გაეცანით „ახალი განათლების“ მიერ პროფესიული უნარების გამოცდისთვის გამოცხადებული ტრენინგ კურსის პროგრამას.
პროგრამა
🔸 სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების/პრობლემების იდენტიფიცირება;
🔸 სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებებისა და პრობლემების შესაბამისი კვლევის დაგეგმვა;
🔸 სკოლის, თემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა/განხორციელება;
🔸 ეფექტური კომუნიკაცის და პრეზენტაციის უნარი;
🔸 პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
🔸 მაღალი სააზროვნო უნარები: კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი;
🔸 დიფერენცირებული მიდგომა;
🔸 განმავითარებელი შეფასება;
🔸 დემოკრატიული კულტურა;
🔸 გლობალური მოქალაქეობა;
🔸 ინკლუზია, მრავალფეროვნება და უნივერსალური დიზაინი;
🔸 გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა;
🔸 ციფრული მოქალაქეობა;
🔸 ფუნქციური წერა;
🔸 კანონმდებლობა;
🔸 ღია ტიპის დავალებებზე მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი კურსი ასი (100) ან მეტი საათისგან შედგება, რომელსაც გაუძღვებიან: ტრენერ-კონსულტანტი ნინო ჩიხლაძე და ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი.
ტრენინგ-კურსი გაიმართება ყოველ თვე, კალენდარული ჩანიშვნის მიხედვით, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 19 საათიდან და ჩანაწერის ხანგრძლივობების მიხედვით, ჯამურად, უნდა იყოს ას (100) საათზე მეტი.
ტრენინგ-კურსის ღირებულებაა, თვეში, 30 ლარი.
ტრენინგ-კურსი ჩატარდება სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით (ათი თვე) და შეხვედრები თვეში 10 (ათ) საათზე მეტი დროით განხორციელდება.
ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს. განხილული იქნება არსებული ტესტები, ასევე ახალი ტესტები, რომლებიც შეიქმნება პერსონალურად ამ კურსისთვის, ყველა მოთხოვნის შესაბამისად.
ტრენინგ-კურსი იმუშავებს თიმსის პლატფორმით.
ჯგუფები დაკომპლექტდება 20 სექტემბრამდე. მსურველებმა მოგვწერეთ მეილზე: axaliganatleba@gmail.com და მითითებული თანხა, მოდულის არჩევის მიხედვით, ჩარიცხეთ ანგარიშზე: GE63BG0000000962908200 ს/ს საქართველოს ბანკი, შპს „ახალი განათლება“ ს/კ 202058735 .
გთხოვთ მიუთითოთ დანიშნულება – „ტრენინგის საფასური“ და საკონტაქტო მონაცემები.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 593364240