18 აგვისტო, ხუთშაბათი, 2022

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

spot_img

საგამოცდო პროგრამა

  1. სკოლის/თემის და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

1.1. სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების/პრობლემების იდენტიფიცირება.

1.2. სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებებისა და პრობლემების შესაბამისი კვლევის დაგეგმვა:

♦ პრობლემის იდენტიფიცირება.

♦ კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა/შემუშავება.

♦ ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება.

♦ ინფორმაციის/მონაცემების დამუშავება და გაანალიზება.

♦ რეკომენდაციების შემუშავება.

1.3. სკოლის, თემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა/განხორციელება.

  1. ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა

♦ ზოგადი განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, მართვის სტრატეგიები.

♦ თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და კვლევების შესახებ ინფორმირებულობა, არსებითი ინფორმაციის ამოცნობა, მონაცემების გაანალიზება და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

  1. სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა

♦ საგანმანათლებლო სფეროში წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შესახებ ინფორმირებულობა.

♦ ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

♦ ფუნქციური წერა.

♦ საკითხის/პრობლემის პრეზენტაცია.

  1. მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაზიარება

4.1. სასკოლო თემის ფარგლებში მდგრადი განვითარების შემდეგი ძირითადი პრინციპების გავრცელება:

♦ დემოკრატიული კულტურა.

♦ გლობალური მოქალაქეობა.

♦ ინკლუზია, მრავალფეროვნება და უნივერსალური დიზაინი.

♦ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.

♦ ციფრული მოქალაქეობა.

დამხმარე ლიტერატურა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება.
გთავაზობთ დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალს.

დამხმარე ლიტერატურის სანახავად გახსენით 👉👉 ბმული

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები