო­გორც წყლის გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი.

ჰენ­რის გა­მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ნსხვავდებოდა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, ეფექ­ტუ­რო­ბით, ეკო­ნო­მი­უ­რო­ბით და გა­მო­ყე­ნე­ბის სი­მარ­ტი­ვით – თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მის პრო­ტო­ტი­პებს გა­მო­არ­ჩევ­და მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა და სა­ცა­ლო მო­ვაჭ­რე­ე­ბის­თ­ვის.

მჩქე­ფა­რე ჯა­ზის ეპო­ქა, რო­მელ­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ი­ტა­ნა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბით, ედი­სო­ნი­სა და ტეს­ლას პა­ექ­რო­ბით, ფლა­პე­რი აქ­ტი­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­თა და სკოტ ფიც­ჯე­რალ­დის რო­მა­ნე­ბით, ადა­მი­ა­ნებს სულ უფ­რო მე­ტი სი­ახ­ლის შექ­მ­ნას შთა­ა­გო­ნებ­და. ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბას ხში­რად ღა­მე­ე­ბი არ ეძი­ნა, რის­თ­ვი­საც ამე­რი­კა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პლა­კა­ტე­ბი გავ­რ­ცელ­და, რა­თა მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯან­სა­ღი ძი­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნათ თუმცა ინ­დუს­ტრი­უ­ლ­მა სიახლეებმა ბევრი ადამიანი შთააგონა, რაიმე სიახლე თვი­თო­ნაც შეექმნა.

1887 წელს, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში, პა­ტა­რა გო­გო­ნა და­ი­ბა­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გო­გო­ნა ამე­რი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის ავ­ტო­რე­ბის, პატ­რიკ ჰენ­რი­სა და ბენ­ჯა­მინ ჰა­რი­სო­ნის პირ­და­პი­რი შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლ­დათ. უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სწო­რედ ასეთ­მა გა­რე­მომ შე­უწყო ხე­ლი იმ პე­რი­ოდ­ში მის სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში აღ­ზ­რ­დას, რო­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე სი­ახ­ლე­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ 9 წლის ასაკ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა შთა­ა­გო­ნა. მას შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი წი­ნაპ­რე­ბი­სა, გო­გო­ნას წარ­სუ­ლით სატ­რა­ბა­ხოდ აღარ ეცა­ლა და გამუდმებით რაიმე სიახლეზე ფიქრობდა.

არ ვი­ცით, შეძ­ლებ­და, თუ არა ბი­უ­ლა ლუ­ი­ზა ჰენ­რი ამ­დე­ნი რა­მის ერთ ცხოვ­რე­ბა­ში შექ­მ­ნას, რომ არ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბას ქმნი­და და ას­წავ­ლი­და

პა­ტა­რა ბე­ატ­რი­სი მუ­სი­კა­სა და ხატ­ვა­საც სწავ­ლობ­და, თუმ­ცა, მი­სი საყ­ვა­რე­ლი გარ­თო­ბა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იყო. მი­სი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი  საკ­მა­ოდ სა­ხა­ლი­სო იდეა ისე­თი ქუ­დის გა­მო­გო­ნე­ბა გახ­ლ­დათ, რო­მე­ლიც მი­სალ­მე­ბი­სას მე­ქა­ნიზ­მ­ზე და­ჭე­რით აიწე­ო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში, ბა­ტო­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ქუ­დის მოხ­დით ესალ­მე­ბოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჯერ კი­დევ კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტ­მა, გა­მო­ი­გო­ნა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი პა­ტენ­ტი, ვა­კუ­უ­მის სა­ყი­ნუ­ლე ნა­ყი­ნის­თ­ვის, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბი ყი­ნუ­ლი სჭირ­დე­ბო­და. ფაქ­ტი, რომ თუნ­დაც ბავ­შ­ვი­სა და სტუ­დენ­ტის ყო­ვე­ლი ნაშრომი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბით და­ცუ­ლი იქნებოდა, პა­ტა­რა გა­მო­მგო­ნებ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას კი­დევ უფ­რო ახა­ლი­სებ­და. ის თა­ვად ცდი­ლობ­და, ყო­ვე­ლი ნივ­თის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზის­თ­ვის მი­ეგ­ნო და ყო­ვე­ლი გა­მო­გო­ნე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხით ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა, სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზი­ის ცხა­დად გად­მო­ცე­მა-მო­დე­ლის შექ­მ­ნის­თ­ვის კო­ლეჯ­ში ის­წავ­ლა.

 

ბი­უ­ლას მა­მა იურის­ტი და ორა­ტო­რი იყო, ხო­ლო დე­და სახ­ლე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის წევ­რი. ბავ­შ­ვი 6 წლის იყო, რო­ცა ბე­ბი­ას ეს­ტუმ­რა და და­ი­ნა­ხა, მე­ზო­ბელ ოფის­ში დრო­შა იყო გა­სას­წო­რე­ბე­ლი. იმა­ვე წუთ­ში ფიქ­რი და­იწყო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და დრო­შის და­მაგ­რე­ბა ისე, რომ მი­წა­ზე არ გა­ჭუჭყი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო. ცო­ტა ხან­ში, ასე­ვე და­ი­ნა­ხა, რო­გორ წვა­ლობ­და ქუ­ჩა­ში გამ­ვ­ლე­ლი, რო­ცა გა­ზე­თის წა­კითხ­ვას და პრო­დუქ­ტე­ბის ტა­რე­ბას ერ­თ­დ­რო­უ­ლად ცდი­ლობ­და. ასე შექ­მ­ნა ქა­მა­რი, რო­მელ­საც ქა­ღალ­დის დამ­ჭე­რი მოყ­ვე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ რო­გორც ბავ­შ­ვო­ბა­ში, ისე შმდგო­მი მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ბი­უ­ლას მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი ერ­თი იყო, რო­გორ გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, მო­ცე­მულ მო­მენ­ტ­ში, ამ­ჩ­ნევ­და. თუმ­ცა, ტე­ნე­სის შტატ­ში, სა­დაც ის კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რობ­და, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სად­მი ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სი შე­იმ­ჩ­ნე­ო­და და ამი­ტო­მაც, ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნამ გე­ზი ნიუ-იორ­კის­კენ აიღო. მშობ­ლებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ შვი­ლის­თ­ვის ხე­ლი არ შე­ე­შა­ლათ და მო­მა­ვალ­ში გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და. ბი­უ­ლამ სა­კუ­თა­რი პა­ტა­რა კომ­პა­ნია და­ა­არ­სა და 1939-1955 წლებ­ში, ის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­წარ­მოს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და, რო­გორც გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ახალ­კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი თავს რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით არ იზღუ­დავ­და და ინო­ვა­ცი­ებს ქმნი­და რო­გორც ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლი ქა­ღალ­დის სა­ამ­ქ­როს­თ­ვის, ისე თო­ჯი­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის­თ­ვის.

სასტუმრო, სადაც ბეატრის ლუიზა ჰენრი ცხოვრობდა

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა, ლუ­ი­ზა ჰენ­რი უარს ამ­ბობ­და სა­კუ­თა­რი სახ­ლ­ზე და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნიუ-იორ­კის სხვა­დას­ხ­ვა სას­ტუმ­რო­ში გა­ა­ტა­რა. ფუ­ფუ­ნე­ბა­ში გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას აზ­რით, სას­ტუმ­რო­ებ­ში ცხოვ­რე­ბა ხელს უწყობ­და ყვე­ლა ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და სხვა­დას­ხ­ვა კო­ლე­გას­თან იდე­ის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე და­კავ­ში­რე­ბას, სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და სხვა­დას­ხ­ვა მო­დე­ლე­ბის, ნა­ხა­ზე­ბის, პა­ტენ­ტე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის. გო­გო­ნა ძალ­ზე გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და იმ გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერ­თი რო­მე­ლი­მე თე­მის ირ­გ­ვ­ლივ მუ­შა­ობ­დ­ნენ. თუმ­ცა, ყვე­ლა მის გა­მო­გო­ნე­ბას ერ­თი მი­ზა­ნი აერ­თი­ა­ნებ­და: გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა, ოჯა­ხე­ბის ცხოვ­რე­ბა, ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. მა­გა­ლი­თად, გა­მო­ი­გო­ნა თმე­ბის და­სახ­ვე­ვი და გამ­წო­ვი სა­საპ­ნე, ხო­ლო მი­სი ქოლ­გა, რო­მე­ლიც ფერ­სა და ნა­ხატს ტან­საც­მ­ლის მი­ხედ­ვით იც­ვ­ლი­და, დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. ერ­თი პე­რი­ო­დი ლუ­ი­ზა ჰენ­რი ქოლ­გე­ბის კომ­პა­ნი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლიც იყო. ახალ­გაზ­რ­და გა­მომ­გო­ნე­ბელს გე­მოვ­ნე­ბით ჩაც­მა უყ­ვარ­და და მის­მა სიახლემ პრე­სის ყუ­რადღე­ბაც მი­იპყ­რო. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ჰენ­რიმ თო­ჯი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბის ახა­ლი მე­თო­დი გა­მო­ი­გო­ნა. იმის­თ­ვის, რომ სა­თა­მა­შო­ე­ბი მსუ­ბუ­ქი ყო­ფი­ლი­ყო და ბავ­შ­ვებს სიმ­ძი­მე არ ეთ­რი­ათ, მან თო­ჯი­ნე­ბის მძი­მე შიგ­თავ­სი რე­ზი­ნის მსუ­ბუ­ქი, გა­სა­ბე­რი მო­დე­ლით შეც­ვა­ლა. ასე­ვე გა­მო­ი­გო­ნა სა­ბავ­შ­ვო სა­ა­თი, რი­თაც ბავ­შ­ვე­ბი სა­ა­თის ცნო­ბას სწავ­ლობ­დ­ნენ და თო­ჯი­ნა, რო­მე­ლიც ღი­ლაკ­ზე და­ჭე­რი­სას სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის თვა­ლებს ახამ­ხა­მებ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ყვე­ლა მის გა­მო­გო­ნე­ბას შთა­ა­გო­ნებ­და სი­კე­თის სურ­ვი­ლი, რა­მაც მას ამე­რი­კა­ში ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის სა­ხე­ლი გა­უთ­ქ­ვა. ჰენ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს და­ა­მახ­სოვ­რ­დათ სცე­ნა, რო­ცა ბი­უ­ლა, ქა­ღალ­დით ხელ­ში, მე­დი­სო­ნის სკვერ­ში დარ­ბო­და და უც­ნობ გამ­ვ­ლე­ლებს ფან­ქარს სთხოვ­და, მი­ზე­ზი ახა­ლი შთა­გო­ნე­ბა იყო: მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნა­ში სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა და­ი­ნა­ხა, რომ­ლის ხმა­ურ­მა ჯერ შე­ა­წუ­ხა და შემ­დეგ შთა­ა­გო­ნა, უხ­მა­უ­რო მან­ქა­ნა შე­ექ­მ­ნა. იდეა წა­მებ­ში გაჩ­ნ­და, რომ არ და­ვიწყე­ბო­და, ქა­ღალ­დით ხელ­ში გამ­ვ­ლე­ლებ­ში ფან­ქარს ეძებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და, რომ ფან­ქა­რი მე­სა­მე გამ­ვ­ლელ­მა აჩუ­ქა. ასე შე­იქ­მ­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნის ნა­ხა­ზი, შემ­დეგ პრო­ტო­ტი­პი, ბო­ლოს კი პა­ტენ­ტი ჩვე­ნი კლა­ვი­ა­ტუ­რის წი­ნა­მორ­ბე­დი­სა. ჰენ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი იყო და კარ­გად იცო­და, რომ შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ტის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა პრო­ფე­სი­ის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მას ინ­ჟინ­რის გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და და მე­თო­დებს ყვე­ლა სფე­რო­ში ეძებ­და.

ცო­ტა ხან­ში, ბი­უ­ლა ჰენ­რის გა­მო­გო­ნე­ბე­ბის რიცხვს ახა­ლი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც ტექ­ს­ტის 4 ასლს კარ­ბო­ნის ქა­ღალ­დის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე ბეჭ­დავ­და. ერ­თხელ, კარ­ბო­ნის ქა­ღალ­დით კო­პი­რე­ბი­სას სა­ხე და ტან­საც­მე­ლი და­ეს­ვა­რა და იქ­ვე გაჩ­ნ­და მი­სი საყ­ვა­რე­ლი შე­კითხ­ვა – „ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?“ ასე შე­იქ­მ­ნა ახა­ლი სა­ბეჭ­დი, მელ­ნი­ა­ნი ლენ­ტით, რო­მელ­საც მბეჭ­და­ვი არ ეხე­ბო­და და სუფ­თად მუ­შა­ობ­და.

ცო­ტა ხან­ში, ქა­ლე­ბის შრო­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის­თ­ვის, ორ­მ­ხ­რი­ვი სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა მო­ი­ფიქ­რა, რო­მე­ლიც გვი­რისტს მე­ო­რე ნემ­სის დახ­მა­რე­ბით, ჩახ­ვე­ვის გა­რე­შე, იოლად ავ­ლებ­და. აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ გა­მომ­გო­ნე­ბელ ქალ­ბა­ტონს ორ­მა­გი დრო ეხარ­ჯე­ბო­და, რა­თა კა­ცე­ბით დო­მი­ნი­რე­ბულ ბიზ­ნეს სივ­რ­ცე­ში სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბა და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი პრო­დუქ­ტე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მამ­რო­ბი­თი სქე­სის დახ­მა­რე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბის მხო­ლოდ 2% იყო და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის სა­ხელ­ზე, რო­გორც მა­თი პრო­დუქ­ტი. მა­გა­ლი­თად, ქოლ­გე­ბის წარ­მო­ე­ბის­თ­ვის უამ­რავ­ჯერ დას­ჭირ­და სხვა­დას­ხ­ვა პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში გაფ­რე­ნა, ვორ­კ­შო­პე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და დი­ზა­ი­ნე­რებ­თან შეხ­ვედ­რა, სა­დაც ხში­რად უმე­ო­რებ­დ­ნენ, რომ უსარ­გებ­ლო იდეა იყო. სა­ბო­ლო­ოდ, მი­სი ქოლ­გე­ბი ნიუ-იორ­კ­ში დი­დი პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბით სარ­გებ­ლობ­და და ქოლ­გე­ბის კომ­პა­ნი­ა­საც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­თა­მა­შო­ე­ბის სფე­რო­ში, გო­გო­ე­ბიც და ბი­ჭე­ბიც, ერ­თ­ნა­ი­რი თავ­შე­საქ­ცე­ვით ერ­თო­ბოდ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, იგი­ვე ამ­ბა­ვი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც, მა­გა­ლი­თად, დე­და­ჩე­მი ხში­რად იხ­სე­ნებ­და, როგორ თამაშობდნენ გოგოები და ბი­ჭე­ბი ერთად, ვიდ­რე რეპ­რე­სი­ე­ბი ლაღ ბავ­შ­ვო­ბას გა­აქ­რობ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა მწარ­მო­ებ­ლებ­მა ხე­ლოვ­ნუ­რად და­იწყეს გო­გო­ნე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის სა­თა­მა­შო­ე­ბის და­ყო­ფა, ბი­უ­ლამ გო­გო­ნე­ბის მხა­რე აირ­ჩია, თუმ­ცა, მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი ყო­ველ­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და შე­სას­წავ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მა­გა­ლი­თად, ნაზ ფე­რებ­ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი თო­ჯი­ნა რე­ა­ლუ­რი რა­დი­ოც იყო; ფუმ­ფუ­ლა და­თუ­ნია თა­ვი­სით ხტუ­ნავ­და და მოძ­რა­ობ­და. ყვე­ლა მი­სი სა­თა­მა­შო გა­რეგ­ნუ­ლად მარ­ტი­ვი და ნა­ზი იყო, ხო­ლო შიგ­ნით სა­ინ­ჟინ­რო შე­დევრს წარ­მო­ად­გენ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ ჰენ­რის არც ბავ­შ­ვე­ბი ჰყავ­და და არც და­ქო­რ­წი­ნე­ბუ­ლა, მან უამ­რა­ვი ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა გა­ა­ხა­ლი­სა. ეს გა­ნა­პი­რო­ბა იმა­ნაც, რომ სწო­რედ მის ბავ­შ­ვო­ბა­ში და­იწყო ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცია, რო­მელ­მაც სა­შუ­ა­ლო ფე­ნა გა­აძ­ლი­ე­რა და სა­ბავ­შ­ვო ინ­დუს­ტ­რი­ის წარ­მო­ე­ბა­საც შე­უწყო ხე­ლი. სულ 110 გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტორ­მა, თა­ვი­სი პრო­ტო­ტი­პე­ბით სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო მრა­ვა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ვენ­ტა­რის შექ­მ­ნას, თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს­თ­ვის, 80 წლის ბე­ატ­რის ლუ­ი­ზა ჰენ­რი, 48 უკ­ვე მოქ­მე­დი გა­მო­გო­ნე­ბით, ეროვ­ნუ­ლი დი­დე­ბის დარ­ბა­ზის წევ­რად აღი­ა­რეს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად ნა­დი­რობ­დ­ნენ, რომ მი­სი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო გა­ე­გოთ, თუმ­ცა, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი იყო: „შე­ხე­დეთ ნე­ბის­მი­ერ რა­მეს და იკითხეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, უკე­თე­სი ყო­ფი­ლი­ყო და იდე­აც გაჩ­ნ­დე­ბა. მე სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია, ამ­დენს იმი­ტომ ვქმნი, რომ გა­მო­გო­ნე­ბე­ბი თავ­ზე იდე­ე­ბად მაც­ვი­ვა“. ასე და­იწყეს იმ პე­რი­ო­დის მო­დურ­მა ჟურ­ნა­ლებ­მა ყო­ველ­თ­ვის სტილ­ში გა­მოწყო­ბი­ლი ბი­უ­ლას სა­კუ­თარ ინო­ვა­ცი­ებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა. ეს ყო­ვე­ლი­ვე ქა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბას ხელს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უწყობ­და. თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად ირ­ჩევ­დ­ნენ თო­ჯი­ნე­ბი­ან სუ­რა­თებს, რო­ცა ქა­ლის გა­მო­გო­ნე­ბის ნუს­ხა ნე­ბის­მი­ერ ტექ­ნი­კურ სფე­როს მო­ი­ცავ­და. ასე იქ­ცა იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბის „ახა­ლი დრო­ის ქა­ლის“ სა­ხედ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ სულ უფ­რო ტრენ­დუ­ლი ხდე­ბო­და. თუმ­ცა, ბი­უ­ლა სუ­ლაც არ იყო მოწყე­ნი­ლო­ბამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი, ის ქა­ლაქ­შიც სე­ირ­ნობ­და, მოკ­ლე თმებს ატა­რებ­და, გვი­ა­ნო­ბამ­დე საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობ­და, ხო­ლო სა­ღა­მოს სა­ცეკ­ვა­ოდ და­დი­ო­და და სა­ერ­თოდ არ ბა­ძავ­და ის­ტო­რი­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბი­სა და დე­დის ცხოვ­რე­ბას, რად­გან იცო­და, თა­ნა­მედ­­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მო­მა­ვალს ქმნი­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­უ­ლა ჰენ­რი აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს, რო­ცა მათ პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში რთავ­და, იქ­ნე­ბოდ­ნენ ეს ინ­ჟინ­რე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, მხაზ­ვე­ლე­ბი, იურის­ტე­ბი თუ სხვა. მი­სი პა­ტენ­ტე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით იქ­მ­ნე­ბო­და, სა­შუ­ა­ლოდ, წე­ლი­წად­ში სა­მი და მე­ტი.

ასე­თი აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­მო, მას „ლე­დი ედი­სო­ნი“ შე­არ­ქ­ვეს, თუმ­ცა, მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტარ­ტა­პის ხა­სი­ა­თის იყო, რო­ცა სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის მთე­ლი ნიუ-იორ­კის შე­მოვ­ლა უხ­დე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა დი­დი დეპ­რე­სი­ის პე­რი­ოდ­საც გა­და­ურ­ჩა, რად­გან უფ­რო მე­ტი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რ­ძო, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა სა­თა­მა­შო­ე­ბის ხა­რის­ხი, სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნე­ბის სი­მარ­ტი­ვე, რის­თ­ვი­საც მი­სი სას­ტუმ­როს წინ მდე­ბა­რე თე­ატ­რის ორ­ნა­მენ­ტის იდეა გა­მო­ი­ყე­ნა. აიღო ორი თმის სარ­ჭი, მავ­თუ­ლე­ბი და ასე შექ­მ­ნა ორ­გ­ვი­რის­ტი­ა­ნი სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა. შე­დე­გად, დეპ­რე­სი­ის პე­რი­ოდ­ში, უფ­რო მე­ტი ქა­ლი და­საქ­მ­და და მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ახ­ლა უფ­რო პროდუქტიული იყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში, ბი­უ­ლამ ყვე­ლა პა­ტენ­ტი შე­ა­ჩე­რა და მან­ქა­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ჩა­ერ­თო ომის დამ­თავ­რე­ბამ­დე.

1950-60-იან წლებ­ში, იგი მრა­ვალ­მა კომ­პა­ნი­ამ და­ი­ქი­რა­ვა, რა­თა პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა გა­ე­ახ­ლე­ბი­ნათ. ეს ენიგ­მა­ტუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი არა მხო­ლოდ გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი იყო, არა­მედ წერ­და, ხა­ტავ­და და ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ზრუ­ნავ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხალ­ხ­ში ყო­ველ­თ­ვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნი იყო, ექ­ს­ცენ­ტ­რი­უ­ლო­ბას მა­ინც არ უარ­ყოფ­და. მი­სი სას­ტუმ­როს მი­სა­ღე­ბი, ჰო­ტელ სე­ვილ­ში სავ­სე იყო კუ­ე­ბით, თუ­თი­ყუ­შე­ბით, მო­ლა­ღუ­რე­ბით, მტრე­დე­ბით და კა­ტით, სა­ხე­ლად ჩი­კა­დე. სას­ტუმ­როს ეზო­ში, ჰენ­რი ხში­რად აწყობ­და სა­ზო­გა­დო შეხ­ვედ­რებ­სა და ლექ­ცი­ებს. ერთ პრე­ზენ­ტი­ა­ცი­ა­ზე, უცებ გა­ჩუმ­და, ფან­ქა­რი და ქა­ღალ­დი აიღო და მუ­შა­ო­ბა და­იწყო, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი გა­აგ­რ­ძე­ლა, აღ­მოჩ­ნ­და, რომ სწო­რედ იმ დროს მი­აგ­ნო ერ­თი სა­თა­მა­შოს დი­ზა­ი­ნის პრობ­ლე­მის გახ­ს­ნას.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად იყ­ვ­ნენ გა­ო­ცე­ბულ­ნი, რომ ასე­თი რთული მო­ნა­ცე­მე­ბის ადა­მი­ა­ნი პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ნა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. დღეს, მას­ზე სა­უბ­რობ­რი­სას, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მას არ ჭირ­დე­ბო­და „ლე­დი ედი­სო­ნის“ მეტ­სა­ხე­ლი და სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბაც ეყო­ფო­და. ბევ­რ­მა არც კი იცის, რომ სწო­რედ მი­სი იდე­ით შე­იქ­მ­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე სახ­ლე­ბი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი სა­თა­მა­შო­ე­ბი, მარ­ტი­ვი დი­ზა­ი­ნის სა­ო­ფი­სე ინ­ვენ­ტა­რი, ხო­ლო თა­ო­ბებს დღემ­დე შთა­ა­გო­ნებს გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი მხო­ლოდ მა­შინ ახ­სოვ­და, თუ ადა­მი­ა­ნების ავი­თა­რებ­და.

გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის ლი­თო­ნის ქი­ლე­ბის გა­სახ­ს­ნე­ლიც, რომ­ლი­თაც დღე­საც მარ­ტი­ვად ვსარ­გებ­ლობთ, სწო­რედ ბი­უ­ლას გა­მო­გო­ნე­ბა გახ­ლავთ. ამი­ე­რად, რო­ცა გა­მაგ­რი­ლე­ბელ სას­მელს წკა­პუ­ნით გავ­ხ­ს­ნით, გაგ­ვახ­სენ­დე­ბა, რომ ეს მან შექ­მ­ნა…

 

მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი,
სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის ევ­რო­პის კო­მი­ტე­ტი

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება