1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

ჯერ­ჯე­რო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნად ვართ და თავს ვარ­თ­მევთ გა­მოწ­ვე­ვებს

spot_img
ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნე­ბის მსგავ­სად, 4 ოქ­ტო­მბერს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, ანუ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­ნახ­ლ­და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც, სა­დაც 32 სკო­ლაა. ამათ­გან ერ­თი კერ­ძოა, და­ნარ­ჩე­ნი — სა­ჯა­რო.
ბუ­ნებ­რი­ვია, ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რიც იმა­ვე პრობ­ლე­მე­ბით, იმა­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბით შეხ­ვ­და ახალ სას­წავ­ლო სე­ზონს, რო­გორც — სხვე­ბი, ამათ­გან უმ­თავ­რე­სი კი ისევ პან­დე­მიაა, თო­რემ სხვა მხრივ სკო­ლე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერ­თი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ცაა, რად­გან 2 თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლის ახა­ლი სკო­ლა აშენ­და — ერ­კეთ­სა და გუ­თურ­ში. ამათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი ერ­კე­თის სა­ჯა­რო სკო­ლაა, სა­დაც 30 წელ­ზე მე­ტია, სკო­ლა სხვა შე­ნო­ბა­ში, ყოვ­ლად შე­უ­ფე­რე­ბელ პი­რო­ბებ­ში იყო შე­ფა­რე­ბუ­ლი, რის გა­მოც სო­ფელ­ში საგ­რ­ძ­ნო­ბია მიგ­რა­ცია, გუ­თურ­ში კი, მარ­თა­ლია, ფრი­ად შე­ლა­ხუ­ლი, მაგ­რამ სკო­ლის შე­ნო­ბა მა­ინც იდ­გა.
ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რო­ე­ბა­ზე, გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სი­ახ­ლე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი შო­რე­ნა სი­ხა­რუ­ლი­ძე.

 

⇒ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ყვე­ლა სკო­ლა­ში საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­ნახ­ლ­და თუ ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე დარ­ჩა?

⇒ ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ყვე­ლა სკო­ლამ, მათ შო­რის, კერ­ძო­მაც სწავ­ლა საკ­ლა­სო ოთახ­ში და­იწყო. 186 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი პირ­ვე­ლად შე­ვი­და საკ­ლა­სო ოთახ­ში. 4 ოქ­ტომ­ბე­რი ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე იყო იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 2 სო­ფელ­ში — ერ­კეთ­სა და გუ­თურ­ში ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბით აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბებ­ში გა­ნახ­ლ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ორი­ვე მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი სკო­ლაა, მა­გა­ლი­თად, გუ­თურ­ში 84 ბავ­შ­ვი სწავ­ლობს.

სას­წავ­ლო პრო­ცესს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ვაგ­რ­ძე­ლებთ და ჯერ­ჯე­რო­ბით, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა არ ყო­ფი­ლა. ვი­ცავთ ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ად­გი­ლობ­რივ ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და იმე­დია, ჩვე­ნი ეს დი­დი სურ­ვი­ლი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაგ­რ­ძელ­დეს, წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ყვე­ლა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და მშობ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად.

⇒ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე დარ­ჩე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი თუ გყავთ?

⇒ რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვა გვაქვს იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც შე­და­რე­ბით მძი­მე ეპიდ­ვი­თა­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, სო­ფელ კოხ­ნარ­ში, ამ მხრივ, საკ­მა­ოდ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა და რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლემ და მშო­ბელ­მა გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი­ყო. თუმ­ცა, ასე­თი მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბია, სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბით კი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ვართ. იმა­ვე კოხ­ნარ­ში პირ­ვე­ლი კლა­სი, ჩვე­უ­ლებ­რივ, დას­წ­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზეა, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ფორ­მა კი მხო­ლოდ იმ რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვ­მა აირ­ჩია, რომ­ლე­ბიც იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვ­ნენ. დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზეც, სა­დაც კი ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ გვაქვს. თა­ნაც, ეს დრო­ე­ბი­თია და შე­უძ­ლი­ათ, ონ­ლა­ინ რე­ჟი­მი­დან კვლავ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გად­მო­ვიდ­ნენ, მშო­ბელს კი ყო­ველ ხუთ­შა­ბათს შე­უძ­ლია, შეც­ვა­ლოს ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ვი­ყა­ვით, ად­გილ­ზე ვნა­ხეთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და ყველ­გან სრუ­ლი დას­წ­რე­ბა იყო, იმ­დე­ნად მო­ე­ნატ­რათ ბავ­შ­ვებს სკო­ლა, ერ­თ­მა­ნე­თი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი. იმე­დია, ეს პრო­ცე­სი ასეც გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

⇒ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლე­ბის­თ­ვის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად პან­დე­მია რჩე­ბა თუ არის სხვა მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბიც?

⇒ მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მარ­თ­ლაც პან­დე­მიაა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტ­როლ­დე­ბა. ახ­ლა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო აპი­რებს, გა­და­ამ­ზა­დოს კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, ყო­ველ 5 დღე­ში, სკო­ლის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელს ტეს­ტი­რე­ბას ჩა­უ­ტა­რე­ბენ, რაც და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნა­სა და პრე­ვენ­ცი­ის დრო­უ­ლად გა­ტა­რე­ბა­ში შეგ­ვიწყობს ხელს. ამას­თან, და­გეგ­მი­ლია მთე­ლი რი­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, იმე­დია, ისი­ნი გა­ა­მარ­თ­ლებს და სას­წავ­ლო პრო­ცესს საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. მზა­ო­ბა და გან­წყო­ბა ისე­თია, რომ გვქონ­დეს დას­წ­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა. ამ სურ­ვი­ლის მიღ­წე­ვა­ში ბევ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რაა ჩარ­თუ­ლი. ვი­მე­დოვ­ნებთ, შევ­ძ­ლებთ პან­დე­მი­ას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას.

⇒ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თა ვაქ­ცი­ნა­ცია?

⇒ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, უკ­ვე აც­რი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა 76%, რაც და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ არის. თუმ­ცა, არის სკო­ლე­ბი, სა­დაც მთე­ლი პერ­სო­ნა­ლის 100%-ია ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ზო­გან ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 95%-ია, ზო­გან — 90. აქ მო­ი­აზ­რე­ბა არა მარ­ტო მას­წავ­ლე­ბე­ლი, არა­მედ — და­რა­ჯი, დამ­ლა­გე­ბე­ლი, სას­კო­ლო ტრან­ს­პორ­ტის მძღო­ლი… მძღო­ლე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნე­ბი არი­ან და ვფიქ­რობ, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა. თუმ­ცა, მშო­ბელ­თა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, მაგ­რამ გვსურს, ამ კუთხით, უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვქონ­დეს, რაც ხელს შეგ­ვიწყობს პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბა­ში და დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. ყვე­ლამ ერ­თად უნ­და მო­ვინ­დო­მოთ, თო­რემ ცალ-ცალ­კე არ გა­მო­დის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თობ­ლი­ვად თუ ვი­მუ­შა­ვებთ, ცხა­დია, უკე­თე­სი შე­დე­გიც გვექ­ნე­ბა და ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ, უსაფ­რ­თხოდ გა­აგ­რ­ძე­ლონ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში სწავ­ლა.

⇒ რამ­დე­ნად არი­ან   მზად სკო­ლე­ბი პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის? ვგუ­ლის­ხ­მობ სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტარ-სა­შუ­ა­ლე­ბებს, აღ­ჭურ­ვი­ლია სკო­ლე­ბი აუცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით?

⇒ ჩვენ სრულ მზად­ყოფ­ნა­ში ვართ პან­დე­მი­ას­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო სკო­ლე­ბი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბით, თერ­მო­მეტ­რე­ბით თუ სხვა აუცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით; გვაქვს სხვა­დას­ხ­ვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც მკაც­რად ვი­ცავთ; გა­მო­ყო­ფი­ლია უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი და ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ვცდი­ლობთ ამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. მთა­ვა­რია და სა­სურ­ვე­ლიც, რომ, ჩვენ­თან ერ­თად, მშობ­ლე­ბიც უფ­რო მე­ტად იყ­ვ­ნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი ამ კუთხით.

⇒ შე­იც­ვა­ლა თუ არა პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო შარ­შან­დელი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ი?

⇒ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თით­ქ­მის იგი­ვე დარ­ჩა, ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ ისაა, რომ შარ­შან დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მის არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ დი­დი ქა­ლა­ქე­ბის მოს­წავ­ლე­ებს ჰქონ­დათ, სა­დაც უფ­რო რთუ­ლი ეპი­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბა იყო, წელს კი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ყვე­ლას შე­უძ­ლია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ჩვენ­თან მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდ­მა ნა­წილ­მა დას­წ­რე­ბუ­ლი სწავ­ლა აირ­ჩია, იმ­დე­ნად მო­ნატ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ სკო­ლა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

⇒ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე გქონ­დათ და ამას შარ­შან­ვე კარ­გად გა­არ­თ­ვით თა­ვი. და მა­ინც, წელს რამ­დე­ნად შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჩა­ი­ა­რა პრო­ცეს­მა, და­იძ­ლია თუ არა შარ­შან­დე­ლი პრობ­ლე­მე­ბი?

⇒ ამ კუთხით ბევ­რი სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და და ამიტომ უკე­თეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ. ამას­თან, თვი­თონ ბავ­შ­ვე­ბი და მშობ­ლე­ბიც ბევ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ, ბევ­რ­მა მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი და გა­ცი­ლე­ბით გაგ­ვი­უმ­ჯო­ბეს­და ვი­თა­რე­ბა. თუმ­ცა, გვაქვს ისე­თი სოფ­ლე­ბი, სა­დაც, ვთქვათ, ვა­ი­ფაი არ იჭერს — ეს, ძი­რი­თა­დად, მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებს ეხე­ბა. მა­გა­ლი­თად, ზოტ­ში ეს პრო­ცე­სი ბევ­რად უფ­რო იოლად მოგ­ვარ­და — იქ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბიც შე­ვიდ­ნენ. რო­გორც ვი­ცი, მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში მა­ლე და­იწყე­ბა სრუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცია, რაც ამ კუთხით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს მოგ­ვიხ­ს­ნის.

⇒ პან­დე­მი­ის გარ­და, სხვა მხრივ, რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ახალ სას­წავ­ლო წელს?

⇒ არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ ყო­ფი­ლა, რად­გან მთე­ლი ზაფხუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით და ვემ­ზა­დე­ბო­დით ამ დღის­თ­ვის. ჩვენც გვქონ­და გან­წყო­ბა, რომ შე­ვი­დო­დით საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და ეს იყო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სურ­ვი­ლიც, რის­თ­ვი­საც ზაფხულ­ში­ვე და­ვი­ჭი­რეთ თა­და­რი­გი. ყვე­ლა მოს­წავ­ლე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, და­რი­გე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და ყვე­ლა ის ინ­ვენ­ტა­რი, რაც სა­ჭი­როა სკო­ლა­ში — პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც და ისეც.

⇒ პე­და­გოგ­თა კად­რე­ბი საკ­მა­რი­სია?

⇒ შე­ფერ­ხე­ბა არც ამ კუთხი­თაა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გვაქვს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბაც, მა­ინც კლა­სებ­ში ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში.

⇒ ბევ­რი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გყავთ და მა­თი შემ­ც­ვ­ლე­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა იოლი არ იქ­ნე­ბა

⇒ ასე­თი 53 მას­წავ­ლე­ბე­ლია ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ პრაქ­ტი­კო­სებს მის­ცა უფ­ლე­ბა, პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში ისევ იმუ­შა­ონ. ამი­ტომ სკო­ლებს ვა­კან­სია არ გა­მო­უცხა­დე­ბი­ათ, გა­მოცხად­და მხო­ლოდ იქ, სა­დაც უს­ტა­ტუ­სოდ მუ­შა­ობ­დ­ნენ. შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში სულ ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, რომ­ლებ­საც შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია ჰქონ­დათ. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ახა­ლი კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბა არ გაგ­ვ­ჭირ­ვე­ბია, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში შეგ­ვექ­მ­ნა პრობ­ლე­მა და იქ, სა­მი­ნის­ტ­როს­თან შე­თან­ხ­მე­ბით, ონ­ლა­ინ მიმ­დი­ნა­რე­ობს რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სწავ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, სკო­ლებ­მა ვერ მო­ი­ძი­ეს რუ­სუ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დის­ტან­ცი­უ­რად გვერ­თ­ვე­ბი­ან წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ახ­ლა ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გვჭირ­დე­ბა ნა­ბეღ­ლა­ვის სკო­ლა­ში და ჯერ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ მი­სი შერ­ჩე­ვა. ალ­ბათ, ეს საგანიც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვა. თუმ­ცა, ასე­თი ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბია და მათ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ შე­უფე­რ­ხე­ბი­ათ — ვა­კან­სი­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რ­დე­ბით შე­ივ­სო.

⇒ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი 2 ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი სკო­ლის გარ­და, სხვა სი­ახ­ლეც ხომ არ არის სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კუთხით?

⇒ რაც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სად და­ვი­ნიშ­ნე, საკ­მა­ოდ დი­დი წინ­ს­ვ­ლაა ამ მხრივ — 6 ახა­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა აშენ­და და შე­ვი­და ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში. პა­ტა­რა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თ­ვის ეს მცი­რე ციფ­რი არაა. ესე­ნია: შუა ამაღ­ლე­ბის, ზო­ტის, წიფ­ნა­რის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი, რა­საც ახ­ლა ერ­კე­თი და გუ­თუ­რიც და­ე­მა­ტა. მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ღალ­მ­თი­ა­ნი ჩხა­კო­უ­რას სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა.

3 ავა­რი­უ­ლი სკო­ლა გვქონ­და, რო­მელ­თაც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და — ბუ­კის­ცი­ხის, ვან ზომ­ლე­თის და სა­მე­ბის სკო­ლე­ბი. სა­მი­ვე სკო­ლა ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და, ცხა­დია, უჭირ­დათ მოს­წავ­ლე­ებ­საც და სო­ფელ­საც. წლე­ბი კი არა, ზო­გან ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ელოდ­ნენ მათ აშე­ნე­ბას თუ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ასეთ მცი­რე პე­რი­ოდ­ში ამ­ხე­ლა პროგ­რე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ საქ­მე­ში.

⇒ ახალ შე­ნო­ბებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ახა­ლი სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნე­ბი — სპორ­ტ­დარ­ბა­ზე­ბი, სივ­რ­ცე­ე­ბი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის, თუ ისე­თი­ვე დე­რეფ­ნუ­ლი ტი­პის ვიწ­რო ფარ­თე­ბია, რო­გო­რიც ჩვე­ნი დრო­ის საბ­ჭო­ურ სკო­ლებ­ში იყო?

⇒ ყვე­ლა ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი თუ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის, სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბია, მორ­გე­ბუ­ლია ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე. აშე­ნე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბით, ასე­ვე, აღ­ჭურ­ვი­ლია სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბით და სა­გაკ­ვე­თი­ლო თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო სივ­რ­ცე­ე­ბით. სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი უმე­ტე­სად შე­ნო­ბებ­შია, თუმ­ცა ღია მო­ედ­ნე­ბი უკ­ლებ­ლივ ყველ­გა­ნაა. შუა ამაღ­ლე­ბის სკო­ლა­ში ცალ­კე შე­ნო­ბა აშენ­და სპორ­ტ­დარ­ბა­ზის­თ­ვის და ის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი შე­ნა­ძე­ნია ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თ­ვის, რად­გან და­ხუ­რულ სივ­რ­ცე­ში ყო­ველ­თ­ვის ვერ ვა­ტა­რებთ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. სხვა სკო­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, წიფ­ნარ­შიც შე­ნო­ბა­შია დარ­ბა­ზი, სხვებ­ში კი ღია მო­ედ­ნე­ბია.

ჩემ მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2.5 მილიონი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა. სა­მო­მავ­ლოდ, ამ სკო­ლებს სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა და­ე­მა­ტე­ბა, სა­დაც გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ამით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ყვე­ლა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

⇒ რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლია სკო­ლე­ბი ზამ­თ­რის სე­ზო­ნის­თ­ვის, მით უმე­ტეს, რომ წელს ნა­ად­რე­ვად აცივ­და.

⇒ იმე­დია, ზამ­თარ­შიც საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ვიქ­ნე­ბით. სა­დაც ახა­ლი სკო­ლა აშენ­და, ყველ­გან ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბაა და სო­ფელ­შიც გა­ზია შეყ­ვა­ნი­ლი. თუმ­ცა, არის სოფ­ლე­ბი, სა­დაც გა­ზი არაა, ის სკო­ლე­ბი შე­შით გათ­ბო­ბა­ზე რჩე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, ზოტ­ში. ყვე­ლა ასე­თი სკო­ლა მო­მა­რა­გე­ბუ­ლია შე­შით.

⇒ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ თქვე­ნი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და ახალ სას­წავ­ლო წელს?

⇒ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ად­გი­ლობ­რივ ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რებ­თან და სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ებთან ერ­თად, ყვე­ლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პრობ­ლე­მა მო­ვაგ­ვა­რეთ. საკ­ლა­სო ოთახ­ში სწავ­ლა გარ­კ­ვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი — სას­მე­ლი წყა­ლი, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი… ამ კუთხით დი­დი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ — თით­ქ­მის არ დაგ­ვ­რ­ჩა არც ერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლა, სა­დაც ეს პრობ­ლე­მა არ მო­წეს­რი­გდა.

ასე­ვე ყვე­ლა სკო­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა ტრან­ს­პორ­ტი. უბ­რა­ლოდ, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გზე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რ­ძელ­და, რის გა­მოც ზო­გან შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით და­დი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, მაგ­რამ ეს არ აფერ­ხებს მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნად ვართ და თავს ვარ­თ­მევთ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას.

ამ დღე­ებ­ში მას­წავ­ლებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნა. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ამ რთულ პრო­ფე­სი­ა­ში, უპირ­ვე­ლე­სად კი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და მედ­გ­რად ყოფ­ნას, რაც ახ­ლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები