22 მარტი, შაბათი, 2025

ჰო­ლო­კოსტს გა­დარ­ჩე­ნი­ლი კა­ცი – პრი­მო ლე­ვის „გა­ნა ეს ადა­მი­ა­ნია“

spot_imgspot_img

„აუშ­ვი­ცის გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არა, არას­დ­როს არა­ფერს დავ­წერ­დი. მი­ზე­ზი არ მექ­ნე­ბო­და, მე­წე­რა, არც არა­ფე­რი მი­ბიძ­გებ­და სა­ა­მი­სოდ: იტა­ლი­ურ­ში სა­შუ­ა­ლო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ის­ტო­რი­ა­ში – სუს­ტი, უფ­რო ფი­ზი­კა და ქი­მია მა­ინ­ტე­რე­სებ­და და შემ­დეგ პრო­ფე­სი­ად ქი­მი­კო­სო­ბა ავირ­ჩიე, რო­მელ­საც არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო და­წე­რი­ლი სიტყ­ვის სამ­ყა­როს­თან. ლა­გე­რის გა­მოც­დი­ლე­ბამ მა­ი­ძუ­ლა, მე­წე­რა: სი­ზარ­მა­ცის დაძ­ლე­ვა არ დამ­ჭირ­ვე­ბია, სტი­ლის პრობ­ლე­მე­ბი არ მა­დარ­დებ­და, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მო­ვა­ხერ­ხე, ისე მე­წე­რა, რომ ჩე­მი ყო­ველ­დღი­უ­რი ხე­ლო­ბის­თ­ვის ერ­თი სა­ა­თიც არ და­მიკ­ლია, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ეს წიგ­ნი თავ­ში უკ­ვე სრუ­ლი­ად მზად მე­დო, მხო­ლოდ ის მე­ვა­ლე­ბო­და, გა­რეთ გა­მო­მეშ­ვა და ქა­ღალ­დ­ზე გა­და­მე­ტა­ნა.“

პრი­მო ლე­ვი

 

მკითხ­ვე­ლებ­მა ვი­ცით – მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა სავ­სეა შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლი ამ­ბე­ბით. გა­მო­ნა­გო­ნი კი, რო­გო­რი მძი­მეც არ უნ­და იყოს ის, არას­დ­რო­საა ისე­თი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რომ არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მაგ­რამ ჩვენ ისიც ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­მარ­თ­ლეს ჰყვე­ბა; ჰყვე­ბა იმა­ზე, რაც მოხ­და, რაც ნამ­დ­ვი­ლად მოხ­და, რაც უკ­ვე გა­მო­ვი­ა­რეთ.

ასე­თი ტექ­ს­ტია იტა­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სის, პრი­მო ლე­ვის წიგ­ნიც – „გა­ნა ეს ადა­მი­ა­ნია“ (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნე“, 2022, მთარ­გ­მ­ნე­ლი – და­რე­ჯან კი­კო­ლი­აშ­ვი­ლი).

პრი­მო ლე­ვი, რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ავ­ტო­რად ით­ვ­ლე­ბა, ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის იტა­ლი­ე­ლი პო­ე­ტი, ესე­ის­ტი და მწე­რა­ლია. 1938 წელს მწე­რალს ტუ­რი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბა მო­უ­წია, რად­გან ფა­შის­ტურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ებ­რა­ე­ლებს სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლა აუკ­რ­ძა­ლა, 1943 წელს კი და­ა­პა­ტიმ­რეს და ერ­თი წლის შემ­დეგ ოს­ვენ­ცი­მის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

წიგ­ნ­ში სწო­რედ ოს­ვენ­ცი­მის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კის ამ­ბე­ბია მოთხ­რო­ბი­ლი და მოთხ­რო­ბი­ლია არა სი­ძულ­ვი­ლით დაბ­რ­მა­ვე­ბუ­ლი კა­ცის, არა­მედ, სა­სა­მარ­თ­ლოს წი­ნა­შე წარ­მ­დ­გა­რი მოწ­მის პო­ზი­ცი­ი­დან, რო­მელ­საც სი­ძულ­ვი­ლი კი არ ალა­პა­რა­კებს, მას სი­მარ­თ­ლის ბო­ლომ­დე აღ­წე­რის სურ­ვი­ლი კლავს.

ეს სწო­რედ ასე­თი კა­ცის და­წე­რი­ლი წიგ­ნია – ჰო­ლო­კოსტს გა­დარ­ჩე­ნი­ლი კა­ცის, რო­მელ­საც მწერ­ლო­ბა­ზე არც უფიქ­რია და არც უოც­ნე­ბია, კა­ცის, რომ­ლის მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბა ქი­მი­კო­სო­ბა იყო. ქი­მი­კოსს კი, და­მე­თან­ხ­მე­ბით, სიტყ­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბა (ათას­ნა­ი­რი და ათას­გ­ვა­რი ფორ­მუ­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით). მაგ­რამ სიტყ­ვე­ბი სა­ჭი­როა მა­შინ, რო­ცა შენს პი­როვ­ნე­ბას წაშ­ლა ემუქ­რე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნურ სა­ხეს, სამ­ყა­რო­ში ღვთის ხა­ტად რო­მაა მოვ­ლე­ნი­ლი, ფა­სი აღარ აქვს; სა­ჭი­როა მა­შინ, რო­ცა ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩა­გიყ­ვა­ნენ, მის ცხრა­ვე შრეს მი­მო­ი­ხი­ლავ და შემ­დეგ ზე­და­პირ­ზე ბრუნ­დე­ბი. ამ დროს იცი, რომ ეს უნ­და მოჰ­ყ­ვე – მოჰ­ყ­ვე იმი­ტომ, რომ იცხოვ­რო, იცხოვ­რო იმი­ტომ, რომ მოჰ­ყ­ვე! მოჰ­ყ­ვე ამ­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რაც აღა­რას­დ­როს უნ­და გან­მე­ორ­დეს, რა­საც კა­ცობ­რი­ო­ბა აღარ უნ­და შე­ე­გუ­ოს!

ეს წიგ­ნი სწო­რედ ამი­ტომ და­ი­წე­რა.

აქ წა­ი­კითხავთ სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რელ ამ­ბავს იმა­ზე, რა და­უშ­ვა კა­ცობ­რი­ო­ბამ აქ და ახ­ლა; ფა­შიზ­მის სუნ­თ­ქ­ვა, ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის მი­მართ ფა­ნა­ტი­კუ­რი სი­ძულ­ვი­ლი, აუშ­ვი­ცის ბა­ნა­კე­ბი, გა­ზის კა­მე­რე­ბი და გე­ნო­ცი­დი -„ ეს ხომ ჩვე­ნი გუ­შინ­დე­ლი დღეა, დღე, რო­მე­ლიც შუ­ა­გულ ევ­რო­პა­ში და­იწყო და, კი­დევ კარ­გი, დას­რულ­და.

პრი­მო ლე­ვი წერს, მე მჯე­რა, რომ წიგ­ნებს, ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სად, სა­კუ­თა­რი ბე­დი აქ­ვ­თო. მეც მჯე­რა, ძა­ლი­ან მძაფ­რად და ძლი­ე­რად მჯე­რა. ბე­დის­წე­რა იყო ისიც, რომ ამ წიგნს რუ­სე­თი­დან უწყ­ვე­ტად შე­მო­სუ­ლი, ჩვენს ქუ­ჩებ­ში, ჩვენს სახ­ლებ­ში, ჩვენს ღია თუ და­ხუ­რულ სივ­რ­ცე­ებ­ში შეცხოვ­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვკითხუ­ლობ­დი და არას­დ­როს, ერ­თხე­ლაც კი არ მქო­ნია ისე­თი შემ­თხ­ვე­ვა, „გა­ნა ეს ადა­მი­ა­ნია“ მეტ­როს გრილ ვა­გონ­სა თუ ავ­ტო­ბუ­სის შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ რიგ­ში გა­და­მე­შა­ლა და იქ თუნ­დაც ერ­თი მათ­გა­ნი მა­ინც არ და­მე­ნა­ხა, რო­გორც ბე­დის ირო­ნია და რო­გორც ფიქ­რის სა­ბა­ბი, რო­გორც შეხ­სე­ნე­ბა, რომ რა­ღა­ცე­ბი არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რა­ღა­ცებს თვა­ლი არ უნ­და მო­ვუ­ხუ­ჭოთ. პრი­მო ლე­ვიც ამას ამ­ტ­კი­ცებს – ის, რაც მოხ­და, ისევ მოხ­დე­ბა; აუცი­ლებ­ლად გან­მე­ორ­დე­ბა, თუ კა­ცობ­რი­ო­ბამ ადა­მი­ან­თა უსა­მარ­თ­ლო რბე­ვა, გაწყ­ვე­ტა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ტან­ჯ­ვა-წვა­ლე­ბა ვერ შე­ი­სის­ხ­ლ­ხორ­ცა, ვერ იგ­რ­ძ­ნო, არ აღი­ა­რა და არ მო­ი­ნა­ნია.

გერ­მა­ნი­ამ ეს შეძ­ლო, გერ­მა­ნელ­მა ხალ­ხ­მა ეს მო­ა­ხერ­ხა, ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მტე­რი კი დღემ­დე საბ­ჭო­თა ბა­ნა­კე­ბი­სა და საბ­ჭო­თა სა­დამ­ს­ჯე­ლო მე­თო­დე­ბით აგ­რ­ძე­ლებს ცხოვ­რე­ბას – მათ არა­ფე­რი უს­წავ­ლი­ათ!

„გა­ნა ეს ადა­მი­ა­ნია“ ლექ­სით იწყე­ბა. ავ­ტო­რი პო­ე­ზი­ის დახ­მა­რე­ბით მი­მარ­თავს პო­ტენ­ცი­ურ მკითხ­ველს და ეუბ­ნე­ბა – უფ­ლე­ბა არ გვაქვს და­ვი­ვიწყოთ ის, რაც ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­ი­ტა­ნეს, ის, რაც ადა­მი­ა­ნებ­მა ვერ გა­და­ი­ტა­ნეს, ის, რაც ყო­ველ­გ­ვარ ადა­მი­ა­ნურს ასა­მა­რებს.

„თქვენ, თბი­ლი, მყუდ­რო სახ­ლე­ბის მკვიდ­რ­ნო,

თქვენ, ვი­საც ცხე­ლი შე­ჭა­მან­დი

და კე­თი­ლი სა­ხე­ე­ბი გე­გე­ბე­ბათ

შინ დაბ­რუ­ნე­ბულთ,

და­ფიქ­რ­დით, აბა, თუ არის კა­ცი,

ვინც ლაფ­ში შრო­მობს,

ვინც არ იცის, რაა მშვი­დო­ბა,

რო­მე­ლიც იბ­რ­ძ­ვის ლუკ­მა­პუ­რის­თ­ვის

და კვდე­ბა ერ­თი „ჰოს“ ან „არას­გან“.

და­ფიქ­რ­დით, აბა, თუ არის ქა­ლი,

გა­და­ხოტ­რი­ლი და უსა­ხე­ლო,

ვი­საც წა­არ­თ­ვეს მეხ­სი­ე­რე­ბა.

უმეტყ­ვე­ლოა მი­სი თვა­ლე­ბი,

და მი­სი სა­შო – უნა­ყო­ფო,

ზამ­თ­რით დამ­ზ­რალ გომ­ბე­შო­სა­ვით.

არ და­ი­ვიწყოთ, რომ ეს მოხ­და,

ამას გიბ­რ­ძა­ნებთ,

გუ­ლის­ფი­ცარ­ზე და­ი­წე­რეთ ეს სიტყ­ვე­ბი

სახ­ლ­ში მყოფ­მა, გზა­ზე დამ­დ­გარ­მა,

ად­გო­მი­სას თუ და­წო­ლი­სას;

უმე­ო­რეთ ისი­ნი შვი­ლებს.

თუ არა, სახ­ლი თავს და­გემ­ხოთ,

შეგ­ჭა­მოთ სენ­მა

და ნა­ში­ერ­მა პი­რი ზიზღით იქ­ცი­ოს თქვენ­გან“.

ეს ლექ­სი ასე სრულ­დე­ბა. შემ­ძ­რა და­სას­რულ­მა.

სა­კუ­თარ თავს ვკითხოთ – რა და­ვი­მახ­სოვ­რეთ ჩვენ, რო­გორც ერ­მა, რას ვუ­ამ­ბობთ ჩვენს შვი­ლებს, ვინ არის ჩვენ­თ­ვის მოყ­ვა­რე და ვის მი­ვიჩ­ნევთ მტრად?

არა, მე სი­ძულ­ვილ­ზე არ ვსა­უბ­რობ. პრი­მო ლე­ვიც არ სა­უბ­რობს სი­ძულ­ვილ­ზე და სი­ძულ­ვი­ლით; წიგ­ნი, და­ნარ­თის ჩათ­ვ­ლით, 18 თა­ვის­გან შედ­გე­ბა და მთელ 18 თავ­ში ვერ­სად, ვერც ერთ ხაზ­ზე, აბ­ზაც­სა თუ სტრი­ქონ­ში ვერ იგ­რ­ძ­ნობთ სი­ძულ­ვილს, ვერ იგ­რ­ძ­ნობთ მრის­ხა­ნე­ბით დაბ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ნათხ­რობს.

რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ავ­ტორ­მა ეს?! კაც­მა, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ კან­ზე იწ­ვ­ნია სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კის სას­ტი­კი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა!

ავ­ტორ­მა ამ შე­კითხ­ვას შთამ­ბეჭ­და­ვი პა­სუ­ხი გას­ცა: „არ მინ­და, ჩე­მი თავ­შე­კა­ვე­ბა გა­ნუ­კითხავ მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა­ში აერი­ოს ვინ­მეს. არა, არც ერ­თი დამ­ნა­შა­ვის­თ­ვის არ მი­მი­ტე­ვე­ბია, არც ახ­ლა ვარ და არც მო­მა­ვალ­ში ვიქ­ნე­ბი იმ გან­წყო­ბა­ზე, რომ ვინ­მეს რა­მე მი­ვუ­ტე­ვო, გარ­და იმ შემ­თხ­ვე­ვი­სა, თუ საქ­მით (და არა სიტყ­ვით, და არა მე­ტის­მე­ტად გვი­ან) აჩ­ვე­ნებს, რომ გა­ი­აზ­რა ჩვე­ნე­ბუ­რი თუ უცხო­უ­რი ფა­შიზ­მის ბრა­ლე­უ­ლო­ბე­ბი და შეც­დო­მე­ბი და მზა­დაა, დაგ­მოს ისი­ნი, ამო­ძირ­კ­ვოს სა­კუ­თა­რი და სხვე­ბის შეგ­ნე­ბი­დან. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე, არაქ­რის­ტი­ა­ნი, მზად ვარ, აღ­ვას­რუ­ლო მტრის შენ­დო­ბის ებ­რა­უ­ლი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მცნე­ბა, თუმ­ცა მტე­რი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ბრალს აღი­ა­რებს, მტე­რი აღა­რაა“.

პრი­მო ლე­ვის წიგ­ნის კითხ­ვი­სას შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გაგ­ვახ­სენ­დეს ვარ­ლამ შა­ლა­მო­ვი – რუ­სი მწე­რა­ლი, საბ­ჭო­თა სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კე­ბის (გუ­ლა­გი) მთე­ლი სი­სას­ტი­კის მოწ­მე და მე­მა­ტი­ა­ნე. შა­ლა­მო­ვი ერ­თ­გან წერს: „ბოღ­მა ბო­ლო გრძნო­ბაა, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი გა­და­დის არ­ყოფ­ნა­ში, მკვდარ სამ­ყა­რო­ში“. იმა­ვეს ფიქ­რობს პრი­მო ლე­ვიც.

არ ვი­ცი, რამ­დე­ნად სწო­რია, მაგ­რამ, მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვსა­უბ­რობ წიგ­ნის ში­და, უფ­რო ღრმა ფე­ნე­ბის შე­სა­ხებ, არ მი­მო­ვი­ხი­ლავ პრი­მო ლე­ვი­სა და მას­თან ერ­თად უთ­ვა­ლა­ვი ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის უსას­ტი­კეს გა­მოც­დი­ლე­ბას, წარ­თ­მე­ულ სა­ხელ­სა და გვარს, და­კარ­გულ თმას, ტან­საც­მელს, სტა­ტის­ტი­კის ნა­წი­ლად ქცე­ვას, რო­დე­საც შე­ნი სა­ხე­ლი იქ­ცე­ვა უბ­რა­ლო ნომ­რად, შენ ხარ 605-ე თუ 607-ე „ცა­ლი“ და ხვდე­ბი, რომ ფსკერ­ზე ხარ და რომ უბე­დურ­საც ვერ უწო­დებ სა­კუ­თარ თავს, რად­გან თურ­მე, ყვე­ლა გრძნო­ბა, ტკი­ვი­ლიც კი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა ყო­ფი­ლა მხო­ლოდ.

ამ ღრმა ფე­ნებს სწო­რედ იმი­ტომ არ გან­ვი­ხი­ლავ, რად­გან მწამს, თი­თო­ე­უ­ლი სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად ვიგ­რ­ძ­ნობთ ამ წიგ­ნ­ში მოთხ­რო­ბილ ის­ტო­რი­ებს, ადა­მი­ან­თა და­ცე­მის, გატყ­დო­მის, გა­ნად­გუ­რე­ბის, სუ­ლის სიმ­ტ­კი­ცის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა თუ ვერ­შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ამ­ბებს, ფსკერ­ზე ყოფ­ნა­სა თუ ზე­და­პირ­ზე ტივ­ტივს, გზას სახ­ლი­დან სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კამ­დე და, თუ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გა­გი­მარ­თ­ლა, სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კი­დან უკან – სახ­ლამ­დე.

სა­მა­გი­ე­როდ, ვსა­უბ­რობ ამ წიგ­ნის და­წე­რის მი­ზან­ზე, მი­სი აღ­მო­ჩე­ნით მოგ­ვ­რილ ტკი­ვილ­სა და სი­ხა­რულ­ზე, მი­სი პოვ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა­სა და ძა­ლა­ზე, რომ მი­სი წა­კითხ­ვის შემ­დეგ პი­როვ­ნუ­ლად იზ­რ­დე­ბი – რო­გორც მკითხ­ვე­ლი და რო­გორც მო­ქა­ლა­ქე.

რო­გორც მკითხ­ვე­ლი, სწავ­ლობ, რომ სი­ძულ­ვი­ლით შენ ვე­რას­დ­როს შეძ­ლებ ღირ­სე­უ­ლად ებ­რ­ძო­ლო უსა­მარ­თ­ლო­ბას, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე კი რწმუნ­დე­ბი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა წარ­სუ­ლის და­ვიწყე­ბა, რად­გან მი­სი და­ვიწყე­ბა წარ­სუ­ლის ყვე­ლა­ზე მწა­რე რე­ა­ლო­ბის გან­მე­ო­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა.

ჩემ­თ­ვის აღ­მო­ჩე­ნა იყო იმის გა­გე­ბა, რომ „გა­ნა ეს ადა­მი­ა­ნია“ ნა­ცის­ტურ სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში­ვე იწე­რე­ბო­და – რა თქმა უნ­და, მა­ლუ­ლად… მო­მავ­ლის რამ­ხე­ლა რწმე­ნაა, რამ­ხე­ლა სურ­ვი­ლია იმი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ვე არ მოკ­ვ­დეს, იქ­ვე არ მი­ე­ცეს და­ვიწყე­ბას, არა­მედ ყვე­ლამ შე­იტყოს მის შე­სა­ხებ და ყვე­ლამ აღი­ა­როს, რომ ეს იყო ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს თავს და­ატყ­და.

მწამს, რომ ამ წიგ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მკითხ­ვე­ლი მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლია იმი­სა, რომ ერ­თი ერის მე­ო­რეს მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სა­ბო­ლო­ოდ უარ­ვ­ყოთ, სა­ბო­ლო­ოდ ვთქვათ – არა!

ლი­ტე­რა­ტუ­რის­მ­ცოდ­ნე ზა­ალ ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი ვარ­ლამ შა­ლა­მო­ვის შე­სა­ხებ წერს: „შა­ლა­მო­ვის პრო­ზა გა­ნუყ­რე­ლა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გუ­ლა­გის გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. მი­სი პო­ე­ტი­კა არის პა­სუ­ხი შე­კითხ­ვა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გად­მოს­ცე უკი­დუ­რე­სად უარ­ყო­ფი­თი, თით­ქ­მის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის ენა­ზე“.

სწო­რედ ასე იქ­ცე­ვა პრი­მო ლე­ვიც, რად­გან სწამს, რომ ამის და­ვიწყე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. და­ვიწყე­ბის უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნა­ზე სა­უბ­რობს ოთარ ჭი­ლა­ძეც თა­ვის ბრწყინ­ვა­ლე რო­მან­ში „ყო­ველ­მან ჩემ­მან მპოვ­ნელ­მან“. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სი სულ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით ახერ­ხებს შეგ­ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს მეხ­სი­ე­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის და, მით უფ­რო, ერის­თ­ვის. ჭი­ლა­ძე ამ­ბობს: „და­ვიწყე­ბა და­მარ­ცხე­ბას ნიშ­ნავს“!

და­მარ­ცხე­ბის დრო კი ა(ღა)რ არის…

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება