27 ივლისი, შაბათი, 2024

ციფრული მოქალაქეობა

spot_img

მაია სუმბაძე
თელავის №2 საჯაროს სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

 

 

ტექნოლოგიურმა ეპოქამ კაცობრიობას ახალი გამოწვევები მოუტანა. ინტერნეტი არის ღია სივრცე, სადაც არასრულწლოვანი შესაძლოა გადაეყაროს მისთვის ასაკობრივად შეუფერებელი შინაარსის მქონე მასალას. აღნიშნულმა, შეიძლება, ზიანი მიაყენოს მის შინაგან სამყაროს და უარყოფითად იმოქმედოს ფსიქოემოციურ განვითარებაზე. სოციალურ მედიაში არსებული სხვადასხვა წყაროს შინაარსი, აგრეთვე, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოზარდის ოჯახურ ტრადიციებსა და კულტურას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საბაზო და საშუალო საფეხურის მისია მოსწავლის აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქედ ფორმირებაა.

არასულწლოვნებისთვის, ამჟამად, ვირტუალურ სივრცეში არსებულ პრობლემას წარმოადგენს სასწავლო პროცესში, გართობისა და კომუნიკაციისთვის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (IST) გამოყენება. ციფრული ცნობიერების ამაღლება გამოწვევაა, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეების ღირსებასა და პასუხისმგებლობაზე. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოქალაქეობა XXI საუკუნის საკვანძო (ევროსაბჭოს) კომპეტენცია და ფუნქციური უნარია. მასწავლებელი ვალდებულია, გზამკვლევობა გაუწიოს მოსწავლეს და შეძლოს მისი მომზადება ონლაინ გამოწვევებისთვის, დაეხმაროს მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების კომპეტენციების დაუფლებაში.

პროფესიული ეთიკის კოდექსის მიხედვით, მასწავლებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებაში. ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის, საჭიროა, მოსწავლეს ჰქონდეს კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ინფორმაციის გადამოწმების უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარებაზე პედაგოგი მუდმივად უნდა ზრუნავდეს. არასრულწლოვანმა ონლაინ სივრცეში დაცულად რომ იგრძნოს თავი, პატივი უნდა სცეს სხვის აზრებსა და გამოხატვის თავისუფლებას, ამოიცნოს კიბერბულინგის შემთხვევები და ინფორმირებული იყოს ვის მიმართოს მსგავსი პრობლემის გადაჭრისთვის.

დღეს არასრულწლოვნის ორიენტირება ციფრულ გარემოში რთულია, თუმცა, სათანადო ცოდნისა და შესაბამისი ცნობიერების საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია მისი დაცვა. ვირტუალურ სივრცეში ბავშვს ადრეულ ასაკში და ნაკლები გამოცდილებით უწევს გამოწვევებთან გამკლავება. მოსწავლე ინფორმირებული უნდა იყოს კიბერბულინგის, კიბერდეითინგისა და სხვა ონლაინ საფრთხეების შესახებ, რათა ჩამოუყალიბდეს ციფრული უნარ-ჩვევები, რომელთა გამოყენებითაც შეძლებს ინფორმაციის გაფილტვრას და დეზინფორმაციის ამოცნობას. მოზარდს უნდა ჰქონდეს ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რაც მას ტექნოლოგიების საკანონმდებლო და ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენებაში დაეხმარება.

მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოზარდისთვის კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება, მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად. არასრულწლოვანმა კი უნდა შეძლოს, პირადი ანგარიშის მართვისას, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა, ინფორმაციული ეთიკის ნორმების გაცნობიერება, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საბაზო საფეხურზე სწავლა-სწავლების მისიაა მოზარდისთვის მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მისი აქტიურ მოქალაქედ ფორმირების ხელშეწყობა; საშუალო საფეხურის კი – ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება. მასწავლებელი უნდა შეეცადოს, რომ მოზარდმა შეძლოს კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში თანაცხოვრებისათვის მასმედიასა და ციფრულ მედიაში პოლიტიკური გზავნილების, პროპაგანდისა და სიძულვილის ენის იდენტიფიცირება და მათი ზეგავლენისგან თავდაცვა.

მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოზარდს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანი და სახალისოა, თუმცა, ამავე დროს, მათთან ხანგრძლივი და უკონტროლო ურთიერთობა შესაძლებელია საზიანო იყოს ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის, დაეხმაროს მას ციფრულ სამყაროში უსაფრთხო, პასუხისმგებლიან და ეფექტურ ოპერირებაში.

ონლაინ რესურსები ზრდის მოსწავლის მოტივაციას და მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდოს საგანმანათლებლო ინსტრუმენტების ჩამონათვალი საინტერესო და სახალისო ციფრული მასალით. ამასთან, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას (IST) ბავშვებთან, შესაძლებელია ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენების წესების შემუშავება, პოსტერის შექმნა და აღნიშნულის განთავსება საკლასო ოთახში, რათა თავიდან ავიცილოთ ადიქციის (დამოკიდებულების) ან სხვა სახის დარღვევის/საფრთხის განვითარების რისკი.

იყო მასწავლებელი ნიშნავს მუდმივი განვითარების სურვილსა და სწავლების ხარისხის ეფექტურობის მუდმივ კონტროლს. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვებითა და სასკოლო თემის ანონიმური გამოკითხვის (იხ. დანართი) შედეგების მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოკვეთილ პრობლემას წარმოადგენდა არასრულწლოვნის უსაფრთხო ვირტუალური ცხოვრების უზრუნველყოფა. ჩემ მიერ შერჩეულ იქნა საკვლევი საკითხი – მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ, საბაზო და საშუალო საფეხურზე. იდენტიფიცირებული პრობლემის მოგვარების მიზნით, ჩავატარე სამოქმედო კვლევა, რომლის მიზანი იყო მოსწავლის აღჭურვა იმ კომპეტენციებით:

♦ რომლებიც მას კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებებში, თანასწორობის პრინციპების დაცვით თანაცხოვრებისთვის ესაჭიროება;

♦ რომლებიც ონლაინ სივრცეში მის შემდგარ, ჯანსაღ და პასუხისმგებლიან მოქალაქედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს;

♦ რომლებიც ონლაინსივრცეში უსაფრთხო ჩართულობას, კეთილდღეობასა და მისი უფლებების დაცვას განაპირობებს.

შევარჩიე ფოკუს ჯგუფის მონაწილე მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. აღნიშნულ ჯგუფში ჩავრთე კათედრის წევრიც. დავიწყე ფოკუსირებული დაკვირვება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ცნობიერებაზე ციფრული მოქალაქეობის შესახებ. კვლევისას გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდები.

ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები:

STEAM გაკვეთილი – საკითხი – დეზინფორმაცია და ყალბი ამბები; უჯრედის ქიმიური შედგენილობა

პრეზენტაციის შექმნა – თემა – “ბულინგი ონლაინ სივრცეში, საფრთხე და მისგან თავდაცვა”, “პერსონალური მონაცემების დაცვა”, “საავტორო უფლებების დაცვა”, “ინტელექტუალური საკუთრების დაცვა”.

თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი – თემა – “ბულინგი ონლაინ სივრცეში, საფრთხე და მისგან თავდაცვა”, “პერსონალური მონაცემების დაცვა”, “საავტორო უფლებების დაცვა”, “ინტელექტუალური საკუთრების დაცვა”.

კედლის გაზეთის შექმნა – თემა – “ბულინგი ონლაინ სივრცეში, საფრთხე და მისგან თავდაცვა”, “პერსონალური მონაცემების დაცვა”, “საავტორო უფლებების დაცვა”.

კომიქსის შექმნა – თემა – “ბულინგი ონლაინ სივრცეში, საფრთხე და მისგან თავდაცვა”, “პერსონალური მონაცემების დაცვა”, “ინტერნეტ ადიქცია”.

საინფორმაციო ბუკლეტი – თემა – “ბულინგი ონლაინ სივრცეში, საფრთხე და მისგან თავდაცვა”, “პერსონალური მონაცემების დაცვა”, “საავტორო უფლებების დაცვა”.

სტატია – თემა – “ინტერნეტ დამოკიდებულება”, “ბულინგი ონლაინ სივრცეში, საფრთხე და მისგან თავდაცვა”, “პერსონალური მონაცემების დაცვა”, “საავტორო უფლებების დაცვა”.

პოსტერი – თემა – “ინტერნეტ ადიქცია”, “ბულინგი ონლაინ სივრცეში, საფრთხე და მისგან თავდაცვა”, “პერსონალური მონაცემების დაცვა”, “საავტორო უფლებების დაცვა”.

ექსკურსია – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თელავის ტექნოპარკში. მიზანი – მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიული კულტურის (ტოლერანტობა, პასუხისმგებლობა ერთმანეთისა და სხვების წინაშე, პატივისცემა და ა.შ.) კომპეტენციების განმტკიცება და ონლაინ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება.

განხორციელებული ინტერვენციების საშუალებით შევძელი კვლევის მიზნის მიღწევა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ.

 

დანართი:

კითხვარი ციფრული მოქალაქეობის შესახებ მასწავლებლებისათვის

  1. რამდენად ხშირად იყენებთ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სწავლების პროცესში?

Ο თითქმის ყველა გაკვეთილზე

Ο ხშირად

Ο იშვიათად

Ο არ ვიყენებ

2. შეგიქმნიათ სასწავლო რესურსი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით?

Ο კი

Ο არა

3. რა არის თქვენთვის ცნობილი ონლაინ წესებისა და ქცევის სტანდარტების შესახებ?

………………

4. რა არის თქვენთვის ცნობილი საავტორო უფლებების შესახებ?

………………

5. იცავთ თუ არა საავტორო უფლებებს?

Ο კი

Ο არა

6. იცავენ თუ არა თქვენი მოსწავლეები საავტორო უფლებებს?

Ο კი

Ο არა

7. იცავთ თუ არა პერსონალური მონაცემების შესახებ კანონს?

Ο კი

Ο არა

8. იცავენ თუ არა თქვენი მოსწავლეები კანონს პერსონალური მონაცემების შესახებ?

Ο კი

Ο არა

9. ფლობენ თუ არა თქვენი მოსწავლეები ინფორმაციას კიბერბულინგის შესახებ?

Ο მოსწავლეებმა იციან ზღვარი ხუმრობასა და კიბერბულინგს შორის

Ο ინფორმირებულები არიან კიბერბულინგს გამომწვევი მიზეზების შესახებ

Ο ინფორმირებულები არიან კიბერბულინგს შედეგების შესახებ

Ο ინფორმირებულები არიან ვის უნდა მიმართონ კიბერბულინგის შემთხვევაში

10. შეარჩიეთ თქვენი მოსწავლეების ინტერნეტ ადიქციის მაჩვენებელი

Ο არ არიან ინტერნეტ დამოკიდებულები, ინტერნეტს იყენებენ მხოლოდ მიზნობრივად

Ο ინტერნეტ დამოკიდებულები არიან, თუმცა ცდილობენ დამოკიდებულების დაძლევას

Ο ინტერნეტ დამოკიდებულები არიან, არ აქვთ სურვილი დამოკიდებულების დაძლევის

 

კითხვარი ციფრული მოქალაქეობის შესახებ მოსწავლეებისათვის

1. რამდენად ხშირად იყენებთ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სწავლების პროცესში?

Ο თითქმის ყველა გაკვეთილზე

Ο ხშირად

Ο იშვიათად

Ο არ ვიყენებ

2. როგორ ფიქრობთ, იცავთ ონლაინ წესებსა და ქცევის სტანდარტებს?

Ο კი

Ο არა

3. როგორ ფიქრობთ, იცავთ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონს?

Ο კი

Ο არა

4. როგორ ფიქრობთ ,იცავთ საავტორო უფლებებს?

Ο კი

Ο არა

5. როგორ ფიქრობთ, იცავთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას?

Ο კი

Ο არა

6. ფლობ თუ არა ინფორმაციას კიბერბულინგის შესახებ?

Ο მე ვიცი ზღვარი ხუმრობასა და კიბერბულინგს შორის

Ο მე ინფორმირებული ვარ კიბერბულინგს გამომწვევი მიზეზების შესახებ

Ο მე ინფორმირებული ვარ კიბერბულინგის შედეგების შესახებ

Ο მე ინფორმირებული ვარ ვის მივმართო კიბერბულინგის შემთხვევაში

7. შეარჩიეთ თქვენი ინტერნეტ ადიქციის მაჩვენებელი

Ο არ ვარ ინტერნეტ დამოკიდებული, ინტერნეტს ვიყენებ მხოლოდ მიზნობრივად

Ο ინტერნეტ დამოკიდებული ვარ, თუმცა ვცდილობ დამოკიდებულების დაძლევას

Ο ინტერნეტდამოკიდებული ვარ, არ მაქვს სურვილი დამოკიდებულების დაძლევის

 

კითხვარი ციფრული მოქალაქეობის შესახებ მშობლებისათვის

1. რამდენად ხშირად იყენებს თქვენი შვილი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სწავლების პროცესში?

Ο თითქმის ყველა გაკვეთილზე

Ο ხშირად

Ο იშვიათად

Ο არ იყენებს

2. როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილი იცავს ონლაინ წესებსა და ქცევის სტანდარტებს?

Ο კი

Ο არა

3. როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილი იცავს პერსონალური მონაცემების შესახებ კანონს?

Ο კი

Ο არა

4. როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილი იცავს საავტორო უფლებებს?

Ο კი

Ο არა

5. როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილი იცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას?

Ο კი

Ο არა

6. ფლობ თუ არა თქვენი შვილი ინფორმაციას კიბერბულინგის შესახებ?

Ο მან იცის ზღვარი ხუმრობასა და კიბერბულინგს შორის

Ο ის ინფორმირებულია კიბერბულინგის გამომწვევი მიზეზების შესახებ

Ο ის ინფორმირებულია კიბერბულინგის შედეგების შესახებ

Ο ის ინფორმირებულია ვის უნდა მიმართოს კიბერბულინგის შემთხვევაში

7. შეარჩიეთ თქვენი შვილის ინტერნეტ ადიქციის მაჩვენებელი

Ο არ არის ინტერნეტდამოკიდებული, ინტერნეტს იყენებს მხოლოდ მიზნობრივად

Ο ინტერნეტდამოკიდებულებია, თუმცა ცდილობს დამოკიდებულების დაძლევას

Ο ინტერნეტდამოკიდებულებია, არც აქვს სურვილი დამოკიდებულების დაძლევის

 

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

ეროვნული სასწავლო გეგმა

სამოქმედო კვლევა

ციფრული მოქალაქეობა

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ

Non-Formal Education: Why Georgia Needs Holistic Approach

კიბერცნობიერების ტერმინოლოგიის მოკლე ლექსიკონი

ციფრული მედეგობა

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები