2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

ხუ­თი თა­მა­ში მო­ტი­ვა­ცი­ის კვალ­დაკ­ვალ

spot_img
ბი­ჭი­კო ოჩი­გა­ვა
ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და სპორ­ტის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 
თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა  „აკა­დე­მუ­სი“ და №32 სა­ჯა­რო სკო­ლა

 

 

ჩვენ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის ეპო­ქის თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვართ. ფან­ჯ­რებს მიღ­მა 21-ე სა­უ­კუ­ნეა. ახა­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, ახა­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ვი­აზ­რებთ, რომ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ახალ სტან­დარ­ტებს მორ­გე­ბუ­ლი სა­ზო­მე­ბით იზო­მე­ბა. უკ­ვე წლე­ბია დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ წიგ­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო რე­სურ­სი არ არის. იმა­საც კარ­გად ვხვდე­ბით, რომ მერ­ხ­ზე ხე­ლე­ბის შე­მოწყო­ბა, ჯდო­მის სტა­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია და გა­შე­შე­ბუ­ლი მზე­რა მოს­წავ­ლის ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის გა­ზომ­ვის რე­ა­ლურ სუ­რათს არ იძლე­ვა.

ინ­ტერ­ნეტ სამ­ყა­რო ცოდ­ნის მი­ღე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბურ შე­საძ­ლებ­ლო­ბად მოგ­ვევ­ლი­ნა – რე­სურ­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ახა­ლი პლატ­ფორ­მე­ბი, ინ­ტე­რაქ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფორ­მე­ბი და ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის არ­სე­ბო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბით ვპა­სუ­ხობთ.

თუმ­ცა არ­სე­ბობს „მაგ­რამ“, რომ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბაც ყო­ველ­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. მაგ­რამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ყვე­ლა­ფე­რი არ არის. გაკ­ვე­თი­ლი ცოცხა­ლი პრო­ცე­სია. რე­ა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ქმე­დი­თი ქცე­ვე­ბის, უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და ინ­ტე­რაქ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თა­მა­ში, რო­გორც სას­წავ­ლო მე­თო­დი, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, ერ­თ­გ­ვა­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა, რაც შე­მოქ­მე­დე­ბით მიდ­გო­მას მო­ითხოვს. ყვე­ლა­ფე­რი ხომ შე­და­რე­ბი­თია და ნე­ბის­მი­ერ სას­წავ­ლო მე­თოდს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს, თუმ­ცა, ჩემ­თ­ვის, აქ­ტი­ვო­ბა თუ მე­თო­დი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს­თან უშუ­ა­ლო შემ­ხებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს, გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და ორ­გა­ნუ­ლია.

სწო­რედ ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, ის თა­მა­შე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ, რომ­ლებ­საც უკ­ვე წლე­ბია აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და საკ­მა­ოდ კარგ შე­დე­გე­ბამ­დეც მივ­ყა­ვარ.

სწავ­ლას კე­თე­ბი­თა და თა­მა­შით, გარ­და იმი­სა, რომ აღ­ძ­რავს მო­ტი­ვა­ცი­ას და ქმე­დით ქცე­ვას ავი­თა­რებს, მოს­წავ­ლის გო­ნე­ბა ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის საზღ­ვ­რე­ბი­დან გაჰ­ყავს და სპონ­ტა­ნუ­რად, მის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში, სრუ­ლი­ად უნე­ბუ­რად ხდე­ბა სას­წავ­ლო/შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე. ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აქ­ტი­ვა­ცია კი თა­ვის­თა­ვად სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რო­ბის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა. თა­მა­ში ბავ­შ­ვის­თ­ვის თვით­გა­მო­ხატ­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, ამი­ტო­მაც აუცი­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა ის ისე და­გეგ­მოს, რომ მი­მარ­თუ­ლი იყოს რო­გორც ახა­ლი, კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის ორ­გა­ნუ­ლად და ბუ­ნებ­რი­ვად გა­აზ­რე­ბის­კენ, ისე პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კე­ნაც, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ, კონ­კ­რე­ტუ­ლი სას­წავ­ლო მიზ­ნით და­გეგ­მი­ლი თა­მა­ში არ უნ­და და­ემ­ს­გავ­სოს სპორ­ტულ სა­ნა­ხა­ო­ბას, რომ­ლის ბო­ლოც ან კე­თი­ლია, ან კი­დევ  მარ­ცხით გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

სას­წავ­ლო მიზ­ნით და­გეგ­მილ­მა თი­თო­ე­ულ­მა თა­მაშ­მა, გარ­და კონ­კ­რე­ტუ­ლი სას­წავ­ლო მიზ­ნის მიღ­წე­ვი­სა, მოს­წავ­ლე­ში ისე­თი თვი­სე­ბე­ბი უნ­და გა­ნა­ვი­თა­როს, რო­გო­რე­ბი­ცაა:

◊ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა                       ◊ ინი­ცი­ა­ტი­ვა

◊ თვით­კონ­ტ­რო­ლი                            ◊ თვით­გა­მო­ხატ­ვა

◊ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა                          ◊ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა

◊ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა                         ◊ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა

◊ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა            ◊ თვით­შე­ფა­სე­ბა

♦ ჭეშ­მა­რი­ტია თუ მცდა­რია?

სა­გა­ნი: ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­ნი

ფა­ზა: B

მი­ზა­ნი: ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა; მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა; მას­წავ­ლე­ბე­ლი ად­გენს, შეძ­ლეს თუ არა მოს­წავ­ლე­ებ­მა წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა.

თა­მა­შის აღ­წე­რა: მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან ახალ ტექსტს, თუ ამა თუ იმ სა­კითხს, მას­წავ­ლე­ბე­ლი სთხოვს მათ, ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ერთ ხაზ­ზე მო­ეწყონ, ხო­ლო მათ მარ­ჯ­ვ­ნივ და მარ­ცხ­ნივ, აგ­რეთ­ვე ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გავ­ლე­ბუ­ლია თი­თო ვერ­ტი­კა­ლუ­რი გრძე­ლი ხა­ზი (ნე­ბის­მი­ე­რი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით). ერ­თი ბო­ლოვ­დე­ბა ასო­თი „ჭ“, ანუ ჭეშ­მა­რი­ტი, ხო­ლო მე­რე ხა­ზი – ასო­თი „მ“, მცდა­რი. მას­წავ­ლე­ბე­ლი იწყებს საკ­ვან­ძო სა­კითხე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბას მა­სა­ლი­დან, მოს­წავ­ლე­ებ­მა კი უნ­და შეძ­ლონ და­ად­გი­ნონ, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მოს­მე­ნი­ლი ფრა­ზა ტექ­ს­ტ­ში მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ­კი ფრა­ზა შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლეს, მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თი ნა­ბი­ჯის გვერ­დ­ზე გა­დად­გ­მით უახ­ლოვ­დე­ბი­ან ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ხაზ­სა და პი­რუ­კუ. თა­მა­ში სა­ხა­ლი­სოა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან ხოლ­მე, რა­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი აფიქ­სი­რებს და ინიშ­ნავს უკუ­კავ­ში­რის მიზ­ნით.

♦ სიტყ­ვე­ბის რბო­ლა

სა­გა­ნი: ნე­ბის­მი­ე­რი

ფა­ზა: A (გო­ნებ­რი­ვი იერი­ში), B (ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა), C (შე­ჯა­მე­ბა)

მი­ზა­ნი: წი­ნა­რე ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბა; ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა; მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის დო­ნის შე­ფა­სე­ბა.

აქ­ტი­ვო­ბის აღ­წე­რა: მას­წავ­ლე­ბე­ლი წი­ნას­წარ ირ­ჩევს თე­მა­ტი­კას: ზმნე­ბი, ზედ­სარ­თა­ვე­ბი/არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლე­ბი, ქვეყ­ნე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბი და ა.შ. თა­მა­ში რა­ღა­ცით ჰგავს „ქა­ლა­ქო­ბა­ნას“, მაგ­რამ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა კი­დეც მის­გან. თე­მა­ტი­კის შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, კლასს ჰყოფს ჯგუ­ფე­ბად (გა­აჩ­ნია კონ­ტინ­გენტს), უწე­სებს დრო­ის ლი­მიტს და სთა­ვა­ზობს შერ­ჩე­ულ თე­მა­ტი­კას, რომ­ლის ირ­გ­ვ­ლი­ვაც მოს­წავ­ლე­ებ­მა, მო­გე­ბის მიზ­ნით, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ასოს­გან შემ­დ­გა­რი სიტყ­ვა უნ­და მო­ი­ფიქ­რონ. შემ­დეგ კი, მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ფას ჰყოფს ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით (იხ. და­ფა), სა­დაც აგ­რეთ­ვე მო­ცე­მუ­ლია შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა. თი­თო ჯგუ­ფი­დან გა­მო­დის თი­თო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და თა­მა­ში იწყე­ბა. მო­გე­ბუ­ლია ის გუნ­დი, რო­მე­ლიც, შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ყვე­ლა­ზე მეტ ქუ­ლას და­აგ­რო­ვებს.

♦ წი­თე­ლი და მწვა­ნე

სა­გა­ნი: უცხო­უ­რი ენე­ბი; ქარ­თუ­ლი ენა

მე­თო­დი: გო­ნებ­რი­ვი იერი­ში, ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა

მი­ზა­ნი: წი­ნა­რე ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბა; თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი გან­მ­ტ­კი­ცე­ბა.

აქ­ტი­ვო­ბის აღ­წე­რა: მას­წავ­ლე­ბე­ლი დგას სა­ხით და­ფის­კენ, კლასს კი ჰყოფს ორ ვერ­ტი­კა­ლურ მწკრი­ვად. მის­გან მარ­ჯ­ვ­ნივ, და­ფა­ზე, გა­მოკ­რუ­ლია წი­თე­ლი ნიშ­ნუ­ლი, მარ­ცხ­ნივ კი – მწვა­ნე. იგი ხსნის თა­მა­შის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას.

შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი იძ­ლე­ვა სწრა­ფი სი­ა­რუ­ლის დაწყე­ბის ნი­შანს და ით­ვ­ლის ერ­თი­დან-ხუ­თამ­დე.

თვლის პა­რა­ლე­ლუ­რად, თი­თო მწკრი­ვი­დან თი­თო მოს­წავ­ლე სწრა­ფად იწყებს სვლას მას­წავ­ლებ­ლის­კენ, გას­წ­რე­ბის პრინ­ცი­პით.

მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ნამ თვლას მორ­ჩე­ბა, რო­მე­ლი­მე რიცხ­ვ­თან წყვეტს დათ­ვ­ლას და ამ­ბობს – „შე­ჩერ­დი“. სწრა­ფად შე­მობ­რუნ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­კენ და იმ მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ არის სრულ­ყო­ფი­ლად გა­ჩე­რე­ბუ­ლი, „აჯა­რი­მებს“ და სთხოვს, სა­მი ზედ­სარ­თა­ვი სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ად­გი­ნოს სა­მი წი­ნა­და­დე­ბა და დად­გეს წი­თელ შუქ­ნი­შან­თან.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე კი, მხო­ლოდ ერ­თი წი­ნა­და­დე­ბის შედ­გე­ნით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა და დგე­ბა მწვა­ნე შუქ­ნი­შან­თან.

♦ დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რი

სა­გა­ნი: ნე­ბის­მი­ე­რი

ფა­ზა: B და C ფა­ზე­ბი

მი­ზა­ნი: ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა; ლო­გი­კუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

აქ­ტი­ვო­ბის აღ­წე­რა: მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას (ტექ­ს­ტი, ლექ­ცია, აუდიო, ვი­დეო და ა.შ.), მას­წავ­ლე­ბე­ლი კლასს ჰყოფს ჯგუ­ფე­ბად (გა­აჩ­ნია კონ­ტინ­გენტს), შემ­დეგ კი სთხოვს მათ, აირ­ჩი­ონ ერ­თი დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რი, რო­მე­ლიც კლა­სის წი­ნა­შე გა­მო­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტის როლს მო­ირ­გებს და მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, „პირ­და­პირ ჩარ­თ­ვას“ გა­ა­კე­თებს. აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნია, დე­ზინ­ფორ­მა­ტორ­მა, სა­უბ­რი­სას, გა­ა­ყალ­ბოს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია და ისე მი­ა­წო­დოს მა­ყუ­რებ­ლებს. ამა­სო­ბა­ში კი, სხვა ჯგუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ყუ­რადღე­ბით უს­მე­ნენ მას და გა­მო­ი­ჭე­რენ თუ არა ტყუ­ილ­ში, თა­ვი­ან­თი ჯგუ­ფი­დან ირ­ჩე­ვენ ერთ ან ორ კო­რეს­პონ­დენტს, მუ­შა­ო­ბენ და­მა­ზუს­ტე­ბელ, „ჩამ­ჭ­რელ“ შე­კითხ­ვებ­ზე და მო­რი­გე­ო­ბით უს­ვა­მენ დე­ზინ­ფორ­მა­ტორს. მა­თი მი­ზა­ნია, დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რი  ტყუ­ილ­ში გა­მო­ი­ჭი­რონ. შე­კითხ­ვებ­ზე მუ­შა­ო­ბა, საგ­ნის სპე­ცი­ფი­კი­სა და თე­მის ში­ნა­არ­სის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ებს მი­ან­დეთ. აქ­ტი­ვო­ბამ, პირ­ველ ჯერ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, თუმ­ცა, მკა­ფიო ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი­სა და ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძა­ლი­ან კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა. მოს­წავ­ლე, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბის ეტაპ­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზე კონ­ცეტ­რი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა და კრი­ტი­კუ­ლი კითხ­ვის/აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბი უვი­თარ­დე­ბა.

♦ წრე­ში ბურ­თი კონ­ვერ­ტე­ბით

სა­გა­ნი: ნე­ბის­მი­ე­რი

ფა­ზა: B

მი­ზა­ნი: ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა

აქ­ტი­ვო­ბის აღ­წე­რა: მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ძა­ხებს მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც დად­გე­ბა და­ფის­გან 2-3 მეტ­რის და­შო­რე­ბით. შემ­დეგ კი, ხელ­ში იჭერს პა­ტა­რა ზო­მის ბურთს და, მას­წავ­ლებ­ლის ნი­შან­ზე, ის­ვ­რის და­ფა­ზე მო­ცე­მუ­ლი წრე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მას შემ­დეგ, რაც ბურ­თი, შემ­თხ­ვე­ვით, ერ­თი რო­მე­ლი­მე კა­ტე­გო­რი­ის წრე­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, მოს­წავ­ლე ვალ­დე­ბუ­ლია, გან­მარ­ტოს იმ კა­ტე­გო­რი­ით მო­ცე­მუ­ლი სა­კითხი თე­ო­რი­უ­ლად და ერ­თი პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თიც და­ურ­თოს. თუ ბურ­თი ცენ­ტ­რ­ში მო­ცე­მულ „აირ­ჩიე“ კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვ­დე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მან მო­ი­პო­ვა უპი­რა­ტე­სო­ბა თა­ვად აირ­ჩი­ოს მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი კა­ტე­გო­რია. ხო­ლო იმ მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც ბურთს ვერც ერთ კა­ტე­გო­რი­ას ვერ მო­ახ­ვედ­რებს, ააც­დენს მი­ზანს, შან­სი აქვს აირ­ჩი­ოს ერთ-ერ­თი კონ­ვერ­ტი, რო­მელ­შიც იდენ­ტუ­რი კა­ტე­გო­რი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი შე­კითხ­ვე­ბია მო­ცე­მუ­ლი. თა­მა­ში ხელს უწყობს კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც.

♦ ♦ ♦

დაბოლოს! სასწავლო მიზნით დაგეგმილი თამაში მხოლოდ კონკრეტული საკითხის სიღრმისეულად წვდომის შესაძლებლობა არ არის. ის კონკურენტუნარიანი და წარმატებაზე ორიენტირებული შინაგანი ძალების გააქტიურების გარანტიადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ვინაიდან ,,ერთადერთი საშუალება, გახდე უფრო ჭკვიანი, არის ეთამაშო შენზე უფრო ჭკვიან მოწინააღმდეგეს“.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები