27 ივლისი, შაბათი, 2024

ჯო ბაიდენმა ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის ორ ქართველ კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცა

spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის (United States Coast Guard Academy – USCGA) კურსდამთავრებულებს, გამოსაშვებ ღონისძიებაზე, სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა. მათ შორის იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლებლად გაგზავნილი ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე. მათ პრეზიდენტმა ბაიდენმა დიპლომები პირადად გადასცა.

USCGA-ს კურსდამთავრებულები – ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაგზავნილი პირველი კადეტები არიან, რომლებიც, საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია (USCGA), წელს, 240-მა კურსანტმა დაასრულა. 7 უცხოელ კურსდამთავრებულს შორის არიან ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე. სანაპირო დაცვის აკადემია ამერიკის საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო USCGA–ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, 2017 წელს, პირველად ჩაერთო. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, USCGA–ში სწავლის უფლება, ოთხი წლის წინ, მხოლოდ ნიკოლოზ ტვილდიანმა და სანდრო სტაჟაძემ მოიპოვეს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები