27 ივლისი, შაბათი, 2024

ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი „ან­ბა­ნის სახ­ლი“, სა­დაც ხუ­თი­ვე ხმო­ვა­ნი ცალ-ცალ­კე სარ­თულ­ზე „ცხოვ­რობს“ – მარეხ დიდებაშვილი

spot_img
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ეგი­დით, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა და დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შეწყო­ბაა, მიმ­დი­ნა­რე წელს, წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, „მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სი“ ჩა­ტარ­და. პირ­ვე­ლი სა­მი რე­გი­ო­ნის – კა­ხე­თის, ში­და ქარ­თ­ლი­სა და იმე­რე­თის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად პროგ­რა­მას ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დ­მა გა­უ­წია. ფონ­დი­სა და USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ზრდას ემ­სა­ხუ­რე­ბა, კონ­კურ­სი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად გა­ი­აზ­როს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და გა­იც­ნოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი რე­გი­ო­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სა­ბედ­ნი­ე­როდ ქვე­ყა­ნას ჰყავს.
ამა­ვე მიზ­ნით ვიწყებთ ახალ რუბ­რი­კას – „გა­ი­ზი­ა­რე სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა“ – შე­მოგ­თა­ვა­ზებთ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან რე­სურ­სა­დაც იქ­ცეს.

რუბ­რი­კის პირ­ველ სტუმ­რად შე­ვარ­ჩი­ეთ სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გომ­ბო­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლიმა­რეხ დი­დე­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში კითხ­ვის სწავ­ლე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლად და­სა­ხელ­და.

🔹 🔹 🔹

ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი და ასო­ე­ბის ცოდ­ნა უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბე­ბია კითხ­ვის უნა­რის და­უფ­ლე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. ფო­ნო­ლო­გი­ურ უნარ-ჩვე­ვებ­ში გა­უ­წა­ფავ ბავშვს პრობ­ლე­მე­ბი ექ­მ­ნე­ბა კითხ­ვა­შიც. სიტყ­ვე­ბის დე­კო­დი­რე­ბი­სა და წე­რის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი საყ­რ­დე­ნია ბგე­რე­ბის ცოდ­ნა. ენის ბგე­რი­თი სის­ტე­მის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ეხ­მა­რე­ბა ბავშვს სიტყ­ვე­ბის და­უფ­ლე­ბა­სა და ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა­ში. ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის მქო­ნე ბავშვს შე­უძ­ლია ბგე­რე­ბი­თა და ზე­პი­რი სიტყ­ვე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შ­ვე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ ზე­პი­რად წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­მო­ყო­ფას. სა­ჭი­როა, მათ დრო­უ­ლად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ უნა­რი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ წი­ნა­და­დე­ბა­ში სიტყ­ვე­ბის, სიტყ­ვებ­ში – მარ­ც­ვ­ლე­ბი­სა და ბგე­რე­ბის, მარ­ც­ვ­ლებ­ში ბგე­რე­ბის გა­მო­ცალ­კე­ვე­ბას, აგ­რეთ­ვე ცალ­კე­უ­ლი ბგე­რე­ბი­სა და მარ­ც­ვ­ლე­ბი­სა­გან სიტყ­ვე­ბის შედ­გე­ნას.

ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის­თ­ვის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო პირ­ველ-მე­ო­რე კლას­ში. თუმ­ცა, ჩვე­ნი სკო­ლის კონ­ტინ­გენ­ტის 48% ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია და ამ პრობ­ლე­მებს ზე­და კლა­სებ­შიც ვაწყ­დე­ბით.

ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა სის­ტე­მა­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი ლო­გი­კუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით, მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ. სწავ­ლე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე დიდ დროს ვუთ­მობ ბგე­რე­ბის გა­დაბ­მი­სა და ბგე­რე­ბად და­ნა­წევ­რე­ბის უნა­რებ­ზე ვარ­ჯიშს. ვფიქ­რობ, ამ უნა­რებს ყვე­ლა­ზე დი­დი წვლი­ლი შე­აქვს კითხ­ვის სწავ­ლა­ში. ყო­ველ­დღი­უ­რად 5-10 წუთს ვუთ­მობ ფო­ნო­ლო­გი­ურ სა­ვარ­ჯი­შო­ებს.

ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ან­ბა­ნის შეს­წავ­ლა­ში ძა­ლი­ან კარ­გად და­მეხ­მა­რა რე­სურ­სი, რო­მელ­საც „ან­ბა­ნის სახ­ლი“ და­ვარ­ქ­ვით. სახ­ლი ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნია და ხუ­თი­ვე ხმო­ვა­ნი ცალ-ცალ­კე სარ­თულ­ზე „ცხოვ­რობს“, თი­თო­ე­ულ ხმო­ვანს თა­ვის ჯი­ბა­კი აქვს მი­მაგ­რე­ბუ­ლი გვერ­დით.

სახ­ლი მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბით და ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბით ავაწყ­ვე. ასე­თი გზით შექ­მ­ნი­ლი სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, ბავ­შ­ვებს ავუ­მაღ­ლო გან­წყო­ბა და ყვე­ლა ჩავ­რ­თო აქ­ტი­ვო­ბა­ში. შე­დე­გად, ასე თა­მაშ-თა­მა­შით „შე­მოგ­ვეს­წავ­ლა“ ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბი, საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ასო, გა­ვიმ­დიდ­რეთ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი.

და­ვა­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რია:

იხ­სე­ნე­ბენ ხმოვ­ნებ­ზე დაწყე­ბულ ან დამ­თავ­რე­ბულ სა­ხე­ლებს და ამ სიტყ­ვე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნე­ბის ნა­ხა­ტებს (დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში – და­წე­რილ სიტყ­ვებ­საც) ხა­ლი­სით ალა­გე­ბენ ჯი­ბა­კებ­ში.

„ვა­მე­გობ­რებთ“ ხმოვ­ნებს თან­ხ­მოვ­ნებ­თან და ვა­სა­ხე­ლებთ მარ­ც­ვ­ლებს. შემ­დეგ ვა­მე­გობ­რებთ მარ­ც­ვ­ლებს და ვად­გენთ სიტყ­ვებს, სიტყ­ვე­ბის­გან – წი­ნა­და­დე­ბებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამას ვა­კე­თებთ წე­რი­თი და კითხ­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით.

რო­მე­ლი ორი სიტყ­ვა მთავ­რ­დე­ბა ერ­თ­სა და იმა­ვე ხმო­ვან­ზე? რო­მე­ლი იწყე­ბა? და ასე შემ­დეგ.

ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს კითხ­ვი­სა და მარ­თ­ლ­მეტყ­ვე­ლე­ბის სა­ფუძ­ველს. პირ­ვე­ლი ბგე­რის ამოც­ნო­ბის სწავ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს: გაბ­მუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის მოს­მე­ნის დროს, პირ­ვე­ლი ბგე­რა სიტყ­ვე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ვ­ნა­ში გვეხ­მა­რე­ბა, პირ­ვე­ლი ასო-ბგე­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სიტყ­ვის წა­კითხ­ვა­სა და ამოც­ნო­ბა­შიც გვიწყობს ხელს და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­გე­ბა­შიც.

ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ასე­თია: ვაძ­ლევ სიტყ­ვის ბა­რა­თებს, სა­დაც მხო­ლოდ თან­ხ­მოვ­ნე­ბია და უნ­და ამო­იც­ნონ, რო­მე­ლი სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და და­აბ­რუ­ნონ-აღად­გი­ნონ სიტყ­ვა. იქ­ვე, ამ სიტყ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით, ვად­გენთ წი­ნა­და­დე­ბას. შემ­დეგ უკ­ვე მა­თე­მა­ტი­კას ვი­ყე­ნებთ – რამ­დე­ნი ხმო­ვა­ნი ჩა­ვა­მა­ტეთ? სულ რამ­დე­ნი ასო-ბგე­რაა სიტყ­ვა­ში? რამ­დე­ნი მარ­ც­ვა­ლი? ხმო­ვა­ნი უფ­რო მე­ტია თუ თან­ხ­მო­ვა­ნი, რო­გორ ჩავ­წერთ უტო­ლო­ბას? რამ­დენ სიტყ­ვი­ა­ნი გა­მო­ვი­და წი­ნა­და­დე­ბა? აბა, და­ვით­ვა­ლოთ ამ წი­ნა­და­დე­ბა­ში რო­მე­ლი ხმო­ვა­ნია ყვე­ლა­ზე მე­ტი? ასე გა­მოგ­ვ­ყავს „გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი“ ხმო­ვა­ნი. იმა­საც ად­ვი­ლად ითა­ვი­სე­ბენ, ხმოვ­ნის გა­რე­შე რამ­დე­ნად ძნე­ლი წარ­მო­სათ­ქ­მე­ლია მხო­ლოდ თან­ხ­მოვ­ნე­ბი. მე­რე ხე­ლოვ­ნე­ბას მო­ვიშ­ვე­ლი­ებ – შე­გიძ­ლი­ათ და­ხა­ტოთ ეს სიტყ­ვა? მო­დი, კი­დევ გა­ვიხ­სე­ნ­ოთ სიტყ­ვა, რო­მელ­შიც იგი­ვე ხმო­ვა­ნია და ერ­თად დავ­ხა­ტოთ ორი­ვე, ბუ­ნე­ბა­საც არ გა­ვა­ნაწყე­ნებთ და ვე­კითხე­ბი – რო­გორ ფიქ­რობთ, რამ გად­მო­აგ­დო სიტყ­ვა? სა­ო­ცა­რი პა­სუ­ხე­ბი მო­დის: ქარ­მა, მი­წის­ძ­ვ­რამ, სი­ომ, ქა­რიშ­ხალ­მა, ცელ­ქ­მა ბავ­შ­ვ­მა… აქ უკ­ვე სა­პი­რის­პი­რო სიტყ­ვას ვიხ­სე­ნებთ – ცელ­ქი-ჭკვი­ა­ნი, მსგავ­სი სიტყ­ვა რო­გორ იქ­ნე­ბა? – ან­ცი. საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა კლას­ში კარგ გან­წყო­ბას იწ­ვევს, მე­ტია მო­ტი­ვა­ცია, გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ფე­რა­დია და არ არი­ან მხო­ლოდ წიგ­ნ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი.

ერ­თი რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ: „ე“ თურ­მე ზარ­მა­ცია – რა­მე რომ გვე­ზა­რე­ბა, ჩვენც ასე ვამ­ბობთ: „ეეეეეეე“, „ო“ – გა­ხა­რე­ბუ­ლი, „ა“ – მიხ­ვედ­რი­ლი, „უ“ – გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, „ი“ – გემ­რი­ე­ლი – ეს მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბია და ისე კარ­გად იმ­ს­ჯე­ლეს, „ხმოვ­ნე­ბის ქვე­ყა­ნა“ და­არ­ქ­ვეს ამ ამ­ბავს.

 

ეს რე­სურ­სი პირ­ველ კლას­ში მა­თე­მა­ტი­კა­შიც გვეხ­მა­რე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც. ყვე­ლა სარ­თულს აწე­რია სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ციფ­რე­ბი. ით­ვ­ლი­ან სარ­თუ­ლებს, რო­მე­ლი ხმო­ვა­ნი რო­მელ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობს, რო­მე­ლია ზე­ვით, რო­მე­ლი – ქვე­ვით, რამ­დე­ნი მარ­ც­ვა­ლია, რამ­დე­ნი ხმო­ვა­ნია სიტყ­ვა­ში, რამ­დე­ნი – „ა“, რამ­დე­ნი – „ო“ და ა.შ.

ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ვი­მახ­სოვ­რებთ ფე­რებს – რო­მელ ხმო­ვანს რო­მე­ლი ფე­რის ჯი­ბა­კი აქვს, რო­მე­ლი ფე­რის ციფ­რი აწე­რია, სიტყ­ვის ბა­რა­თებ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი ფე­რით აფე­რა­დე­ბენ ხმო­ვანს, ხა­ტა­ვენ სიტყ­ვებს. ხში­რად ვხა­ტავთ ამო­ცა­ნას, მოქ­მედ პი­რებს ვა­ლა­პა­რა­კებთ კო­მიქ­სე­ბით, ამო­ცა­ნაც სა­ხა­ლი­სო, გა­სა­გე­ბი ხდე­ბა და წე­რი­თი უნა­რე­ბიც უვი­თარ­დე­ბათ.

ხუ­თი­ვე ხმო­ვა­ნი წი­თე­ლი ფე­რი­საა, მხო­ლოდ ჯი­ბა­კე­ბი აქვთ სხვადასხვა ფე­რის:

წი­თე­ლი     ი ყვი­თე­ლი    ცის­ფე­რი

       მწვა­ნე       ნა­რინ­ჯის­ფე­რი.

რე­სურ­სი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია, მაგ­რამ ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ და სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ებ­საც იგო­ნე­ბენ, უკ­ვე ჩე­მი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ ინატ­რა კი­დეც: „ნე­ტავ მეც ვცხოვ­რობ­დე ხმოვ­ნებ­თა­ნო“.

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბა და­ემ­თხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე „უყ­ვე­ლაფ­რო­ბის“ პე­რი­ოდს (30 წლის პე­და­გო­გი­უ­რი სტა­ჟი მაქვს უკ­ვე). ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, დამ­წყე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, არც გა­მოც­დი­ლე­ბა, არც რე­სურ­სი. მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევ­და ფიქ­რი, რო­გორ გა­მე­ხა­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­ხა­ლი­სო… რო­გორ გა­მე­ხა­რე­ბი­ნა პა­ტა­რე­ბი. ჩე­მი და მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბის „მე­გობ­რო­ბა“ იმ დრო­ი­დან და­იწყო – ვა­წე­ბებ­დი, ვა­ფე­რა­დებ­დი, ბავ­შ­ვე­ბიც ჩავ­რ­თე ამ საქ­მე­ში და მათ სა­ხე­ებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მივ­ხ­ვ­დი, რომ რა­ღა­ცას მი­ვა­გე­ნი. მახ­სოვს პირ­ვე­ლი რე­სურ­სი სივ­რ­ცი­თი ფი­გუ­რე­ბი იყო, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად და­ვა­წე­ბე, ავაწყ­ვე კუ­ბი, პა­რა­ლე­ლე­პი­პე­დი, პრიზ­მა, ცი­ლინ­დ­რი და ად­ვი­ლად ის­წავ­ლეს წახ­ნა­გი, წი­ბო, წვე­რო და ასე შემ­დეგ. მა­შინ ტერ­მი­ნი „სწავ­ლა კე­თე­ბით“ არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ სწო­რედ ასე ვი­მუ­შა­ვეთ.

ეს დღე­საც გრძელ­დე­ბა. უამ­რა­ვი ყუ­თი მაქვს შე­ნა­ხუ­ლი, მე­ზობ­ლე­ბიც კი მი­ნა­ხა­ვენ, იცი­ან გა­მო­ვი­ყე­ნებ, ხში­რად მა­ღა­ზი­ა­საც ვა­კითხავ, რამ­დენ­ჯერ და­მი­ცა­ლეს სა­ჭი­რო ზო­მის ყუ­თი. ყუ­თე­ბის გარ­და, ვი­ყე­ნებ ქვებს, ხის ფეს­ვებს, ფოთ­ლებს, ხის პა­ტა­რა კუნ­ძებს (უამ­რა­ვი დი­ო­რა­მა გვაქვს კლას­ში), წი­ნა კლა­სე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­საც ვიყ­ენებთ. ახ­ლა ყიდ­ვაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­ჭი­რო ნივ­თის და ფუ­ლი არა­სო­დეს მე­ნა­ნე­ბა, ოღონდ პა­ტა­რე­ბი გა­ვა­ხა­რო.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის დროს უფ­რო მე­ტი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი მაქვს შექ­მ­ნი­ლი, მაგ­რამ საკ­ლა­სო ოთახ­ში რო­ცა ვართ, ვცდი­ლობ, ამ გზით ვი­ვარ­ჯი­შოთ. ერ­თ­მა­ნე­თის­გან უფ­რო მეტს სწავ­ლო­ბენ და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­ხა­ლი­სოა პა­ტა­რე­ბის­თ­ვის.

ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს კითხ­ვი­სა და მარ­თ­ლ­მეტყ­ვე­ლე­ბის სა­ფუძ­ველს. პირ­ვე­ლი ბგე­რის ამოც­ნო­ბის სწავ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს: გაბ­მუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის მოს­მე­ნის დროს, პირ­ვე­ლი ბგე­რა სიტყ­ვე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ვ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა, პირ­ვე­ლი ასო-ბგე­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სიტყ­ვის წა­კითხ­ვა­სა და ამოც­ნო­ბა­შიც გვიწყობს ხელს და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­გე­ბა­შიც.

კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შევ­ძე­ლი სწავ­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

სიტყვებს ყო­ფენ მარ­ც­ვ­ლე­ბად, მარ­ც­ვ­ლებს აერ­თი­ა­ნე­ბენ სიტყ­ვე­ბად, ამო­იც­ნო­ბენ და ით­ვ­ლი­ან სიტყ­ვებ­ში მარ­ც­ვ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. ჩემ მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლილ სიტყ­ვებ­ში ამო­იც­ნო­ბენ სიტყ­ვებს, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს წი­ნას­წარ მი­თი­თე­ბულ ბგე­რას; ამო­იც­ნო­ბენ მარ­ც­ვალს და ამ მარ­ც­ვ­ლის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბას სიტყ­ვა­ში; მოს­მე­ნილ წი­ნა­და­დე­ბა­ში ად­ვი­ლად გა­მო­ყო­ფენ სიტყ­ვებს და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, იმ­დიდ­რე­ბენ ლექ­სი­კურ მა­რაგს და მცირ­დე­ბა ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რიც.

წა­კითხუ­ლის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ლექ­სი­კურ მა­რაგ­ზე – რაც უფ­რო მდი­და­რია ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი, მით უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მედ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის შევ­სე­ბა-გამ­დიდ­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, სწავ­ლე­ბის საწყის ეტაპ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ბავ­შ­ვის­თ­ვის.

ასე­თი მიდ­გო­მე­ბით მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კითხ­ვი­სა და, ზო­გა­დად, სწავ­ლის მი­მართ. უვი­თარ­დე­ბათ მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი – სა­კუ­თა­რი სწავ­ლის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბა, სას­წავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­შეწყო­ბით

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები