16 თებერვალი, კვირა, 2025

წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების დაუფლება დაწყებით საფეხურზე

spot_imgspot_img
ნინო ყეინაშვილი
სსიპ თბილისის №160 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის, როგორც მკითხველის, ჩამოყალიბებაში.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს – სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტს.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ, რომელიც საქართველოში ორჯერ ჩატარდა, აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს არ უჭირთ ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის გაგება, ხოლო რაც შეეხება დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებას და ა.შ., ამ მხრივ, კვლევის თანახმად, სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა.

პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თავად მასწავლებელმა გააცნობიეროს ინფორმაციული ტექსტის ძირითადი მახასიათებლები და მის გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეები. ამით ის შეძლებს, დაეხმაროს მოსწავლეებს ასეთი ტიპის ტექსტებთან მუშაობისას წარმოქმნილი ბარიერების გადალახვაში.

წაკითხული ტექსტის გააზრების პრობლემა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • მწირი ლექსიკური მარაგი;
  • გამართულად კითხვის სირთულე;
  • მკითხველისთვის უცნობი საკითხავი თემა;
  • ტექსტის სირთულე;
  • კითხვის ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება;
  • სუსტი ვერბალური მსჯელობა;
  • ინფორმაციის გადამუშავების პრობლემა;
  • წაკითხვის შემდეგ ინფორმაციის აღდგენის პრობლემა.

ზემოაღნიშნულმა პრობლემამ დამაფიქრა და სასწავლო წლის დასაწყისიდან ყურადღებით ვაკვირდებოდი მოსწავლეებს. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, ხალისით ასრულებდნენ ჯგუფურ სამუშაოებს და საშინაო დავალებებიც ყოველთვის მზად ჰქონდათ, მაგრამ, როდესაც საქმე წაკითხული ტექსტის გაანალიზებას ეხებოდა, უჭირდათ ნაწარმოებიდან მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის განსაზღვრა და დასკვნების გამოტანა. დავინტერესდი, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი და, როგორ დავხმარებოდი ჩემს მოსწავლეებს პრობლემის მოგვარებაში. მიზნად დავისახე წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესებისათვის შემეწყო ხელი.

წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების გაუმჯობესების მიზნით, შევარჩიე დამხმარე სახელმძღვანელოები (G-Pried-ის ტექსტები). ტექსტებზე მუშაობის დროს ვიყენებდი შემდეგ მეთოდებს:

დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე;

ხმამაღალი ფიქრი;

მონიშვნებით კითხვა;

დისკუსია.

წიგნებს კითხულობდნენ როგორც სკოლაში, ასევე სახლში. ხმამაღალი ფიქრის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, მოსწავლეები კლასში ხმამაღლა, გაგრძელებით კითხულობდნენ ნაწარმოებს. კითხვის პროცესშივე ხდებოდა გააზრება, რადგან ბავშვს უხდებოდა დაკვირვებით წაკითხვა და აზრის ხმამაღლა ჩამოყალიბება; განვმარტავდით გაუგებარ სიტყვებს, თუ ასეთი შეხვდებოდათ. კითხვის დასრულების შემდეგ იმართებოდა დისკუსია. ბავშვები თავისუფლად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს ნაწარმოების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე. ამ მეთოდის გამოყენებით, ისინი მეტი მონდომებით კითხულობდნენ და უფრო სიღრმისეულად იაზრებდნენ ტექსტს. ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე მეთოდის გამოყენების დროს, ბავშვები ჩუმი კითხვით, ინდივიდუალურად კითხულობდნენ ტექსტს, ინიშნავდნენ გაუგებარ სიტყვებს და გამოთქმებს. წაკითხვის შემდეგ ხდებოდა მონიშნულის განმარტება. წყვილებში გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, განიხილავდნენ და აფასებდნენ წაკითხულს, ავსებდნენ სქემებს და დასმულ შეკითხვებს ხმამაღლა პასუხობდნენ. ამ მეთოდის გამოყენება ბავშვებს ეხმარებოდა ტექსტის უკეთ გაგებაში.

ამ მეთოდებთან ერთად, ჩავრთე სხვადასხვა რესურსი და ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში განხორციელებული აქტივობები. მაგ.:

წიგნმა „იგავ-არაკების პალიტრა“ ბავშვებს დიდი მოტივაცია შემატა, რადგან განსხვავებულ აქტივობებს მოიცავდა: კითხვა, დავალების შესრულება და თითოეული იგავ-არაკის ბოლოს თანდართული შინაარსის შესაბამისი კონტურულ-გრაფიკული ნახატის გაფერადება.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო „მწერალთა სახლში“ სტუმრობა, სადაც მოისმინეს საბავშვო მწერლის, ვასო გურეულის მიერ წაკითხული სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოები. წიგნიერების დონის ასამაღლებლად, მოსწავლეები წავიყვანე „წიგნის სახლში – ბახტრიონზე“, სადაც გაეცნენ წიგნის დამზადების პროცესს და, სკოლაში დაბრუნებისთანავე, შექმნეს საკუთარი „შედევრი“ სხვადასხვა თემაზე.

დავამუშავეთ გურამ დოჩანაშვილისა და გურამ პეტრიაშვილის რამდენიმე ნაწარმოები. გააკეთეს „კომიქსები“. ასევე, ბავშვები მონაწილეობდნენ კინგსის ოლიმპიადაში, რომლის ტესტური დავალების ნაწილი ითვალისწინებდა წაკითხულის გააზრებას. ოლიმპიადამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შეგვძინა. მოსწავლეებს, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებული შედეგები ჰქონდათ და, რაც ყველაზე მთავარია, გაიზარდა მათი მოტივაცია სწავლის მიმართ.

სასწავლო პროცესში წაკითხულის გაგება/გააზრების განსავითარებლად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ და მიზანმიმართულად გამოყენებულ მეთოდებსა და სტრატეგიებს. ვინაიდან მასწავლებელს ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეებთან უწევს მუშაობა, სწავლების პროცესში ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისათვის. ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს შეკითხვების, დავალებების დიფერენცირება და ბავშვების შესაძლებლობებზე მორგება. ასეთ შემთხვევაში, თითოეულ მათგანს მიეცემა წარმატების განცდის შანსი, რაც, თავის მხრივ, გაუძლიერებთ საკუთარი ძალების რწმენას. აუცილებელია, მასწავლებელი, გაკვეთილის პროცესში, იყენებდეს სწავლების მრავალფეროვან მეთოდს და აქტივობას. ერთი და იმავე მეთოდისა და აქტივობის ყოველდღიური გამოყენება, როგორი საინტერესოც უნდა იყოს ის, მოსწავლისათვის მომაბეზრებელი ხდება.

spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები