12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ძა­ლი­ან რთულ და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით

spot_img

თეა ჩადუნელი
სსიპ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. შრო­მის სა­ჯა­რო სკო­ლის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

რო­დე­საც პრო­ფე­სი­ას ვირ­ჩევ­დი, ყვე­ლა­ზე სენ­სი­ტი­ურ და სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შევ­ჩერ­დი – „კო­რექ­ცი­უ­ლი პე­და­გო­გი­კა სურ­დო­პე­და­გო­გის, ლო­გო­პე­დის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით“. რად­გან ეს პრო­ფი­ლი ავირჩიე, ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შრო­მის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვიწყე სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი ტრე­ნინ­გი გა­ვი­ა­რე და გა­ვიღ­რ­მა­ვე ცოდ­ნა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­შიც სულ სი­ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი, ინ­ტე­რე­სით ვეც­ნო­ბო­დი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს, გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვას და მათ­თან მუ­შა­ო­ბის მე­თო­დებს. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბამ კი სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ ეს სწო­რედ ის საქ­მეა, რა­საც მინ­და ბო­ლომ­დე ვემ­სა­ხუ­რო, რა­თა და­ვეხ­მა­რო მათ სწავ­ლის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვაში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

ჩემ­თ­ვის, რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ყო­ვე­ლი დღე ძა­ლი­ან დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­თა და მოს­წავ­ლე­ებ­ზე ზრუნ­ვით იწყე­ბა. სკო­ლა­ში მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე, ყვე­ლა ჩემს მოს­წავ­ლეს მო­ვი­ნა­ხუ­ლებ, რა­თა გა­ვი­გო არი­ან თუ არა სკო­ლა­ში. ამის შემ­დეგ ვიწყებ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­რი­გით გან­საზღ­ვ­რულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად/წყვილ­ში, რე­სურ­სო­თახ­ში. მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, გან­ვი­ხი­ლავ თი­თო­ე­უ­ლი სსსმ მოს­წავ­ლის სა­კითხს, ვსა­უბ­რობთ მათ სირ­თუ­ლე­ებ­ზე და თუნ­დაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო წინ­ს­ვ­ლა­ზე. ვამ­ზა­დებ რე­სურ­სებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­თ­ვის, გან­საზღ­ვ­რუ­ლი მაქვს დრო მშო­ბელ­თან შეხ­ვედ­რის­თ­ვის, რად­გან დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ მშობ­ლის როლს; ვმარ­თავ ისგ ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რებს, ვწერ ოქ­მებს, სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ მათ კლა­სე­ლებ­თან. მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბით ვა­ტა­რებ სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას: „და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მსოფ­ლიო დღე“, „აუტიზ­მის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის მსოფ­ლიო დღე“და ა.შ. ვცდი­ლობ, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, სკო­ლა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კულ­ტუ­რა და­ი­ნერ­გოს, რაც მე­ტად და­ა­ახ­ლო­ებს და გა­ა­ერ­თი­ა­ნებს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რე­ბი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი და მზრუნ­ვე­ლე­ბი არი­ან. ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩე­მი და­ნახ­ვი­სას მა­თი გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი ყვე­ლაფ­რის მთქმე­ლია, ხში­რად მი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ გრძნო­ბებს, ემო­ცი­ებს, მომ­ხ­დარ ამ­ბებს, სი­ხა­რულ­სა თუ წყე­ნას, მომ­მარ­თა­ვენ და­სახ­მა­რებ­ლად. სწავ­ლის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მიდ­გო­მით, რაც ყვე­ლა შეგ­რ­ძ­ნე­ბის არ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მოს­წონთ, რო­დე­საც ერ­თად ვქმნით რე­სურსს და შემ­დეგ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე ვი­ყე­ნებთ. მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მიდ­გო­მით მი­წო­დე­ბულ მა­სა­ლას უფ­რო ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რე­ბენ, იგე­ბენ, ით­ვი­სე­ბენ და პრაქ­ტი­კა­შიც მარ­ტი­ვად გა­და­აქვთ.

ჩემ­მა პე­და­გო­გი­ურ­მა პრაქ­ტი­კამ მიჩ­ვე­ნა, რომ აუცი­ლე­ბე­ლია მა­თი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა, უნ­და გვეს­მო­დეს ბავ­შ­ვე­ბის. ხში­რად სა­ჭი­რო ხდე­ბა მოს­წავ­ლის გრძნო­ბე­ბის, ემო­ცი­ე­ბის ამოც­ნო­ბა და გახ­მო­ვა­ნე­ბა. სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის სა­ხელ­დე­ბა­სა და გა­მო­ხატ­ვა­საც ვას­წავ­ლი – რას გრძნობს კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში, რად­გან რო­გორც უარ­ყო­ფი­თი, ისე და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა ბევრ პრობ­ლე­მას აგ­ვა­რებს.

ჩემს კო­ლე­გებს ვურ­ჩევ­დი, გა­იც­ნონ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის ან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ე­ბი, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი, ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და აუცი­ლებ­ლად მო­უს­მი­ნონ, აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნონ, რომ ეს მათ­თვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მინ­და ვთხო­ვო კო­ლე­გებს: „ას­წავ­ლე მარ­ტი­ვად, გა­სა­გე­ბად, ისე, რომ მთა­ვა­რი არ გა­მოგ­რ­ჩეს“.

ვფიქ­რობ, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უფ­რო მე­ტად ხდე­ბა, ზო­გა­დად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ცნო­ბი­ე­რე­ბაც ნელ-ნე­ლა გა­ი­ზარ­და. რა თქმა უნ­და, ამას ხე­ლი შე­უწყო სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის შექ­მ­ნამ და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა­მაც. ასე­ვე, კონ­კურ­სებ­მა, სა­დაც სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ეს პრო­ფე­სია კი­დევ უფ­რო მოთხოვ­ნა­დი და პრეს­ტი­ჟუ­ლი იქ­ნე­ბა. კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზეც აუცი­ლებ­ლად უნ­და იზ­რუ­ნოს სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, მეც ვემ­ზა­დე­ბი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯის­თ­ვის – წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დის­თ­ვის.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლოვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა ის არის, რომ კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა მიმ­ღებ­ლო­ბა: აუცი­ლე­ბე­ლია შე­მუ­შავ­დეს სტიგ­მის დაძ­ლე­ვა­ზე მი­მარ­თუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სტრა­ტე­გია, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში უფ­რო მე­ტი დო­ზით იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი მე­დია. კამ­პა­ნია მი­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, რა­თა ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ დავ­ძ­ლი­ოთ არას­წო­რი, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბი და წარ­მოდ­გე­ნე­ბი სსსმ და შშმ პი­რე­ბის მი­მართ. ზო­გა­დად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი სწო­რი მიდ­გო­მა გაზ­რ­დის სსსმ მოს­წავ­ლის მიმ­ღებ­ლო­ბას. გა­მოწ­ვე­ვაა, ასე­ვე, მშო­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც, რო­მე­ლიც არ იც­ნობს შვილს. ჩვენ გვი­წევს, ერ­თ­მა­ნეთს და­ვა­ახ­ლო­ვოთ ისი­ნი, ვას­წავ­ლოთ მშო­ბელს შვილ­თან მუ­შა­ო­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, თუ­კი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მეტ სა­ინ­ტე­რე­სო ტრე­ნინ­გებს შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზებს სა­მი­ნის­ტ­რო. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, თი­თო­ე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, არა მხო­ლოდ სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­მა, მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით უნ­და იზ­რუ­ნოს სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა­ზე. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლა სკო­ლას ეყო­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი.

ძა­ლი­ან რთულ და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რად გვჭირ­დე­ბა დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა, მოთ­მი­ნე­ბა, ხში­რად გვი­წევს ბავ­შ­ვე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად მა­შინ გრძნობ თავს, რო­დე­საც შე­ნი მოს­წავ­ლე შენ­ში იმედს, ნდო­ბა­სა და სიყ­ვა­რულს ხე­დავს, რაც გაძ­ლევს სტი­მულ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას, უფ­რე მე­ტად გა­ი­ზარ­დო და მარ­თ­ლაც სა­ი­მე­დო საყ­რ­დე­ნად იქ­ცე.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები