26 სექტემბერი, ორშაბათი, 2022

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდების შედეგები

spot_img
გთავაზობთ  წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდების შედეგებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე  online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება 19 აგვისტოდან და 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. დეტალები გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.  გამოსაცდელს შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს ერთი ან რამდენიმე დავალების შეფასება. სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის რამდენიმე ვარიანტი იყო, მოხდება ქულათა გათანაბრება.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ: გაითვალისწინეთ, რომ ტესტების ვარიანტების სირთულეების გათანაბრებისა და სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლებელია შეგეცვალოთ ქულა. დეტალური ინფორმაცია აისახება თქვენს პირად სარეგისტრაციო გვერდზე.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები