27 ივლისი, შაბათი, 2024

წილადების შეკრებისა და პროცენტის გამოთვლის მარტივი ხერხები

spot_img

ბავშვებო, დღეს ორი მარტივი ხერხი უნდა გასწავლოთ, რომლითაც სწრაფად მოაგვარებთ არითმეტიკულ ოპერაციებს: წილადების შეკრებასა და ნულით დამთავრებული რიცხვების პროცენტის გამოთვლას.

ბავშვებო, მოამზადეთ ფურცელი და ფანქარი, მიჰყევით ინსტრუქციას, რომელსაც გთავაზობთ და ნახავთ, რა იოლია წილადების შეკრება იმ წესით, რომელიც სახელმძღვანელოებში არ შეგხვდებათ:

ვთქვათ, ჩვენთვის სასურველია ასეთი შეკრების მაგალითი:

 

გაამრავლეთ „ჯვარედინად“ 3*7 და 5*2. ნამრავლები დააწერეთ თავზე მრიცხველ 3-ს (ანუ 21) და 2-ს (ანუ 10).

მრიცხველების თავზე დაწერილი რიცხვები შეკრიბეთ (21+10) და მიიღებთ 31-ს. დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი, ის ჯამის მრიცხველია.

ახლა კი მნიშვნელები გადავამრავლოთ: 5*7 და მივიღებთ 35-ს, ეს ჯამის მნიშვნელია.

გრაფიკულად კი ასე გამოისახება ეს ყველაფერი:

ახლა კი სხვა წილადებზე მოსინჯეთ და ნახავთ, რა იოლია. იმედია, თანატოლებსაც ასწავლით წილადების შეკრების ამ მარტივ ხერხს.

ნულით დასრულებული რიცხვების პროცენტების გამოთვლაც ძალიან მარტივია და გავადევნოთ თვალი  კანონზომიერებას. (ეს ხდება მხოლოდ ორნიშნა ნულით დაბოლოებული  რიცხვის პროცენტის პოვნისას.)  ასეთი რიცხვების პროცენტის გამოთვლისას ნულებს არ ვაქცევთ ყურადღებას და ვამრავლებთ ნულების გარეშე ციფრებს, ნამრავლი ზუსტად გვაწვდის პასუხს.

10-ის 20%=2, რადგან 1*2=2

80-ის 10%=8, რადგან 8*1=8

20-ის 30%=6, რადგან 2*3=6

30-ის 40%=12, რადგან 3*4=12

40-ის 50%=20, რადგან 4*5=20

90-ის 60%=54, რადგან 9*6=54

ხათუნა სვანაძესსიპ მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ  ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები