16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, ხა­რი­ს­ხი და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა

spot_img
სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მო­ცუ­ლო­ბი­თი კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს კერ­ძო სკო­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას ეხე­ბა არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში. კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ბუკ­ლე­ტის მომ­ზა­დე­ბა ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ (USAID), რო­მე­ლიც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გუ­ლუხ­ვად აფი­ნან­სებს უამ­რავ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო (და არა მხო­ლოდ) პრო­ექტს.
ვიდ­რე იმ სა­კითხებს შე­ვე­ხე­ბო­დეთ, რაც კვლე­ვით გა­მოვ­ლინ­და, მი­სი ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კას გა­გაც­ნობთ.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კერ­ძო სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი დი­ნა­მი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა. თუ 2004 წელს, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, მხო­ლოდ 176 კერ­ძო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, 2011 წლის­თ­ვის უკ­ვე 300-ს მი­აღ­წია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც –  21002-დან 53027-მდე. ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად მას შემ­დეგ შეიც­ვა­ლა, რაც 2011 წელს ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი ფორ­მუ­ლა შე­მუ­შავ­და — დღე­ი­სათ­ვის კერ­ძო სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 30%-ითაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ეს ტენ­დენ­ცია რე­გი­ო­ნებ­ში უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნოა, ვიდ­რე დე­და­ქა­ლაქ­ში. თუ 2012 წელს თბი­ლის­ში 121 სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, დღეს მა­თი რიცხ­ვი 110-მდეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ხო­ლო რე­გი­ო­ნებ­ში 125-დან 100 სკო­ლაა დარ­ჩე­ნი­ლი. რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბამ დარ­ჩე­ნილ კერ­ძო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა გა­მო­იწ­ვია – 53027-დან (2011წ) 68104-მდე, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით. კვ­ლე­ვის ავ­ტო­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ასე­თი მკვეთ­რი ზრდის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და­მა­ტე­ბი­თი სიღ­რ­მი­სე­უ­ლი კვლე­ვაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ცხა­დია, რომ მშობ­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის მი­უ­ხე­და­ვად, კერ­ძო გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ მა­ღა­ლია. აქ­ვე სა­ჭი­როა იმის ხაზ­გას­მა, რომ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ზრდის დი­ნა­მი­კა, მეტ­წი­ლად, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში იკ­ვე­თე­ბა.

არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა

კერ­ძო სკო­ლე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის და­უ­ბა­ლან­სებ­ლო­ბა ერთ-ერ­თი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის­თ­ვის. გარ­და რე­გი­ო­ნუ­ლი დის­ბა­ლან­სი­სა, კერ­ძო სკო­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ფე­ნი­ლო­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბა. სკო­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ქა­ლა­ქო ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში მდე­ბა­რე­ობს. თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის 38% კერ­ძოა; ბა­თუმ­ში კერ­ძო სკო­ლე­ბის ხვედ­რი­თი წი­ლი სკო­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 41%-ს შე­ად­გენს და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში; რუს­თავ­ში – 20%-ს, ხო­ლო ქუ­თა­ის­ში – 19 %-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა 7 სოფ­ლის სკო­ლას, მა­თი მი­ზა­ნი სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლე­ბის­თ­ვის არ­ჩე­ვა­ნის შექ­მ­ნა ან თა­ნას­წო­რი წვდო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ არის – მა­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა თბი­ლი­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კომ­ფორ­ტუ­ლი და ჯან­მ­რ­თე­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნის ფუნ­ქ­ცი­ას ატა­რებს.

„მო­ნა­ცე­მე­ბი­დან ჩანს, რომ რე­გი­ო­ნუ­ლი და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ფე­ნი­ლო­ბა არ უწყობს ხელს სკო­ლის არ­ჩე­ვას. ამ არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შექ­მ­ნი­ლია მხო­ლოდ დიდ ქა­ლა­ქებ­ში. გარ­და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი შეზღუ­დუ­ლო­ბი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს მა­ღა­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­და­სა­ხა­დი და სა­ხელ­მ­წი­ფოს 300-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი“ – ასე­თია მკვლე­ვარ­თა მო­საზ­რე­ბა.

კვლე­ვის სა­გა­ნი იყო ასე­ვე კერ­ძო სკო­ლებ­ში სა­ფა­სუ­რის სა­კითხი. ირ­კ­ვე­ვა, რომ ამ მხრი­ვაც ვი­თა­რე­ბა არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია და ამ­პ­ლი­ტუ­დაც საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია. კერ­ძო სკო­ლე­ბის, თით­ქ­მის, 50%-ში სწავ­ლის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი 3500 ლა­რია, ზე­და ზღვა­რი კი –  31000 ლარ­ზე მე­ტი. დიდ ქა­ლა­ქებ­ში (თბი­ლი­სი, ბა­თუ­მი, ქუ­თა­ი­სი, რუს­თა­ვი) 210-დან 145 სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, კერ­ძო მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 83% სწო­რედ ამ ქა­ლა­ქებ­ში სწავ­ლობს და სკო­ლე­ბის 81%-ში სწავ­ლის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი 3000 ლარ­ზე მე­ტია; თბი­ლის­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფ­რო მა­ღა­ლია – 3500-დან 5000 ლა­რამ­დე წე­ლი­წად­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 31 სკო­ლაა, სა­დაც სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, წე­ლი­წად­ში, 8000 ლარს აღე­მა­ტე­ბა და ამ სკო­ლებ­ში 18 000 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს; 12 კერ­ძო სკო­ლა­ში, სა­დაც, სა­ერ­თო ჯამ­ში, 15262 მოს­წავ­ლეა, წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი 4000 ლარს ზე­ვი­თაა. გა­მო­ნაკ­ლი­სია ბა­თუ­მის ერთ-ერ­თი კერ­ძო სკო­ლა, სა­დაც და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დის პი­რო­ბებ­ში, მოს­წავ­ლე­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა.ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სკო­ლე­ბის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 5 000 000-ზე მე­ტია და, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 20 მი­ლი­ონ­საც აჭარ­ბებს.

ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში

კვლე­ვის და­საწყის­ში­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კლე­ბა­დია ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სეგ­მენ­ტის — სსსმ და შშმ პი­რე­ბის სა­ერ­თო პო­პუ­ლა­ცი­ის ხვედ­რი­თი წი­ლი კერ­ძო სკო­ლებ­ში. 2021-2022 წ., 222 კერ­ძო სკო­ლი­დან, მხო­ლოდ 85-ში ირიცხე­ბოდ­ნენ სსსმ/შშმ მოს­წავ­ლე­ე­ბი. ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა და­ფი­ნან­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს. სტან­დარ­ტუ­ლი ვა­უ­ჩე­რის გარ­და, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი, სსსმ პი­რე­ბის სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის, და­მა­ტე­ბით და­ფი­ნან­სე­ბას იღე­ბენ, რაც სსსმ/შშმ მოს­წავ­ლე­ე­ბის ყო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ეძ­ლე­ვათ კერ­ძო სკო­ლებს, რაც ამ­ცი­რებს მათ მო­ტი­ვა­ცი­ას ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის და რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და­მა­ტე­ბით ფი­ნან­სურ ინ­ვეს­ტი­ცი­ას მო­ითხოვს – ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს, ადაპ­ტი­რე­ბულ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას და ა.შ.

„შე­სა­ბა­მი­სად, სსსმ და შშმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის კერ­ძო სკო­ლე­ბის წვდო­მა­სა და თა­ნა­ბარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა: კერ­ძო სკო­ლის პრო­ფილ­სა და სას­წავ­ლო გეგ­მის სპე­ცი­ფი­კას; ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბას/გა­ნახ­ლე­ბის ტიპს; სკო­ლის მზა­ო­ბას ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად,“ – ნათ­ქ­ვა­მია კვლე­ვის დო­კუ­მენ­ტ­ში. იქ­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზის­თ­ვის სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას კერ­ძო სექ­ტორ­ში, მკვლევ­რე­ბის აზ­რით, სა­ხელ­მ­წი­ფოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა, რომ ვე­რა­ვი­თარ პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას ვერ იქო­ნი­ებს, 300-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ სკო­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას და მით უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 210 კერ­ძო სკო­ლი­დან მხო­ლოდ 63-შია სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი 3000 ლა­რამ­დე. ამ სკო­ლებ­ში მხო­ლოდ 12 728 მოს­წავ­ლე ირიცხე­ბა და აშ­კა­რაა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი 300-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი საკ­მა­რი­სი არ არის რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად; არც იმ სკო­ლე­ბის­თ­ვის ცვლის რა­ი­მეს 300-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი, სა­დაც სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია (სკო­ლე­ბის 70%), ისი­ნი შე­მო­სავ­ლის დიდ ნა­წილს მშობ­ლე­ბის­გან იღე­ბენ და ამ შე­მო­სავ­ლის წყა­ლო­ბით ახერ­ხე­ბენ გან­ვი­თა­რე­ბას.

„კერ­ძო სკო­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბის და გან­სახ­ლე­ბის ტი­პის, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის მი­ხედ­ვით, ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს კერ­ძო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხედ­ვე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის კონ­ტექ­ს­ტ­ში, რო­გორც სკო­ლის არ­ჩე­ვა­ნის, ასე­ვე თა­ნას­წო­რო­ბის, კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ის გზით ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“ – ას­კ­ვ­ნი­ან მკვლევ­რე­ბი.

რო­გორც მო­ნა­ცე­მე­ბი­დან ჩანს, არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი დასა­ხულ მი­ზანს ვერ აღ­წევს, რად­გან სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა ან ვერ ხდე­ბა, ან სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი ვა­უ­ჩე­რის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს. არა­და, კერ­ძო სკო­ლე­ბის­თ­ვის ვა­უ­ჩე­რის გა­მო­ყო­ფის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ­გუ­მენ­ტა­ცია კერ­ძო სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მი­სი რო­ლის ასა­მაღ­ლებ­ლად ინ­ვეს­ტი­რე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნა იყო. კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი, მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ას­კ­ვ­ნი­ან, რომ დღე­ი­სათ­ვის ვერც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის, ვერც სკო­ლის არ­ჩე­ვა­ნი­სა და ვერც კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით სის­ტე­მა ამო­ცა­ნებს ვერ პა­სუ­ხობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ამ სა­კითხის სწო­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბის ხედ­ვა არას­დ­როს წარ­მო­უდ­გე­ნია.

უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორც კერ­ძო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვა­რი შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე აღ­ნიშ­ნავს, არ­სე­ბობს ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­დე­ლი, რომ­ლის აღე­ბა და ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში და­ნერ­გ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ერთ-ერ­თი, უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი, ვა­უ­ჩე­რით და­ფი­ნან­სე­ბაა, რომ­ლის მი­ზა­ნიც კერ­ძო სკო­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­და იყო. ამის გარ­და, მკვლე­ვა­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ უცხო­ე­თის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და­ნერ­გი­ლია სტი­პენ­დი­ე­ბის მო­დე­ლი, ეს იმ სკო­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბა, სა­დაც სკო­ლა არ არის ბიზ­ნე­სი (ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არ არის ბიზ­ნე­სი სკო­ლა). რას გუ­ლის­ხ­მობს სტი­პენ­დი­ე­ბის მო­დე­ლი – კერ­ძო სკო­ლა, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით, კონ­ტინ­გენ­ტის 20%-ის­თ­ვის, აწე­სებს სტი­პენ­დი­ებს. ამ პრო­ცენ­ტ­ში მო­ი­აზ­რე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მოს­წავ­ლე­თა ფე­ნა. ამის გარ­და, მუ­შა­ობს ვა­უ­ჩე­რუ­ლი სის­ტე­მაც და სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის სის­ტე­მაც.

„სკო­ლა ყო­ველ­თ­ვის არის საფ­რ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლი, სტრა­ტი­ფი­კა­ცი­ი­სა და სეგ­რე­გა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უყუ­რებს ამ პრო­ცესს. მა­გა­ლი­თად, შვე­დეთ­ში კერ­ძო სკო­ლე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია სეგ­რე­გა­ცია – მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ სხვა ტი­პის სკო­ლებ­ში, ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი – სხვა ტი­პის სკო­ლებ­ში, მიგ­რან­ტი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი – კი­დევ სხვა ტი­პის სკო­ლებ­ში და ა.შ. ამ სეგ­რე­გა­ცი­ამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მ­ნა, რის გა­მოც მათ გა­და­ხე­დეს მომ­გე­ბი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ კერ­ძო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დელს. კერ­ძო სკო­ლა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ მშო­ბე­ლი მა­ინ­ც­და­მა­ინც დიდ თან­ხას უნ­და იხ­დი­დეს შვი­ლის სწავ­ლა­ში. ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა მმარ­თ­ვე­ლო­ბა იყოს კერ­ძო, მაგ­რამ სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებ­დეს მთლი­ა­ნად, ან უწე­სებ­დეს გა­და­სა­ხა­დის გარ­კ­ვე­ულ ზღვარს, რომ მარ­თ­ლა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ხა­დოს იქ სწავ­ლა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის. რა თქმა უნ­და, ასე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამუ­შა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც. არის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი, რო­მელ­საც ჩვენ არ ვი­ყე­ნებთ – სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კერ­ძო სექ­ტო­რის შეყ­ვა­ნა, რაც მხო­ლოდ და­ფი­ნან­სე­ბას­თან არ არის კავ­შირ­ში, კერ­ძო სექ­ტო­რის არ­სე­ბო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მარ­თ­ვას­თან – მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი რგო­ლი შექ­მ­ნი­ლია კერ­ძო ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფის­გან, პროგ­რა­მე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას გას­ცემს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მე­ქა­ნიზ­მ­საც ის აწე­სებს. ეს მიდ­გო­მა კი, პირ­ველ რიგ­ში, გა­ნა­პი­რო­ბებს სკო­ლის მარ­თ­ვას ნაკ­ლე­ბი ბი­უ­როკ­რა­ტი­ი­თა და მე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­ვეს­ტი­ცი­ა­საც და მმარ­თ­ვე­ლო­ბა­საც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნე­ბენ სა­ჯა­რო სექ­ტო­რის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად,“ – ამ­ბობს შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე.

2005 წელს, რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფომ კერ­ძო სკო­ლე­ბის­თ­ვის ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა შე­მო­ი­ღო (300 ლა­რის ოდე­ნო­ბით), იმ პე­რი­ოდ­ში კერ­ძო სკო­ლის გა­და­სა­ხა­დი 800 ლარს არ აღე­მა­ტე­ბო­და. დღეს კერ­ძო სკო­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დი გა­ცი­ლე­ბით გაზ­რ­დი­ლია და ამ ოდე­ნო­ბის ვა­უ­ჩე­რით და­ფი­ნან­სე­ბა, რე­ა­ლუ­რად, არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თი არაა და არც გავ­ლე­ნას ახ­დენს კერ­ძო სკო­ლის გა­და­სა­ხად­ზე. ამის გარ­და, რო­გორც შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე აღ­ნიშ­ნავს, კერ­ძო სკო­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის შე­მო­ღე­ბი­სას, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი იყო კერ­ძო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბებს შო­რის – რო­გორც მა­ღალ­მ­თი­ა­ნი და სა­სოფ­ლო და­სახ­ლე­ბე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, ისე კერ­ძო სკო­ლე­ბიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ დაფი­ნან­სე­ბას იღებ­დ­ნენ.

⇒ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 68 ათა­სი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს კერ­ძო სკო­ლა­ში, აქე­დან, 18 ათა­სი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს კერ­ძო სკო­ლა­ში, სა­დაც 8 ათას­ზე მე­ტია წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი, 10-12 ათა­სი მოს­წავ­ლე კი – სკო­ლა­ში, სა­დაც გა­და­სა­ხა­დი 3000 ლარ­ზე ქვე­მო­თაა. ბუ­ნებ­რი­ვია, გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, სკო­ლებს სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. კი­დევ ერთ დე­ტალს მი­იჩ­ნევს გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვა­რი აუცი­ლებ­ლად გა­და­სა­ხე­დად: სა­ხელ­მ­წი­ფო 20 მი­ლი­ონ ლარს გა­მო­ყოფს კერ­ძო სკო­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის­თ­ვის, ამას ემა­ტე­ბა 31 მი­ლი­ო­ნი – სა­პატ­რი­არ­ქოს სკო­ლე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, რაც, სა­ერ­თო ჯამ­ში, 51 მი­ლი­ო­ნია და მი­ზანს ვერ აღ­წევს. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფომ და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბა შეც­ვა­ლოს, მა­გა­ლი­თად, გა­ზარ­დოს და გა­ხა­დოს 100 მი­ლი­ო­ნი და მიზ­ნად და­ი­სა­ხოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზუნ­ველ­ყო­ფა. „ჩვენ შემთხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა დავ­ნერ­გოთ შე­რე­უ­ლი მო­დე­ლი – სა­ხელ­მ­წი­ფომ თქვას, რომ და­ვა­ფი­ნან­სებ სკო­ლებს, თუ­კი მა­თი გა­და­სა­ხა­დი არ აღე­მა­ტე­ბა გარ­კ­ვე­ულ თან­ხას, ოღონდ ეს თან­ხა არ იყოს 300 ლა­რი, არა­მედ, თუნ­დაც იმ­დე­ნი, რამ­დენ­საც სა­ჯა­რო სკო­ლა იღებს, სა­შუ­ა­ლოდ, ერთ მოს­წავ­ლე­ზე. თუ­კი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნებს სა­ხელ­მ­წი­ფო კერ­ძო სკო­ლებს, რომ­ლე­ბიც და­ბალ ფასს ინარ­ჩუ­ნე­ბენ, მაგ­რამ ვერ ვი­თარ­დე­ბი­ან და სკო­ლებს, რომ­ლე­ბიც ფასს ზრდი­ან და, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტად ვი­თარ­დე­ბი­ან, რა თქმა უნ­და, გავ­ზ­რ­დით ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას და ხა­რისხს. და­ბალ ფასს სკო­ლე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ ინარ­ჩუ­ნე­ბენ, რომ ფა­სის ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა სო­­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ანუ, რე­ა­ლუ­რად, ასე­თი მიდ­გო­მით რე­გი­ო­ნებ­ში გან­ვა­ვი­თა­რებთ კერ­ძო სკო­ლებს. ასე­ვე, თუ­კი ამას და­ე­მა­ტე­ბა სტი­პენ­დი­ე­ბის პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბაც, კერ­ძო სკო­ლას მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ 20%-ის­თ­ვის გა­მო­აცხა­დოს კონ­კურ­სი და იმ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მა­ღა­ლი ხარ­ის­ხის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და რა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ჯა­რო სკო­ლა ვერ აძ­ლევს, ვას­წავ­ლოთ კერ­ძო სკო­ლა­ში. გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში ჩვენ აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლა იყოს თა­ნა­ბა­რი, რე­სურ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი მხო­ლოდ მარ­თ­ვის მხრივ. მშო­ბელ­მა კი, თა­ვად აირ­ჩი­ოს, ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სად ის­წავ­ლოს მის­მა შვილ­მა – კერ­ძო თუ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში“.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე, მათ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კერ­ძო სკო­ლე­ბის ფა­სე­ბი შე­ის­წავ­ლეს, ხო­ლო მე­ო­რე ეტაპ­ზე, კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბი­სას (რო­მელ­საც გეგ­მა­ვენ), აუცი­ლებ­ლად შე­ის­წავ­ლი­ან ფაქ­ტო­რებს, თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს სკო­ლის არ­ჩე­ვას, ეს კი გარ­კ­ვე­უ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემთ, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს კერ­ძო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლი.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები