მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია დაიწყო.
📌რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც 2022 წლის პირველ ივლისამდე ახორციელებდნენ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით.
💻 emis-ის განცხადებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს და, ამ დროის მონაცემებით, უკვე 707 დაწესებულება დარეგისტრირდა.
📌 შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
👉 დეტალური ინსტრუქციები, რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, იხილეთ იუთუბგვერდზე: https://youtu.be/dbt6hUnj4Gs , ხოლო 👉რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://preschoolregistration.emis.ge/auth/signin
🔎 რა ეტაპებს გაივლის ავტორიზაციის სისტემის დანერგვა ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებებში და რატომ არის მნიშვნელოვანი რესგისტრაციის გავლა დაწესებულებებისთვის – ამ თემაზე იხილეთ ვრცელი 📌 ინტერვიუ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ნინო ხითარიშვილთან.
მისივე განმარტებით, „კანონით განსაზღვრული პირველი ვალდებულება უკვე შესრულებულია და რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა ამოქმედებულია. პორტალი 2022 წელს გაიხსნა და 2022 წლის 31 დეკემბერს დაიხურება. ფაქტობრივად, სრული 6 თვე აქვთ დაწესებულებებს რეგისტრაციის პროცესის გასავლელად. რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა იმ დაწესებულებისთვის, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებდა საქმიანობას ამ მიმართულებით. ამასთან, კანონმდებლის მიხედვით, მხოლოდ ბაზაში დარეგისტრირებულ სუბიექტებს ექნებათ უფლება, 2023 წლიდან, გააგრძელონ საქმიანობა როგორც ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი არ გამორჩეთ ბაღებს.“