23 ნოემბერი, შაბათი, 2024

„წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის იდეა არ ვაქ­ცი­ოთ უმაღ­ლეს მიზ­ნად, კერ­პად, სიყ­ვა­რუ­ლის და მე­გობ­რო­ბის გა­რე­შე ყვე­ლა­ფე­რი არა­ფე­რია“

spot_img

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ „გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სა­კითხა­ვი“ სე­რი­ი­დან, ამ­ჯე­რად, ყუ­რადღე­ბა შე­ვა­ჩე­რეთ ნა­თია როს­ტი­აშ­ვილ­ზე და მის ბეს­ტ­სე­ლერ­ზე – „სხვა სკო­ლა“. რო­გო­რია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო სკო­ლა? ამა­ზე ნა­წარ­მო­ე­ბი და­გა­ფიქ­რებთ, ინ­ტერ­ვი­უ­ში კი მწე­რა­ლი ბევრ სინ­ტე­რე­სო დე­ტალ­ზე ამახ­ვი­ლებს  ყუ­რადღე­ბას. პირ­ველ რიგ­ში, იმა­ზე, რომ პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში, მათ შო­რის „ბრჭყვი­ა­ლა სა­ხელს ამო­ფა­რე­ბულ“ სკო­ლებ­შიც იყოს. 90-იანე­ბის სკო­ლა­საც იხ­სე­ნებს, რო­ცა თა­ვად სწავ­ლობ­და და პა­რა­ლელს ავ­ლებს დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან – ცხა­დია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებ­საც ხე­დავს, ისე­ვე რო­გორც მა­შინ­დელ და ახ­ლან­დელ დრო­სა და გა­რე­მოს შო­რის, თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ „სკო­ლის ფუნ­ქ­ცია ყვე­ლა დრო­ში უც­ვ­ლე­ლია“ და რომ სკო­ლა ის ად­გი­ლია (უნ­და იყოს!), სა­დაც საგ­ნებ­თან ერ­თად, ურ­თი­ერ­თო­ბა­საც სწავ­ლობ, სა­დაც სა­კუ­თა­რი თა­ვის უკეთ გაც­ნო­ბას იწყებ და უამ­რა­ვი კითხ­ვაც გიჩ­ნ­დე­ბა.

„სხვა სკო­ლის“ ავ­ტო­რი ინ­ტერ­ვი­უ­ში წიგ­ნის მთა­ვარ გზავ­ნილ­საც გვან­დობს და ამ­ბობს, რომ: „წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის იდეა არ ვაქ­ცი­ოთ უმაღ­ლეს მიზ­ნად, კერ­პად, სიყ­ვა­რუ­ლის და მე­გობ­რო­ბის გა­რე­შე ყვე­ლა­ფე­რი არა­ფე­რია“.

პრო­ლო­გი

⇑⇓ რა­ტომ „სხვა სკო­ლა“?

ეს მარ­თ­ლაც სულ სხვა, სხვა­ნა­ი­რი, უწიგ­ნე­ბო სკო­ლაა, რომ­ლის სწორ­ხა­ზო­ვა­ნი მი­ზა­ნი ბავ­შ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნე­ბად გაწ­ვ­რ­თ­ნაა. აქ, პერ­სო­ნა­ჟის სიტყ­ვე­ბით თუ ვიტყ­ვით, საგ­ნებს კი არა, ცხოვ­რე­ბას ას­წავ­ლი­ან. ამ სკო­ლა­ში წიგნს ვერ ნა­ხავთ. მხო­ლოდ სადღაც სხვენ­ზე გა­მო­კე­ტილს თუ მი­აგ­ნებ, რო­გორც ეს ლე­ომ და ლუ­ლუმ გა­ა­კე­თეს, ყდი­დან დი­დი ხნის ნა­დებ მტვერს გა­დაწ­მენდ, გა­დაშ­ლი და დი­დი თავ­გა­და­სავ­ლის გზას შე­უდ­გე­ბი.

⇑⇓ წიგ­ნი ეძღ­ვ­ნე­ბა თქვენს შვი­ლებს – გი­ორ­გის, რო­მელ­მაც გკითხათ – „დე, ისე­თი რა­მის გა­მო­გო­ნე­ბა შე­გიძ­ლია, რაც ცუ­დი მოხ­და, ეგ რომ და­ა­ვიწყოს ადა­მი­ანს?“ და ნი­ნოს, რო­მელ­მაც გითხ­რათ: „შენ ხარ ბავ­შ­ვი დე­და“ – თქვე­ნი პა­სუ­ხი?

ჩე­მი პა­სუ­ხი ეს წიგ­ნია. სხვა ნე­ბის­მი­ე­რი პა­სუ­ხი სრულ­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და. მახ­სოვს, პა­წა­წი­ნა ნი­ნოს ვე­თა­მა­შე­ბო­დი, რო­ცა ჩე­მი მკლა­ვე­ბის­გან თა­ვი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა, და­მაკ­ვირ­და და მითხ­რა: „შენ ხარ ბავ­შ­ვი დე­და“. ჯერ შევ­ც­ბი. ჩვენ, მშობ­ლე­ბი, შვი­ლე­ბის­თ­ვის ხომ ზურ­გი, სა­ი­მე­დო და­საყ­რ­დე­ნი ვართ, უნ­და ვი­ყოთ და უცებ შვი­ლი გე­უბ­ნე­ბა, რომ შენ, დე­და­მი­სი, ბავ­შ­ვი ხარ. შე­იძ­ლე­ბა ამ დროს იფიქ­რო, რომ ბავ­შ­ვი შენ­ში „დი­დო­ბის (ან დე­დო­ბის) ძა­ლას“ ვერ ხე­დავს, გამ­კ­რა კი­დეც ამ ფიქ­რ­მა და ჰო, კი­დეც შე­მაც­ბუ­ნა, მაგ­რამ მე­რე და მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ ასე არაა. ნი­ნოს ფრა­ზა სა­უ­კე­თე­სო კომ­პ­ლი­მენ­ტია, რაც ოდეს­მე მი­მი­ღია. ბავ­შ­ვებს ხომ გა­ცი­ლე­ბით იოლად შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნის სულ­ში ჩა­ი­ხე­დონ, ისე­თი და­გი­ნა­ხონ, რო­გო­რიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ხარ და არა სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­ულ ბრჭყვი­ა­ლა, ფო­ჩე­ბი­ან ქა­ღალ­დ­ში გა­მოხ­ვე­უ­ლი. მე მარ­თ­ლაც სულ თან და­ვა­ტა­რებ ჩემს ბავშვ თავს, ვე­მე­გობ­რე­ბი. იქ, სადღაც წარ­სულ­ში არ და­მი­ტო­ვე­ბია.

წიგ­ნი, რო­მე­ლიც შვი­ლებს მი­ვუძღ­ვე­ნი, ჩემ­თან ერ­თად, ჩემ­ში მცხოვ­რებ­მა ჩემ­მა ბავ­შ­ვ­მა თავ­მაც და­წე­რა, რომ­ლის ჩემ­ში არ­სე­ბო­ბა­საც იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვად აღ­ვიქ­ვამ­დი. ამა­ზე, ნი­ნოს ნათ­ქ­ვამ ფრა­ზამ­დე, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად არას­დ­როს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ.

გიო 5-6 წლის იყო, ეს რომ მკითხა: დე, ისე­თი რა­მის გა­მო­გო­ნე­ბა შე­გიძ­ლია, რაც ცუ­დი მოხ­და, ეგ რომ და­ა­ვიწყოს ადა­მი­ანს? მა­შინ პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე ნათ­ლად, რომ მხო­ლოდ შვი­ლი კი არა, მე­გო­ბა­რიც გა­მი­ჩე­ნია. პა­ტა­რა, კე­თი­ლი, მზრუნ­ვე­ლი და უკ­ვე ფიქ­რი­ა­ნი, მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნი.

ბა­ტონ­მა როს­ტომ ჩხე­ი­ძემ და­წე­რა ძა­ლი­ან კარ­გი წე­რი­ლი „სხვა სკო­ლა­ზე“ და გა­მი­ხარ­და, რომ წე­რი­ლის ფი­ნალ­ში მიძღ­ვ­ნა­საც შე­ე­ხო. თქვე­ნი კითხ­ვის პა­სუ­ხა­დაც გა­მოდ­გე­ბა: „ბავ­შ­ვებს არა­ფე­რი ეშ­ლე­ბათ და ამ­ჯე­რა­დაც ალ­ღო უკარ­ნა­ხებ­დათ, რომ: მა­თი ბავ­შ­ვი დე­და ისეთ რა­ი­მეს გა­მო­ი­გო­ნებ­და, რომ ცუდს წა­მი­ე­რად, მაგ­რამ მა­ინც და­ა­ვიწყებ­და მკითხ­ვე­ლებს“.

⇑⇓  მო­დი, ცო­ტა წარ­სულ­ში დავ­ბ­რუნ­დეთ. რო­გო­რი იყო სკო­ლა, სა­დაც თქვენ სწავ­ლობ­დით? მე­რე დავ­ბ­რუნ­დეთ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა – ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც თქვენ ხე­დავთ? რო­გო­რია ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლის სა­სურ­ვე­ლი „მო­მავ­ლის სკო­ლა“?

მე 90-იანე­ბის ბავ­შ­ვი ვარ. დრო­ში გა­ყი­ნუ­ლი, სი­ცი­ვით გა­ყი­ნუ­ლი, კომ­ფორ­ტის­კენ სა­ვალ გზა­მო­ლი­პუ­ლი დრო­ი­დან. ჩე­მი სკო­ლა სახ­ლი­დან 6-7 გა­ჩე­რე­ბით შორს იყო. ავ­ტო­ბუ­სი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თუ ჩა­მო­ივ­ლი­და და ისიც ისე­თი სავ­სე, გინდ ჩა­მო­უვ­ლია, გინდ არა. სხვა რა გზა იყო, ამ­ხე­ლა მან­ძილ­ზე ყო­ველ­დღე ფე­ხით დავ­დი­ო­დი, ხან რა ამ­ბავს გა­და­ვეყ­რე­ბო­დი, ხან – რას. ამი­ტო­მაც, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბი­სა­საც ამ გზის ამ­ბე­ბი უფ­რო მახ­სენ­დე­ბა, ვიდ­რე სკო­ლის. აი, მა­გა­ლი­თად, კა­ცი ასი­მეტ­რი­უ­ლი სა­ხით, რო­მე­ლიც იმ კორ­პუ­სის წინ იჯ­და ხოლ­მე, რო­მელ­თან ჩავ­ლაც დღე­ში ორ­ჯერ მი­წევ­და. ყო­ველ ავ­ლა-ჩავ­ლა­ზე მო­მა­ჩერ­დე­ბო­და ხოლ­მე და ისე მი­ღი­მო­და, რა­ღაც­ნა­ი­რი გვერ­დუ­ლი ღი­მი­ლით, თით­ქოს რა­ღაც ისეთ სა­ი­დუმ­ლო­ზე მი­მა­ნიშ­ნებ­და, რაც მხო­ლოდ ჩვენ ორ­მა ვი­ცო­დით. მე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე მში­შა­რა ბავ­შ­ვი სამ­ყა­რო­ში და ამ კა­ცის და­ნახ­ვი­სას, რა­ღა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან ვი­ზაფ­რე­ბო­დი.

ერ­თხე­ლაც, მივ­დი­ვარ ზურ­გ­ჩან­თა­მო­კი­დე­ბუ­ლი და ვხე­დავ, ად­გა ეს მუ­დამ მჯდო­მა­რე კა­ცი და წა­მო­ვი­და ჩემ­კენ, ში­შის­გან გა­მა­ცია. ვი­ფიქ­რე გავ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ვე­რა. ად­გილ­ზე გავ­შეშ­დი. მო­ვი­და და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი რა­ღაც მითხ­რა:

– მე ვნა­ხე ერ­თხელ სკო­ლა­ში რო გაგ­ვი­ან­დე­ბო­და და მირ­ბო­დი, რო­გორ მობ­რუნ­დი უკან, აი იმ ხეს­თან და რო­გორ აუქ­შიე მტრე­დე­ბი აემ ჩვე­ნი კორ­პუ­სის მსუ­ქან კა­ტას, სულ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი რო იყო და ჩუ­მად ეპა­რე­ბო­და ხოლ­მე ჩი­ტებს. რამ­დე­ნი აქ ჩა­ივ­ლი, სულ ეგ მახ­სენ­დე­ბა და მე­ღი­მე­ბა, აი, ხო ისე­დაც აგ­ვი­ა­ნებ­დი, მა­რა მტრე­დე­ბის გა­დარ­ჩე­ნის გუ­ლის­თ­ვის მა­ინც მობ­რუნ­დი. შენ კი­დე, მგო­ნი დაფ­რ­თხი ამ ჩემს გა­ღი­მე­ბებ­ზე და მა­გი­ტომ გა­გა­ჩე­რე ეხ­ლა, რო მეთ­ქ­ვა, რო კარ­გი გო­გო ხარ და აიმ მტრე­დე­ბის აქ­შე­ვის­თ­ვის გი­ღი­მი ხოლ­მე.

მა­შინ­დე­ლი და დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა, ისე­ვე, რო­გორც მა­შინ­დე­ლი და ახ­ლან­დე­ლი დრო, გა­რე­მო, მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. თუმ­ცა, სკო­ლის ფუნ­ქ­ცია ყვე­ლა დრო­ში უც­ვ­ლე­ლია. სკო­ლა მხო­ლოდ ის ად­გი­ლი არ უნ­და იყოს, სა­დაც გან­ტო­ლე­ბის ამოხ­ს­ნის პრინ­ციპს გიხ­ს­ნი­ან, სკო­ლა ის ად­გი­ლია, სა­დაც საგ­ნებ­თან ერ­თად ურ­თი­ერ­თო­ბა­საც სწავ­ლობ, სა­დაც სა­კუ­თა­რი თა­ვის უკეთ გაც­ნო­ბას იწყებ და უამ­რა­ვი კითხ­ვაც გიჩ­ნ­დე­ბა. მო­ზარ­დის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო უნა­ზე­სი ქსო­ვი­ლია, ერ­თ­მა თით­ქოს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო გა­კაწ­ვ­რამ შე­იძ­ლე­ბა ბო­ლომ­დე მო­არ­ღ­ვი­ოს და ჩა­მო­შა­ლოს. აუცი­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელს, გარ­და, ვთქვათ, ზმნის სწო­რად უღ­ლე­ბი­სა, ასე­თი ნარ­ღ­ვე­ვე­ბის ამო­კემ­ს­ვაც შე­ეძ­ლოს, მოს­წავ­ლის დარ­დის, ტკი­ვი­ლის ამორ­თ­ვა­ში უნ­და იყოს გა­წა­ფუ­ლი. დამ­ცა­ვი ბა­დის ქსო­ვა­შიც შე­ეშ­ვე­ლოს. იყო დრო, სკო­ლა ერ­თ­გ­ვა­რი დამ­ს­ჯე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შლე­იფ­საც „იხ­დენ­და“, მად­ლო­ბა ღმერთს, დღეს ასე აღა­რაა, ან თით­ქ­მის აღა­რაა. მოს­წავ­ლეს სკო­ლა­ში წას­ვ­ლა უნ­და უხა­რო­დეს, მას­წავ­ლე­ბელს – მოს­წავ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რა. სხვაგ­ვა­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა. ურ­თი­ერ­თო­ბა კი მა­ში­ნაა სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო, რო­ცა ორი­ვე მხა­რე გრძნობს კე­თილ­გან­წყო­ბას, დახ­მა­რე­ბის­თ­ვის მზად­ყოფ­ნას, სი­ხა­რუ­ლი­სა თუ სატ­კივ­რის გა­ზი­ა­რე­ბის სი­ი­ო­ლეს.

⇑⇓ წიგ­ნის მთა­ვარ გმირს, ლე­ოს, მშობ­ლე­ბი სოფ­ლის სკო­ლი­დან ქა­ლა­ქის პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში აგ­ზავ­ნი­ან. „ის სუ­ულ სხვა­ნა­ი­რი სკო­ლაა, იქ სუ­ულ სხვა­ნა­ირ საგ­ნებს ას­წავ­ლი­ან. უწიგ­ნე­ბოდ“… და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „სხვა სკო­ლა­ში“ „ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მოწ­რ­თო­ბის გაკ­ვე­თი­ლი, თა­ნას­წო­რო­ბის გაკ­ვე­თი­ლი, თავ­დაც­ვის გაკ­ვე­თი­ლი, სწო­რი არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბის გაკ­ვე­თი­ლი – ასეთ საგ­ნებს ას­წავ­ლი­ან“, ვხე­დავთ, რომ კონ­ტ­რას­ტი კი­დევ უფ­რო ღრმავ­დე­ბა სა­სურ­ველ სკო­ლა­სა და რე­ა­ლურს შო­რის და კი­დევ უფ­რო შიშ­ვ­ლ­დე­ბა პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც თქვენ შე­ე­ხეთ. მი­ა­ნიშ­ნებთ თუა არა ამით „პრეს­ტი­ჟუ­ლი სკო­ლის“ სა­ხე­ლით გა­და­ფა­რულ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­ზე?

პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში იყოს, მათ შო­რის „ბრჭყვი­ა­ლა სა­ხელს ამო­ფა­რე­ბულ“ სკო­ლებ­შიც. თუ დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ, ბო­ლო დროს, ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს სიტყ­ვა გვეს­მის: „წარ­მა­ტე­ბე­ბი!“ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლად ამ სიტყ­ვას მი­იჩ­ნე­ვენ. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, და­ბა­დე­ბის დღე გაქვს, მუ­შა­ო­ბა და­იწყე თუ შენ­მა ძრო­ხამ ხბო მო­ი­გო, ყვე­ლა მხრი­დან გეს­მის მო­ლოც­ვა და და­ლოც­ვა: „წარ­მა­ტე­ბე­ბი!“ დამ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სა­საც მა­მა-პა­პუ­რი „ნახ­ვამ­დის“ და „კარ­გად იყა­ვი“ ამ სიტყ­ვამ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა: „წარ­მა­ტე­ბე­ბი!“ ბავ­შ­ვებ­საც თავ­ში ებეჭ­დე­ბათ, რომ ცხოვ­რე­ბის, არ­სე­ბო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ესაა – გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ ხარ, ესე იგი შე­უმ­დ­გა­რი ხარ. რაც, ცხა­დია, არას­წო­რი მიდ­გო­მაა. „სხვა სკო­ლა“ სწო­რედ ამ ხაზს ირ­ჩევს: „და­ამ­ზა­დოს“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ამ იდე­ით შეპყ­რო­ბი­ლე­ბი ვერ ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ მთა­ვარს კარ­გა­ვენ, გა­სა­ჭირ­ში მყო­ფი მე­გობ­რის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბას, სუს­ტის და­ცინ­ვის აღ­მოფხ­ვ­რის გარ­და­უ­ვა­ლო­ბას, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნად დარ­ჩე­ნის აუცი­ლებ­ლო­ბას. თუმ­ცა, ლე­ო­სა და სოფ­ლის მას­წავ­ლებ­ლის, სო­ფის, ჩა­რე­ვით სკო­ლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი თავ­და­ყი­რა ტრი­ალ­დე­ბა.

⇑⇓ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს მშო­ბელს და გა­რე­მოს, რამ­დე­ნად სწო­რად აღიქ­ვამს დღე­ვან­დე­ლი მშო­ბე­ლი ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას?

თავს ვე­რა­ვის მსა­ჯუ­ლად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას ვერ მივ­ცემ, მხო­ლოდ იმას ვიტყ­ვი, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უკ­ვე ნიშ­ნავს დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბის­თ­ვის მზად­ყოფ­ნას.

⇑⇓ რო­გო­რი გავ­ლე­ნა აქვს ლი­ტე­რა­ტუ­რას ბავ­შ­ვებ­ზე?

ჯა­დოს­ნუ­რი. ამას თა­მა­მად ვამ­ბობ. ვე­რა­ნა­ი­რი ფილ­მი და ანი­მა­ცია ვერ გა­უ­წევს კონ­კუ­რენ­ცი­ას „ფილმს“, რო­მე­ლიც კითხ­ვის პრო­ცეს­ში შენს პი­რად „ეკ­რან­ზეა გაშ­ვე­ბუ­ლი“. სა­დაც შე­ნი, მხო­ლოდ შე­ნი ნე­ბაა, რო­გო­რი გა­მო­ხედ­ვა ექ­ნე­ბა პერ­სო­ნაჟს, რო­გორ გა­ი­ღი­მებს. ლა­პა­რა­კი­სას ცხვი­რის წვე­რი უმოძ­რა­ვებს თუ არა, თვა­ლებს ხში­რად აფა­ხუ­ლებს თუ არა. ავ­ტორ­თან ერ­თად, შენც ხდე­ბი პერ­სო­ნა­ჟის შემ­ქ­მ­ნე­ლი. ახალს არა­ფერს ვამ­ბობ, ყვე­ლას გა­მო­უც­დია: კითხ­ვის დროს რე­ა­ლო­ბა დნე­ბა, ილე­ვა და სა­ნამ გა­მო­ერ­კ­ვე­ვი, შენს თავს რა ხდე­ბა, უკ­ვე სულ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, სხვა ცხოვ­რე­ბა­ში გიდ­გას ფე­ხი. ხან პერ­სო­ნა­ჟის ნათ­ქ­ვამს ჩა­უ­ფიქ­რ­დე­ბი, აბ­ზაცს ხელ­მე­ო­რედ გა­და­ი­კითხავ, შენს თავს მო­არ­გებ ამო­კითხულს, ხან რა­ღაც ახალს გა­ი­გებ, მა­ნამ­დე შე­უმ­ჩ­ნე­ველს შე­ამ­ჩ­ნევ… რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არც თუ ისე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ამ­ბე­ბი გხდე­ბა თავს ადა­მი­ანს და კითხ­ვა არის შან­სი, მუდ­მივ თავ­გა­და­სა­ვალ­ში იმოგ­ზა­უ­რო. თან ათა­სი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში რომ შეძ­ვ­რე, ყვე­ლა­ზე პი­რად ამ­ბავ­შიც რომ ფეხ­და­ფეხ აედევ­ნო, იმის ფიქრს უთ­ვალ­თ­ვა­ლო, მა­ინც არა­ფერს აშა­ვებ, თით­ქოს კა­ნო­ნით გე­კუთ­ნის იქ ყოფ­ნა. აკი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი წერს: „იყო მკითხ­ვე­ლი, ეს თა­ვის­თა­ვად სას­წა­უ­ლია, მკითხ­ვე­ლი – ეს სწო­რედ ისაა, ვი­საც შე­გიძ­ლია ისე­დაც ვიწ­რო სა­ძი­ლე ტო­მა­რა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შო­რის იწ­ვე და სუ­ლაც არ იყო ზედ­მე­ტი, ეს – სას­წა­უ­ლია და მეტ­საც გეტყ­ვით, ზედ­მე­ტი კი არა, აუცი­ლე­ბე­ლი ხარ, რად­გან ავ­ტორ­მა ასე ინე­ბა“.

⇑⇓ რო­გო­რია თქვე­ნი გათ­ვ­ლა – ვინ უნ­და იყოს სხვა სკო­ლის მკითხ­ვე­ლი?

ზო­გა­დად, რო­ცა ვწერ, მკითხ­ველ­ზე და მით უმე­ტეს რა­ი­მე სა­ხის გათ­ვ­ლა­ზე არას­დ­როს ვფიქ­რობ. დას­რუ­ლე­ბის და გა­მო­ცე­მის შემ­დეგ კი წიგ­ნი უკ­ვე ცოცხა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მია, ავ­ტორს აღა­რა­ფე­რი გე­ხე­ბა, წიგ­ნი­სა და მკითხ­ვე­ლის კონ­ტაქ­ტის, მკითხ­ვე­ლის კა­ტე­გო­რი­ის გა­მოკ­ვე­თის ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, წე­რი­ლი და­ი­წე­რა „სხვა სკო­ლა­ზე“ და და­ვაკ­ვირ­დი, ამ ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ტექ­ს­ტებს, მი­უ­ხე­და­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი­სა, ფორ­მა­ტი­სა, ლექ­სი­კი­სა, აქ­ცენ­ტე­ბი­სა, ერ­თი სა­ერ­თო ფრა­ზა აქვთ: „ეს წიგ­ნი ყვე­ლა მო­ზარ­დ­მა, მშო­ბელ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და წა­ი­კითხოს!“ ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს მა­ხა­რებს – წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მი­ზი­ა­რე­ბენ რო­გორც მო­ზარ­დე­ბი, ასე­ვე მა­თი დე­დე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი. წიგ­ნი მო­ზარ­დებ­ზეა, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, სა­კითხა­ვად, არა მხო­ლოდ მათ­თ­ვი­საა სა­ინ­ტე­რე­სო. სკო­ლა ხომ მხო­ლოდ ბავ­შ­ვი არაა. მო­ზარ­დის სკო­ლის ცხოვ­რე­ბა, მა­თი გან­ც­დე­ბი ხომ მხო­ლოდ თა­ვად მოს­წავ­ლის­თ­ვის კი არაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ მა­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც, მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც.

⇑⇓ წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე „სხვა სკო­ლა“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ ერთ-ერ­თი ბეს­ტ­სე­ლე­რი გახ­და, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო თქვენ­თ­ვის ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა?

წიგ­ნი ჯერ ახა­ლი გა­მო­ცე­მუ­ლი იყო და ამ­დე­ნად ეს ამ­ბა­ვი, სა­სი­ხა­რუ­ლოს­თან ერ­თად, მო­უ­ლოდ­ნე­ლიც აღ­მოჩ­ნ­და. თან ამ ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბის გვერ­დით რომ მოხ­ვ­დე­ბა შე­ნი წიგ­ნი: ლი­ო­სა, კა­ზან­ძა­კი­სი, ორუ­ე­ლი, ხა­რა­ტიშ­ვი­ლი – რო­გორ არ უნ­და გა­გი­ხარ­დეს? ამ სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლი­დან მხო­ლოდ „სხვა სკო­ლაა“ ქარ­თულ ენა­ზე და­წე­რი­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი (ხა­რა­ტიშ­ვი­ლის ჩათ­ვ­ლით) – უცხო ენე­ბი­დან ნა­თარ­გ­მ­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რაა.

⇑⇓ ხომ არ უნ­და ვე­ლო­დოთ „სხვა სკო­ლის“ გაგ­რ­ძე­ლე­ბას?

აი, ორი დღის წინ ვი­ყა­ვი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე და მითხ­რეს, რომ გაგ­რ­ძე­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან. რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლიც მი­ვი­ღე ასე­თი­ვე თხოვ­ნით და იქ, სადღაც, სა­დაც პერ­სო­ნა­ჟე­ბი თა­ვის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ცხოვ­რე­ბას ცხოვ­რო­ბენ და ავ­ტორს ელო­დე­ბი­ან სა­ა­ქა­ო­ში გად­მო­სას­ვ­ლე­ლად, უკ­ვე ვამ­ჩ­ნევ ფა­ცი­ფუცს. ლეო და ნი­კო ერ­თად ემ­ზა­დე­ბი­ან ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ სკო­ლა­ში ჩა­მო­სას­ვ­ლე­ლად, სა­დაც უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი უნ­და გა­დახ­დეთ, ამ­ჯე­რად – ერ­თობ­ლი­ვად. ამ თავ­ს­გა­და­სახ­დე­ნი ამ­ბის კონ­ტუ­რე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თა აქა-იქ, მაგ­რამ ჯერ პი­რო­ბას მა­ინც ვერ ვდებ, რომ „სხვა სკო­ლის“ გაგ­რ­ძე­ლე­ბა, მე­ო­რე წიგ­ნი და­ი­წე­რე­ბა. ვნა­ხოთ, თუ­კი მკითხ­ვე­ლის სურ­ვი­ლიც იქ­ნე­ბა და იქი­დან ლეო-ნი­კო-ჯიმ­მი-ლუ­ლუც არ მომ­ცე­მენ მოს­ვე­ნე­ბას, ამაწ­რი­ა­ლე­ბენ, გა­მივ­სე­ბენ ფიქრს თა­ვი­ან­თი ამ­ბე­ბით, რო­გორც ეს ამ წიგ­ნის და­წე­რამ­დე გა­ა­კე­თეს, მა­შინ რა გუ­ლი მო­მით­მენს, რომ მკითხ­ველ­სა და პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის შუ­ა­მავ­ლო­ბის უსა­ინ­ტე­რე­სო­ეს საქ­მე­ზე უარი ვთქვა?

ეპი­ლო­გი

⇑⇓ რა არის მწერ­ლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი? რო­გორ შევ­ძ­ლებთ სა­სურ­ვე­ლი მო­მავ­ლის სკო­ლის შექ­მ­ნას და რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ ამის­თ­ვის?

ის, რომ მთა­ვა­რი მე­გობ­რო­ბაა, სიყ­ვა­რუ­ლია, ერ­თ­მა­ნეთ­ზე ზრუნ­ვაა. რომ ამით ფა­სობს ადა­მი­ა­ნი, ამის­თ­ვის არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი და თუ­კი ამას გა­მო­ვაც­ლით, ვე­რა­ნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბა ვერ გაგ­ვ­ხ­დის ბედ­ნი­ერს. ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს მთა­ვა­რი. წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის იდეა არ ვაქ­ცი­ოთ უმაღ­ლეს მიზ­ნად, კერ­პად, სიყ­ვა­რუ­ლის და მე­გობ­რო­ბის გა­რე­შე ყვე­ლა­ფე­რი არა­ფე­რია.

ესა­უბ­რა  ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები