13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი პრო­ფე­სია, ბავ­შ­ვე­ბი და გა­რე­მო, სა­დაც ვმუ­შა­ობ

spot_img

მი­რან­და იაკო­ბი­ძე

წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ჭი­ა­თუ­რა­ში და­ვამ­თავ­რე, 2004 წელს, იმა­ვე წელს ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რიცხე ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­მე­ლიც 2008 წელს და­ვას­რუ­ლე. 2009-2013 წლებ­ში თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ას­თან არ­სე­ბულ საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო ინ­ს­ტი­ტუტ­ში ვსწავ­ლობ­დი, ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და რე­ლი­გი­ათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით; 2015-2017 წლებ­ში — მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში, ქარ­თ­ვე­ლუ­რი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ხ­რით. დღეს კი, ამა­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბით, დოქ­ტო­რან­ტუ­რის პირ­ველ კურ­ს­ზე ვსწავ­ლობ. 2012 წლი­დან ვარ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 2019 წლი­დან კი — წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ბავ­შ­ვო­ბი­დან მინ­დო­და, სკო­ლა­ში ეს სურ­ვი­ლი უფ­რო გა­მიმ­ძაფ­რ­და, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გე­ბი მყავ­დ­ნენ, რო­მელ­თაც დი­დი რო­ლი ითა­მა­შეს ჩე­მი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფუძ­ვ­ლის ჩაყ­რა­სა და პი­როვ­ნე­ბად ფორ­მი­რე­ბა­ში.

24 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან შე­ვიტყ­ვე პროგ­რა­მის „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“ შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბით და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა, რო­მელ­თაც ად­გი­ლობ­რივ ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად უნ­და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გაკ­ვე­თი­ლე­ბი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბი შე­ე­ტა­ნათ სკო­ლებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო კი მათ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლას უფი­ნან­სებ­და. იდე­ამ ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა და კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე. ტეს­ტი­რე­ბი­სა და გა­სა­უბ­რე­ბის ეტა­პე­ბის შემ­დეგ შე­ვიტყ­ვე, რომ წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აშ­კა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­მა­ნა­წი­ლეს.

წალ­კა ჩემ­თ­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო მხა­რე იყო, თავ­და­პირ­ვე­ლად, რუ­კა­ზე ვნა­ხე და გან­ვ­საზღ­ვ­რე სად მო­მი­წევ­და წას­ვ­ლა, შემ­დეგ კი მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია ზო­გა­დად რა­ი­ო­ნი­სა და სოფ­ლის შე­სა­ხებ. სო­ფელ­ში, 2012 წლის 13 თე­ბერ­ვალს, მარ­ტო ჩა­ვე­დი, შე­ბინ­დე­ბი­სას. იმ წელს დი­დი თოვ­ლი იყო და ძა­ლი­ან ცი­ო­და, თავ­და­პირ­ვე­ლად შევ­შინ­დი კი­დეც, დავ­ფიქ­რ­დი, რო­გორ შე­ვე­გუ­ე­ბო­დი ასეთ ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებს.

ბავ­შ­ვე­ბის ან­თე­ბულ­მა თვა­ლებ­მა და სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ამ ყვე­ლა სირ­თუ­ლე და­მაძ­ლე­ვი­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მექ­ცე­ოდ­ნენ, ძა­ლი­ან სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე ხალ­ხია, ყვვე­ლა ცდი­ლობ­და ჩემ­თ­ვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა.

1 წლის შემ­დეგ კი ამა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. სომ­ხუ­რი გა­რე­მო უკ­ვე ნაც­ნო­ბი იყო ჩემ­თ­ვის და ადაპ­ტა­ცია უფ­რო გა­მი­ი­ოლ­და.

 

ოზ­ნ­ში ცხოვ­რე­ბა მარ­ტომ და­ვიწყე, სოფ­ლის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე და­კე­ტი­ლი სახ­ლი ვი­ქი­რა­ვე. მუ­დამ ვგრძნობ­დი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და სით­ბოს. ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ სა­მე­ზობ­ლოდ და მეც მიწ­ვევ­დ­ნენ მათ­თან. სწო­რედ ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­დე­გად „შე­მო­მეს­წავ­ლა“ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სომ­ხუ­რი და დღეს სომ­ხუ­რად ვლა­პა­რა­კობ კი­დეც. გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ ოჯახ­თან, რომ­ლის დი­ა­სახ­ლი­სიც, ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა დე­დობ­რი­ვად მზრუნ­ვე­ლობს ჩემ­ზე. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ოჯახს ჩემს მე­ო­რე ოჯა­ხად ვთვლი, ძა­ლი­ან ხში­რად ვარ მათ­თან. თუ მის­ვ­ლა შე­მაგ­ვი­ან­დე­ბა, მი­რე­კავს, მკითხუ­ლობს და მახ­სე­ნებს, რომ თბი­ლი სა­დი­ლი მე­ლო­დე­ბა და ძა­ლი­ან არ და­ვაგ­ვი­ა­ნო.

თბი­ლად დამ­ხ­ვ­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ბატონი რუბენ ანისიანი და კო­ლექ­ტი­ვიც. ჩვე­ნი სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია და ერ­თი დი­დი ოჯა­ხი­ვით ვართ. ეს, პირ­ველ რიგ­ში, დი­რექ­ტო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. კო­ლე­გე­ბის წარ­მა­ტე­ბით ვხა­რობთ და ვეხ­მა­რე­ბით ერ­თ­მა­ნეთს. პე­და­გო­გე­ბი ცდი­ლო­ბენ გან­ვი­თა­რე­ბას, წინ­ს­ვ­ლას და სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბით და ცდი­ლო­ბენ, ფე­ხი აუწყონ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს.

2015 წლი­დან პროგ­რა­მის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის ფარ­გ­ლებ­ში“ ვაგ­რ­ძე­ლებ მუ­შა­ო­ბას, ამა­ვე სკო­ლა­ში, კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ.

ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და პე­და­გო­გე­ბის მო­ტი­ვა­ცია სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პროგ­რა­მის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის ფარ­გ­ლებ­ში“ პე­და­გო­გე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კურსს გა­დი­ან ა1, ა2 და ბ1-ის დო­ნე­ზე. ბ1 სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბის შემ­დეგ კი პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თაც სა­გა­ნი, მი­ნი­მუმ, 1 კრე­დიტ­ზე აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ან ტრე­ნინგ-კურსს გა­ივ­ლი­ან, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს მი­ი­ღე­ბენ. ამ გზით ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში უკ­ვე მო­ი­პო­ვა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი ერ­თ­მა პე­და­გოგ­მა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ახ­ლა გა­დი­ან იმა­ვე გზას.

ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ კლას­გა­რე­შე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბშიც. ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა არა­ერთ კონ­კურ­ს­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რო­გორც რა­ი­ო­ნის, ისე ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. პან­დე­მი­ამ­დე ბევ­რი ექ­ს­კურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა შევ­ძე­ლი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა მხა­რე გა­იც­ნეს.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ არა­ერთ პრო­ექ­ტ­ში. ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც 2014 წელს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე და ეკო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი ორე­ნო­ვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი და­ი­ბეჭ­და, ხო­ლო სკო­ლას გა­და­ე­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტ­რი, მიკ­რო­ფო­ნე­ბი და სა­ჭი­რო სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი. პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა ორ­განი­ზა­ცია სი­ქა-მ.

ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გე­ბ­თან, ზა­მი­რა კო­ბი­აშ­ვილ­სა და ეთერ ხიმ­ში­აშ­ვილ­თან ერ­თად, შე­მოდ­გო­მა­ზე, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ პრო­ექ­ტი „დე­და­მი­წა ჩვე­ნი სახ­ლია“, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, LAG-ის მი­ერ და­ფი­ნან­ს­და და მო­გე­ბუ­ლი გრან­ტით სკო­ლის ეზო­ში ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი და­მონ­ტაჟ­და. ერ­თად მრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­ვაწყ­ვეთ, რო­მე­ლიც თემ­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ში ქარ­თუ­ლი ენის, კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეძღ­ვ­ნე­ბო­და.

მოს­წავ­ლე­ე­ე­ბი ინ­ტე­რე­სით სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ ენას. მახ­სოვს, 2013 წელს, რო­დე­საც ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, ქარ­თუ­ლი ენის მე­ო­რე დო­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მე-6 კლას­ში ჰქონ­დათ შე­ტა­ნი­ლი, დღეს კი მე­ო­რე დო­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი მე­ო­რე-მე­სა­მე კლა­სე­ბი სწავ­ლო­ბენ. ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლის, ფლო­ბის მხრივ სუ­რა­თი მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა. ამ ეტაპ­ზე სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე თით­ქ­მის თა­ვი­სუფ­ლად ფლობს ქარ­თულს.

ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნით მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­ვე­ბი­ან რა­ი­ონ­ში მოწყო­ბილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, სა­დაც ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი ბავ­შ­ვე­ბი ქარ­თ­ველ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად დგა­ნან სცე­ნა­ზე, ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ცეკ­ვას, სიმ­ღე­რას.

გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ა­მა­ყე­ბა, რომ სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სწავ­ლას წამ­ყ­ვან ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში აგ­რ­ძე­ლებს. არა­ერ­თ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გრან­ტი მო­ი­პო­ვა მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე. სკო­ლას რამ­დე­ნი­მე ოქ­როს მე­და­ლო­სა­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლიც ჰყავს. მე მა­თი აქ­ტი­უ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და მა­ხა­რებს მა­თი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი პრო­ფე­სია, ბავ­შ­ვე­ბი და გა­რე­მო, სა­დაც ვმუ­შა­ობ. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლის შეც­ვ­ლა­ზე არ მი­ფიქ­რია. მა­ნამ­დე ვა­პი­რებ აქ ყოფ­ნას, სა­ნამ ჩემს სა­ჭი­რო­ე­ბას და­ვი­ნა­ხავ.

 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები