24 ნოემბერი, კვირა, 2024

ჯონ უილი­ამ­სის „სტო­უ­ნე­რის“ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ქარ­თ­ველ მკითხ­ველ­თან

spot_img
ამ­ბა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­ზე

ჯონ უილი­ამ­სის ქარ­თულ ენა­ზე ახ­ლა­ხან თარ­გ­მ­ნი­ლი „სტო­უ­ნე­რი“ სა­ინ­ტე­რე­სო რო­მა­ნია. ტექ­ს­ტ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბაა აღ­წე­რი­ლი. ნა­წარ­მო­ე­ბი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რომ არ არის, ამის ახ­ს­ნას ავ­ტო­რი წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში ცდი­ლობს. ის თა­ვის კო­ლე­გებს, მი­სუ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რა­ზე მოღ­ვა­წე პრო­ფე­სო­რებს, მი­მარ­თავს: „ეს ნაშ­რო­მი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა და არც ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი არ გა­ნა­სა­ხი­ე­რებს რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ ცოცხალ ან გარ­დაც­ვ­ლილ ადა­მი­ანს და არც ერ­თი მოვ­ლე­ნა არ ასა­ხავს მი­სუ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ა­ლო­ბას“. რა­ტომ დას­ჭირ­და ავ­ტორს ამ­გ­ვა­რი გან­მარ­ტე­ბა, რთუ­ლი სათ­ქ­მე­ლია, რად­გან ეს გახ­ლავთ რო­მა­ნი ადა­მი­ან­თა დიდ სევ­და­ზე, ტკი­ვილ­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­უ­ხელ­თებ­ლო­ბა­ზე, სი­ცა­რი­ე­ლე­ზე, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის რო­მელ კუთხე­შიც არ უნ­და ცხოვ­რობ­დე, რა საქ­მე­საც არ უნ­და აკე­თებ­დე, თან დაგ­დევს, რო­გორც ცხოვ­რე­ბის გარ­და­უ­ვა­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა.

სტო­უ­ნე­რი, რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი, მწი­რი მი­წის მო­ი­მე­დე ფერ­მე­რის ოჯახ­ში იზ­რ­დე­ბა და ერთ დღეს, რო­გორც მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის სხვა უამ­რა­ვი პერ­სო­ნა­ჟი, ბე­დის საც­დე­ლად, მა­მის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნი­თა და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით, მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა. მან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ურ­ნე­ო­ბის მარ­თ­ვა უნ­და შე­ის­წავ­ლოს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ ხვდე­ბა, რომ ინ­გ­ლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა აინ­ტე­რე­სებს.

აი, ასე იწყე­ბა რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რის, ერ­თი შე­ხედ­ვით, მო­საწყე­ნი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი.

მი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მძი­მედ ვი­თარ­დე­ბა. ბი­ჭი, რო­მე­ლიც მა­მის ფერ­მა­ში უნა­ყო­ფო მი­წას ამუ­შა­ვებ­და, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ირიცხე­ბა და იმის გა­მო, რომ სტუ­დენ­ტუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ჰქონ­დეს, დე­დის ნა­თე­სა­ვე­ბის მა­მულ­ში და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობს. ამ მუხ­ლ­ჩა­უხ­რე­ლი ფი­ზი­კუ­რი შრო­მის შემ­დეგ ღა­მე­ებს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში ათე­ნებს და ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მე­ურ­ნე­ო­ბის მარ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლო­ბას ეუფ­ლე­ბა, თუმ­ცა მის სულ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მწიფ­დე­ბა ემო­ცია, რომ მა­მის სა­ში­ნელ ბედს არა­სო­დეს გა­ი­ზი­ა­რებს, არა­სო­დეს დაბ­რუნ­დე­ბა ფერ­მა­ში და, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ამ ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გ­მე­ლად სპე­ცი­ა­ლო­ბას იც­ვ­ლის – კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­გ­ლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას.

წლე­ბის შემ­დეგ კო­ლეჯ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად გვევ­ლი­ნე­ბა და ასე იწყე­ბა მი­სი ოჯა­ხის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ლა­მაზ, მაგ­რამ უც­ნა­ურ გო­გო­ნას­თან, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მდი­და­რი ოჯა­ხის მემ­კ­ვიდ­რეა, ქორ­წი­ნე­ბით გრძელ­დე­ბა. ამ ქორ­წი­ნე­ბამ სტო­უ­ნე­რის ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­ტა­ნა არა მხო­ლოდ უამ­რა­ვი თავ­სა­ტე­ხი, არა­მედ სევ­დის მძი­მე ტვირ­თი: უდ­როო დროს სახ­ლის შე­სა­ძე­ნად ცო­ლის მი­ერ მშობ­ლე­ბის­გან აღე­ბუ­ლი სეს­ხის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად, ახალ­შო­ბი­ლი შვი­ლის მოვ­ლა-პარ­ტ­რო­ნო­ბა, რად­გან დე­დას მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და შვილ­ზე ზრუნ­ვის არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ აქვს.

კონ­ტექ­ს­ტი

რო­მან­ში აღ­წე­რი­ლი ამ­ბა­ვი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. ნაჩ­ვე­ნე­ბია ამე­რი­კე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ნა­წი­ლის რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა ომის მი­მართ, რო­მელ­შიც ზო­გი­ერ­თი მხო­ლოდ იმი­ტომ ერ­თ­ვე­ბა,რომ ევ­რო­პა ნა­ხოს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ისე მთავ­რ­დე­ბა, რო­გორც ერიხ მა­რია რე­მარ­კის გე­ნი­ა­ლურ რო­მან­ში „და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვ­ლე­ლია“. დი­დი მო­ლო­დი­ნე­ბით სავ­სე ყმაწ­ვი­ლე­ბის სრუ­ლი­ად უსა­ხე­ლო სიკ­ვ­დი­ლი სამ­შობ­ლო­დან შორს, სიკ­ვ­დი­ლი, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო, რად­გან მათ არ­ჩე­ვა­ნი ჰქონ­დათ.

სტო­უ­ნე­რის კა­რი­ე­რა
„გე­ნი­ო­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ­და იყოს“

რო­მან­ში ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დია. სტო­უ­ნე­რი დი­სერ­ტან­ტ­თა ჯგუფს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მე­ბის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნი­სას მის ყუ­რადღე­ბას ახალ­გაზ­რ­და სტუ­დენ­ტი უოკე­რი იქ­ცევს. ის უს­მენს ამ უც­ნა­უ­რი ახალ­გაზ­რ­დის დე­მა­გო­გი­ურ და გა­მომ­გო­ნებ­ლურ თავ­ხე­დო­ბას და, ამავ­დ­რო­უ­ლად, თან­და­თან იძი­რე­ბა უსაზღ­ვ­რო ნი­ჭი­ე­რე­ბის (სა­ში­ში ნი­ჭი­ე­რე­ბის) მი­მართ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა­ში, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა, რო­ცა სტო­უ­ნე­რი ხე­დავს, უოკე­რი რო­გორ ეს­ხ­მის თავს მის დრის­კო­ლის (ერთ-ერ­თი დი­სერ­ტან­ტის) სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რომს და ცდი­ლობს გა­ა­ცამ­ტ­ვე­როს მი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი. სტო­უ­ნე­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სი­ზარ­მა­ცი­სა და უსინ­დი­სო­ბის გა­მო, უოკე­რი დი­სერ­ტან­ტ­თა პროგ­რა­მის მიღ­მა დარ­ჩა. პრო­ფე­სო­რის ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უოკე­რის მუ­ქა­რა მოჰ­ყ­ვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე არ დამ­თავ­რ­დე­ბა, რაც შემ­დ­გომ დიდ ფარ­ს­ში გა­და­ი­ზარ­და, თუმ­ცა ამ თე­მას აქ აღარ შე­ვე­ხე­ბით.

რო­მან­ში აღ­წე­რილ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ამ­ბავ­თა­გან, ყუ­რადღე­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ვა­ჩე­როთ სტო­უ­ნე­რი­სა და მი­სი მე­გობ­რის დი­ა­ლოგ­ზე, რო­ცა ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის კან­დი­და­ტუ­რას საბ­ჭო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლავს. ფინ­ჩი სტო­უ­ნერს თა­ვის ძველ თა­ნამ­დე­ბო­ბას, დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის პოსტს, სთა­ვა­ზობს, მაგ­რამ სტო­უ­ნე­რის პირ­ვე­ლი­ვე უარით სარ­გებ­ლობს და ეუბ­ნე­ბა, რომ ზუს­ტად იცო­და, სტო­უ­ნერს ამ­გ­ვა­რი საქ­მე­ე­ბი რომ არ აინ­ტე­რე­სებს.

„გე­ნი­ო­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ­და იყოს“, ეპი­ზო­დის კითხ­ვი­სას სევ­დი­ა­ნად ჩა­გეს­მის ავ­ტო­რის ხმა და რწმუნ­დე­ბი, რომ კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ყვე­ლას­თ­ვის არ არის და რომ ადა­მი­ა­ნის ბედს მი­სი ბე­დის­წე­რა გან­საზღ­ვ­რავს. სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი სა­მუ­და­მო ტვირ­თად ექ­ცე­ვა კაცს, რო­მე­ლიც მას სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში გა­ურ­ბის.

გა­მარ­ჯ­ვე­ბა, რო­მე­ლიც მოწყე­ნი­ლო­ბა­სა და გულ­გ­რი­ლო­ბას მო­აქვს

სტო­უ­ნე­რის კა­რი­ე­რუ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ნი, ძი­რი­თა­დად, ლო­მაქ­სის (მი­სი ძვე­ლი მე­გობ­რი­სა და იმავ­დ­რო­უ­ლად მო­შურ­ნე მტრის) მის­და­მი სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ, აუხ­ს­ნელ ქიშ­პო­ბას მოჰ­ყ­ვა. ლო­მაქ­სი ერე­ო­და ყვე­ლა­ფერ­ში, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­და, სტო­უ­ნე­რის სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის ხე­ლი შე­ე­შა­ლა. ლო­მაქ­სი ჩა­ე­რია სტო­უ­ნე­რის პი­რად, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სა­ვალ­ში და ამ უკა­ნას­კ­ნე­ლი ამ­ბით მი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტის ლაფ­ში ამოს­ვ­რა სცა­და.

სტო­უ­ნე­რი­სა და დრის­კო­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სა­ვა­ლი, სა­ბო­ლო­ოდ, მის დრის­კო­ლის რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის დაც­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით დას­რულ­და.

ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ სტო­უ­ნე­რი უძ­ლებს მძი­მე სუ­ლი­ერ ტკი­ვილს, გა­და­აქვს ავად­მ­ყო­ფო­ბა, იტანს ცო­ლის (რთუ­ლი ბუ­ნე­ბის ქა­ლის) და­მამ­ცი­რე­ბელ და და­უს­რუ­ლე­ბელ ყვედ­რე­ბას, ბო­ლოს კი მას ეძ­ლე­ვა შან­სი, ყვე­ლას სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გას­ცეს, მაგ­რამ არა ისე, რო­გორც ამას ლო­მაქ­სი ან მი­სი ცო­ლი აკე­თებ­დ­ნენ, არა­მედ ისე, რო­გორც ამას ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის­გან მო­ითხოვს მოვ­ლე­ნა­თა ლო­გი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის უნა­რი.

ერთ დღეს, სას­წავ­ლო სე­მეს­ტ­რის და­საწყის­ში, რო­ცა დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან სა­მუ­შაო სი­ლა­ბუ­სი მი­ი­ღო, სტო­უ­ნერ­მა გეგ­მა ნაგ­ვის ყუთ­ში ჩა­აგ­დო და პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბის­თ­ვის ისე­თი სას­წავ­ლო გეგ­მა შე­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც, წე­სით, უფ­როს­კურ­სელ­თათ­ვი­საა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ლო­მაქსს უნ­დო­და, ამ ფაქ­ტის გა­მო, სტო­უ­ნე­რი ისევ და­ემ­ცი­რე­ბი­ნა, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­ნა­გა­ნა­წე­სის მი­ხედ­ვით ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, რა­მაც, სა­ბო­ლო­ოდ, სტო­უ­ნე­რის სა­სარ­გებ­ლოდ შე­მო­ატ­რი­ა­ლა პრო­ცე­სი, მას უფ­როს­კურ­სე­ლებ­თან და დი­სერ­ტან­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის ჩა­მორ­თ­მე­უ­ლი უფ­ლე­ბა და­უბ­რუ­ნეს.

რე­ზი­უ­მე

ჯონ უილი­ამ­სის „სტო­უ­ნე­რი“ ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბის ანა­ლი­ზია. ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ეც­ნო­ბი პერ­სო­ნაჟ­თა რე­ა­ლის­ტურ თავ­გა­და­სავ­ლებს და ფიქ­რობ, რომ შენ გი­ნა­ხავს სტო­უ­ნე­რი­ვით უც­ნა­უ­რად, უმი­ზე­ზიდ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი კა­ცი; შენ გვერ­დით არი­ან ქა­ლე­ბი, მის დრის­კო­ლის მსგავ­ს­ნი, რომ­ლებ­მაც და­იმ­სა­ხუ­რეს, რომ ყვა­რე­ბო­დათ, მაგ­რამ ვერ შეძ­ლეს სიყ­ვა­რუ­ლი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ, რად­გან მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ იყო სრუ­ლი­ად ამო­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი; იც­ნობ ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც, სტო­უ­ნე­რის ქა­ლიშ­ვი­ლის მსგავ­სად, უსიყ­ვა­რუ­ლო ოჯა­ხებ­ში გა­ი­ზარ­დ­ნენ და გუ­ლე­ბი გა­უქ­ვავ­დათ; იც­ნობ ცო­ლებს, რომ­ლებ­მაც ვერ შექ­მ­ნეს ოჯა­ხე­ბი, რად­გან ოჯახს სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა; იც­ნობ ბოღ­მით ერ­თ­მა­ნეთ­ზე და­გე­შილ კო­ლე­გებს, რომ­ლებ­მაც და­უნ­დო­ბე­ლი ომე­ბი გა­ა­ჩა­ღეს და ამ ომებ­ში ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბად სცნეს.

„სტო­უ­ნე­რი“ არის რო­მა­ნი, რომე­ლიც უნ­და წა­ი­კითხო!

ქე­თე­ვან გა­რა­ყა­ნი­ძე
ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი, მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები