3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მესამე მიმართულება წამყვანებისთვის

spot_img

წამყვანებისთვის მესამე მიმართულება – პროფესიული პასუხისმგებლობა მოითვლის ორ კომპეტენციას. თავად მიმართულება პროფესიული პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეებსა და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებას.

 კომპეტენცია 1. საკუთარი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა მათი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების, განვითარების ღონისძიებების შერჩევისა და განხორციელების პროცესში;

ამ კომპეტენციის კრიტერიუმია ასეთი (აღწერა):

აპლიკანტი ასაბუთებს და აანალიზებს საკუთარი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული ინსტრუმენტების ვალიდურობას. აპლიკანტის მიერ გამოკვეთილი პროფესიული საჭიროებები ეფუძნება მოძიებული ინფორმაციის ანალიზს. პროფესიული განვითარების ღონისძიებები პასუხობს გამოვლენილ საჭიროებებს. შეფასებულია განხორციელებული პროფესიული განვითარების ღონისძიებების ეფექტიანობა. საკუთარი პროფესიული განვითარების გამოცდილების საფუძველზე, აპლიკანტი უზიარებს კოლეგებს პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების ვალიდურ ინსტრუმენტებს და ეხმარება პროფესიული საჭიროებების სწორად გამოკვეთაში, კონსულტაციას უწევს საჭიროების შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მიღწეული შედეგების შეფასების პროცესში. აპლიკანტის მიერ გაცემული უკუკავშირი აკმაყოფილებს განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მახასიათებლებს.

ამ მიმართულებისთვის შეიძლება წარმოდგენილი იყოს სკოლის სამოქმედო კვლევის ანგარიში, ან სტატია, ან კიდევ პროექტი, რომელშიც:

  1. წარმოდგენილი იქნება საკუთარი პრაქტიკის საჭიროებისთვის ინსტრუმენტები;
  2. ინფორმაცია უნდა იყოს დადასტურებული კვლევის მეთოდოლოგიით;
  3. ინტერვენციები უნდა პასუხობდეს მიზნების მიღწევას;
  4. უნდა ჩანდეს რეფლექსიური ნაწილი (საკუთარი პრაქტიკის წარმატებულობა, მისი მიწოდებას კოლეგებზე…)

კომპეტენცია 2. იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და/ან საგანმანათლებლო კვლევებს და არსებულ ცოდნას იყენებს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;

ამ კომპეტენციის კრიტერიუმია ასეთი:

აპლიკანტის მიერ საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული ლიტერატურა და/ან საგანმანათლებლო კვლევები არის თანამედროვე, ინოვაციური და სანდო. აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება დამუშავებული და გაანალიზებული ლიტერატურის/კვლევების მიგნებების მიზნობრივი ტრანსფერი მის პედაგოგიურ პრაქტიკაში და შეფასებულია დანერგვის ეფექტიანობა. აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება მიღებული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის და დეტალურადაა აღწერილი და დასაბუთებული, როგორ შეუწყო ხელი სკოლის მასშტაბით აღნიშნული გამოცდილების დანერგვას.

ამ მიმართულებისთვის შეიძლება წარმოდგენილი იყოს შეხვედრების ოქმები, სკოლის სამოქმედო კვლევის ანგარიში, ან სტატია, ან კიდევ პროექტი. ამ მიმართულებაში, შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს ასევე მოსწავლეებისა და მშობლების სოციუმიც.

შენიშვნა: ორი კომპეტენციიდან ერთი მაინც უნდა იყოს დადასტურებული!

ესგ-ს ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები