ეკა ღვინიაშვილი
სსიპ თბილისის №82 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, „კატოს სკოლის“ დამფუძნებელი
სოციალური და ემოციური უნარების განვითარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებში, ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა სპეციალური მასწავლებლებისთვის ეს მოცემულობა ნამდვილი გამოწვევაა, რადგან, ფაქტობრივად, საამისოდ არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია.
სოციალური და ემოციური უნარების განვითარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ეხმარება აკადემიური უნარების გაუმჯობესებაში, ქცევასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში, თვითშეფასების ამაღლებასა და კომუნიკაციური უნარების განვითარებაში, და ა.შ. და ა.შ.
სოციალური და ემოციური სფერო სამ ძირითად კომპეტენციად იყოფა, ესენია: თვითცნობიერება, თვითრეგულაცია და ურთიერთობები.
ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ერთი აქტივობა, რომელიც წინა სასწავლო წელს მოვამზადე, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, და ბევრი ფიქრის მერე „ავტოპორტრეტი“ დავარქვი. ამ აქტივობის განხორციელებისას თვითცნობიერების განვითარება იყო ჩემი ძირითადი მიზანი. საბოლოოდ, შევქმენი ყველა ჩემი მოსწავლის „ავტოპორტრეტი“.
იდეის დაბადების შემდეგ, ჩემს ორ ყოჩაღ მოსწავლესთან ერთად, ჯგუფური მუშაობის დროს, დავაზუსტეთ დეტალები. გზადაგზა მათაც ვეკითხებოდი რაღაცებს და მათ იდეებსაც ვითვალისწინებდი, შეძლებისდაგვარად. თქვენც შეგიძლიათ, რამე მიამატოთ ან გამოტოვოთ. „ავტოპორტრეტისთვის“, საბოლოოდ, ეს თემები შევარჩიეთ:
♦ ეს მე ვარ ♦ ჩემი ოჯახი
♦ ჩემი სკოლა ♦ ჩემი საყვარელი…
♦ ჩემი ემოციები ♦ სხვადასხვა
როგორც გითხარით, „ავტოპორტრეტი“ შვიდ მოსწავლესთან ერთად შევქმენი, ორმა მათგანმა საკუთარი ხელით დაწერა და გააფორმა, სამ მოსწავლეს ამობეჭდილი დავახვედრე და თავად შეავსეს, ხოლო ორ მოსწავლესთან დედიკოები დაგვეხმარნენ.
ყდისთვის თავიანთი საყვარელი ფერები შეარჩიეს, ფოტოებიც დააწებეს, დაჭრეს და აკინძეს. დროის ხანგრძლივობას რაც შეეხება, ფაქტობრივად, ყველას სხვადახვა დრო დასჭირდა.
აქვე გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ რესურსს და იმედი მაქვს, თქვენც გამოგადგებათ.
„ავტოპორტრეტი“
სსიპ – თბილისის №82 საჯარო სკოლა
2023
ეს მე ვარ
მე ვარ …….. ………………………….
მე ვარ გოგონა.
მე ვარ …. წლის.
მე ვსწავლობ ….
მე ვცხოვრობ ….
ჩემი დაბადების დღე არის ….
ჩემი ოჯახი
მე მყავს ….
ოჯახთან ერთად მიყვარს ….
ჩემი ემოციები
ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ….
ყველაზე მეტად ვბრაზობ, როცა ….
მოწყენილი ვარ, როცა ….
მეშინია, როცა ….
მეზიზღება, როცა ….
მხიარული ვარ, როცა ….
ჩემი სკოლა
ჩემი საყვარელი საგანია ….
ჩემი საყვარელი მასწავლებელია ….
ჩემი საყვარელი აქტივობაა ….
დასვენებაზე მიყვარს ….
ჩემი საუკეთესო მეგობარია ….
ჩემი საყვარელი ….
ჩემი საყვარელი საჭმელია ….
ჩემი საყვარელი ფილმია ….
ჩემი საყვარელი სიმღერაა ….
ჩემი საყვარელი თამაშია ….
ჩემი საყვარელი ცხოველია ….
ჩემი საყვარელი ფერია ….
ჩემი საყვარელი სოფელია ….
ჩემი საყვარელი ქალაქია ….
სხვადასხვა
მე მყავს ….
კიდევ მინდა მყავდეს ….
ჩემი ოცნებაა ….
ჩემი ჰობია ….