ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში

1482
ლა­შა მარ­გიშ­ვი­ლი
ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

 

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის სე­სი­ებს, კონ­ფე­რენ­ცი­ის ორი დღე და­ეთ­მო. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს შემ­დე­გი ძი­რი­თად თე­მე­ბი: ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი რო­მის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის შემ­დეგ; ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის გავ­ლე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე; უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში მიკ­რო კრე­დი­ტე­ბის აღი­ა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა; სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად; უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი და შე­რე­უ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში; ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი Covid-19 პან­დე­მი­ის დროს, სტუ­დენ­ტ­თა რო­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შემ­დე­გი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: უ დი­რექ­ტო­რი მა­რია კე­ლო, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) პრე­ზი­დენ­ტი დე­ვიდ გორ­დო­ნი, ეს­ტო­ნე­თის უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს (EKKA) დი­რექ­ტო­რი ჰე­ლი მა­ტი­სე­ნი, ბელ­გი­ის ფლა­მან­დ­რი­ის რე­გი­ო­ნის მთავ­რო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მრჩე­ვე­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კითხებ­ში მა­გა­ლი სო­ე­ნე­ნი, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (EUA) უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი მი­ხე­ილ გა­ბე­ლი, ევ­რო­პის სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (ESU) ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი იაკუბ გრო­დეს­კი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბა ჰქონ­და ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორს, თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილს, რო­მელ­მაც მოკ­ლედ შე­ა­ჯა­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით 2016-2020 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი. ასე­ვე, გან­ხი­ლულ იქ­ნა, კო­რო­ნა ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცენ­ტ­რის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვის მიზ­ნით, ცენ­ტ­რის მი­ერ უკ­ვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა ფარ­თო აუდი­ტო­რი­ას ის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნა, რომ­ლებ­ზეც ცენ­ტ­რი 2021-2025 წლებ­ში აპი­რებს მუ­შა­ო­ბას, კერ­ძოდ: ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის მუდ­მი­ვი სრულ­ყო­ფა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებ­თან და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან (ESG 2015) და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) სტან­დარ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით; კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა და და­ნერ­გ­ვა; სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად რე­ლე­ვან­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­სა და ინ­დი­კა­ტო­რე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა; ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და სრულ­ყო­ფა; სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის წევ­რე­ბის­თ­ვის უცხო­უ­რი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ და პროგ­რა­მულ შე­ფა­სე­ბებ­ში დამ­კ­ვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­ჩე­ნა; უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა; კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ებ­ში დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა; ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბა; ცენ­ტ­რის მი­ერ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სხვა.

სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცია ჰქონ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) დი­რექ­ტორს, მა­რია კე­ლოს, რო­მელ­მაც მოხ­სე­ნე­ბა­ში ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა 2020 წლის რო­მის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის შე­დე­გებ­სა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ძი­რი­თად ხედ­ვებ­ზე. მოხ­სე­ნე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ რო­მის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ფარ­გ­ლებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სა­მი ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტი, ესე­ნია: ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი და ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბა. ამას­თან, მომ­ხ­სე­ნე­ბელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მოქ­ნი­ლო­ბის გაზ­რ­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ში­და და გა­რე პრო­ცე­სებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის რო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ზრდა­ზე.

სსიპ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ, თა­ვი­სი მოხ­სე­ნე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ისა­უბ­რა ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის გავ­ლე­ნა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე. მომ­ხ­სე­ნე­ბელ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­მო­ი­ხი­ლა 2005 წლი­დან, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო გახ­და ბო­ლო­ნი­ის წევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო, დღემ­დე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი და სა­მო­მავ­ლოდ არ­სე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მოხ­სე­ნე­ბით წარ­დ­გა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) პრე­ზი­დენ­ტი დე­ვიდ გორ­დო­ნი, რო­მელ­მაც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) მი­ერ გა­ნახ­ლე­ბულ სტან­დარ­ტებ­ზე ისა­უბ­რა. მოხ­სე­ნე­ბა შე­ე­ხე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვებს, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა — ახა­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის (Covid-19) გავ­ლე­ნა სა­მე­დი­ცი­ნო სწავ­ლე­ბა­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფი­ლის სას­წავ­ლებ­ლე­ბის, მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბის სა­კითხე­ბი. დე­ვიდ გორ­დონ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის რო­ლი მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხებ­ში იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი.

სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სსპ — თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვის და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ჯან­დაც­ვის დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, გა­ი­ა­ნე სი­მო­ნი­ამ, სა­კუ­თა­რი მოხ­სე­ნე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით, უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და ჯან­დაც­ვის დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭოს ფორ­მი­რე­ბა, რო­მელ­საც და­ე­ვა­ლა მე­დი­ცი­ნის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის გა­და­ხედ­ვა WFME-ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. გა­ი­ა­ნე სი­მო­ნი­ამ ასე­ვე ისა­უბ­რა იმ ძი­რი­თად სა­კითხებ­ზე, რომ­ლი­თაც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი წი­ნა სტან­დარ­ტე­ბის­გან. მან ისა­უბ­რა იქო­ნია პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა­ზე სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა­ზე, თუ რო­გორ იყ­ვ­ნენ და არი­ან დღე­საც ჩარ­თუ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლე­ბის, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პერ­სო­ნა­ლი და სტუ­დენ­ტე­ბი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის პრო­ცე­სებ­ში. კი­დევ ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, 2021 წელს, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის გა­ნახ­ლ­დე­ბა მე­დი­ცი­ნის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და და­ი­გეგ­მე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი.

ცალ­კე მოხ­სე­ნე­ბა და­ეთ­მო ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის ქვეყ­ნებ­ში მიკ­რო კრე­დი­ტე­ბის, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კითხებს. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ისა­უბ­რა ბელ­გი­ის სა­მე­ფოს ფლა­მან­დ­რი­ის მთავ­რო­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და ტრე­ნინ­გის სა­მი­ნის­ტ­როს მრჩე­ველ­მა, მა­გა­ლი სო­ე­ნენ­მა. მომ­ხ­სე­ნე­ბელ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ ძი­რი­თად სა­კითხებ­ზე, რომ­ლებ­ზეც ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­შიც ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა და მიდ­გო­მე­ბი, მა­გა­ლი­თად: მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სის­თ­ვის, რო­მე­ლიც არ არის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლი, რე­ლე­ვან­ტუ­რი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს დო­ნე­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი დო­ნის გან­საზღ­ვ­რა, ასე­თი კურ­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მიღ­წე­უ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის­თ­ვის და სხვა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო და მოკ­ლე­ვა­დი­ან კურ­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რეს: სსიპ ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის მარ­თ­ვი­სა და უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, მა­დო­ნა მი­ქე­ლა­ძემ, სსიპ აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, თეა კორ­ძა­ძემ და შპს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტრე­ნინგ ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, მაია მუშ­კუ­დი­ან­მა. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მათ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში დი­დი ხა­ნია ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სე­ბი და საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ამას­თან, ის ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­ზეც ყუ­რადღე­ბა იყო გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი მა­გა­ლი სო­ე­ნე­ნის მოხ­სე­ნე­ბა­ში, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­შიც იყო ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რ­ძელ­დეს მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხ­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან და და­ი­გეგ­მოს კონ­კ­რე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­მა — ფი­ო­ნა კრო­ზი­ერ­მა და ან­კა გრირ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს კვლე­ვის შე­დე­გე­ბი თე­მა­ზე — უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი და შე­რე­უ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­გან­გე­ბო რე­ა­გი­რე­ბი­დან პოსტ კო­ვი­დუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა ჩა­ტარ­და ცენ­ტ­რის დაკ­ვე­თით და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) პროგ­რა­მის „კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ (PROLoG) მხარ­და­ჭე­რით. წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და რჩე­ვებს მო­ი­ცავს, თუ რო­გორ უნ­და მოხ­დეს, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ში­და და გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დის­ტან­ცი­უ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა. მოხ­სე­ნე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ასე­ვე ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და თუ რა და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი უნ­და შე­მუ­შავ­დეს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამას­თან, აღი­ნიშ­ნა, რომ კვლე­ვა­ში ასა­ხუ­ლი ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი სა­ერ­თო იყო რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე საზღ­ვარ­გა­რეთ მოქ­მე­დი ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის, რად­გან კო­რო­ნა­ვი­რუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე.

ეს­ტო­ნე­თის უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს (EKKA) დი­რექ­ტორ­მა, ჰე­ლი მა­ტი­სენ­მა მოხ­სე­ნე­ბა წა­რად­გი­ნა ეს­ტო­ნეთ­ში კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და­ნერ­გ­ვის ძი­რი­თად ეტა­პებ­ზე. მოხ­სე­ნე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლი იყო ის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, რაც ახ­ლავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­დან კლას­ტე­რულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლას. კერ­ძოდ, აღი­ნიშ­ნა, რომ მო­ცე­მუ­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­ზეც ცენ­ტ­რი 2022 წლი­დან გეგ­მავს გა­დას­ვ­ლას, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ზო­გავს რო­გორც ცენ­ტ­რის, ასე­ვე უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დრო­ით და ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს. შე­ფა­სე­ბის ახა­ლი მიდ­გო­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს ცენტრს, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სფე­როს სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბი შე­ა­ფა­სოს ერ­თი­ა­ნად, ერ­თი ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის მი­ერ, რაც ხელს შე­უწყობს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებს შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რის და­ნახ­ვას, ასე­ვე სა­ფე­ხუ­რებს შო­რის პროგ­რა­მის სწავ­ლის შე­დე­გებ­ში სირ­თუ­ლის დო­ნე­ე­ბის დად­გე­ნას. მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სფე­რო ან დარ­გი, რო­გორც ერ­თი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ასე­ვე ზო­გა­დად, სა­ხელ­მ­წი­ფო­ში.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ევ­რო­პის სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (ESU) ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის, იაკუბ გრო­დეს­კის, ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რის, პე­გი პავ­ლე­ტი­კის და ა(ა)იპ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ნი­კა თი­კა­ნაშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბე­ბი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცე­სებ­ში სტუ­დენ­ტ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით — რო­გორ უნ­და მოხ­დეს სტუ­დენ­ტებს შო­რის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, რომ უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ში­და და გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ასე­ვე, გან­ხი­ლულ იქ­ნა ის პროგ­რე­სი, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მი­აღ­წია. კერ­ძოდ, სტუ­დენ­ტე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი არი­ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე. მა­გა­ლი­თად: სტუ­დენ­ტი წარ­მოდ­გე­ნი­ლია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ში, ასე­ვე, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო­ებ­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფებ­ში. ამას­თან, ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის, თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლის მი­ერ გაჟ­ღერ­და ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სა­დაც, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ცენ­ტ­რი იგეგ­მავს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, უფ­რო მე­ტი სტუ­დენ­ტი ჩა­ერ­თოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

დატოვეთ კომენტარი