24 ნოემბერი, კვირა, 2024

ციფ­რუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ჩვე­ნი წი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა

spot_img

2005 წლი­დან, მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში, უსაფ­რ­თხო ინ­ტერ­ნე­ტის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. თა­რი­ღი მოძ­რა­ვია და, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, თე­ბერ­ვ­ლის მე­ო­რე კვი­რას აღი­ნიშ­ნე­ბა. 2022 წელს ეს დღე 7 თე­ბერ­ვა­ლია და სა­ქარ­თ­ვე­ლოც შე­უ­ერ­თ­და მსოფ­ლიო ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლის მი­ზა­ნია, მხა­რი და­უ­ჭი­როს ინ­ტერ­ნე­ტის და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის პო­ზი­ტი­ურ და უსაფ­რ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბას, ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის, ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის გზით. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­ცა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, თე­მამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა.

რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებ­ს, მშობ­ლებს და რო­გორ შე­ვუქ­მ­ნათ სკო­ლებ­ში მო­ზარ­დებს ინ­ტერ­ნე­ტის და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის პო­ზი­ტი­უ­რი და უსაფ­რ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­მო — ამ თე­მა­ზე სა­უბ­რო­ბენ ტო­ლია კი­ლა­სო­ნია და ანი კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

ტო­ლია კი­ლა­სო­ნია, ქ. სე­ნა­კის წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ი­სა და სო­ფელ ხორ­შის სა­ჯა­რო სკო­ლის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

რაც უფ­რო დი­დი აქ­ტი­ვო­ბით ვი­ყე­ნებთ კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, მით უფ­რო მე­ტია რის­კი, რომ შე­იძ­ლე­ბა კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­შე და­უც­ვე­ლე­ბი აღ­მოვ­ჩ­ნ­დეთ. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ და უარი ვთქვათ მათ­ზე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დრო­ის დიდ ნა­წილს სახ­ლ­ში კომ­პი­უ­ტე­რებ­თან, გა­ჯე­ტებ­თან ატა­რე­ბენ. ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ე­ბი სახ­ლ­ში ნაკ­ლე­ბად არი­ან და­ცუ­ლი კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის­გან, ვიდ­რე სკო­ლის პი­რო­ბებ­ში.

სკო­ლებ­ში გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის (emis) მი­ერ კონ­ტ­როლ­დე­ბა, ამ­დე­ნად, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ბევ­რად და­ცუ­ლე­ბი არი­ან ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში, ვიდ­რე სახ­ლებ­ში, სა­დაც მათ ამ მხრივ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ. ძა­ლი­ან ბევრ არას­რულ­წ­ლო­ვანს აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია ისეთ ვებ­გ­ვერ­დებ­ზე, სა­დაც ასა­კობ­რი­ვი შეზღუდ­ვაა. მათ ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბათ ასა­კის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რაც, ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თოა.

სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აუცი­ლე­ბე­ლია მშობ­ლე­ბის უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვა პრო­ცე­სებ­ში. მე, რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტი და ასე­ვე რი­გი­თი მშო­ბე­ლი, ვურ­ჩევ­დი მშობ­ლებს, მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­უთ­მონ შვი­ლე­ბის ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში ყოფ­ნას, რა­თა და­იც­ვან ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა კრი­მი­ნა­ლუ­რი და აზარ­ტუ­ლი ინ­ტერ­ნეტ თა­მა­შე­ბის­გან, ინ­ტერ­ნეტ ბუ­ლინ­გის­გან, ფი­შინ­გის­გან, რად­გან კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა საკ­მა­ოდ მზარ­დია.

აუცი­ლე­ბე­ლია, გა­მო­იკ­ვე­თოს სკო­ლის და მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი ამ სა­კითხ­ში. სკო­ლამ უნ­და და­გეგ­მოს შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბულ საფ­რ­თხე­ებ­ზე.

ვფიქ­რობ, წი­ნა პლან­ზე უნ­და იყოს წა­მო­წე­უ­ლი ონ­ლა­ინ ქცე­ვის წე­სე­ბი, მოს­წავ­ლე­ებს უნ­და ჰქონ­დეთ შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ მა­თი ქცე­ვა რო­გორც ონ­ლა­ინ, ასე­ვე ოფ­ლა­ინ არის იდენ­ტუ­რი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლე­ბი არი­ან ორი­ვე სივ­რ­ცე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე.

აქ­ვე აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა დრო­ის ფაქ­ტორს, თუ რა დროს უნ­და ატა­რებ­დეს მოს­წავ­ლე კომ­პი­უ­ტერ­თან, რაც ასა­კობ­რი­ვად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა და აუცი­ლე­ბე­ლია ამ რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვა, ვი­ნა­ი­დან პირ­და­პირ კავ­შირ­შია მოს­წავ­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან.

 

ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, კერ­ძო სკო­ლა „ქო­რა­ლის“ მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

უსაფ­რ­თხო ინ­ტერ­ნე­ტის, უსაფ­რ­თხო ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბა, ჩე­მი აზ­რით, ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის ხელ­შია. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კი, პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლე­ბე­ლია ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძლი­ე­რი კად­რის მომ­ზა­დე­ბა.

ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, და არა მხო­ლოდ ჩვენ­თ­ვის, ცნო­ბი­ლია მას­ლო­უს პი­რა­მი­და, რო­მელ­საც ასე­ვე „ადა­მი­ა­ნუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის თე­ო­რი­ას“ უწო­დე­ბენ. მოთხოვ­ნი­ლე­ბა­თა იერარ­ქი­ის პი­რა­მი­და­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია პირ­ვე­ლა­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი: ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და უსაფ­რ­თხო­ე­ბის, ხო­ლო მათ ზე­ვით ე.წ. შე­ძე­ნი­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბია: სო­ცი­ა­ლუ­რი, და­ფა­სე­ბის, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის. მას­ლო­უს აზ­რით, რო­დე­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია (დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია), გა­დავ­დი­ვართ იერარ­ქი­ის ზე­და სა­ფე­ხურ­ზე; თუმ­ცა ამ სა­ფე­ხუ­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა (მეტ­წი­ლად მა­ღალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე) შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მის­წ­რა­ფე­ბი­დან, ხა­სი­ა­თი­დან, გა­რე­მო თუ სხვა პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ნი ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ უსაფ­რ­თხო­ე­ბის გან­ც­და, შეგ­რ­ძ­ნე­ბა არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში კი, ფი­ზი­კურ გა­რე­მოს­თან ერ­თად, საფ­რ­თხეს გვიქ­მ­ნის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო, და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი მე­ტად გვა­ზი­ა­ნებს მო­რა­ლუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ფი­ნან­სუ­რად თუ სხვ. ვფიქ­რობ, რომ ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი, კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბის თე­მა­ზე მეტ­წი­ლად 2008 წელ­მა დაგ­ვა­ფიქ­რა, რო­დე­საც, აგ­ვის­ტოს ომის დროს, არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო შე­ტე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი, არა­მედ კი­ბერ­შე­ტე­ვა­საც.

რის­თ­ვის გვჭირ­დე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი? ამ კითხ­ვა­ზე ბავ­შ­ვე­ბი გვპა­სუ­ხო­ბენ: მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, გარ­თო­ბა, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, თა­მა­შე­ბი და ა.შ. პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკა­ნას­კ­ნე­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში ყოფ­ნას მეტ დროს ვუთ­მობთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩვენ­მა სა­მუ­შაო მა­გი­დებ­მა, სკო­ლამ ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არა­თუ ფუ­ფუ­ნე­ბა და გარ­თო­ბა, არა­მედ სა­ჭი­რო­ე­ბაც გახ­და. სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მე­ბი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, შე­მეც­ნე­ბი­თი თა­მა­შე­ბი — ეს ყვე­ლა­ფე­რი აუცი­ლე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­სე­ბობს რის­კე­ბი იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე ისე­ვე, რო­გორც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, შე­საძ­ლოა გახ­დეს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის, კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პ­ლი. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, აშშ-ს სკო­ლებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, თით­ქ­მის სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და. თუნ­დაც ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ შე­საძ­ლოა თა­ვი უსაფ­რ­თხოდ არ გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს.

რამ­დე­ნი­მე სა­კითხს გა­მოვ­ყოფ, ინ­ტერ­ნე­ტი და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში „მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბას“ გან­საზღ­ვ­რავს, რო­გორც გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ას. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბი მო­ი­აზ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ის დიდ რა­ო­დე­ნო­ბა­ში ორი­ენ­ტი­რე­ბი­სა და გა­ფილ­ტ­ვ­რის, შექ­მ­ნი­სა და გა­ზი­ა­რე­ბის უნა­რებს. რო­გორც ვხე­დავთ, სა­უ­ბა­რია მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი, ლო­გი­კუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ცხა­დია, მოს­წავ­ლეს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში უნ­და გა­ნუ­ვი­თარ­დეს და თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე ჩვე­ნი წი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა.

ასე­ვე ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა ის, რომ მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, დღეს ხში­რად არას­წო­რად ეს­მით ცნე­ბე­ბი „უფ­ლე­ბა“ და „თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, ვი­ნა­ი­დან, პა­რა­ლე­ლუ­რად, არ იაზ­რე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბებს და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რედ ეს ხდე­ბა კი­ბერ­ბუ­ლინ­გის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი. კი­ბერ­ბუ­ლინ­გ­ში გო­გო­ნე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია: გო­გო­ნებს უყ­ვართ მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა, დამ­ცი­ნა­ვი კო­მენ­ტა­რე­ბის და­წე­რა და ამ საქ­მე­ში სხვა ბავ­შ­ვე­ბის აყო­ლი­ე­ბა, ისე­თი ფო­ტოს გავ­რ­ცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მსხვერ­პ­ლის­თ­ვის შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლია; ბი­ჭე­ბის მი­ერ და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რი, მეტ­წი­ლად, მუ­ქა­რას შე­ი­ცავს ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა. თუ­კი ბავ­შ­ვი თავს გრძნობს მსხვერ­პ­ლად, აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­მარ­თოს მშო­ბელს, მას­წავ­ლე­ბელს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვებს ეს უჭირთ, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ უფ­რო­სებ­მა შე­საძ­ლოა ისი­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ, ემო­ცი­უ­რად იძა­ბე­ბი­ან, ხდე­ბი­ან გულ­ჩათხ­რო­ბი­ლე­ბი, სწავ­ლის ხა­რის­ხი ეცე­მა, არ სურთ მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სწო­რედ ეს უნ­და გახ­დეს ჩვენ­თ­ვის ბავ­შ­ვ­თან გა­სა­უბ­რე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რა­თა და­ვად­გი­ნოთ, რა უჭირს. ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია, მშობ­ლებ­მა გა­და­ა­მოწ­მონ ის ვებ­გ­ვერ­დე­ბი, თა­მა­შე­ბი, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად სტუმ­რო­ბენ. ყვე­ლა ბავ­შ­ვ­მა უნ­და იცო­დეს, რომ კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლია, შსა­ბა­მი­სად — დას­ჯა­დია.

რა არის ძა­ლა­დო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი? ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­ყა­როს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ი­დან აღიქ­ვა­მენ, ამ­დე­ნად თა­ნა­გან­ც­დის უნა­რი ნაკ­ლე­ბია. ემ­პა­თი­ის ნაკ­ლე­ბო­ბამ და სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვი­სი დამ­ცი­რე­ბის გზით დამ­კ­ვიდ­რე­ბის სურ­ვილ­მა, შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვი გა­ხა­დოს აგ­რე­სო­რი, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­ნამ­დე ის თა­ვად ყო­ფი­ლი­ყო მსხვერ­პ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა კლუ­ბებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა, რა­თა იპო­ვონ სა­კუ­თა­რი საქ­მე, სა­კუ­თა­რი თა­ვი.

მოს­წავ­ლე­ებ­თან სხვა­დას­ხ­ვა თე­მის გან­ხილ­ვი­სას, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მე­თო­დებს ვი­ყე­ნებ. შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ვაწყოთ დის­კუ­სია, კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა — თე­მა­ტუ­რად შერ­ჩე­ულ ფილმს ვუ­ყუ­რებთ და გან­ვი­ხი­ლავთ, ვკითხუ­ლობთ მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მა­გა­ლი­თად, წა­ვი­კითხეთ წიგ­ნე­ბი — „სა­ოც­რე­ბა“ და „თევ­ზი ხე­ზე“, რი­თაც და­ვიწყეთ ან­ტი­ძა­ლა­დობ­რი­ვი პრო­ექ­ტი „არა ბუ­ლინგს!“. ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, 13-15 წლის ასაკ­ში, მსგავ­სი თე­მე­ბის გან­ხილ­ვა სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ამო­ცა­ნე­ბის, ქე­ი­სე­ბის, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დე­გის მომ­ტა­ნია.

ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო ჩვე­ნი აწ­მ­ყო და მო­მა­ვა­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია უგუ­ლე­ბელ­ვ­ყოთ ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბა, პი­რი­ქით, უნ­და ვიზ­რუ­ნოთ, რომ ინ­ტერ­ნე­ტი ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და უსაფ­რ­თხო გავ­ხა­დოთ.

5 გზა, რო­გორ და­ვიც­ვათ ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში

  1. და­ი­ცა­ვით ბავ­შ­ვე­ბი ღია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით

ესა­უბ­რეთ შვილს გუ­ლახ­დი­ლად და ჰკითხეთ, ვის და რო­გორ ეკონ­ტაქ­ტე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით. დარ­წ­მუნ­დით, რომ ბავ­შ­ვი აც­ნო­ბი­ე­რებს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც სი­კე­თე­სა და თა­ნად­გო­მა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი და იაზ­რებს, რომ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი ან სხვა სა­ხის შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ურ­თი­ერ­თო­ბის მი­სა­ღე­ბი ფორ­მა არ არის. აუხ­სე­ნით მას, რო­გორც კი ვინ­მეს­გან მსგავს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იგ­რ­ძ­ნობს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­გატყო­ბი­ნოთ თქვენ ან სხვას, ვი­საც ენ­დო­ბა. შვილ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვეთ გარ­კ­ვე­უ­ლი წე­სე­ბი, თუ რო­გორ, სად და რო­დის არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მოწყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

  1. გა­მო­ი­ყე­ნეთ ტექ­ნო­ლო­გია, რა­თა უკეთ და­იც­ვათ ბავ­შ­ვე­ბი

შე­ა­მოწ­მეთ შვი­ლის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი და დარ­წ­მუნ­დით, რომ პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ან­ტი­ვი­რუ­სი გა­ნახ­ლე­ბუ­ლია და რომ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის პო­ლი­ტი­კაც გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია. თუ­კი ბავ­შ­ვი ვებ­კა­მე­რას არ მო­იხ­მარს, რა­მით და­ფა­რეთ იგი. შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეთ მშობ­ლის კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, უსაფ­რ­თხო სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა, რაც თქვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ტა­რე­ბულ დროს უფ­რო პო­ზი­ტი­ურს გახ­დის.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ უფა­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წყა­რო­ე­ბის მი­მართ. გა­აფ­რ­თხი­ლეთ შვი­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად არ ატ­ვირ­თოს თა­ვი­სი ფო­ტო და არც სა­ხე­ლი და გვა­რი მი­უ­თი­თოს. პე­რი­ო­დუ­ლად შე­ა­მოწ­მეთ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რეთ მო­ნა­ცე­მებ­ზე წვდო­მის დაშ­ვე­ბა. ას­წავ­ლეთ ბავშვს პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად შე­ნახ­ვა და აუხ­სე­ნით, რომ მი­სი გა­ზი­ა­რე­ბა უცხო პი­რე­ბის­თ­ვის არ შე­იძ­ლე­ბა.

  1. გა­ა­ტა­რეთ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად დრო ინ­ტერ­ნეტ­ში

ბავშვს შე­უქ­მე­ნით ისე­თი გა­რე­მო და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ უსაფ­რ­თხოდ შეძ­ლოს მე­გობ­რებ­თან, ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან ან თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. დღეს ხომ სხვებ­თან კონ­ტაქტს გა­ცი­ლე­ბით დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, ვიდ­რე ოდეს­მე, თქვენ კი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თის ჩვე­ნე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ჯე­რე­ბა ემ­პა­თი­ი­თა და მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვით.

ას­წავ­ლეთ ბავშვს, რო­გორ ამო­იც­ნოს ყალ­ბი ამ­ბა­ვი და ასა­კის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­მაც, შე­საძ­ლოა, გა­ამ­წ­ვა­ვოს კო­რო­ნა­ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შფოთ­ვე­ბი. არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში არა­ერ­თი სარ­წ­მუ­ნო წყა­როა, მათ შო­რის გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სხვა სან­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებ­გ­ვერ­დე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბით, თქვენს შვილ­თან ერ­თად, შეძ­ლებთ ვი­რუ­სის შე­სა­ხებ მარ­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას.

გა­ა­ტა­რეთ მე­ტი დრო შვილ­თან ერ­თად და გა­ი­გეთ, რო­მე­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, თა­მა­შე­ბი და სხვა ონ­ლა­ინ გა­სარ­თო­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის ინ­ტე­რე­სებ­სა და ასაკს.

  1. და­ეხ­მა­რეთ ბავშვს, გა­მო­ი­მუ­შა­ოს ჯან­სა­ღი ჩვე­ვე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბი­სას

შე­ე­ცა­დეთ, წა­ა­ხა­ლი­სოთ და აკონ­ტ­რო­ლოთ ბავ­შ­ვის კარ­გი ქცე­ვა ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ან ვი­დე­ო­ზა­რე­ბის დროს. აუხ­სე­ნით მას, რომ კლა­სე­ლებს პა­ტი­ვის­ცე­მით უნ­და მო­ეპყ­რას, ფრთხი­ლად აარ­ჩი­ოს ტან­საც­მე­ლი და შე­ე­ცა­დოს, ვი­დე­ო­ზა­რებს სა­ძი­ნებ­ლი­დან არ უპა­სუ­ხოს.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბავ­შ­ვის უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, იც­ნობ­დეთ სკო­ლის პო­ლი­ტი­კას და იმ ზო­მებს, რომ­ლებ­საც უნ­და მი­მარ­თოთ კი­ბერ­ბუ­ლინ­გის ან არა­სა­სურ­ვე­ლი ონ­ლა­ინ კონ­ტენ­ტის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბის გა­და­ცე­მი­სას.

რად­გან ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევრ დროს ატა­რე­ბენ ინ­ტერ­ნეტ­ში, იმის ალ­ბა­თო­ბაც იზ­რ­დე­ბა, რომ გა­და­აწყ­დ­ნენ ისეთ არა­სა­სურ­ველ რეკ­ლა­მებს, რომ­ლე­ბიც არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას, გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას ან ასა­კის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მო მა­სა­ლის მი­წო­დე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ას­წავ­ლეთ, რო­გორ ამო­იც­ნოს ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მა, აქ­ცი­ეთ ეს მო­მენ­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბად და ბავ­შ­ვ­თან ერ­თად გა­არ­კ­ვი­ეთ, თუ რა­ტომ არის ამ ნე­გა­ტი­უ­რი შეტყო­ბი­ნე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა არას­წო­რი.

  1. შე­ე­ცა­დეთ, ბავშვს მის­ცეთ გარ­თო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

წა­ა­ხა­ლი­სეთ შვი­ლე­ბი, რომ ისარ­გებ­ლონ ციფ­რუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბით, ად­გ­ნენ, იმოძ­რა­ონ, ჩა­ურ­თეთ მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ვი­დე­ო­ე­ბი ან ისე­თი ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თ­ვას მო­ითხოვს.

გახ­სოვ­დეთ, ონ­ლა­ინ გან­ტ­ვირ­თ­ვის და­ბა­ლან­სე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რომ­ლი­თაც ინ­ტერ­ნეტს მიღ­მა და­კავ­დე­ბით, მა­გა­ლი­თად, სე­ირ­ნო­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები