24 ნოემბერი, კვირა, 2024

ჯა­ვა­ხე­თი – ჩე­მი მე­ო­რე სახ­ლი

spot_img

მა­რი­ამ ჯვა­რი­ძე

ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უჩ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ექ­ს­პერ­ტი

 

2008 წლი­დან ვარ მას­წავ­ლე­ბე­ლი. ეს სწო­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. შვი­დი წე­ლი ვმუ­შა­ობ­დი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად სო­ფელ ზვე­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი ყო­ველ­თ­ვის მი­ტა­ცებ­და. ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო ჯა­ვა­ხეთ­ში სა­მუ­შა­ოდ და საცხოვ­რებ­ლად წას­ვ­ლაც. 2016 წლი­დან ჩა­ვერ­თე სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა­ში“ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლად. ვარ ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უჩ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, აგ­რეთ­ვე – სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ექ­ს­პერ­ტი.

2006 წელს და­ვამ­თავ­რე ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თსუ მეს­ხე­თის ფი­ლი­ა­ლის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გის სპე­ცი­ა­ლო­ბით, 2015 წელს – სამ­ცხე-ჯავა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა „ქარ­თ­ვე­ლუ­რი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა“ და ამა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე.

2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში პირ­ვე­ლად მოვ­ხ­ვ­დი ჯა­ვა­ხეთ­ში, უკ­ვე სამ­სა­ხურ­ში მი­მა­ვა­ლი. მა­ნამ­დე იყო სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცია ჯა­ვა­ხე­თის სოფ­ლებ­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და. ვი­ცო­დი, სად მივ­დი­ო­დი, თუმ­ცა არ მე­ნა­ხა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა არ ვღე­ლავ­დი, პი­რი­ქით, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ ვმა­ლავ­დი, მომ­ხიბ­ლა ნა­ნახ­მა: ჯა­ვა­ხე­თის მტკვრის ხე­ო­ბამ, რო­მე­ლიც წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს სა­ოც­რად ლა­მა­ზია, გზად თა­მარ მე­ფის ხიდ­მა მდი­ნა­რე ფა­რა­ვან­ზე და ბო­ლოს – აბულ­მა. გზა დას­რულ­და აბუ­ლის სამ­ხ­რეთ ფერ­დობ­ზე, პა­ტა­რა, ულა­მა­ზეს სო­ფელ უჩ­მა­ნა­ში, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტ­რ­ზეა, ბა­ზი­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ით. ერთ სტილ­ში აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი ცო­ტა პირ­ქუ­შად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მკაცრ ზამ­თარ­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში იყო. გა­რე­მო ალ­პუ­რი, მხო­ლოდ ქარ­სა­ცა­ვი ხე­ლოვ­ნუ­რი ტყის ზო­ლი. სო­ფელ­ში ცხოვ­რო­ბენ 1833 წელს ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი კა­თო­ლი­კე სომ­ხე­ბი.

 

თა­ვი­დან სა­კონ­ტაქ­ტო სომ­ხუ­რიც კი არ ვი­ცო­დი, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ად­ვი­ლად გა­მო­მი­ვი­და. დამ­ხ­ვ­დ­ნენ სა­ოც­რად თბი­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ელოდ­ნენ ქარ­თ­ველ ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელს. მე პირ­ვე­ლი მი­სუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი. ასე­ვე დამ­ხ­ვ­და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი კო­ლექ­ტი­ვი და სა­ოც­რად თბი­ლი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხი. მათ სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით მი­მი­ღეს და ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­მიქ­მ­ნეს, რომ თა­ვი სახ­ლ­ში მეგ­რ­ძ­ნო. თბი­ლად მი­მი­ღო სო­ფელ­მაც, ახ­ლა მეც თე­მის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ვგრძნობ თავს, ვცხოვ­რობ მა­თი სი­ხა­რუ­ლი­თა და ტკი­ვი­ლით.

ეს იყო ახა­ლი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დი ქარ­თულ სკო­ლა­ში, ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას. ახ­ლა უნ­და მეს­წავ­ლე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი ენა ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე და­მი­მე­გობ­რ­დ­ნენ და სა­მუ­შა­ოდ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო შე­იქ­მ­ნა. რა თქმა უნ­და, იყო სირ­თუ­ლე­ე­ბიც. პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. ენის სას­წავ­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ბევ­რი ნი­უ­ან­სი, დაწყე­ბუ­ლი ფო­ნე­ტი­კით დამ­თ­ავ­რე­ბუ­ლი სინ­ტაქ­სით, თუმ­ცა თა­ვი გა­ვარ­თ­ვი. ამა­ში და­მეხ­მა­რა აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნა და პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გავ­ლი­ლი ტრე­ნინ­გე­ბი. სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის, ერ­თი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბა და თვალ­სა­წი­ე­რის უფ­რო გა­ფარ­თო­ე­ბა, რა­შიც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მეხ­მა­რე­ბა.

ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს არა­ფორ­მალურ გა­ნათ­ლე­ბას. სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ქარ­თუ­ლი ენის წრე, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით, სურთ მე­ტი იცოდ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი­სა და პო­ე­ტე­ბის შე­სა­ხებ. ვგეგ­მავთ შე­მეც­ნე­ბით ექ­ს­კურ­სი­ებს.

ამ ხნის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად. დიდ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობ­დი მოს­წავ­ლე­ებ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბას. მოს­წავ­ლე­ებ­მა კონ­კურ­სის­თ­ვის „ჩე­მი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი აფხა­ზე­თი“ მო­ამ­ზა­დეს პრე­ზენ­ტა­ცია ბეს­ლე­თის ხი­დის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც სა­ინ­ტე­რე­სო მიგ­ნე­ბე­ბი ჰქონ­დათ. ნა­მუ­შე­ვარ­მა ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. სას­წავ­ლო პრო­ექ­ტის „მწვა­ნე დე­და­მი­წა“ ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­აზ­რეს გა­რე­მოს დაც­ვის კუთხით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და შექ­მ­ნეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, დარ­გეს მა­რად­მ­წ­ვა­ნე ხე­ე­ბი. ყო­ველ წელს სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას ვგეგ­მავ­დით, მათ შო­რის და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ას. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ პირ­ველ წლებ­ში რამ­დე­ნი­მე ტო­მა­რა ნარ­ჩე­ნე­ბი გროვ­დე­ბო­და, ბო­ლო და­სუ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ის დროს მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი მოგ­როვ­და. ახ­ლა ნარ­ჩე­ნე­ბის პრობ­ლე­მა უკ­ვე გა­დაჭ­რი­ლია.

ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სამც­ხე-ჯა­ვა­ხე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ გა­მარ­თულ მოს­წავ­ლე­თა სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში „მოს­წავ­ლე­თა თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი აგ­რა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში“. მათ წა­რად­გი­ნეს სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მე­ბი ჯა­ვა­ხეთ­ში არ­სე­ბულ აგ­რა­რულ პრობ­ლე­მებ­ზე, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის­თ­ვის.

 

და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო მეს­ხე­თის დრა­მა­ტულ თე­ატ­რ­ში სტუმ­რო­ბა. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­მა, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში, წარ­მო­ად­გი­ნა სპექ­ტაკ­ლი „უჩინ­მა­ჩი­ნის ქუ­დი“. მოს­წავ­ლე­ე­ბი პირ­ვე­ლად და­ეს­წ­რ­ნენ სპექ­ტაკლს და ამი­ტო­მაც იყო ეს დღე მათ­თ­ვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვი.

მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს, ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ოთხი სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, კო­ლე­გებ­თან ერ­თად, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „სა­ა­ხალ­წ­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბი“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო სა­ხელ­მ­წი­ფო ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ინ­გ­ლი­სურ ენას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა, მულ­ტი­კულ­ტუ­რა­ლიზ­მის, რო­გორც რე­სურ­სის, გა­მო­ყე­ნე­ბა და კულ­ტუ­რა­თა დი­ა­ლო­გის ხელ­შეწყო­ბა. პრო­ექ­ტი იმი­თაც იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა რე­ლი­გი­ურ და ეთ­ნი­კურ ჯგუფს წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ (ქარ­თ­ვე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, დუ­ხო­ბო­რე­ბი).

მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი, უშუ­ა­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მათ­ზე ზრუნ­ვა ქმნის ლაღ­სა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს, ხო­ლო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა – სა­ინ­ტე­რე­სო­სა და ეფექ­ტი­ანს სას­წავ­ლო პრო­ცესს. მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­იყ­ვა­რეს ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ქარ­თუ­ლი ენა. ისი­ნი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას და თვით­რე­ა­ლი­ზე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გეგ­მა­ვენ. ასე­ვე ფიქ­რო­ბენ დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი. მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და მა­გა­ლითს ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი აძ­ლე­ვენ, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი არი­ან.

პირ­ვე­ლად რომ მი­ვე­დი სკო­ლა­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­თან კონ­ტაქტს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ქარ­თუ­ლი ენა მხო­ლოდ ოთხ­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა იცო­და. დღეს უკ­ვე ეს ბა­რი­ე­რი აღა­რაა. მათ­თან ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა ქარ­თუ­ლი ენის კურ­სი და აიმაღ­ლა სტა­ტუ­სი. მეც ვის­წავ­ლე სა­სა­უბ­რო სომ­ხუ­რი და ეს ად­გი­ლობ­რი­ვებს ახა­რებთ.

ამ­ბო­ბენ, ჯა­ვა­ხე­თი მის­ტი­კუ­რია და მომ­ნუს­ხ­ვე­ლი. მეც მო­მა­ჯა­დო­ვა. ჯა­ვა­ხე­თი უკ­ვე ჩე­მი მე­ო­რე სახ­ლია.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები