16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მათ­თან მუ­შა­ო­ბი­სას არა­სო­დეს ვიღ­ლე­ბი

spot_img

მოვ­ლუდ მეხ­რა­ბო­ვი – ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. მამ­ხუ­ტის სა­ჯა­რო სკო­ლის დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი

ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში, კერ­ძოდ, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მამ­ხუ­ტის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის პრო­ექ­ტის – „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა“ – ორე­ნო­ვა­ნი დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი და უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. ოთხი წე­ლია ვას­წავ­ლი ქარ­თულს, რო­გორც მე­ო­რე ენას. პრო­ფე­სი­ი­თაც ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ, ფი­ლო­ლო­გი, ქარ­თ­ვე­ლუ­რი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რან­ტი. რო­გორც ორე­ნო­ვა­ნი დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჩე­მი ფუნ­ქ­ციაა ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლებ­თან – ქი­ა­რამ ბა­და­ლოვ­თან და ჰამ­ზა გუ­სე­ი­ნოვ­თან ერ­თად, გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა და ჩა­ტა­რე­ბა. ვა­ა­ნა­ლი­ზებთ მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, ასე­ვე, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ პროგ­რა­მის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელ­თან, მაია რეხ­ვი­აშ­ვილ­თან.

ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებს ვეხ­მა­რე­ბი პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, კო­ლე­გე­ბის­გან ეფექ­ტუ­რი უკუ­კავ­ში­რის მი­სა­ღე­ბად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ში, რო­გორც საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ორე­ნო­ვა­ნი დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი. ვმსჯე­ლობთ შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დახ­ვე­წა­ზე, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნილ სირ­თუ­ლე­ებ­ზე. პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ვქმნით ახალ ონ­ლა­ინ რე­სურ­სებს, ვი­ყე­ნებ ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: პრო­ექ­ტი, დის­კუ­სია, პრე­ზენ­ტა­ცია, ასე­ვე, ვქმნით თვით­შე­ფა­სე­ბის ცხრილს, რაც ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

ერ­თად ბევ­რი პრო­ექ­ტი, აქ­ტი­ვო­ბა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ: პრო­ექ­ტი „ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა“ – მის მომ­ზა­დე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ მა­ღა­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი: აიშა­გი­ულ ნა­ზა­რო­ვა, გი­უ­ლი ბა­და­ლო­ვა, მი­ნა­რა ზე­ი­ნა­ლო­ვა, ფა­რი­და ჟვა­ნია, ნი­ჯათ მუ­სა­ე­ვი, ჯა­ვი­დან ტა­ნირ­ვერ­დი­ე­ვი, ელ­მი­რა ემი­ნო­ვა და სხვ.; პრო­ექ­ტი „ჩხირ­კე­დე­ლა“ ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოს­წავ­ლე­ე­ბი კე­თე­ბით სწავ­ლო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­განს: მა­თე­მა­ტი­კას, ქი­მი­ას, ფი­ზი­კას, ბი­ო­ლო­გი­ას, ქარ­თულ ენა­სა და სხვა.

სკო­ლა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი ვიქ­ტო­რი­ნა, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს: კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელ­მა, მაია რეხ­ვი­აშ­ვილ­მა, ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, გი­ას ბა­და­ლოვ­მა და მო­ად­გი­ლემ, ილი­აზ ორუ­ჩოვ­მა. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით სკო­ლის 50-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე შე­ე­ჯიბ­რა ერ­თ­მა­ნეთს, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დი მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბით და წიგ­ნე­ბით და­ჯილ­დოვ­და.

მამ­ხუ­ტის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ქარ­თუ­ლი ენის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნილი კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სი ჩა­ვა­ტა­რეთ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ქარ­თუ­ლი ენის ყვე­ლა ასო­ზე ლექ­სე­ბი წა­ი­კითხეს, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სი­გე­ლე­ბით და­ჯილ­დოვ­დ­ნენ.

თა­ვა­დაც მამ­ხუ­ტის სა­ჯა­რო სკო­ლა მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მე-9 კლა­სამ­დე ქარ­თულს მას­წავ­ლი­და ქი­ა­რამ ბა­და­ლო­ვი, მე-9 კლას­ში ახა­ლი ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი თე­ი­მუ­რაზ შა­ლამ­ბე­რი­ძე მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან, ერ­თად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებ­დ­ნენ, იმ დრო­ი­დან გა­მიჩ­ნ­და სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ენის მი­მართ. ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე, ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. მად­ლო­ბა ღმერთს, ოც­ნე­ბა შე­მის­რულ­და, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ დავ­ბ­რუნ­დი ჩემს სო­ფელ­ში, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ბო­ლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი სოფ­ლი­დან სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, ყო­ველ წელს, და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის თით­ქ­მის ყვე­ლა მოს­წავ­ლე აბა­რებს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს და მათ­გან 80%-ზე მე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ხდე­ბა. 2021 წელს, მე-12 კლა­სის 8 მოს­წავ­ლი­დან, ხუთ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა: შაჰ­ნაზ მუს­ტა­ფა­ევ­მა – სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 100%-იანი გრან­ტით; ელ­ვინ ბა­ი­რა­მოვ­მა და ალი რა­მა­ზა­ნოვ­მა – თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში; სა­ხიბ მა­მე­დოვ­მა და სა­მირ ემი­ნოვ­მა, 1+4 პროგ­რა­მით, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ქუ­თა­ის­ში). დღეს ჩვენ 50-ამ­დე სტუ­დენ­ტი გვყავს, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე სწავ­ლო­ბენ და სურ­ვი­ლი აქვთ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის მე­რე, თა­ვი­ანთ მხა­რე­ში დაბ­რუნ­დ­ნენ.

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მე­ოთხე სას­წავ­ლო წე­ლი სრულ­დე­ბა. ეს არის უწყ­ვე­ტი ზრუნ­ვა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე და, რა თქმა უნ­და, სი­ახ­ლე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მო­ჩე­ნა და მა­თი დაძ­ლე­ვა… ეს წლე­ბი საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნი გა­მოდ­გა პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის თვალ­საზ­რი­სით, უამ­რა­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტრე­ნინ­გი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა, კო­ლე­გე­ბის უკუ­კავ­ში­რი და მათ­თან ერ­თად, მა­თი დახ­მა­რე­ბით, პრობ­ლე­მე­ბის გა­და­ლახ­ვა. ყო­ვე­ლი­ვე ეს, ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის, საკ­მა­ოდ მყა­რი ბერ­კე­ტი აღ­მოჩ­ნ­და. ამას და­ერ­თო ტრე­ნინ­გე­ბი, რაც ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი რე­სურ­სია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს და­ვა­სა­ხე­ლებ: „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა“; „ბილინ­გ­ვიზ­მი“; „ბუ­ლინ­გი“; „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის საგ­ნის სწავ­ლე­ბა“; „კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა“; „მოს­მე­ნის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა“; „eTwinning-ის პორ­ტალ­ზე ნა­ვი­გა­ცია და პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­რე­ბა“; „ლი­დე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი“; „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა“; „მე­დიაწიგ­ნი­ე­რე­ბა“; ტრე­ნინგ-კურ­სი „სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბა, ად­ვო­კა­ტი­რე­ბა“ და სხვა. გა­ვე­ცა­ნი მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სი­ახ­ლე­ებს, პე­და­გო­გი­ურ მიდ­გო­მებს, მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს. მი­ღე­ბულ ცოდ­ნას ვი­ყე­ნებ ჩემს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში და, რა თქმა უნ­და, ვუ­ზი­ა­რებ კო­ლე­გებს.

მოს­წავ­ლე­ებ­თან და კო­ლე­გებ­თან ჯან­სა­ღი, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლა­ში, სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა­ში… ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მათ­თან მუ­შა­ო­ბი­სას არა­სო­დეს ვიღ­ლე­ბი, პი­რი­ქით, ძა­ლას ვიკ­რებ, რომ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი­სთ­ვის, წი­ნა­ზე საინ­ტე­რე­სო იყოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები