15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

წარ­მა­ტე­ბის 10-წლი­ა­ნი ტრა­დი­ცია

spot_img

და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მია — SBA 2010 წლის 4 ნო­ემ­ბერს და­ფუძ­ნ­და, იმ ახალ­გაზ­რ­და სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ. აკა­დე­მი­ა­ში და­არ­სე­ბის დღი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, თა­ნა­მედ­რო­ვე, შე­დე­გებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მან­თ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მი­ამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცია და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა. ამ დრო­ი­სათ­ვის SBA ახორ­ცი­ე­ლებ­და სა­ბა­ჟო საქ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას, რომ­ლის სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაც აკა­დე­მი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის, პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, აკა­დე­მი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა აუდი­ტო­რის ასის­ტენ­ტის და ბან­კის ოპე­რა­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, წარ­მა­ტე­ბით მო­ი­პო­ვა მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა და, 2013 წლი­დან, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი შეს­თა­ვა­ზა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.
2018 წელს აკა­დე­მი­ამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა რე­ავ­ტო­რი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­რი კო­ლე­ჯის სტა­ტუ­სით და 6 წლის ვა­დით მო­ი­პო­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა რო­გორც ქარ­თულ, ისე ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლად, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, აკა­დე­მი­ამ 2018 წელს შეს­თა­ვა­ზა მსურ­ვე­ლებს დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა ბუ­ღალ­ტ­რულ აღ­რიცხ­ვა­ში.
2019 წლის16 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ ჰელ­სინ­კ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი კვი­რის ფარ­გ­ლებ­ში, სა­მე­წარ­მეო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. სა­მე­წარ­მეო სკო­ლის ჯილ­დო­ე­ბის ნომ­რის­თ­ვის, ევ­რო­პის 22 ქვეყ­ნის 34 ინო­ვა­ცი­უ­რი (აკა­დე­მი­უ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი) და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შე­ირ­ჩა, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე მა­თი უახ­ლე­სი ხედ­ვი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო გა­და­ე­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მი­ას — SBA, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში, სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით.

2020 წელს აკა­დე­მი­ამ პირ­ვე­ლად, კერ­ძო კო­ლე­ჯებს შო­რის, მსურ­ვე­ლებს შეს­თა­ვა­ზა ლო­გის­ტი­კის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლის შე­დე­გე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ სტუ­დენ­ტი, პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დიპ­ლომ­თან ერ­თად, სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტატს იღებს.

SBA მი­სია

SBA გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ზრუ­ნავს სა­მე­წარ­მეო, ასე­ვე, შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რის­თ­ვი­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გზით მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

„სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვარ კრი­ტე­რი­უ­მად, ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის პი­როვ­ნულ და პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვიჩ­ნევთ და ვა­მა­ყობთ ამით. ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის ოთხი მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს: სა­უ­კე­თე­სო, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სატყ­ვი­სი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, გა­მოც­დი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და კარ­გი მე­ნეჯ­მენ­ტი.
მო­ხა­რულ­ნი ვიქ­ნე­ბით, თუ­კი თქვენს არ­ჩე­ვანს ჩვენ­ზე შე­ა­ჩე­რებთ. ჩვენს ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას უშურ­ვე­ლად მო­ვახ­მართ თქვენს პრო­ფე­სი­ულ და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას. გა­ა­ტა­რეთ სწავ­ლის პე­რი­ო­დი ჩვენ­თან, გახ­დით SBA-ს დი­დი ოჯა­ხის წევ­რი და ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ თქვე­ნი, ჩვე­ნი და ქვეყ­ნის სა­ერ­თო წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის“. — ამ­ბობს აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რი ია ერა­ძე.

აირ­ჩიე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მია — SBA — გახ­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი

აკა­დე­მია, პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­თან ერ­თად, წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს შრო­მის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნად მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ან პროგ­რა­მებს.

სა­დიპ­ლო­მო პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი:
1. ოფი­სის მე­ნე­ჯე­რი;
2. სა­ბა­ჟო საქ­მე (ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი);
3. სა­ბა­ჟო საქ­მე (ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი);
4. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა;
5. სა­ექ­თ­ნო საქ­მე;
6. ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიცხ­ვა;
7. ლო­გის­ტი­კა;
8. ფარ­მა­ცია;
9. ფი­ნან­სე­ბი.

სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი:
1. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბუ­ღალ­ტე­რია;
2. სა­ბა­ჟო დეკ­ლა­რი­რე­ბა;
3. სა­ლა­როს ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;
4. კომ­პი­უ­ტე­რის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;
5. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა;
6. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა;
7. მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი და სა­ინ­ფორ­მა­ციო დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა;
8. საწყო­ბის ლო­გის­ტი­კა;
9. სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.
პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ისე თვით­და­ფი­ნან­სე­ბით.

ბრენ­დი­რე­ბა და ევ­რო­პის ხა­რის­ხის ნი­შა­ნი

აკა­დე­მია დღემ­დე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და ჩარ­ჩო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, და­ნერ­გ­ვა­სა და სრულ­ყო­ფა­ში. აკა­დე­მი­ის პერ­სო­ნა­ლის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია არა­ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის წა­არ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის.

SBA თა­ნამ­შ­რომ­ლობს არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან — ევ­რო­პუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის ფონ­დი (ETF), ასო­ცი­ა­ცია „People for people“, ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქსე­ლი (Integrity Action); სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მია, 2011 წლი­დან, სა­ბა­ჟო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის (INCU) წევ­რია, 2014 წელს მი­ე­ნი­ჭა EFQM (European Foundation for Quality Managment) ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ევ­რო­პუ­ლი ფონ­დის ნი­შა­ნი.
SBA მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ბრენ­დი­რე­ბის პრო­ცეს­ში და ორ­გ­ზის ბრენ­დი­რე­ბის 5-დან 5 ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის მფლო­ბე­ლია.

SBA — თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი

2027 წლი­სათ­ვის SBA აკა­დე­მია იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სხვა სა­ხის სერ­ვი­სებს გა­უ­წევს, სა­კუ­თა­რი სა­მე­წარ­მეო იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ოპე­რი­რე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად. ამ მიზ­ნით, მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა:
სა­ბა­ზო და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სათ­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, მათ შო­რის უცხო­ელ პარ­ტ­ნი­ორ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა;
სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლე­ბი­სა და და­საქ­მე­ბულ­თათ­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­ზა­დე­ბის, გა­დამ­ზა­დე­ბის, სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და საზღ­ვარ­გა­რეთ;
მოქ­მე­დი ბიზ­ნე­სი­სა და მე­წარ­მე­ე­ბი­სათ­ვის სა­კონ­სულ­ტა­ციო, კვლე­ვე­ბი­სა და და­გეგ­მ­ვის სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, მათ შო­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის კუთხით;
ბიზ­ნე­სი­სათ­ვის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­თა­ვა­ზე­ბა ან/და აუთ­სორ­სუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ცალ­კე­ულ ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლურ სფე­რო­ებ­ში.
აკა­დე­მია, და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა­კენ ის­წ­რაფ­ვის, სტუ­დენ­ტებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს სთა­ვა­ზობს არა მარ­ტო მომ­ხიბ­ვ­ლელ აკა­დე­მი­ურ გა­რე­მოს, არა­მედ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად — კულ­ტუ­რულ, გა­სარ­თობ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მი­ას არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რი ჰყავს და ახორ­ცი­ე­ლებს გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებს.
„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ რედაქცია ულო­ცავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მი­ას 10 წლის იუბი­ლეს.

მი­ი­ღე ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები