24 ნოემბერი, კვირა, 2024

ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშესაწყობად

spot_img

ახ­ლა­ხან გა­მო­ი­ცა მო­ნოგ­რა­ფია რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მი­ერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვის – „ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში: გა­მოწ­ვე­ვე­ბი და და­ნერ­გ­ვის გზე­ბი“ – ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია, რომ­ლის მი­ზა­ნია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბა.

მონოგრაფია 

 

საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ნაშ­რო­მი, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე, მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე და გი­ორ­გი ურ­ჩუ­ხაშ­ვი­ლი, ხუ­თი თა­ვის­გან შედ­გე­ბა და მი­მო­ი­ხი­ლავს ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის არსს, აანა­ლი­ზებს ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­მარ­თ­ლებ­რივ სა­ფუძ­ვ­ლებ­სა და მი­სი სწავ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას; ასე­ვე აღ­წერს ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას, სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუმ­ში ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ას­პექ­ტებს და ქმნის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ ზო­გად სუ­რათს.

🔎 რა ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა კვლე­ვის შე­დე­გად და რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად პა­სუ­ხობს დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა ან მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცია ამ ახა­ლი დარ­გის გა­მოწ­ვე­ვებს – ამ სა­კითხებ­ზე  სა­უბ­რო­ბენ კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი, ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე.

🔎 ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა

 

☑️ მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე: ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ახა­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი დარ­გია არა მხო­ლოდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მსოფ­ლიო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და ის ევ­რო­საბ­ჭოს პროგ­რა­მას წარ­მო­ად­გენს. რე­ა­ლუ­რად, სა­უ­ბა­რია ინ­ტერ­ნეტ­მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, რაც ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს  გუ­ლის­ხ­მობს. პირ­ველ რიგ­ში, ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ სწავ­ლე­ბას, ასე­ვე კი­ბერ­ჰი­გი­ე­ნას და არა კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბას, რო­გორც ჩვენ­თან ეძა­ხი­ან  (კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კვლე­ვის სფე­როა). ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ ე.წ. „იუზე­რის“, მომ­ხ­მა­რებ­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე, რამ­დე­ნად უსაფ­რ­თხოდ მო­იხ­მარს ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ინ­ტერ­ნეტს, აპ­ლი­კა­ცი­ებს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს და ა.შ.; ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ულ წიგ­ნი­ე­რე­ბას და, რა თქმა უნ­და, ციფ­რულ წიგ­ნი­ე­რე­ბას. აი, ასე­თი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი დარ­გია, რო­მელ­ზეც ევ­რო­საბ­ჭოს გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა და­იწყო მუ­შა­ო­ბა და და­ა­რე­გუ­ლი­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბა, გა­მოს­ცა პო­ლი­ტი­კის რამ­დე­ნი­მე დო­კუ­მენ­ტი, მათ შო­რის, ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტე­ბი.

თა­ვის­თა­ვად, გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ნა­წილ­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს, ანუ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ონ­ლა­ინ, ფაქ­ტობ­რი­ვად და, პირ­ველ რიგ­ში – ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი. ეს ძა­ლი­ან კარ­გად ეხ­მი­ა­ნე­ბა ჩვენ­თან არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ბავ­შ­ვ­თა კო­დექსს, რო­მე­ლიც, ასე­ვე, შე­და­რე­ბით ახა­ლი დო­კუ­მენ­ტია. უამ­რა­ვი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, დას­ტურ­დე­ბა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (და არა მარ­ტო ბავ­შ­ვე­ბის), ამას ემა­ტე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. ისიც ცხა­დია, რო­გო­რი მოწყ­ვ­ლა­დია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამის მი­მართ. მო­დი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ვარ­ქ­ვათ: ჰიბ­რი­დუ­ლი ომის/ჰიბ­რი­დუ­ლი შე­ტე­ვე­ბის და ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რ­ზე ზე­წო­ლის პი­რო­ბებ­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბია შექ­მ­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ად­ვილ­და იმის და­სა­ბუ­თე­ბა, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დარ­გია. ამ დარგს შე­უ­ერ­თ­და, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი და ჯერ კი­დევ ამ უწყე­ბის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ვი­ყა­ვი, რო­ცა შე­მო­ვი­ტა­ნეთ დარ­გობ­რი­ვი სი­ახ­ლე­ე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის სა­ხით. მო­ვამ­ზა­დეთ სას­წავ­ლო მო­დუ­ლი, რომ­ლი­თაც 700-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვამ­ზა­დეთ და უკ­ვე ტრე­ნინ­გე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ უფ­რო რთუ­ლა­დაა საქ­მე, ვიდ­რე გვე­გო­ნა და კვლე­ვის გა­რე­შე წინ ვერ წა­ვი­დო­დით. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც დარ­გის ადოფ­ცია და პირ­და­პირ მორ­გე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბო­და. სწო­რედ ამ მიზ­ნით, წარ­ვად­გი­ნეთ რუს­თა­ვე­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დ­ში პრო­ექ­ტი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ამ დარ­გის კვლე­ვის შე­სა­ხებ. ჯგუფ­ში გა­ვერ­თი­ან­დით სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე – ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის ხელ­მ­ძღვა­ნე­ლი; გი­ორ­გი ურ­ჩუ­ხაშ­ვი­ლი – მკვლე­ვა­რი, სო­ცი­ო­ლო­გი და მე, რო­გორც ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რი და დარ­გის მთა­ვა­რი მკვლე­ვა­რი. კვლე­ვის დაწყე­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან კარ­გად ეხ­მი­ა­ნე­ბო­და ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას.

🔎 რა გა­კეთ­და პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში

მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე: სამ-წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ტარ­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვა ხუთ რე­გი­ონ­ში, ჩარ­თუ­ლი იყო ხუ­თი სკო­ლა – თბი­ლი­სის ორი (ერ­თი – ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი, მე­ო­რე – შე­რე­უ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის), თე­ლა­ვის ერ­თი, ერ­თიც – და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან და ერ­თი – რუს­თა­ვის.

სამ­წუ­ხა­როდ, ისე მოხ­და, რომ პან­დე­მი­ის პი­კი დაგ­ვემ­თხ­ვა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ლის მა­გივ­რად, კვლე­ვა ონ­ლა­ინ ჩა­ვა­ტა­რეთ. ჩვენ გვქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, პირ­ვე­ლა­დი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი არა­მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, არა­მედ მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც, რად­გან ვიკ­ვ­ლევ­დით სა­მი­ვე ჯგუფს: მას­წავ­ლებ­ლებს, მშობ­ლებს და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, მათ შე­ხე­დუ­ლე­ბებს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და მშობ­ლებ­თა­ნაც, რომ გაგ­ვე­გო რო­გორ ეს­მით, რა არის ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. რე­ა­ლუ­რად, ეს პრო­ექ­ტი ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რ­და­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. პრო­ექ­ტის და­სას­რულს და­გეგ­მი­ლი იყო სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის დარ­გობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის წარ­დ­გე­ნა, რომ გაგ­ვეც­ნო კვლე­ვის შედ­ეგე­ბი და მიგ­ვე­ცა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც უნ­და შე­სუ­ლი­ყო ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში; ასე­ვე, უნ­და წარ­გ­ვედ­გი­ნა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფის­თ­ვის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ჩარ­ჩოს ნა­წილ­ში, რა ცვლი­ლე­ბე­ბი უნ­და შე­სუ­ლი­ყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რად­გან პან­დე­მია და­ემ­თხ­ვა, მსგავ­სი კვლე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა ყვე­ლამ ძა­ლი­ან მწვა­ვედ და­ი­ნა­ხა, მათ შო­რის, სა­მი­ნის­ტ­რო­მაც. გა­იდ­ლა­ი­ნე­ბიც ასე­თი იყო – ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­და­ხე­ლოდ, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე­ვე, და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა ესგ-ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­ზე. მე პი­რა­დად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის იმ კომ­პო­ნენ­ტის ცვლი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ნა­წილ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. იმ დრო­ის­თ­ვის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბა მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბი­დან იწყე­ბო­და, ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე კლა­სი­დან და­იწყო და მე­ო­რე კლა­სი­დან­ვე ჩავ­დეთ ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ზო­გად ნა­წილ­ში. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ჩარ­ჩოს ნა­წილ­ში. ბევ­რი შეხ­ვედ­რა გვქონ­და მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რად­გან ამ ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის დამ­ტ­კი­ცე­ბის ნა­წილ­შიც, მათ დას­ჭირ­დათ ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რო­გორც უნა­რი.

ამის გარ­და, გა­მო­ვე­ცით სა­მი გზამ­კ­ვ­ლე­ვი: ერ­თი – პრო­ექ­ტის დაწყე­ბამ­დე, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად კი­ბერ­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის მოკ­ლე ლექ­სი­კო­ნია ყვე­ლას­თ­ვის – ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც და მთლი­ა­ნად სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის; მე­ო­რე­ზე – მშო­ბელ­თა გზამ­კ­ვ­ლე­ვი ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში – პი­რა­დად მე ვი­მუ­შა­ვე, 2020 წელს. ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და დრო­უ­ლი იყო ასე­თი გზამ­კ­ვ­ლე­ვი, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პან­დე­მი­ამ გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი შექ­მ­ნა და რე­ა­ლუ­რად, მშობ­ლებს უწევ­დათ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის მარ­თ­ვა სახ­ლე­ბი­დან. ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გახ­დ­ნენ პრო­ცე­სე­ბის და, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მო­ად­გათ კი­დეც ეს გზამ­კ­ვ­ლე­ვი. მშობ­ლებ­თა­ნაც ბევ­რი შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და; და­ბო­ლოს, კვლე­ვი­თი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, უფ­რო მსუ­ყე ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვე­ცით, რო­მე­ლიც გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს ეხე­ბა. აქ ცალ-ცალ­კეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პოს­ტუ­ლა­ტე­ბი, ე.წ. დო­მე­ნე­ბი. სულ 10 დო­მე­ნია – ეს არის პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს — სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბი, კლას­გა­რე­შე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, კუ­რი­კუ­ლა­რუ­ლი და ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლა­რუ­ლი საქ­მე­ე­ბი და ა.შ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს დო­კუ­მენ­ტიც, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი, გან­თავ­სე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სახ­ლის გვერ­დ­ზე.

🔎 კვლე­ვის შე­დე­გე­ბი

მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე: მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც კვლე­ვა­ში გა­მო­იკ­ვე­თა, არის ის, რომ ჩვენ, რე­ა­ლუ­რად, ციფ­რუ­ლი ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის გზა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით და ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ცალ­კე­ულ კომ­პო­ნენ­ტ­ში, საკ­მა­ოდ მყა­რად დგა­ნან. კარ­გია თუნ­დაც ის, რომ კვლე­ვამ არ აჩ­ვე­ნა, რომ არა­ვინ არა­ფე­რი იცის ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ და ხე­ლი არა­ვის მო­უ­კი­დია კომ­პი­უ­ტე­რის­თ­ვის. ბევ­რ­გან ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტი და ხა­რის­ხი­ა­ნი წვდო­მა აქვთ ინ­ტერ­ნეტ­ზე, აქვთ გა­ჯე­ტე­ბიც. ეს სხვა კვლე­ვებ­შიც დას­ტურ­დე­ბა, მათ შო­რის, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­როს კვლე­ვა­ში, რომ ჩვენ­თან, მი­უ­ხე­და­ვად ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­სუს­ტი­სა, ბევ­რად უფ­რო მეტ ბავშვს აქვს დღეს ტე­ლე­ფო­ნი, ვიდ­რე, თუნ­დაც, იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნე­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვებს ეპო­ქის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი თან­და­ყო­ლი­ლი უნა­რე­ბი აქვთ და მა­თი დახ­მა­რე­ბით, თა­ვი­სით გა­იკ­ვ­ლი­ეს გზა. თუმ­ცა, დარ­გობ­რი­ვი წარ­მოდ­გე­ნა, ასე სა­ხელ­დე­ბუ­ლი, კონ­ცეფ­ცი­ე­ბის დო­ნე­ზე, არც ბავშვს და არც მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს. თა­ვის­თა­ვად, მე­ტი იცის იმ მას­წავ­ლე­ბელ­მა, ვი­საც შე­ხე­ბა ჰქონ­და ტრე­ნინ­გებ­თან და მათ სკო­ლებ­ში სხვა სუ­რა­თია. თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, ჩვენს პრო­ექ­ტ­ში ისე­თი სკო­ლე­ბი იყო ჩარ­თუ­ლი, რომ­ლებ­საც ტრე­ნინ­გებ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ. ფაქ­ტობ­რი­ვად, სულ სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო პრო­ექ­ტამ­დე და სხვაა პრო­ექ­ტის შემ­დეგ — სკო­ლებ­მა უკ­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად და­იწყეს, დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით, პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა. იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვთ, გა­სა­ო­ცა­რი შე­დე­გე­ბი და ეფექ­ტი მოჰ­ყ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს. მე­ტიც, ბავ­შ­ვებ­მა პრო­ექ­ტის მიღ­მაც იმუ­შა­ვეს თემ­თან და მშობ­ლებ­თან. შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­დათ თა­ვი­ანთ ქა­ლა­ქებ­ში და სხვა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან, რა­მაც გარ­კ­ვე­უ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია მთლი­ა­ნად თემ­ზე. ამ სი­კე­თე­ებ­მა კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის გა­რეთ გა­აღ­წია, უფ­რო ღრმად წა­ვე­დით და ყვე­ლა ის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ხელთ გვაქვს, მი­ვა­წო­დეთ სკო­ლებს, შეხ­ვედ­რე­ბი პრო­ექ­ტის მიღ­მაც ჩა­ვა­ტა­რეთ.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­დუ­ლე­ბი არ­სე­ბობს მას­წავ­ლე­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვ­ითა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში (მე პი­რა­დად, ამ პრო­ექ­ტის მიღ­მაც, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­დუ­ლი დავ­ტო­ვე) და დი­დი იმე­დი მაქვს, რომ მა­ლე­ვე გა­ნახ­ლ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, რად­გან ინ­ტე­რე­სიც და სა­ჭი­რო­ე­ბაც დი­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შუ­რია კი­ბერ­ბუ­ლინ­გის – სი­ძულ­ვი­ლის ენის ნა­წილ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ან თუნ­დაც, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ეთი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ასე მნიშვნე­ლო­ვა­ნია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. იოლად შე­სამ­ჩ­ნე­ვია, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რამ­ხე­ლა უფ­ს­კ­რუ­ლია ან­ტა­გო­ნის­ტუ­რად გან­წყო­ბილ მხა­რე­ებს შო­რის, რო­დე­საც რა­მე­ზე კა­მა­თო­ბენ, არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ეს სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მაა, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა. აი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა­მარ­ტო ახალ­გაზ­რ­დებ­თან, არა­მედ მშობ­ლებ­თა­ნაც, რად­გან პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბად მშობ­ლებ­საც მო­ვი­აზ­რებთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ციფ­რუ­ლი კულ­ტუ­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

🔎 სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე

მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე: სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრო­ექ­ტი ცო­ტა უფ­რო გვი­ან დას­რულ­და, ვიდ­რე ვე­ლო­დე­ბო­დით, რად­გან ორი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტია გან­თავ­ს­და იმ­პაქტ ფაქ­ტო­რი­ან ჟურ­ნა­ლებ­ში და ამას გარ­კ­ვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­და. ერ­თი მხრივ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ტრე­ნინგ-მო­დულ­ზე და გზამ­კ­ვ­ლევ­ზე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სა­მეც­ნი­ე­რო ას­პა­რეზ­ზე გას­ვ­ლა, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ დარ­გ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩვენ გავ­ხ­სე­ნით. აქამ­დე ამა­ზე არა­ვის უმუ­შა­ვია, ციფ­რუ­ლი ეთი­კი­სა და ციფ­რუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წილ­ში აქამ­დე კვლე­ვე­ბი არ გვქონ­და, ახ­ლა უკ­ვე გვაქვს და ეს გა­მო­ად­გე­ბა რო­გორც სა­მი­ნის­ტ­როს, სკო­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ისე მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­საც, მთე­ლი ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებ­ში, მრა­ვალ­მ­ხ­რივ პრო­ფილს მო­ვი­ცავთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, კრე­დი­ტე­ბი მო­ვი­პო­ვეთ ამ უახ­ლეს დარ­გ­ში იმით, რომ ქარ­თ­ვე­ლებს ციფ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ში პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გვაქვს.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გვყავ­და უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტი, ლი­სა­ბო­ნე­ლი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის პრო­ფე­სო­რი ვი­ტორ ტო­მე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლია თა­ვის დარ­გ­ში, ევ­რო­საბ­ჭო­სე­უ­ლი ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის დარ­გის თა­ნა­ავ­ტო­რია და, ასე ვთქვათ, სუ­პერ­ვი­ზი­ას უწევს პრო­ექ­ტებს. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტი, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გვეწ­ვია და ჩვენც ვი­ყა­ვით სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ჩა­სუ­ლე­ბი. შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვქონ­და, ად­გილ­ზე გვე­ნა­ხა რო­გორ მუ­შა­ობს სკო­ლებ­ში ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ასე­ვე, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დო­ნე­ზე რო­გორ ის­წავ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. ვი­ზი­ტის დროს, შევ­ხ­ვ­დით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. პორ­ტუ­გა­ლია არა მა­ხო­ლოდ იმით იყო ნი­შან­დობ­ლი­ვი, რომ ჩვე­ნი კონ­სულ­ტან­ტი ევ­რო­საბ­ჭო­ში პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტებს წერს ამ მი­მარ­თ­ულე­ბით, არა­მედ იმი­ტომ, რომ პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში მსგავ­სი კონ­ტექ­ს­ტია – რე­ჟი­მის შემ­დ­გო­მი ქვე­ყა­ნაა (70-იან წლებ­ში გა­და­ვარ­და რეჟი­მი და თა­ვი­დან და­იწყო სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა) და მარ­თა­ლია, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რია, მაგ­რამ მცი­რე­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი არამ­დ­გ­რა­დო­ბა ახა­სი­ა­თებს. ჩვე­ნი ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი – პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბის სა­ჩუ­ქა­რი ნეთ­ბუ­ქის სა­ხით, სწო­რედ პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი „ნოუ ჰაუა“. მოკ­ლედ, ამ ქვე­ყა­ნა­მაც ჩვე­ნი მსგავ­სი გზა გან­ვ­ლო და ამ მხრი­ვაც სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რო­გორ მი­ვიდ­ნენ იქამ­დე, რომ მათ­თან, რო­გორც კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზეა. გა­ირ­კ­ვა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცალ­კე სტრა­ტე­გია აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ნერ­გა­ვენ მას ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში – რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­მიჯ­ნა­ვე დარგს. რე­ა­ლუ­რად, ჩვენს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­შიც, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, ასეა – ციფ­რუ­ლი ეთი­კის ნა­წი­ლი შე­სუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წი­ლი – მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ში; ორი­ვე­ში და­ი­ნა­ხავთ ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კვალს.

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის 46 სა­ხელ­მ­წი­ფო­დან, პრო­ექ­ტ­ში 26 მო­ნა­წი­ლე­ობს. რო­გორც კი პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა, მათ შო­რის ჩვენ­მა კონ­სულ­ტან­ტ­მა, შე­იტყ­ვეს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი ძვრე­ბი მი­დის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და გვსურ­და, ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სას­წ­რა­ფოდ შეგ­ვიყ­ვა­ნეს ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­ში, რო­მელ­საც, სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე თა­ვად ვხელ­მ­ძღვა­ნე­ლობ­დი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, ჩე­მი წა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ კი ნა­ტო ინ­გო­როყ­ვა ხელ­მ­ძღვა­ნე­ლობს. სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ პრო­ექ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პროგ­რა­მას წარ­მო­ვად­გენ­დი ევ­რო­საბ­ჭო­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლომ ყველ­ფა­ერ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც ევ­რო­საბ­ჭო­ში ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­კეთ­და – ბუკ­ლე­ტე­ბი, ფლა­ე­რე­ბი, პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი (ქარ­თულ ენა­ზეც დევს ევ­რო­საბ­ჭოს გვერ­დ­ზე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია) და მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ისევ ვაგ­რ­ძე­ლებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას. ამ კონ­ტ­რი­ბუ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ითარ­გ­მ­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც უკ­ვე ვახ­სე­ნე და ეს პრო­ექ­ტი აუცი­ლებ­ლად გა­შუქ­დე­ბა, რო­გორც მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ იმუ­შა­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლომ, რომ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა­ზეც გავ­სუ­ლი­ყა­ვით, და არა მხო­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის დო­ნე­ზე.

🔎 რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე ეს პრო­ექ­ტი ან რო­გორ იგეგ­მე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტის შე­ტა­ნა

 

☑️სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე: პრო­ექ­ტის იდეა სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და – ისე­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს სკო­ლებ­ში ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მით უფ­რო, ეს ახა­ლი დარ­გია და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვაა. მო­ნოგ­რა­ფია ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბაა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­კეთ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა აქ­ტი­ვო­ბა და ამო­ცა­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მათ შო­რის, ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო პრო­ექ­ტის 5 სა­მიზ­ნე ს­კო­ლა­ში პრაქ­ტი­კის კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და შემ­დეგ, ამ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. აი, ეს იყო ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­შიც უშუ­ა­ლოდ იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტ­რან­ტე­ბი (ამ კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში მომ­ზად­და სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რო­მე­ბი), ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი – სკო­ლის კვლე­ვის ჯგუ­ფი და მოს­წავ­ლე­ე­ბი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი მომ­ზად­და ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და იმის­და მი­ხედ­ვით, რო­მელ სკო­ლას რა სა­ჭი­რო­ე­ბა ჰქონ­და. მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა პრაქ­ტი­კის კვლე­ვა ვერ შე­ვი­დო­და, მაგ­რამ ერთ-ერთი სკო­ლის მა­გა­ლი­თი შე­ვი­ტა­ნეთ – რა კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, რა შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა, რა ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ და ა.შ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჩვე­ნი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბა. ერთ-ერ­თ­მა სკო­ლამ, რო­მე­ლიც არ იყო კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი, თხოვ­ნით მოგ­ვ­მარ­თა,  სურ­დათ ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა. მა­გის­ტ­რ­თა კი­დევ ერ­თი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს ერთ-ერთ სკო­ლა­ში, ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვა­ზე და, რაც მთა­ვა­რია, კვლე­ვას იმ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ატა­რე­ბენ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი დი­დი კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა. ვურ­ჩევ­დი მას­წავ­ლებ­ლებს, გა­ეც­ნონ ამ ლი­ტე­რა­ტუ­რას და გა­მო­ი­ყე­ნონ, მით უმე­ტეს, რომ ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვა­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ელექ­ტ­რო­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. გარ­და გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი­სა, ამ კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, მომ­ზად­და სას­წავ­ლო კურ­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის – მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის­თ­ვის. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია. ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­ში ეს კურ­სი უკ­ვე შე­ვი­ტა­ნეთ და მე­სა­მე წე­ლია, მას მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე კითხუ­ლობს, რო­გორც მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი.

კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ახა­ლი თა­ო­ბა, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ფლო­ბენ ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნა­რებს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი – ნაკ­ლე­ბია დი­ა­ლო­გი, ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის. მი­ზე­ზად ის სა­ხელ­დე­ბა (თა­ვად ასა­ხე­ლე­ბენ), რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი ვერ ფლო­ბენ შე­სა­ბა­მის/სა­ჭი­რო კომ­პე­ტენ­ცი­ებს, ესა­უბ­რონ შვი­ლებს/მოს­წავ­ლე­ებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო გვაქვს ამ კუთხით. მთა­ვა­რი, რაც ამ კვლე­ვამ დაგ­ვა­ნა­ხა — ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი ჰი­პო­თე­ზა, რომ ქა­ლაქ­ში უკე­თე­სი სი­ტუ­ა­ციაა, ვიდ­რე რე­გი­ო­ნებ­ში, არ გა­მარ­თ­ლ­და, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით გან­ს­ხა­ვე­ბა, ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, კვე­ლე­ვამ არ აჩ­ვე­ნა. ისიც თვალ­ნა­თე­ლი გახ­და, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დი­დად არც ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცია მოქ­მე­დებს. მთა­ვა­რი, რაც ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, არის ის, რომ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ამ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბა და მიმ­ღებ­ლო­ბა ძა­ლი­ან დი­დია.

◊◊◊

„სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის კვლე­ვა წარ­მო­ად­გენს ინო­ვა­ცი­ას რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, ისე სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო სის­ტე­მის­თ­ვის,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია მო­ნოგ­რა­ფი­ის შე­სა­ვალ­ში და ხაზ­გას­მუ­ლია მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რად­გან კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი სწო­რედ სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რის შე­დე­გა­დაც შე­იქ­მ­ნა „ახა­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ“. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნოგ­რა­ფია სა­უ­კე­თე­სო მეგ­ზუ­რად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს რო­გორც სფე­როს მკვლე­ვარ­თათ­ვის, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რელ­თათ­ვის, კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბის, შე­დე­გე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა კი  ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დის სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვად.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები