10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

წარმატება არ განისაზღვრება მხოლოდ საკუთარ თავზე მორგებული კეთილდღეობით

spot_img

რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია მა­რი­ამ დავ­ლა­შე­ლი­ძე, მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის   მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

 

წიგ­ნე­ბით გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა

და­ვამ­თავ­რე 116-ე სა­ჯა­რო სკო­ლა. სკო­ლის ასა­კი­დან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბას ვა­ხერ­ხებ­დი და, საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ბევრ პრო­ექ­ტ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო პრო­ექ­ტი „ბავ­შ­ვი ბავ­შ­ვის­თ­ვის“, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „აფხა­ზეთ­თან“ ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, პრო­ექ­ტის ფუ­ლით ძა­ლი­ან ბევ­რი წიგ­ნი ვი­ყი­დეთ და ობოლ­თა თავ­შე­სა­ფარს გა­და­ვე­ცით. ამა­ყი ვი­ყა­ვი, რომ სა­კუ­თა­რი შრო­მით შე­ძე­ნი­ლი წიგ­ნე­ბით სხვა ბავ­შ­ვებს გა­ვუ­ფე­რა­დეთ ცხოვ­რე­ბა.

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ბევ­რ­მა ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. დაწყე­ბუ­ლი ჩე­მი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­თა და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც გა­ვი­ზარ­დე, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით. რო­გორც გითხა­რით, ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი ინი­ცი­ა­ტი­ვით და ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბით. მინ­დო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის აგენ­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამას­თან, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­მა, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­ლო­სო­ფია. ერთ-ერ­თი ასე­თია პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა, არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ, არა­მედ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სხვე­ბის წი­ნა­შეც მაქვს. ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე მორ­გე­ბუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბით არ გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, არა­მედ იმით თუ რა შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო სხვე­ბის­თ­ვი­საც. ამას და­ემ­თხ­ვა 2008 წელს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი. მა­შინ 12 წლის ვი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა შემ­დეგ­ში ბევრ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე. 2014 წელ­საც, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, იქ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი პრო­ფე­სია.

გზა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ამე­რი­კის­კენ

ამე­რი­კა­ში რო­დე­საც ჩა­მო­ვე­დი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვის ვიც­ნობ­დი, მოვ­დი­ო­დი შტატ­ში, რო­მელ­შიც არც და­სარ­ჩე­ნი მქონ­და და არც ნაც­ნო­ბი მყავ­და. თუმ­ცა, აქ ერ­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი დამ­ხ­ვ­და, რომე­ლმაც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რი­ვით მი­მი­ღო. ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის პირ­ველ, ყვე­ლა­ზე რთულ დღე­ებ­ში გვერ­დით და­მიდ­გ­ნენ და ყვე­ლა­ნა­ი­რად და­მეხ­მარ­ნენ. შემ­დეგ ეს ოჯა­ხი ჩე­მი ოჯა­ხი გახ­და ამე­რი­კა­ში. რო­დე­საც ასეთ სი­კე­თეს გი­კე­თე­ბენ, ყო­ველ­თ­ვის ფიქ­რობ რი­სი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია შენ, უკან რომ და­აბ­რუ­ნო ეს სი­კე­თე. შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გა­გიჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია იმი­სა, რომ ანა­ლო­გი­უ­რად და­ეხ­მა­რო სხვებს და გა­უკ­ვა­ლო გზის თუნ­დაც ძა­ლი­ან მცი­რე, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი ისევ ჩემს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე და­ვამ­თავ­რე და ძა­ლი­ან კარ­გი, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე „შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“. ამ დრო­ის­თ­ვის, მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა — ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი, რა­საც საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლი­სას ხში­რად აწყ­დე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბი, გა­და­ლა­ხუ­ლი მქონ­და. ვფიქ­რობ, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ქო­ნა გარ­კ­ვე­ულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­საც მო­ი­ცავს. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი ნი­ჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, არა­მედ სხვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვი­საც უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. სწო­რედ ამი­ტომ, ყო­ველ­თ­ვის მი­მაჩ­ნ­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია სა­კუ­თარ საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ბოს­ტო­ნი — გა­ნათ­ლე­ბის დე­და­ქა­ლა­ქი და მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე ვსწავ­ლობ, სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბა, ძი­რი­თა­დად, კვლე­ვი­თი, ანა­ლი­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. ამას­თან, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თუ რამ­დე­ნად ვი­ყე­ნებთ თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას პრაქ­ტი­კა­ში. გა­ნათ­ლე­ბის ამ სა­ფე­ხურ­ზე, ამე­რი­კა­ში, თით­ქ­მის არ არის მეხ­სი­ე­რე­ბი­თი სას­წავ­ლო სის­ტე­მა. ვკითხუ­ლობთ ძა­ლი­ან ბევრ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მი­მო­ვი­ხი­ლავთ და კრი­ტი­კუ­ლად ვა­ა­ნა­ლი­ზებთ წა­კითხულს. ეს ყვე­ლა­ფე­რი აუცი­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის, რა­საც თით­ქ­მის ყვე­ლა სა­გან­ში ვხვდე­ბით — ვკითხუ­ლობთ თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას, კრი­ტი­კუ­ლად ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, შემ­დეგ ამის სა­ფუძ­ველ­ზე ვწერთ სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ანა­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტი­ე­ბის, პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტე­ბის ან გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის სა­ხით.

და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­გის­ტ­რა­ტუ­რის ხა­რის­ხის­თ­ვის, ნამ­დ­ვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. მა­შინ, რო­დე­საც ამე­რი­კე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და­ფი­ნან­სე­ბის უამ­რა­ვი წყა­რო­თი სარ­გებ­ლო­ბენ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის რე­სურ­სი შე­და­რე­ბით მცი­რეა. ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა — სტუ­დენ­ტუ­რი სტი­პენ­დი­ე­ბით, ამე­რი­კის მთავ­რო­ბა — ფულ­ბ­რა­ი­ტის პროგ­რა­მით ან უშუ­ა­ლოდ ამე­რი­კუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მე ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მა­ფი­ნან­სებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ნაცხა­დი სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა­ზეც გა­ვა­კე­თე. ჯერ კი­დევ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სა­აპ­ლი­კა­ციო გა­ნაცხა­დი შე­ვი­ტა­ნე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და გა­სა­უბ­რე­ბა და­მი­ნიშ­ნეს, მე­გო­ნა, რომ საკ­მა­რი­სად კარ­გი აპ­ლი­კა­ცია არ მქონ­და და სურ­დათ, გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ე­ღოთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა — ჩავ­რიცხუ­ლი­ყა­ვი თუ არა პროგ­რა­მა­ზე. გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და ჯერ კი­დევ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, და­ფი­ნან­სე­ბას­თან ერ­თად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზეს, კვლე­ვის ასის­ტენ­ტად.

სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა შტა­ტე­ბის და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მე ბოს­ტონ­ში ვსწავ­ლობ, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მო­წი­ნა­ვე ქა­ლა­ქია გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ბოს­ტონს გა­ნათ­ლე­ბის დე­და­ქა­ლაქ­საც უწო­დე­ბენ), აქ სწავ­ლაც და ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რია. სა­შუ­ა­ლოდ, ერ­თი წლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რია 50 000$. თუმ­ცა, გა­აჩ­ნია სწავ­ლის სა­ფე­ხურს, უნი­ვერ­სი­ტეტს და შტატს გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით და­ან­გა­რიშ­დე­ბა. აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის მი­ხედ­ვით უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი გა­მორ­ჩე­ულ სტუ­დენ­ტებს სა­კუ­თარ და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მას და სტი­პენ­დი­ას სთა­ვა­ზო­ბენ. აპ­ლი­კან­ტის შე­ფა­სე­ბა რო­მე­ლი­მე ერ­თი ფაქ­ტო­რით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ნაკ­ლე­ბა­დაა, ის მთლი­ა­ნო­ბა­ში ფას­დე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა კრი­ტე­რი­უ­მის სა­ფუძ­ველ­ზე და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა (მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე), ენის სერ­ტი­ფი­კა­ტის ქუ­ლა; რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რია აპ­ლი­კან­ტი; აპ­ლი­კან­ტი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიზ­ნე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის თან­ხ­ვედ­რა და ა.შ. ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თი­ა­ნო­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში, ფას­დე­ბა აპ­ლი­კა­ცი­ის სიძ­ლი­ე­რე. შემ­დეგ, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­შიც, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ძა­ლი­ან ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გთა­ვა­ზო­ბენ რო­გორც და­ფი­ნან­სე­ბის, ასე­ვე და­საქ­მე­ბის კუთხი­თაც. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყო­ველ­თ­ვის ხელს მიწყო­ბენ, რომ ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო, მა­გა­ლი­თად: შარ­შან ზაფხულს გავ­ხ­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თი სტი­პენ­დი­ა­ტი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს ონ­ლა­ინ ტრე­ნინგს ვუ­ტა­რებ­დი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.

ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა

ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო ამ სა­კითხ­ზე, თუმ­ცა ვეც­დე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლედ გი­პა­სუ­ხოთ. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლუ­რი სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ალ­ბათ ის არის, რომ ამე­რი­კუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა კრი­ტი­კუ­ლი და ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რაც თა­ვის მხრივ, იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, მოვ­ლე­ნებ­სა და ცნე­ბებს არა სა­ზო­გა­დო ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სა­ხით ვუ­ყუ­როთ, არა­მედ ეჭ­ვი შე­ვი­ტა­ნოთ მათ­ში და ახა­ლი ცოდ­ნა შევ­ქ­მ­ნათ. მა­შინ, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა უფ­რო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის კარ­გად დას­წავ­ლა­ზე. ამას­თან, ამე­რი­კუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა მე­ტად იძ­ლე­ვა თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­შ­ტაბ­მა — სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლებ­თან ერ­თად პა­ტა­რა ქა­ლა­ქი­ვი­თაა გა­შე­ნე­ბუ­ლი ყუ­რე­ში. კამ­პუ­სებს შო­რის კი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ბუსს ვი­ყე­ნებთ იმი­სათ­ვის, რომ ერ­თი კამ­პუ­სი­დან მე­ო­რე­ში მი­ვი­დეთ. ძა­ლი­ან მომ­წონს უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნა­მედ­რო­ვედ აღ­ჭურ­ვი­ლი მულ­ტი­ფუნ­ქ­ცი­უ­რი ზო­ნე­ბი, იქ­ნე­ბა ეს და­სას­ვე­ნე­ბე­ლი, სპორ­ტუ­ლი, სას­წავ­ლო თუ სა­თა­მა­შო ზო­ნა.

პან­დე­მია და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა

პან­დე­მი­ამ კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსაზღ­ვ­როა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ცვა­ლე­ბა­დო­ბას­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნიც ადაპ­ტა­ცი­ას გა­ნიც­დის. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლამ და მუ­შა­ო­ბამ უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ა­ჩი­ნა, რა თქმა უნ­და, მე მა­ინც აუდი­ტო­რი­ა­ში სწავ­ლა მომ­წონს, ჯგუ­ფე­ლებ­თან და პრო­ფე­სო­რებ­თან პი­რის­პირ ინ­ტე­რაქ­ცია.

რას ეტყო­დით ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ

რო­დე­საც ასეთ რთულ გზას იწყებ, სხვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ, ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა სურთ, ვი­დე­ო­ებს ვწერ ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა: უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის არ­ჩე­ვა, სა­აპ­ლი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სა­ვი­ზო პრო­ცე­დუ­რე­ბი. სა­მო­მავ­ლოდ, ამ პრო­ექ­ტის კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თო­ე­ბას ვა­პი­რებ და ძა­ლი­ან ბევრ სი­ახ­ლეს გა­ვაც­ნობ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს, ამე­რი­კის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, პრობ­ლე­მა, რა თქმა უნ­და, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბია, თუმ­ცა ორი­ვე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­ლახ­ვა­დია. მე­ო­რე, ალ­ბათ სას­წავ­ლო მა­სა­ლის რა­ო­დე­ნო­ბაა. ხში­რად, ერ­თი კვი­რის მან­ძილ­ზე, რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი გვაქვს ხოლ­მე წა­სა­კითხი, სა­შუ­ა­ლოდ, 500 გვერ­დი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწრა­ფად კითხ­ვის ტექ­ნი­კა არ ის­წავ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა და­საწყის­ში სტრე­სუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს სტუ­დენ­ტის­თ­ვის. მე­სა­მე, ალ­ბათ, ის ლე­გა­ლუ­რი შეზღუდ­ვე­ბია, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბი აწყ­დე­ბი­ან და­საქ­მე­ბის კუთხით. ამე­რი­კა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ კამ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქვთ, 20 სა­ა­თით, კამ­პუს­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი კი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად მცი­რეა.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, ქვეყ­ნის სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბის­თ­ვის. ამი­ტომ ყვე­ლა ის ახალ­გაზ­რ­და, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია (არ არის აუცი­ლე­ბე­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ ჰქონ­დეს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ბევრ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­დას ვიც­ნობ, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და არ აქვს საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი), აუცი­ლებ­ლად უნ­და მუ­შა­ობ­დეს თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ვფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში აუცი­ლებ­ლად ითა­მა­შებს დიდ როლს. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მა, სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში ახა­ლი ხედ­ვე­ბი გა­ვა­ჩი­ნოთ და ქვე­ყა­ნა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიყ­ვა­ნოთ.

ოკე­ა­ნის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი სამ­შობ­ლო

ის, რაც ამე­რი­კა­ში ჩემს აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას, გა­ო­ცე­ბას, გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მი­ერ ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვის უნა­რი და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბაა, რაც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბი­დან იწყე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად ვფიქ­რობ, რა ტი­პის აღ­ზ­რ­და და გა­ნათ­ლე­ბა აყა­ლი­ბებს თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვიდ­ში ასეთ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ აზ­როვ­ნე­ბას, პა­სუ­ხი ჯერ არ მაქვს, თუმ­ცა, იმე­დია მექ­ნე­ბა.

რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე ვფიქ­რობ, ერ­თი ძვე­ლაღ­მო­სავ­ლუ­რი იგა­ვი მახ­სენ­დე­ბა, რომ­ლის სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ა­ცია ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რა­შია ასა­ხუ­ლი. იგა­ვის მი­ხედ­ვით, ერ­თი კა­ცი სა­გან­ძუ­რის სა­პოვ­ნე­ლად სხვა ქა­ლაქ­ში წა­ვა, მაგ­რამ ეს სა­გან­ძუ­რი მის ეზო­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ჩაფ­ლუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მივ­დი­ვართ სხვა ქვეყ­ნებ­ში და იქ ვე­ძებთ „სა­გან­ძურს“, ბო­ლოს მა­ინც აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მთა­ვა­რი რე­სურ­სი ისევ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შია. თუმ­ცა კი, ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ვი­ძენთ ცოდ­ნას, გა­ნათ­ლე­ბა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო, რომ შემ­დ­გომ ჩვენ­სა­ვე ქვე­ყა­ნა­ში ჩაფ­ლუ­ლი სა­გან­ძუ­რის პოვ­ნა შევ­ძ­ლოთ.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი
ინ­ტერ­ვიუ ჩა­ი­წე­რა 15 აპ­რილს

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები