27 ივლისი, შაბათი, 2024

წყა­ლი სი­ცოცხ­ლის საწყი­სი

spot_img
მაია ხარაძე
ქი­მი­ის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, სსიპ თე­მურ ზა­ქა­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ხა­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის მენ­ტო­რი პე­და­გო­გი

 

ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის აქ­სე­ლე­რა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია მე­ტა­კოგ­ნი­ცი­ის სა­კითხე­ბის გად­მო­ნაც­ვ­ლე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი, თე­ო­რი­უ­ლი შემ­ს­წავ­ლე­ლი­დან, გა­მოც­დი­ლე­ბით სწავ­ლა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ე­ხო სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ერთ-ერთ გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბის გზებ­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, ინერ­გე­ბა ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი. ერთ-ერთ ასეთ მიდ­გო­მას ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს, რაც გუ­ლის­ხ­მობს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ებს (ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა, საკ­ლა­სო დის­კუ­სია, დე­ბა­ტე­ბი, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი და სხვ.) იმი­სათ­ვის, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებ­ზე.

რო­ცა სა­უ­ბა­რია მოს­წავ­ლე­ებ­ში კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, უნ­და გვეს­მო­დეს, რომ პა­სი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თე­ო­რი­ის შეს­წავ­ლა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვე­რას­დ­როს მიგ­ვიყ­ვანს სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გაკ­ვე­თი­ლე­ბი ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი და კვლე­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ. მოს­წავ­ლემ მკვლევ­რის რო­ლი უნ­და მო­ირ­გოს, რაც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბით სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მო­ყე­ნე­ბა­დი რომ გახ­დეს. თუმ­ცა, აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტიც, რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს მო­ითხოვს ბევრ რე­სურსს (რაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი), ენერ­გი­ა­სა და დე­ტა­ლურ და­გეგ­მ­ვას.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა, რა­საც მოს­წავ­ლე უფ­რო სიღ­რ­მი­სე­ულ ცოდ­ნა­ზე გაჰ­ყავს. ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ეს ნამ­დ­ვი­ლი სი­ახ­ლე და გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნ­და. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის საწყის ეტაპ­ზე დაბ­ნე­უ­ლო­ბა და ში­ში იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც კი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ხა­ლა­თე­ბი მო­ირ­გეს, თით­ქოს ტრან­ს­ფორ­მირ­დ­ნენ, ძა­ლა მო­ე­მა­ტათ და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­ვი­და. პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­ს­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის“ პროგ­რა­მის „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის“ ქვეპ­როგ­რა­მის (32 02 12) სას­კო­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი გრან­ტით და 2021 წლის 10 ოქ­ტომ­ბ­რი­დან დე­კემ­ბ­რის ბო­ლობ­დე გრძელ­დე­ბო­და. ჩარ­თუ­ლი იყო X-XI კლა­სე­ბის 10 მოს­წავ­ლე. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე მო­ვაწყ­ვეთ ათ­ზე მე­ტი სა­მუ­შაო შეხ­ვე­და­რა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, მი­ნი­მუმ, ორი სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და (სი­მარ­თ­ლე რომ ით­ქ­ვას, დრო ხე­ლებ­ში გვე­ლე­ო­და).

და­საწყი­სის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი და და­გეგ­მი­ლი ამო­ცა­ნე­ბი/აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი. შემ­დე­გი სა­მი შეხ­ვედ­რა და­ვუთ­მეთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბას, გან­ხილ­ვას, დის­კუ­სი­ის პოს­ტე­რი­სა და შუ­ა­ლე­დუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბას. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ბავ­შ­ვებს საკ­მა­ოდ გა­უძ­ნელ­დათ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა-და­ხა­რის­ხე­ბა. მათ მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია წყლის რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვის, სას­მე­ლი წყლე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, წყლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის, მი­სი ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ასე­ვე, წყლის სი­სუფ­თა­ვის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­სა­ხებ.

შემ­დეგ ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­მა, მო­ძი­ე­ბუ­ლი იფორ­მა­ცი­ი­სა და პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, მო­ამ­ზა­დეს და, კო­ვიდ პან­დე­მი­ის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი დაც­ვით, პრე­ზენ­ტა­ცია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის­თ­ვის გა­მარ­თეს. მცი­რე დის­კუ­სი­ი­სას, მსმე­ნე­ლებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს ვა­რა­უ­დე­ბი და მა­თი სას­მე­ლი წყა­როს წყლის შე­მოწ­მე­ბის სურ­ვი­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ბა­მი­სად, შე­ვი­ძი­ნეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და რე­აქ­ტი­ვე­ბი, მო­ვი­ძი­ეთ და და­ვა­მუ­შა­ვეთ მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მო­ვამ­ზა­დეთ შე­სა­ბა­მი­სი კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის ხსნა­რე­ბი, მო­ვაწყ­ვეთ მი­ნი-ლა­ბო­რა­ტო­რია წყლის ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზის­თ­ვის. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, აქ უკ­ვე საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­იც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრო­ექ­ტის მი­მართ, გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბაც კი შე­ეც­ვა­ლათ, თით­ქოს და­სე­რი­ო­ზულ­დ­ნენ. ვფიქ­რობ, სწო­რედ ამ მო­მენ­ტ­ში გა­ი­აზ­რეს პრო­ექ­ტის ნამ­დ­ვი­ლი არ­სი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მა­ნამ­დე ჩვე­უ­ლებ­რივ სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებს მო­ა­გო­ნებ­და.

შემ­დ­გომ შეხ­ვედ­რებ­ში უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ, ყვე­ლა გა­მო­ცოცხ­ლ­და, გა­აქ­ტი­ურ­და. ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებს ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ და ისე და­ა­ინ­ტე­რე­სეს, რომ შემ­დეგ დღე­ებ­ში თვი­თონ­ვე მოჰ­ქონ­დათ სა­ა­ნა­ლი­ზო ნი­მუ­შე­ბი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­ვის­წავ­ლეთ 30 სხვა­დას­ხ­ვა წყა­როს და ერ­თი არა­სას­მე­ლი წყლის ნი­მუ­ში, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა მოგ­ვა­წო­და. წყა­ლი ბუ­ნებ­რი­ვად იყო შე­ფე­რი­ლი, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მბზი­ნა­ვი ზე­და­პი­რით.

მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ­დე­ნად შე­ვიდ­ნენ ეშ­ხ­ში, ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია (პირ­და­პი­რი გა­მო­კითხ­ვის მე­თო­დით), თუ რა იცი­ან ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა წყლის სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ და რა პრო­ცე­დუ­რებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. შე­დე­გად და­ად­გი­ნეს, რომ მარ­თა­ლია წყლის ქი­მი­უ­რი დე­ზინ­ფექ­ცია არ ხდე­ბა, მაგ­რამ თემ­ში გა­მო­კითხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 90% სას­მე­ლი წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რებს, ექვს თვე­ში ერ­თხელ, მე­ქა­ნი­კუ­რად ასუფ­თა­ვებს.

შემ­დე­გი ეტა­პი მთლი­ა­ნად კვლე­ვებს და­ეთ­მო. პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა ორ­გა­ნო­ლეფ­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი შე­ის­წავ­ლეს, რო­გო­რი­ცაა ფე­რი, სუ­ნი, გე­მო და შე­წო­ნი­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი, შემ­დეგ – ფი­ზი­კო-ქი­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი: pH, მჟა­ვი­ა­ნო­ბა, ქლო­რი­დე­ბის, რკი­ნი­სა და სულ­ფატ იონე­ბის, ასე­ვე წყლის სი­ხის­ტის კვლე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­მე­ლი წყლის ყვე­ლა ნი­მუ­ში იყო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, უფე­რო, უსუ­ნო და შე­წო­ნი­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის გა­რე­შე, გარ­და ერ­თი­სა, რო­მე­ლიც შე­ფე­რი­ლი იყო ღია ყა­ვის­ფ­რად. არც ერთ სას­მელ წყალ­ში არ აღ­მოჩ­ნ­და შე­უ­სა­ბა­მო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, არ იყო ქლო­რის, სულ­ფა­ტე­ბი­სა და რკი­ნის იონე­ბი. მხო­ლოდ ერთ, ბუ­ნებ­რი­ვად შე­ფე­რილ, არა­სას­მელ წყალ­ში აღ­მოჩ­ნ­და რკი­ნის იონე­ბი, სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბით. სა­ა­ნა­ლი­ზოდ აღე­ბუ­ლი წყლის ყვე­ლა ნი­მუ­ში, სი­ხის­ტის მი­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა რბილ და ძა­ლი­ან რბილ წყალს მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ. სი­ხის­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი შემ­ც­ვე­ლო­ბა იყო 2,88 მგ-ექვ/ლ, ხო­ლო მი­ნი­მა­ლუ­რი – 0.4 მგ-ექვ/ლ.

სა­ბო­ლო­ოდ, მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ჯე­რე­ბი­სა და ანა­ლი­ზის შე­დე­გად, მო­ვამ­ზა­დეთ პრე­ზენ­ტა­ცია და პოს­ტე­რი, სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თათ­ვის წარ­სად­გე­ნად. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი წარ­ვად­გი­ნეთ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თულ დას­კ­ვ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო „ბილ­ტ­მორ­ში“ ჩა­ტარ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ­მა ჟი­უ­რიმ, რომ­ლის ერთ-ერ­თი წევ­რი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­შინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე, ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძე, პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე სკო­ლებს შო­რის დაგ­ვა­სა­ხე­ლა, რო­გორც ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი სკო­ლა, მო­ნა­წი­ლე­ებს გად­მოგ­ვ­ცეს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, ხო­ლო სკო­ლას ფუ­ლა­დი ჯილ­დო 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რაც კი­დევ უფ­რო მე­ტი სტი­მუ­ლი და სი­ხა­რუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და ჩვენ­თ­ვის. ვე­რაფ­რით და­ვი­ვიწყებ მოს­წავ­ლე­ე­ბის გაბ­რ­წყი­ნე­ბულ და გა­ო­ცე­ბულ თვა­ლებს, რო­დე­საც, პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი სკო­ლა 10 სა­უ­კე­თე­სო სკო­ლას შო­რის და­ა­სა­ხე­ლეს.

თუმ­ცა, პრო­ექ­ტი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. თბი­ლი­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებ­მა პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში წა­რუდ­გი­ნეს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის თან­ხ­მო­ბით, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მო­გე­ბუ­ლი თან­ხა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კე­თილ­მოწყო­ბას მოხ­მა­რე­ბო­და, რად­გან ქი­მი­ის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბიც ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რი და სა­ხა­ლი­სო გახ­დეს, რო­გო­რიც პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა.

მოს­წავ­ლე­ებ­მა და­წე­რეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ყვე­ლა ერ­თხ­მად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ პრო­ექ­ტ­მა გა­ბე­დუ­ლე­ბა, მო­ტი­ვა­ცია და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა შეს­ძი­ნა. გა­ი­აზ­რეს რამ­დე­ნად მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ და იდე­ე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზეს შემ­დე­გი პრო­ექ­ტე­ბის­თ­ვის. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ახა­ლი პრო­ექ­ტის წე­რი­სას (რომ­ლის იდე­აც უკ­ვე გა­ვაგ­ზავ­ნეთ) ყვე­ლა ცდი­ლობ­და ჩარ­თუ­ლი­ყო. მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლემ, ლი­ზა ხა­რა­ძემ ქე­დის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი იდე­ის კონ­კურ­ს­ში  მონა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა. ჩე­მი დახ­მა­რე­ბი­თა და მი­თი­თე­ბით, მო­ამ­ზა­და პრო­ექ­ტი „სას­კო­ლო კვი­რე­უ­ლი“, რაც ჩვე­ნი პრო­ექ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძა­ხი­ლი იყო.

არც კვლე­ვა შეგ­ვიწყ­ვე­ტია, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, შეგ­ვე­ნა­ხა შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დით მას­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, მა­გა­ლი­თად, გაჩ­ნ­დე­ბო­და თუ არა სუ­ნი ან ნა­ლე­ქი. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ნი­მუ­შე­ბის აღე­ბი­დან შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, არც ერთ ნი­მუშ­ში არ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და სუ­ნი, რაც კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს სას­მე­ლი წყლის ბი­ო­ლო­გი­ურ სი­სუფ­თა­ვეს, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ნი­მუშ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და მცი­რე ნა­ლე­ქი, რაც სა­გან­გა­შო ნამ­დ­ვი­ლად არაა. გარ­და ამი­სა, თე­ბერ­ვალ­ში, სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლებ­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნი­მუ­ში მოგ­ვა­წო­დეს, მოს­წავ­ლე­ე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ემ­სა­ხურ­ნენ მათ.

პრო­ექ­ტის და­სას­რულს შე­ვუ­თან­ხ­მ­დით „ბა­თუ­მის წყლის“ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ღია კა­რის დღე მო­აწყო. შეხ­ვედ­რის ფარ­გ­ლებ­ში, „ბა­თუ­მის წყლის“ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მოს­წავ­ლე­ებს წყლის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე დის­ტ­რი­ბუ­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე, პრაქ­ტი­კუ­ლად აჩ­ვე­ნეს, რო­გორ და რა და­ნად­გა­რე­ბით მოწ­მ­დე­ბა სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად: სკო­ლის ბა­ზა­ზე, მო­ეწყო მი­ნი-ლა­ბო­რა­ტო­რია წყლის ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზის­თ­ვის (შე­ვი­ძი­ნეთ სას­წო­რი, რე­აქ­ტი­ვე­ბი, ჭურ­ჭე­ლი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა); მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­წავ­ლეს ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა, და­ხა­რის­ხე­ბა, წყა­როს გა­და­მოწ­მე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა; მო­აწყ­ვეს მი­ნი-დისკუსიები, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ და აიყო­ლი­ეს თით­ქ­მის მთე­ლი სო­ფე­ლი იმ­დე­ნად, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დღე­საც კი მოგ­ვ­მარ­თა­ვენ სხვა­დას­ხ­ვა შე­კითხ­ვე­ბით წყლის სი­სუფ­თა­ვი­სა და სტან­დარ­ტის შე­სა­ხებ, მო­აქვთ ნი­მუ­შე­ბი სა­ა­ნა­ლი­ზოდ; ბავ­შ­ვე­ბი და­ე­უფ­ლ­ნენ პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რებს, და­აგ­რო­ვეს გა­მოც­დი­ლე­ბა, მო­ამ­ზა­დეს და გა­მარ­თეს პრე­ზენ­ტა­ცია სას­კო­ლო თე­მის წევ­რე­ბის­თ­ვის, სოფ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის, ასე­ვე, დას­კ­ვ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე – თბი­ლის­შ;. და­ე­უფ­ლ­ნენ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ უნარ-ჩვე­ვებს, ჩა­ა­ტა­რეს წყლის ნი­მუ­შე­ბის ფი­ზი­კო-ქი­მი­უ­რი კვლე­ვე­ბი. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­ი­წავ­ლეს 30 სხვა­დას­ხ­ვა წყა­როს და ერ­თი არა სას­მე­ლი წყლის ნი­მუ­ში. ქი­მი­ურ კვლე­ვა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და­ა­დგი­ნეს, რომ ჩვენს სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა წყა­როს წყა­ლი სა­უ­კე­თე­სო სას­მე­ლი წყა­ლია.

პრო­ექ­ტ­მა მოს­წავ­ლე­ებს შე­მა­ტა გა­ბე­დუ­ლე­ბა და აუმაღ­ლა მო­ტი­ვა­ცია. ეს კარ­გად გა­მოჩ­ნ­და მათ ნაშ­რო­მებ­ში, სა­დაც გად­მოს­ცეს თა­ვი­ან­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, ასე­ვე სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში – გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ ახალ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში. შე­მომ­თა­ვა­ზეს იდე­ე­ბი, თუ რა თე­მებ­ზე უნ­და დავ­წე­როთ პრო­ექ­ტი და რა არის მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო საკ­ვ­ლე­ვი თე­მე­ბი.

ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი ჩვე­ნი პრო­ექ­ტი­სა გახ­ლავთ მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლის, ლი­ზა ხა­რა­ძის მი­ერ, თით­ქ­მის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „სას­კო­ლო კვი­რე­უ­ლი“, რო­მე­ლიც უკ­ვე და­ა­ფი­ნან­სა ქე­დის „ახალ­გაზ­რ­დულ­მა იდე­ამ“.

და­ბო­ლოს, კი­დევ ერ­თხელ, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მთის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სთ­ვის.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ი. ჩინ­ჩა­ლა­ძე, თ. ბურ­ჯა­ნა­ძე – „იწ­ვევს თუ არა ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას“ // SALiS სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი, პე­და­გოგ­თა პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ცია, კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა — პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში. თბი­ლი­სი 2016წ;
  2. ნ. იმე­და­ძე, დ. ფარ­ჯა­ნა­ძე, მ. მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, ნ. გორ­დე­ლა­ძე, თ. გა­გო­ში­ძე – „ეფექ­ტუ­რი სწავ­ლე­ბა, თე­ო­რია და პრაქ­ტი­კა“ // გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვლე­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი, 2010წ;
  3. ს. ლობ­ჟა­ნი­ძე – „რო­გორ დავ­გეგ­მოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლი“ // mastsavlebeli.ge

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები