24 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

ხელ­ნა­წე­რი – სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი ევ­რო­პა­ში

XII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი –

რას მოგ­ვითხ­რო­ბენ მი­სი ფურ­ც­ლე­ბი ჯვა­რო­სან რა­ინ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე?

სა­ქარ­თ­ვ­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და­ვით IV აღ­მა­შე­ნებ­ლის მმარ­თ­ვე­ლო­ბის ხა­ნა ყვე­ლა­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა. ეს ეპო­ქა გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცი­სათ­ვი­საც: მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი, სტუ­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი… ეს არის თე­მა, რომ­ლის დას­წავ­ლაც სა­სი­ა­მოვ­ნოა და სწავ­ლე­ბაც.

ასე­ვე ხში­რად ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ დიდ­გო­რის ბრძო­ლა – „ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი“ – უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­სათ­ვის, არა­მედ მთე­ლი რე­გი­ო­ნი­სა და იმ ეპო­ქის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის. ამა­ზე თა­ნად­რო­უ­ლი წყა­რო­ე­ბის სიმ­რავ­ლეც მოწ­მობს: ქარ­თ­ვე­ლი, სო­მე­ხი, არა­ბი თუ ევ­რო­პე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე­ე­ბი დე­ტა­ლუ­რი სი­ზუს­ტით აღ­წე­რენ ბრ­ძო­ლი­სათ­ვის მზა­დე­ბა­სა თუ საბ­რ­ძო­ლო პო­ზი­ცი­ე­ბის გან­ლა­გე­ბას, სა­ო­მარ ტაქ­ტი­კა­სა თუ ჯა­რის შე­მად­გენ­ლო­ბას.

სწო­რედ ამ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვას­წავ­ლით, რომ დიდ­გო­რის ველ­ზე ქარ­თულ ჯარ­თან ერ­თად იბ­რ­ძო­და 100 (ზო­გი წყა­როს ცნო­ბით – 200) ჯვა­რო­სა­ნი რა­ინ­დი.

ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი ხში­რად სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბის მიღ­მა გვრჩე­ბა, თუმ­ცა­ღა, და­ვი­თის ეპო­ქის სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ჯვა­როს­ნულ ევ­რო­პას შო­რის ახ­ლო კონ­ტაქ­ტებ­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს უცი­ლოდ.

ევ­რო­პულ სამ­ყა­როს­თან სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ტაქ­ტებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი მოგ­ვითხ­რობს. ეს არის ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც და­ვითი­სა და თა­მა­რის ეპო­ქის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლებს ყვე­ლა­ზე ნათ­ლად აცოცხ­ლებს!

რა ხელ­ნა­წე­რია ეს? ხელ­ნა­წე­რი გახ­ლავთ სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბის ნი­მუ­ში, კრე­ბუ­ლი (სვი­ნაქ­სა­რი). ის 1156 წელს იერუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში და­უ­წე­რია კა­ლიგ­რაფს, რომ­ლის სა­ხე­ლიც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, შე­მოგ­ვი­ნა­ხა ხელ­ნა­წე­რის ფურ­ც­ლებ­მა: ეს არის ხუ­ცეს მო­ნა­ზო­ნი „უც­ბად მჩხრე­კა­ვი“ გი­ორ­გი დო­დო­სი. თა­ვად კა­ლიგ­რა­ფის მი­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით: „და­ი­წე­რა წიგ­ნი ესე წმინ­და ქა­ლაქ­სა იერუ­სა­ლიმ­სა, მო­ნას­ტერ­სა ში­ნა ჯვრი­სა­სა, ხე­ლი­თა უც­ბად მჩხრე­კა­ლი­სა ხუ­ცეს მო­ნა­ზო­ნი­სა გი­ორ­გი დო­დო­სი­თა“.

ხელ­ნა­წე­რის გვერ­დებ­ზე სხვა­დას­ხ­ვა დროს გა­კე­თე­ბულ­მა მი­ნა­წე­რებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა სა­ოც­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, გა­ა­ცოცხ­ლა არა­ერ­თი პი­როვ­ნე­ბის სა­ხე­ლი, თუმ­ცა­ღა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი აქ სწო­რედ არის ხა­ზი: ჯვა­როს­ნუ­ლი ეპო­ქის ევ­რო­პის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან.

უნი­კა­ლურ ხელ­ნა­წერს დი­დი გზა გა­მო­უვ­ლია იერუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტ­რი­დან, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლომ­დე (იმე­რე­თი, ჯრუ­ჭის მო­ნას­ტე­რი), სა­დაც მას მეც­ნი­ე­რებ­მა მი­აკ­ვ­ლი­ეს! სვი­ნაქ­სა­რი XII სა­უ­კუ­ნე­ში შე­უქ­მ­ნი­ათ. მთე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ვე, იერუ­სა­ლიმ­ში ინა­ხე­ბო­და, ვიდ­რე XIX სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვ­ლით. ამის დას­ტუ­რია ქარ­თ­ვე­ლი ბე­რის, ლავ­რენ­ტი გო­გე­ლა­ძის ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი მი­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც 1806 წელს იერუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში ჩა­სუ­ლა და ეს ხელ­ნა­წე­რი იქ უნა­ხავს. 1812 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი კი­დევ ერ­თი მი­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით კი ხელ­ნა­წე­რი უკ­ვე იმე­რეთ­შია: „ქ. ქო­რო­ნი­კონს ჩუ­იბ ჟა­მი იყო, იმე­რე­თი გას­წყ­ვი­და, სიმ­შ­ლი სხვა იყო, რომ და­სა­ბა­მიდ­გან არ ყო­ფი­ლა“. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სწო­რედ ეს „ჟა­მი­ა­ნო­ბა“, ანუ ეპი­დე­მი­ის ფაქ­ტი გახ­და და­თა­რი­ღე­ბი­სათ­ვის გა­სა­ღე­ბი: ეს არის მი­ნიშ­ნე­ბა შავ ჭირ­ზე, რო­მე­ლიც 1812 წელს მძვინ­ვა­რებ­და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ხელ­ნა­წე­რი XIX სა­უ­კუ­ნე­ში ჯრუ­ჭის მო­ნას­ტ­რის კო­ლექ­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და, სა­ი­და­ნაც 1919 წელს ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილს ჩა­მო­უ­ტა­ნია და სხვა ხელ­ნა­წე­რებ­თან ერ­თად მუ­ზე­უ­მის­თ­ვის შე­უ­წი­რავს (და­ახ­ლო­ე­ბით 37 ხელ­ნა­წე­რი). კო­ლექ­ცია იშ­ვი­ათ­მა მეც­ნი­ერ­მა და მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თ­მ­ცოდ­ნემ, ელე­ნე მეტ­რე­ველ­მა აღ­წე­რა და შე­ის­წავ­ლა.

სწო­რედ ელე­ნე მეტ­რე­ველ­მა მი­აქ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ხელ­ნა­წე­რის სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მი­ნა­წე­რებს. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ხელ­ნა­წერ წიგ­ნებ­ზე სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქა­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი მი­ნა­წე­რე­ბი ჩვენ­თ­ვის არის გა­სა­ღე­ბი, გა­ვი­გოთ: ვინ და­უკ­ვე­თა ხელ­ნა­წე­რი, ვინ იყო კა­ლიგ­რა­ფი, ვინ – მომ­ხატ­ვე­ლი, სად შე­იქ­მ­ნა, ვინ ჩა­უ­ტა­რა რეს­ტავ­რა­ცია ან ჩას­ვა ყდა­ში, ომი­ა­ნო­ბის დროს რო­გორ გა­ი­ტა­ცეს, და­მა­ლეს ან გა­ყი­დეს და შემ­დეგ სხვა მად­ლი­ან­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­ის­ყი­და და გა­და­არ­ჩი­ნა, სხვა­დას­ხ­ვა დროს ვი­სი კუთ­ვ­ნი­ლე­ბა იყო ან ვინ შე­ა­ვედ­რა თა­ვი­სი ოჯა­ხი ღმერთს, არ­ში­ა­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი მი­ნა­წე­რით და სხვ… მა­გა­ლი­თად, სწო­რედ ამ­გ­ვა­რი მი­ნა­წე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვი­გებთ, რომ ამ იერუ­სა­ლი­მუ­რი ხელ­ნა­წე­რის ყდა ორ­ჯერ გა­ნუ­ახ­ლე­ბი­ათ („შე­უ­მო­სავთ“): ერ­თხელ ტუ­ნის­ძე ან­თი­მოზს, ხო­ლო მე­ო­რედ კი – ურ­ბ­ნელ მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ვლა­სის.

1256 წელს იერუ­სა­ლიმ­ში შექ­მ­ნილ ამ უნი­კა­ლურ ძეგლს ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ნა­წე­რი აქვს, სხვა­დას­ხ­ვა დროს გა­კე­თე­ბუ­ლი: მათ შორის არის კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის სულ­თა მო­სახ­სე­ნებ­ლე­ბი, მა­თი და­ლოც­ვა და სა­ვედ­რებ­ლე­ბი.

რა არის ამა­ში უც­ნა­უ­რი, ხომ?.. უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ ეს ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ტრა­დი­ცი­ი­სათ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი იყო.

დი­ახ, იერუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში შექ­მ­ნი­ლი წიგ­ნის ფურ­ც­ლებს თუ ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ვედ­რებ­ლებს მი­ა­წერს ვინ­მე, ვი­საც ჰქვია იოანე, ან ლა­ზა­რე, თუნ­დაც მა­ხა­რე, ამა­ში არა­ფე­რია უჩ­ვე­უ­ლო…

ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი: არც ერ­თი მათ­გა­ნი არ არის ბუ­ნებ­რი­ვი ქარ­თუ­ლი ან აღ­მო­სავ­ლეთ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ა­ლო­ბი­სათ­ვის.

საქ­მე ისაა, რომ იერუ­სა­ლი­მის ქარ­თულ მო­ნას­ტერ­ში შექ­მ­ნილ წიგ­ნ­ზე არის ჯვა­რო­სა­ნი რა­ინ­დე­ბის („ტაძ­რელ­თა“) და მა­თი ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბის მო­სახ­სე­ნებ­ლე­ბი – და­ახ­ლო­ე­ბით 30 პირს ავედ­რებს მი­ნა­წე­რე­ბი ღმერ­თ­სა თუ წმინ­და­ნებს!

ვინ არი­ან მი­ნა­წე­რებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ ჯვა­რო­სან­თა შო­რის?

უფ­ლის საფ­ლა­ვის მო­ნას­ტერ­ში მომ­სა­ხუ­რე ქარ­თ­ვე­ლი ბე­რე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ხელ­ნა­წე­რის ფურ­ც­ლებ­ზე გვხვდე­ბა ევ­რო­პუ­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის ჩვე­უ­ლი სა­ხე­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად: „ჯვა­რო პა­ტი­ო­სა­ნო, ადი­დე და შე­იწყა­ლე სირ პერ, კუ­მან­დუ­რი ტაძ­რელ­თა… ძმა ჩვე­ნი გვი­ლი­ამ… ჟუ­ან, სირ რაო და მი­ქა­ე­ლო“…

ეს სა­ვედ­რებ­ლე­ბი ჯვრის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თ­ველ ბე­რებს უნ­და ჩა­ე­წე­რათ ჯვა­რო­სან რა­ინ­დ­თა კარ­ნა­ხით. ცხა­დია, ქარ­თუ­ლად ჩა­წე­რი­სას შეც­დო­მე­ბი­სა­გან ვერ იქ­ნე­ბო­და დაზღ­ვე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ბე­რი. ეს თვალ­სა­ჩი­ნო­ცაა. მა­გა­ლი­თად, „სირ უგ“: „სირ“ – ტი­ტუ­ლის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლია, ხო­ლო უგ – ფრან­გუ­ლი სა­ხე­ლი ჰუ­გოა, ეს სა­ხე­ლი ხში­რად გვხვდე­ბა ჯვა­რო­სან­თა ლაშ­ქარ­შიც. ტამ­პ­ლი­ერ­თა ორ­დე­ნიც ხომ ფრან­გ­მა დიდ­გ­ვა­რო­ვან­მა ჰი­უგ დე პე­ინ­მა და­ა­ფუძ­ნა (და­ახ­ლო­ე­ბით 1119 წელს).

კი­დევ ერთ ად­გი­ლას მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი „ჟოფ­რე“ კი – ფრან­გუ­ლი ჟოფ­რუა უნ­და იყოს უცი­ლოდ.

ამ სა­გუ­ლის­ხ­მო გა­რე­მო­ე­ბას მი­აქ­ცია სწო­რედ ყუ­რადღე­ბა მკვლე­ვარ­მა ელე­ნე მეტ­რე­ველ­მა. მო­სახ­სე­ნებ­ლებ­ში ჩა­მოთ­ვ­ლილ პი­რებს შო­რის აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ისე­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ: ცნო­ბი­ლი დიპ­ლო­მა­ტი, ტამ­პ­ლი­ერ­თა ორ­დე­ნის წევ­რი ჟოფ­რუა ფუ­შე და ამა­ვე ორ­დე­ნის დი­დი მა­გის­ტ­რი ფი­ლი­პე ნაბ­ლუ­სე­ლი, ოჯახ­თან ერ­თად! ჯვა­რო­სან­თა სა­ხე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი­დევ და­ზუს­ტე­ბა­სა და კვლე­ვას მო­ითხოვს…

რო­გორც ჩანს, XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ სა­ხელ­მ­წი­ფოს და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას კა­თო­ლი­კურ და­სავ­ლეთ­თან სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მო­ნას­ტერ­ში შექ­მ­ნილ ხელ­ნა­წერ­ზე შემ­თხ­ვე­ვით და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად ვერ მოხ­ვ­დე­ბო­და ჯვა­რო­სან რა­ინ­დ­თა სა­ხე­ლე­ბი. რო­გორც ჩანს, ტამ­პ­ლი­ერ­თა ორ­დე­ნის წევ­რე­ბი მა­მუ­ლებს ან ფუ­ლად სახ­ს­რებს სწი­რავ­დ­ნენ ქარ­თ­ველ­თა ჯვრის მო­ნას­ტერს. ქარ­თ­ვე­ლი ბე­რე­ბი კი მათ სა­ხე­ლებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხელ­ნა­წე­რის გვერ­დებ­ზე სა­მად­ლო­ბე­ლი მო­სახ­სე­ნებ­ლის სა­ხით წერ­დ­ნენ. უცი­ლოდ უნ­და შე­ვა­ჩე­როთ ყუ­რადღე­ბა იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ ეს მი­ნა­წე­რე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლია ხელ­ნა­წე­რის პირ­ველ გვერ­დ­ზე: რო­გორც ჩანს, პირ­ვე­ლი ფურ­ცე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­ტიო ად­გი­ლად იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

ვფიქ­რობთ, იერუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში შექ­მ­ნი­ლი ამ ერ­თი ხელ­ნა­წე­რის ის­ტო­რი­ამ, მის­მა ში­ნა­არ­ს­მა და მი­ნა­წე­რებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ის­ტო­რი­ის სა­ინ­ტე­რე­სო ფურ­ც­ლე­ბი გა­ა­ცოცხ­ლა. უფ­რო ნათ­ლად გა­მოკ­ვე­თა კონ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გვიჩ­ვე­ნებს, რომ და­ვი­თის ეპო­ქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო რე­გი­ო­ნის ლი­დერ ქვე­ყა­ნად იქ­ცა, თა­ნაც, ის აღარ იყო ბი­ზან­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი და მი­სი მორ­ჩი­ლი, და­ვით IV-ს აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და­სავ­ლეთ საქ­რის­ტი­ა­ნოს­თან – ევ­რო­პას­თან. ამის ასახ­ვაა ჯვა­როს­ნე­ბი დიდ­გო­რის ველ­ზე და უკ­ვე და­ვი­თის ძის, დე­მეტ­რე I-ის ეპო­ქა­ში შექ­მ­ნი­ლი ეს ხელ­ნა­წე­რიც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჯვა­როს­ნულ ევ­რო­პა­სა და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ-კულ­ტუ­რულ სივ­რ­ცეს შო­რის იმ­დე­ნად შორს იყო წა­სუ­ლი, რომ იერუ­სა­ლი­მის მო­ნას­ტერ­ში, რო­მე­ლიც მკაც­რი ტი­პი­კო­ნით ცხოვ­რობ­და, ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი კრე­ბუ­ლის გვერ­დებ­ზე გვხვდე­ბა 30-მდე ჯვა­რო­სა­ნი რა­ინ­დი­სა თუ მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სულ­თა მო­სახ­სე­ნებ­ლე­ბი!

ნეს­ტან ბა­გა­უ­რი
ის­ტო­რი­კო­სი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­გა­მო­ფე­ნო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლიგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება