16 მაისი, ორშაბათი, 2022

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება:

♦ არჩევითპასუხებიანი

♦ შესაბამისობის

♦ ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციებისü შემუშავება, კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი და სხვა)

♦ ფუნქციური/ანალიტიკური წერა

ქვემოთ მოცემული დავალებები მხოლოდ ნიმუშებია და არა საგამოცდო კითხვების ზუსტი ანალოგები.

გთავაზობთ ტესტური დავალების ნიმუშებს:

 

არჩევითპასუხიანი დავალება

(მაქსიმალური ქულა – 1)

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ეფექტიანია მაშინ, როცა მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიღებული ცოდნა და ღირებულებები რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.

ჩამოთვლილთაგან მასწავლებლის რომელი ქმედებაა ყველაზე ეფექტიანი იმისათვის, რომ მოსწავლეებმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით პრაქტიკული გამოცდილება შეიძინონ?

ა) მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულას და სთხოვს მათ, იმსჯელონ იმის შესახებ, თუ რა უშლის ხელს თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას.

ბ) მასწავლებელი მოსწავლეებს განსახილველად აძლევს სიტუაციურ ამოცანას, რომელშიც საუბარია გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლთა მდგომარეობაზე. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.

გ) მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, წარმოადგინონ საკუთარი წინადადებები სწავლების პროცესისა და სკოლის მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რისთვისაც სთავაზობს მათ ე. წ. „წინადადებების ყუთს“.

დ) მასწავლებელი მოსწავლეებს სადისკუსიოდ აძლევს შეკითხვას: „დასაშვებია თუ არა ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან, როცა საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგსა და საზოგადოებრივ თუ კერძო საკუთრებას?“

სწორი პასუხი:

შესაბამისობის დავალება

A სვეტში წარმოდგენილი აღწერები შეუსაბამეთ B სვეტში მოცემულ ცოდნის სახეებს.

*შესაბამისობები ჩაწერეთ თანდართულ ცხრილში

                                                                                      

ღია დავალება

(პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება, კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი და სხვა)

გაკვეთილზე დაკვირვება

                                                                                  (მაქსიმალური ქულა -12)

სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის ერთ-ერთი ეფექტიანი სტრატეგიის – „კრიტიკული მეგობრის“ დანერგვა. პროექტის ფარგლებში კოლეგები ერთმანეთის გაკვეთილებს ესწრებოდნენ, აფასებდნენ და შეიმუშავებდნენ რეკომენდაციებს.

გთავაზობთ ერთ-ერთი პედაგოგის მიერ გაკვეთილზე დაკვირვების საფუძველზე შევსებულ შეფასების ფორმას. შეფასების ფორმა:

დავალება შეასრულეთ შემდეგი მითითებების მიხედვით:

⇒ შეფასების ფორმაზე დაყრდნობით გააანალიზეთ ჩატარებული გაკვეთილის ორი- დადებითი მხარე.

⇒ შეფასების ფორმაზე დაყრდნობით გააანალიზეთ ჩატარებული გაკვეთილის ორი- უარყოფითი მხარე.

⇒ შეიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება ხარვეზების- აღმოფხვრაში.

* შენიშვნა:

⇒ გაკვეთილის თითოეული დადებითი და უარყოფითი მხარის იდენტიფიცირება და- გაანალიზება შეფასდება I და II კრიტერიუმების მიხედვით.

⇒ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შემუშავებული თითოეული რეკომენდაცია- შეფასდება III კრიტერიუმის მიხედვით.

მიღებული ქულები დაჯამდება.

სიტუაციის ანალიზი

          (მაქსიმალური ქულა – 8)

ერთ-ერთი საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ხარისხის მართვის ჯგუფის წევრად აირჩიეს, დაავალა სასკოლო გარემოს შეფასება. მან ამ მიზნით დაგეგმა და ჩაატარა კვლევა, შეადგინა კითხვარი, რომლის გამოყენებითაც იკვლევდა მოსწავლეების დამოკიდებულებას მასწავლებლების მიმართ.

კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები მასწავლებელთა უმრავლესობას პოზიტიურად აფასებენ, მოსწონთ მათი დამოკიდებულება როგორც მოსწავლეების, ასევე ერთმანეთისა და მშობლებისადმი. ამასთან, მიაჩნიათ, რომ მათი ჩატარებული გაკვეთილები საინტერესოა. თუმცა, იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ნეგატიურად აფასებდნენ რამდენიმე მასწავლებლის როგორც კლასის მართვის სტილს, ასევე მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს.

მასწავლებელმა კვლევა დაასრულა და საბოლოო შედეგები დაამუშავა, შეადგინა გრაფიკები, სადაც ნათლად ჩანდა თითოეული მასწავლებლის სუსტი და ძლიერი მხარეები. ასევე, მან ცხრილის სახით წარმოადგინა, თუ როგორ აფასებდა თითოეული მოსწავლე კონკრეტულ მასწავლებელს. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე მკვლევარმა მასწავლებელმა თითოეული კოლეგისათვის შეიმუშავა რეკომენდაცია.

მასწავლებელმა კვლევის პრეზენტაცია წარადგინა დირექტორის მიერ მოწვეულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სკოლის ყველა პედაგოგი ესწრებოდა.

გააანალიზეთ სიტუაცია შემდეგი მითითებების მიხედვით:

აღმოაჩინეთ მკვლევარი მასწავლებლის მიერ დაშვებული ორი შეცდომა.

♦  განმარტეთ, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს თითოეულ მათგანს.

♦ შეიმუშავეთ მკვლევარი მასწავლებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებშიც მითითებული იქნება თითოეული ხარვეზის აღმოფხვრის გზა.

* შენიშვნა:

⇒ თითოეული შეცდომის იდენტიფიცირება შეფასდება I კრიტერიუმის მიხედვით.

⇒ თითოეული უარყოფითი შედეგის განსაზღვრა შეფასდება II კრიტერიუმის მიხედვით.

⇒ თითოეული რეკომენდაცია შეფასდება III კრიტერიუმის მიხედვით.

მიღებული ქულები დაჯამდება.

ფუნქციური/ანალიტიკური წერა

ფუნქციური წერა

               (მაქსიმალური ქულა – 8)

ინსტრუქცია: სათქმელი ჩამოაყალიბეთ ნათლად და გასაგებად. მკაფიოდ წარმოაჩინეთ პრობლემის არსი და დამაჯერებლად დაასაბუთეთ საკუთარი მოთხოვნა. გაითვალისწინეთ, ნაშრომი 140 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დავალების პირობა:

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა გამოცდის მაქსიმალური ქულა და მინიმალური...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის. წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა. იგი ეყრდნობა მასწავლებლის...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები