6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

ძა­ლა­დო­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო კვი­რე­უ­ლი თბი­ლი­სის №104 სა­ჯა­რო სკო­ლაში

spot_img

სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №104 სა­ჯა­რო სკო­ლა (დი­რექ­ტორი  ირინა ჟამკოჩიანი) ჩა­ერ­თო ძა­ლა­დო­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო კვი­რე­უ­ლის პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რომ, 2020 წლის 16 ნო­ემ­ბ­რი­დან 10 დე­კემ­ბ­რამ­დე, და­გეგ­მა სკო­ლებ­ში. კვი­რე­უ­ლი ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში ჩა­ტარ­და. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი იყო: ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია და სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნის ხელ­შეწყო­ბა; ბუ­ლინ­გის, უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის, მა­თი მშობ­ლე­ბი­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა.

კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა, გულ­ჩო­რა ბა­ბა­ი­ან­მა მოს­წავ­ლე­ებს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­უ­ტა­რა ორი გაკ­ვე­თი­ლი ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე; მე-9 და მე-10 კლა­სე­ბის დამ­რი­გებ­ლებ­მა – იზა­ბე­ლა აბ­რა­მი­ან­მა და ალი­ნა ავე­ტი­ან­მა, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში, ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე ჩა­ა­ტა­რეს კლა­სის სა­ა­თი.

ვი­ნა­ი­დან ბუ­ლინ­გის თე­მა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ყვე­ლა კლა­სის (I-XII კლა­სი) დამ­რი­გებ­ლებ­მა, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ა­ტა­რეს კლა­სის სა­ა­თი – „არა ბუ­ლინგს“, მოს­წავ­ლე­ებ­თან ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს, მის­ცეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რჩე­ვე­ბი, მო­ის­მი­ნეს მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბი; ჩა­ტარ­და აგ­რეთ­ვე სას­კო­ლო კონ­კურ­სი, სა­ხელ­წო­დე­ბით – „არა ძა­ლა­დო­ბას! ძა­ლა უფ­ლე­ბას!“. IX-X კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა, ბუ­ლინ­გი­სა და კი­ბერ­ბუ­ლინ­გის თე­მა­ზე, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო ფლა­ე­რე­ბი შექ­მ­ნეს; იგი­ვე თე­მა I-VIII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა ნა­ხა­ტე­ბის სა­ხით წარ­მო­ად­გი­ნეს, ხო­ლო IX-XII კლა­სე­ლებ­მა – ესე­ე­ბის სა­ხით. ყვე­ლა კლა­სის მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტ­ში, ისი­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კიდ­ნენ სა­მუ­შაო პრო­ცესს; აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ ძა­ლა­დო­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო კვი­რე­უ­ლის პრო­ექ­ტ­ში მშობ­ლე­ბიც, რო­მელ­თათ­ვი­საც დამ­რი­გებ­ლებ­მა დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ა­ტა­რეს მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბი ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე; ბუ­ლინ­გი­სა და კი­ბერ­ბუ­ლინ­გის თე­მას მი­ეძღ­ვ­ნა, აგ­რეთ­ვე, მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს სხდო­მაც.

გთა­ვა­ზობთ, კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში და­წე­რილ ესე­ებს

დიანა გევორქიანი X კლასის მოსწავლე 

ძა­ლა­დო­ბა ყველ­გა­ნაა, ყვე­ლა ქმე­დე­ბა­ში, სიტყ­ვა­ში და გა­მო­ხედ­ვა­ში იმა­ლე­ბა. არ არ­სე­ბობს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ერ­თხელ მა­ინც არ ჰქონ­დეს პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი შე­ხე­ბა ამ თე­მას­თან. ყვე­ლა ებ­რ­ძ­ვის ძა­ლა­დო­ბას, დი­ახ, ებ­რ­ძ­ვის, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ბრძო­ლაც ძა­ლა­დო­ბის და აგ­რე­სი­ის გა­მომ­ხატ­ვე­ლია. აგ­რე­სი­ას აგ­რე­სი­ით ვერ ჩა­ვახ­შობთ. მა­შინ რა უნ­და ვქნათ? მო­ვუყ­რუ­ოთ? ესაა გა­მო­სა­ვა­ლი? არა, გა­მო­სა­ვა­ლი სწო­რი გზით მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაა. ძა­ლა­დო­ბის კე­რა გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბაა რო­გორც სუ­ლი­ე­რი, ისე­ვე ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი. დღეს­დღე­ო­ბით ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის შეგ­ნე­ბაა, რომ ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­დაწყ­დე­ბა. გა­ვი­ხე­დოთ ქუ­ჩა­ში: გამ­ვ­ლე­ლე­ბი ისე გი­ყუ­რე­ბენ, თით­ქოს შე­ნი შეჭ­მა უნ­დათ. შე­ვი­ხე­დოთ ოჯა­ხებ­ში: ქმა­რი ცოლ­ზე ძა­ლა­დობს ან ორი­ვე ერ­თად შვი­ლებ­ზე. აი, ეს არის სი­მარ­თ­ლე, ძა­ლა­დო­ბას ებ­რ­ძ­ვი­ან და, ამავ­დ­რო­უ­ლად, თვი­თონ ქმნი­ან მას. რთუ­ლი შე­სამ­ჩ­ნე­ვი არაა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც აგ­რე­სი­უ­ლი გა­რე­მოა. სა­ნამ ყვე­ლა არ გა­ი­თა­ვი­სებს, რომ ძა­ლა­დო­ბით მხო­ლოდ თა­ვის თავს კი არა, მთლი­ა­ნად გა­რე­მოს და ქვეყ­ნის პრეს­ტიჟს ვნებს, სა­ნამ გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე არ აიწევს, სა­ნამ სუ­ლი­ე­რე­ბის დო­ნე არ აიწევს და სა­ნამ ყვე­ლა არ გა­ი­თა­ვი­სებს, რომ ამ ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არაა, მა­ნამ დავ­რ­ჩე­ბით ძა­ლა­დო­ბის ჭა­ობ­ში, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ვით და ქვე­ვით გვით­რევს. სა­ნამ დროა, გონს მო­ვე­გოთ და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც ზიზღი­სა და ძა­ლა­დო­ბის მა­გივ­რად, სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ხა­რუ­ლი იმე­ფებს.

გევორქ პერიხანიანი XII კლასის მოსწავლე 

ბუ­ლინ­გი დღეს­დღე­ო­ბით ერთ-ერთ მწვა­ვე პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს მას­შ­­ტა­ბით. იგი თით­ქ­მის ყო­ვე­ლი ეპო­ქის თან­მ­დე­ვი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა, პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო წლებ­ში გამ­წ­ვავ­და.

ბუ­ლინ­გი არის ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერ­თი სა­ხე, რო­მე­ლიც ხში­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის სა­ხით. ბუ­ლინგს, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გარ­და, გა­აჩ­ნია სხვა სა­ხე­ე­ბიც: ვერ­ბა­ლუ­რი, ფა­რუ­ლი ბუ­ლინ­გი და კი­ბერ­ბუ­ლინ­გი.

ბუ­ლინ­გი ხში­რად გვხვდე­ბა სკო­ლებ­ში, სა­დაც ერთ-ერთ უდი­დეს პრობ­ლე­მას წარ­მოდ­გენს. ხში­რად სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გის წყა­როს ბუ­ლე­რის თვით­შე­ფა­სე­ბის და­ბა­ლი უნა­რი­ა­ნო­ბა წარ­მო­ად­გენს, რის გა­მოც ისი­ნი ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი კომ­პ­ლექ­სე­ბის და­ფარ­ვას მსვერ­პ­ლ­ზე ძა­ლა­დო­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ბუ­ლინ­გის წყა­რო ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს შუ­რიც.

ბუ­ლინ­გის პრო­ცე­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ორი მხა­რე ბუ­ლე­რი და მსხვერ­პ­ლი.

მო­ძა­ლა­დე-ბუ­ლე­რი

მო­ძა­ლა­დე და მსხვერ­პ­ლიც ორი­ვე მსხვერ­პ­ლია. ძა­ლი­ან ხში­რად მო­ძა­ლა­დე-ბუ­ლერს მი­აჩ­ნია, რომ სხვებ­ზე უნ­და ბა­ტო­ნობ­დეს და ამის უფ­ლე­ბა აქვს. ხში­რად გა­აჩ­ნია ფი­ზი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა თა­ნა­ტო­ლებ­თან. იმ­პულ­სუ­რია, ად­ვი­ლად აღ­გ­ზ­ნე­ბა­დი. მი­აჩ­ნია, რომ იმ­სა­ხუ­რებს ლი­დე­რო­ბას. ზოგ­ჯერ არ შე­უძ­ლია კომ­პ­რო­მი­სებ­ზე წას­ვ­ლა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია თა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბა­ში და ა.შ.

მსხვერ­პ­ლი

მსხვერ­პ­ლი ძა­ლი­ან ხში­რად ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შფოთ­ვის დო­ნე აქვს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავს გრძნობს და­ჩაგ­რუ­ლად, აქვს ძა­ლი­ან და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს, არ მინ­და ვთქვა მში­შა­რა, მაგ­რამ არა სხვებ­ზე თა­მა­მი, მორ­ცხ­ვი, ჩა­კე­ტი­ლი, ზედ­მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე, რო­მე­ლიც მიდ­რე­კი­ლია დეპ­რე­სი­ი­სა­კენ. ფი­ზი­კუ­რად სუს­ტი ადა­მი­ა­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ხდე­ბა ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი.

მარია კაზაროვი XII კლასის მოსწავლე 

ბუ­ლინ­გი – ეს არის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ზე­წო­ლა ადა­მი­ან­ზე. ბუ­ლინ­გის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერთ-ერ­თი მოვ­ლე­ნა არის არა­თა­ნაბ­რო­ბა. რო­გორც წე­სი, ბუ­ლინ­გის გა­მომ­წ­ვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბია: ლი­დე­რო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა, სხვა­დას­ხ­ვა სუბ­კულ­ტუ­რე­ბის შე­ჯა­ხე­ბა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მათ მი­მართ ტო­ლე­რან­ტო­ბის არარ­სე­ბო­ბა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, ფი­ზი­კუ­რი დე­ფექ­ტე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ხში­რად მო­ზარ­დებ­ში და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მოპყ­რო­ბის, სი­ძულ­ვი­ლის ენით ურ­თი­ერ­თო­ბის და ზოგ­ჯერ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზიც კი ხდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­თა­ვეს მა­ინც არას­წო­რი აღ­ზ­რ­დი­დან იღებს, რა­შიც ოჯა­ხი მო­ი­აზ­რე­ბა, თუმ­ცა, გა­რე­მო ფაქ­ტო­რებ­საც გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

ბუ­ლინ­გი სო­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, ძი­რი­თა­დად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა კო­ლექ­ტი­ვი­სათ­ვის. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც არის ჩაგ­ვ­რის მსხვერ­პ­ლი, არ სა­უბ­რობს სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე მშობ­ლებ­თან. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ბავშვს ჩაგ­რა­ვენ და სჭირ­დე­ბა უფ­რო­სე­ბის  მხარ­და­ჭე­რა. ამ ნიშ­ნე­ბის დრო­უ­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თ­ვის მშო­ბე­ლი ყუ­რადღე­ბით უნ­და და­აკ­ვირ­დეს ხომ არა აქვს ად­გი­ლი ცვლი­ლე­ბებს შვი­ლის ქცე­ვებ­ში.

თუ ბავ­შ­ვი ბუ­ლინ­გის ზე­წო­ლის ქვე­შაა, მას­თან აუცი­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს ძა­ლა­დო­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ქცე­ვა, ეს არის: უხა­ლი­სოდ სკო­ლა­ში წას­ვ­ლა; სკო­ლი­დან უხა­სი­ა­თოდ და დეპ­რე­სი­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა; გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­რე­შე ხში­რად ტი­რი­ლი და ა.შ.

გო­გო­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ბუ­ლინ­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს მათ­ზე ცრუ ჭო­რე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბით, ხო­ლო ბი­ჭე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ზე­წო­ლა, ძი­რი­თა­დად, ფი­ზი­კუ­რად ვლინ­დე­ბა.

ბუ­ლინ­გის შე­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ყუ­რადღე­ბით იქ­ნე­ბი­ან და სა­თა­ნა­დო ზო­მებს მი­ი­ღე­ბენ. ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლ­ნი გახ­დ­ნენ, უნ­და იყ­ვ­ნენ, უფ­რო­სე­ბის მხრი­დან, მხარ­და­ჭე­რი­ლი და და­ცუ­ლი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები