14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ციფ­რებს მიღ­მა და­ნა­ხუ­ლი რე­ა­ლო­ბა

spot_img

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნებ­ათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა (CCIIR), USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის ფი­ნან­სუ­რი მხარ­დაჭ­ერით, მო­ამ­ზა­და ბი­უ­ლე­ტე­ნი – რა უნ­და ვი­ცო­დეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, ასა­კობ­რივ და სქე­სობ­რივ ჭრილ­ში, ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბელ­თა საკადრო ცვლი­ლე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 2006-2007 წლი­დან დღემ­დე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 14043 ინ­დი­ვიდით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე მე­ტად მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და რა­ჭა-ლეჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში (22.7%), ხო­ლო ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა – თბი­ლის­ში (5.7%).

დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 2016-2017 წლებ­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რ­დი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კიც და 49.97 წელს შე­ად­გენს. მას­წავ­ლე­ბელ­თა ასა­კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია გუ­რი­ა­ში  (53.04), ხო­ლო ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი – სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში (46.9). სის­ტე­მას 70 წელს ზე­ვით ასა­კის 2776 მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს, რაც  სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 4%-ია. მკვეთ­რად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი 40 წლამ­დე ასა­კის მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და ხვედ­რი­თი წი­ლიც. თუ­კი 2016-2017 აკა­დე­მი­ურ წელს 40 წლამ­დე მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 15 277 იყო, უკა­ნას­კ­ნე­ლი აკა­დე­მი­უ­რი წლის­თ­ვის მა­თი რიცხ­ვი 11 616 გახ­და. იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლად ჩა­ა­ტა­რეს გაკ­ვე­თი­ლი (2019-2020 წლე­ბი) მხო­ლოდ 3672-ია.

ბი­უ­ლე­ტენ­ში ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ასე­ვე კად­რე­ბის ცვლი­ლე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე და ხაზ­გას­მითაა ნათ­ქ­ვა­მი, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­უ­სა­ბა­მოა მას­წავ­ლებ­ლე­ბის საგ­ნობ­რივ-ასა­კობ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რის­თ­ვის. „თუ­კი მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის 2016-2021 წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, ნა­თე­ლია, რომ ეს პროგ­რა­მე­ბი, უმე­ტე­სად, ამ­ზა­დებს ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლებს (სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 20,5 %. იმ დროს, რო­ცა მოქ­მე­დი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კია 41,9 წე­ლი, 50 წელს ზე­ვით მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი სულ 921-ია, ხო­ლო სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა ასა­კი (ფი­ზი­კა – 55,6 წე­ლი, ქი­მია – 53,8 წე­ლი), მხო­ლოდ მი­ზე­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მზად­დე­ბა (ფი­ზი­კა – 26 სტუ­დენ­ტი, ქი­მია – 34 სტუ­დენ­ტი).

რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი დგას ციფ­რებს მიღ­მა და, პირ­ვე­ლ რიგ­ში, რა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნ­და გა­ა­ტა­როს სის­ტე­მამ იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა ასა­კობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­აა­ხალ­გაზ­რ­დავ­დეს, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი ამაღ­ლ­დეს, საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნი­ლი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი აღმოიფხვრას და სის­ტე­მა­ში ახა­ლი თა­ო­ბა შე­მო­ვი­დეს – ციფ­რებს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლ რე­ა­ლო­ბა­ზე გვე­სა­უ­რე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნებ­თ­აშო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე.

      მასწავლებლის პროფესიისთვის მაღალი კვალიფიკაცია უდავოდ საჭიროა.

შალვა ტაბატაძე 

 

ბი­უ­ლე­ტე­ნის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად შემ­ცი­რე­ბუ­ლია – რა­ჭა-ლეჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში – 22,7%, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად კი თბი­ლის­ში- 5,7 %-ით. რას უკ­ავ­შირ­დე­ბა რე­გი­ონ­ში ასე­თი მკვეთ­რი კლე­ბა? არის თუ არა ეს კავ­შირ­ში რე­გი­ო­ნებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე სწო­რი და ზუს­ტი რე­ა­გი­რე­ბის პრობ­ლე­მას­თან? ამის შე­სა­ხებ შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს ილუ­ზო­რუ­ლად ჰგო­ნია, რომ სკო­ლის არ­სე­ბო­ბა შე­ი­ნარ­ჩ­უნებს სო­ფელს და თემს, ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია, რად­გან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ცდი­ლობ­და სკო­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ამით მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას, სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ეს რე­გი­ო­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მა­ინც იც­ლე­ბა. მი­სი­ვე აზ­რით, „სკო­ლა არ არის სა­ფუძ­ვე­ლი სოფ­ლის და თე­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, მას სხვა ტი­პის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი სჭირ­დე­ბა. შემ­დ­გომ, რა თქმა უნ­და,  სკო­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს და ფუნ­ქ­ცი­ას შე­ას­რუ­ლებს. იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც შემ­ცი­რე­ბუ­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ორი კომ­პო­ნენ­ტი თა­მა­შობს მთავარ როლს – ერ­თი, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა და მე­ო­რე –  არ ხდე­ბა ახა­ლი თა­ო­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­დი­ნე­ბა სკო­ლებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელ­თა ასა­კობ­რი­ვი  ხვედ­რი­თი წი­ლი, მათ შო­რის გუ­რი­ა­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია. თბი­ლის­ში მას­წავ­ლებე­ლ­თა შემ­ცი­რე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრო­ცენ­ტია იმი­ტომ, რომ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბაც მე­ტა­დაა. ზო­გა­დად, სის­ტე­მა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის მხრივ, ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც   ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იდ­გა, არა­რე­ლევ­ან­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია და არა  მთლი­ა­ნად და­ნა­ხუ­ლი სუ­რა­თის.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, შემ­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა მი­ზეზს გა­მო­ეწ­ვია. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით 2016-17 წლები­დან, ფიქ­სირ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, ხო­ლო მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის – კლე­ბა. თუმ­ცა, დი­ნა­მი­კა სხვა თვალ­საზ­რი­სი­თა­ც სა­ინ­ტე­რე­სოა. რე­ა­ლუ­რად, არ გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე გვყავს და ახა­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი მოწყო­ბის პი­რო­ბებ­ში (თუ­კი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას მო­ვაწყობთ), რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­ფარ­დე­ბის მიღ­წე­ვის გზე­ბი არ გვაქვს და­სა­ხუ­ლი. ორ რა­დი­კა­ლურ ციფრს შო­რის ვართ, ერ­თი მხრივ, გვაქვს მცი­რე­კონ­ტი­ნგენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის შე­ფარ­დე­ბა მცი­რეა – მოს­წავ­ლე­თა 19 პრო­ცენტს ემ­სა­ხუ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 45 პრო­ცენ­ტი (სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის), მე­ო­რე მხრივ, ქა­ლა­ქებ­ში გვაქვს დიდ­კონ­ტი­ნგენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი, სა­დაც შე­ფარ­დე­ბა მა­ღა­ლია და მოს­წავ­ლე­თა 70 პრო­ცენტს მას­წავ­ლე­ბელ­თა მხო­ლოდ 25 პრო­ცენ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა (აქ უკ­ვე დგას კლა­სე­ბის გა­ყო­ფის, შემ­ცი­რე­ბის და ა.შ. სა­კითხი). ანუ, სის­ტე­მა სტრუქ­ტუ­რუ­ლად იმ­დე­ნად ცუ­და­დაა მოწყო­ბი­ლი, რომ ორი ყვე­ლა­ზე ცუ­დი მო­დე­ლი მოქ­მე­დებს – ერ­თი, მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის შე­ფარ­დე­ბა მცი­რეა, რო­დე­საც მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხში­რად, თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა სკო­ლა­ში ან მცი­რე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა; მე­ო­რე მო­დე­ლი, პი­რი­ქით – მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის შე­ფარ­დე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა. ასეთ სის­ტე­მა­ში, უკ­ვე სხვა ფაქ­ტო­რებ­ზეა ხოლ­მე და­მო­კი­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რაოდენობის შემ­ცი­რე­ბაც და ზ­რ­დაც. მათ შო­რის, შემ­ცი­რე­ბის ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რი იყო, რო­ცა, სა­პენ­სიო ასა­კის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სის­ტე­მი­დან გა­ვიდ­ნენ სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ, რო­გორც ვი­ცით, ნაკ­ლე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­მო­ვი­და და მა­თი ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა და­საქ­მე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე სა­ა­თე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­იძ­ლე­ბა მცი­რე ცდო­მი­ლე­ბა გვქონ­დეს ციფ­რებ­ში, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, თვალ­ნა­თე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით 2016-17 წლები­დან, რო­დე­საც ემის­მა ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით და­იწყო სტა­ტის­ტი­კის წარ­მოე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 6-7 ათა­სი ადა­მი­ა­ნით, წი­ნა მო­ნა­ცე­მებ­ში კი, 14 ათა­სითაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.“

შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­პენ­სიო რე­ფორ­მამ, რე­ა­ლუ­რად, არ გა­ა­მარ­თ­ლა იმ კუთხით, რომ მე­ტი ახალ­გაზ­რ­და მოგ­ვე­ზი­და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში. მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა არ გაზ­რ­დი­ლა სის­ტე­მა­ში. თუ 2016 წლი­დან, სის­ტე­მა­ში, 40 წლამ­დე ასა­კის 15 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, დღეს მა­თი რიცხ­ვი  11 ათა­სია. „ეს ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ მას შემ­დეგ, რაც სა­პენ­სიო ასა­კის 8000 მას­წავ­ლე­ბე­ლი (თუ სწო­რად მახ­სოვს)  გა­ვი­და, ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის შე­დი­ნე­ბა არ იყო ინ­ტენ­სი­უ­რი. თით­ქოს გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გ­მე­ბა, მა­გა­ლი­თად, ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა, უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის ე.წ. სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ პროგ­რა­მე­ბად გა­მოცხა­დე­ბა.

ვცდი­ლობთ, მო­ვი­ზი­დოთ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, მაგ­რამ ეს არა­საკ­მა­რი­სია, რად­გან არ არის კომ­პ­ლექ­სუ­რი ხედ­ვის ნა­წი­ლი. ხელ­ფა­სებს ვზრდით, მაგ­რამ, რე­ა­ლუ­რად სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა არ გვაქვს სწო­რი – არ იზ­რ­დე­ბა სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი, იზ­რ­დე­ბა და­ნა­მა­ტე­ბი. ანაზღა­უ­რე­ბა მიბ­მუ­ლი უნ­და იყოს იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, შე­იძ­ლე­ბა მან ნაკ­ლე­ბი სა­ა­თე­ბი ჩა­ა­ტა­როს, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მე­ტი რამ აკე­თოს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. თით­ქოს სქე­მა­ში გა­წე­რი­ლია, რა უნ­და აკე­თონ, ამ კუთხით, წამ­ყ­ვან­მა და მენ­ტორ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, მაგ­რამ ეს და­ნა­მატ­შია ასა­ხუ­ლი, თუმ­ცა, ეს და­ნა­მა­ტიც ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზეა მიბ­მუ­ლი, ანუ ხელ­ფა­სე­ბი, რე­ა­ლუ­რად, ვერ ვაქ­ცი­ეთ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან ხელ­ფა­სე­ბად, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე კომ­პო­ნენტს – მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, აქაც წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს, სად რა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბია, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი უნ­და იყოს უფ­რო წინ წა­მო­წე­უ­ლი. ეს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყოს რო­გორც უმაღ­ლეს­ში და­ფი­ნან­სე­ბის, ისე სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის სა­ხი­თაც. ჩვენს სტა­ტის­ტი­კურ ანა­ლიზ­ში (მას­წავ­ლებ­ელ­თა ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რე­გი­ო­ნ­უ­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ საგ­ნებ­ში გვაქვს ან გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან მა­ლე დე­ფი­ცი­ტი და რო­მელ საგ­ნებ­ში – არა) გა­მოკ­ვე­თი­ლია, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, მა­თე­მა­ტი­კა ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, უნ­და ვი­ფიქ­როთ ისეთ სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ი­ზი­დავს ახალ­გაზ­რ­და კად­რებს ან ჩავ­რ­თოთ ისე­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­მაც, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­როს (მაგალითად, დის­ტან­ცი­უ­რი ან თუნ­დაც, სკო­ლე­ბის ქსე­ლუ­რი სწავ­ლე­ბა).

ყუ­რად­სა­ღე­ბია აგ­რეთ­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც სა­შუ­ა­ლო ასა­კი და­ბა­ლია, მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლი­სუ­რი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ა.შ. ამ საგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა 50 წელს ქვე­მოთაა (82 პრო­ცენ­ტი). ეს ნიშ­ნავს, რომ ახალ კად­რებ­ზე მოთხოვ­ნა მა­ინ­ც­და­მა­ინც არ იქ­ნე­ბა დი­დი და და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვაც, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, ნაკ­ლე­ბია. და ჩვენ რას ვა­კე­თებთ? უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა, ცხა­დია, კარ­გად იცი­ან რა მი­მარ­თუ­ლე­ბებს ირ­ჩე­ვენ მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სა­ხელ­მ­წი­ფო ვის მომ­ზა­დე­ბა­ში დებს თან­ხას? ისევ და ისევ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რო­მელ­ზეც მოთხოვ­ნა ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­მელ­საც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ­ზა­დე­ბენ, თბი­ლის­სა და სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ში სურთ და­საქ­მე­ბა და არა იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც, შე­საძ­ლე­ბე­ლია, კი­დევ იყოს გარ­კ­ვე­უ­ლი მოთხოვ­ნა უცხო ენის მას­წავ­ლებ­ლის. ანუ, სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯავს ბევრ ფულს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­ზეც მოთხოვ­ნა არ იქ­ნე­ბა და რომ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ვერ შევ­ლენ ან მარ­ტი­ვად ვერ შევ­ლენ პრო­ფე­სი­ა­ში. და­მა­ტე­ბით მე­ქა­ნიზ­მებს არ რთავს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­შიც რო­გორც კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის, ისე კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის პრობ­ლე­მა გვაქვს. ანუ 10-ჯერ მე­ტი რომ და­ხარ­ჯოს სა­ხელ­მ­წი­ფომ მას­წ­ავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ზე და 10-ჯერ მე­ტი ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­ს და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­უშ­ვას, ეს არ მოგ­ვ­ცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ჩვენს სკო­ლებ­ში მა­ღა­ლი დო­ნის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყვბებე. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტი­პის ქა­ო­ტუ­რად და არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბი თუ სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს ხელს უნ­და უწყობ­დეს ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის შეს­ვ­ლას სის­ტე­მა­ში, პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვას ვერ ახერ­ხებს. მათ შო­რის ვერ უწყობს ხელს არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კა­ში. თუნ­დაც, ერ­თ­ჯე­რა­დად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­პენ­სიო ჯილ­დოს რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ორი წლის შემ­დ­გომ შეწყ­და. თვალ­ნა­თე­ლია, რომ რა­ი­მე ეფექ­ტის მომ­ტა­ნი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არ აღ­მოჩ­ნ­და – დღეს­დღე­ო­ბით 60 წელს ზე­ვით ასა­კის მას­წავ­ლებ­ელი მეტია სის­ტე­მა­ში, ვიდ­რე 2016-17 წლებ­ში იყო, ხო­ლო 40 წელს ქვე­მოთ ასა­კის მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფ­რო მე­ტად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ჩვენ – სა­ხელ­მ­წი­ფომ – დავ­ხარ­ჯეთ საკ­მა­ოდ დი­დი თან­ხა, შე­საძ­ლოა სწორ პო­ლი­ტი­კა­ში, მაგ­რამ იმი­ტომ, რომ ეს პროგ­რა­მა შეწყ­და (ერ­თ­ჯე­რა­დი იყო), რე­ა­ლუ­რად, წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. რა თქმა უნ­და, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სა­პენ­სიო ჯილ­დო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ ეს არ არის იმ პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც (სა­პენ­სიო რე­ფ­ო­რმას ვგუ­ლის­ხ­მობ), უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფ­დით, ერ­თი მხრივ, სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გას­ვ­ლას სის­ტე­მი­დან და მე­ო­რე მხრივ, ახა­ლ­გაზრდა კად­რე­ბის მო­­ზი­დვას სფე­რო­ში. რო­დე­საც გა­­მარ­თუ­ლი სა­პენ­სიო სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა გაქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის­თ­ვის, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლია ამ პრო­ფე­სი­ა­ში ახალი კად­რე­ბის შე­მო­სას­ვ­ლე­ლად. ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც ფიქ­რო­ბენ მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რა იქ­ნე­ბა მა­თი რო­გორც ხელ­ფა­სი, ისე სა­მო­მავ­ლო გა­რან­ტი­ე­ბი, თუნ­დაც სა­პენ­სიო ასაკ­ში. ანუ, ყვე­ლა­ფე­რი ეს, ერ­თად აღე­ბუ­ლი ცხად­ყოფს, რომ არ არის კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი, და­გეგ­მი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი კად­რე­ბის სის­ტე­მა­ში შე­მოს­ვ­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.“

√ ახალ­გ­ზარ­და კად­რის სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არის თუ არა ბა­რი­ე­რი, და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი მა­თი სის­ტე­მა­ში მო­სა­ზი­დად?

ბა­რი­ერს ქმნის დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შერ­ჩე­ვის პრო­ცესს ახ­ლავს თან. სკო­ლებ­ში სა­ჭი­როა გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე სის­ტე­მა და არა მე­რი­ტოკ­რა­ტი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. თო­რემ, რომ გა­ვა­მარ­ტი­ვოთ პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის სის­ტე­მა (ზო­გა­დად ტენ­დენ­ცია არის გა­მარ­ტი­ვე­ბის­კენ, თუმ­ცა, ამ გა­მარ­ტი­ვე­ბის ტენ­დენ­ცი­ას შე­დე­გი არ მო­აქვს ხოლ­მე), ამ ტენ­დენ­ცი­ით ჩვენ მი­ვი­ღებთ უფ­რო მე­ტი არა­კ­ვა­ლი­ფი­ციუ­რი კად­რის შე­მოს­ვ­ლას, თუმ­ცა, მა­თი შეს­ვ­ლაც კვლავ პრობ­ლემ­ატუ­რი იქ­ნე­ბა. ჩვენ იმა­ზე უნ­და ვი­მუ­შა­ვოთ, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­ში პრო­ფე­სია პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხა­დოთ და ყვე­ლა­ზე კარ­გი კად­რე­ბი მო­ვი­ზი­დოთ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში. პირ­ველ რიგ­ში, ეს პრობ­ლე­მა უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, თო­რემ, ზო­გა­დად, კად­რე­ბის პრობ­ლე­მა რომ­ლებ­საც სურთ სის­ტე­მა­ში შე­მოს­ვ­ლა, არ გვაქვს. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სურთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლა, მაგ­რამ ვერ საქ­მ­დე­ბი­ან სკო­ლებ­ში, იმის გა­მო, რომ სის­ტე­მი­დან არ ხდე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა გას­ვ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, სის­ტე­მა აწყო­ბი­ლია არა ­მე­რი­ტოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებ­ზე, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ნაც­ნო­ბო­ბა­სა და მე­გობ­რო­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით, რე­გი­ო­ნებ­ში. სწო­რედ ამ თვალ­საზ­რი­სით უნ­და ვი­ფიქ­როთ, რო­გორ გა­ვა­ჯან­სა­ღოთ სკო­ლებ­ში სის­ტე­მა და  რო­გორ მი­ვი­ღოთუმაღ­ლე­სებ­ში სა­უ­კე­თე­სო კად­რე­ბი. და არა იმა­ზე, რო­გორ გა­ვა­მარ­ტი­ვოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლის გზე­ბი ისე, რომ ყვე­ლამ შეძ­ლოს მას­წავ­ლებ­ლო­ბა და გვყავ­დეს არაკ­ვა­ლი­ფიცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა დი­დი არ­მია.

√ იქ­ცა თუ არა სქე­მა ახა­ლი კად­რე­ბის შე­მო­დი­ნე­ბის და­მაბ­რ­კო­ლე­ბელ ფაქ­ტო­რად?

რამ­დე­ნად იკა­ვე­ბენ ახალ­გ­ზ­რ­დე­ბი სქე­მის გა­მო პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლის­გან თავს, ვერ გეტყ­ვით, თუმ­ცა, უნ­და ვთქვათ, რომ ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს ის პრეს­ტი­ჟი და ავ­ტო­რი­ტე­ტი, რომ გა­უჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი, თვი­თო­ნაც გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოს­წონ­დეს ახალ­გაზ­რ­დას ეს პრო­ფე­სია და უნ­დო­დეს, გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ­ჯერ, ცი­ნიზ­მის სა­გა­ნიც კი გამ­ხ­და­რა მას­წავ­ლებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ამის მი­ზე­ზი არა მხო­ლოდ და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის ავ­ტო­რი­ტე­ტია, რო­მელ­საც ქმნი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბით და წინ წა­მო­წე­ვით; არც გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი უნ­და დავ­მა­ლოთ. სწო­რედ ის ურ­ტყამს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტიჟს და ავ­ტო­რი­ტეტს. ამას ემა­ტე­ბა სქე­მა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ არა მ­ხო­ლოდ სამ­სა­ხურს, გა­და­დი­ან სა­ფე­ხუ­რი­დან საფე­ხურ­ზე და უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზეც კი ხვდე­ბი­ან. რო­ცა არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ მას­წავ­ლე­ბელს წამ­ყ­ვა­ნი და მე­ნ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ხე­დავ, ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად აზი­ა­ნებს მას­წავ­ლებ­ლის ავ­ტო­რი­ტეტს. ამი­ტომ, სის­ტე­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი უნ­და გახ­დეს ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის შე­მოშ­ვე­ბა სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მა­ღალ ანაზღა­უ­რე­ბას მი­ი­ღებს. აი, მხოლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გახ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია პრეს­ტი­ჟუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი. ანუ ადა­მი­ა­ნებს ეცო­დი­ნე­ბათ, რომ ამის მიღ­წე­ვა რთუ­ლია იმი­ტომ, რომ დიდ ცოდ­ნას და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ითხოვს, თუმ­ცა, თუ მი­აღ­წია, ანაზღა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, და­ფა­სე­ბაც ექ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

√ აღ­მოჩ­ნ­და თუ არა სქე­მა რა­ი­მე შე­დე­გის მომ­ტა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით. რა გავლენა იქონია სქე­მამ, სტა­ტუ­სა­მაღ­ლე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, ეს თუ იკ­ვ­ლია ვინ­მემ?

სქე­მა რომ არ არის მიბ­მუ­ლი სწავ­ლა­ზე და სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე (და არც შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო), ეს თვალ­სა­ჩი­ნოა და ამას ჯერ კი­დევ სქე­მის შე­მო­ტა­ნის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე ვამ­ბობ­დით. სქე­მა რომ ვერ გა­ა­მარ­თ­ლებ­და, ეს თა­ვის­თა­ვად ცხა­დი იყო. ზო­გა­დად, მისი შე­მო­ტა­ნის იდეა არც ყო­ფი­ლა მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი. მა­შინ რა­ტომ შე­მო­ვი­და? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია – ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის დაძ­ლე­ვას და რო­გორ­ღაც, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, 2016 წლამ­დე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის გუ­ლის მო­გე­ბა და ეს გა­კეთ­და სწო­რედ იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ იდ­გა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტი­პის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ზე, რა თქმა უნ­და, შე­დე­გის მომ­ტა­ნი ვერ იქ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ამ სქე­მის შე­მო­ტა­ნით, ყვე­ლას ინ­ტე­რე­სი დაკ­მა­ყო­ფილ­და, გარ­და ერ­თი­სა – მოს­წავ­ლის, რო­მელ­საც უნ­და მი­ე­ღო უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბა. დღეს სა­მი­ნის­ტ­რო ამ სქე­მის მძე­ვა­ლია, რომ­ლი­და­ნაც რე­ა­ლურ გა­მო­სა­ვალს ვერ ნა­ხუ­ლობს იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი სქე­მას მი­ე­ბა, მათ შო­რის, ხელ­ფა­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სქე­მი­დან გა­მოს­ვ­ლა მათ­თ­ვის გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. გულ­წ­რ­ფე­ლად თუ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი, ისი­ნიც კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ სქე­მა არაფ­რის მომ­ტა­ნია.

ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გვყავ­დეს 40 ათა­სი მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ 40 ათა­სი­ვე ჩა­ა­ტა­რებს მა­ღა­ლი დო­ნის გაკ­ვე­თილს იმი­ტომ, რომ სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რი თა­მა­შობს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს — რო­გო­რი გაკ­ვე­თი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ა­ტა­როს მას­წავ­ლე­ბელ­მა ან რა ტი­პის მო­ტი­ვა­ციაა ამ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­რო, რის­თ­ვის იყე­ნებს თა­ვის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, ამის შე­სა­ფა­სებ­ლად და ად­გილ­ზე გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, სხვა ტი­პის მარ­თ­ვა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო. მე­ო­რე მხრივ, პრობ­ლე­მა არის ის, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე გა­და­დი­ან, მაგ­რამ მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია დი­დად არ იზ­რ­დე­ბა. ანუ ჩვენ თუ 5-6 წლის ან 7 წლის წინ,  უმ­რავ­ლე­სო­ბა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავ­და და ახ­ლა ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ სხვა სა­ფე­ხურ­ზე (მათ­გან ნა­წი­ლი წა­მყ­ვა­ნი და მენ­ტო­რიც გახ­და), ეს არ ნიშ­ნავს, რომ მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია გა­ი­ზარ­და. 60 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი მენ­ტო­რი რომ გავ­ხა­დოთ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ზუს­ტად იმას, რა­საც მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰქვია. მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­მა­გა­ლი­თო და მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა იშ­რო­მო იმის­თ­ვის, რომ ბო­ლოს ამ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დო­ნეს მი­აღ­წიო. ის უნ­და იყოს, სის­ტე­მის დო­ნე­ზე, ლი­დე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ თვალ­საზ­რი­სით, ვინ­მეს შე­უ­რაცხ­ყო­ფას კი არ ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ სა­ხელს და­ვარქმევთ თუ არა და ავიყ­ვანთ თუ არა სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე მას­წავ­ლე­ბელს, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ზრდას. ცალ­სა­ხაა, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის­თ­ვის მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია უდა­ვოდ სა­ჭი­როა.

♦♦♦

ბი­უ­ლე­ტენ­ში მო­ცე­მუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 56 116 მას­წავ­ლებ­ლი­დან, ქა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი 88%-ზე მე­ტია. სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ქა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 45 098-ია, ხო­ლო კერ­ძო სკო­ლებ­ში – 4245; მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რაოდენობა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია – სულ სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 6773, აქე­დან სა­ჯა­რო­ში – 6227, ხო­ლო კერ­ძო სკო­ლებ­ში – 546 მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლე­ბე­ლი. იმ სკო­ლებ­ში კი, სა­დაც სწავ­ლე­ბის ენა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლია, მა­მა­კა­ცი პე­და­გო­გე­ბის წი­ლი 2-ჯერ აღე­მა­ტე­ბა სწავ­ლე­ბის სხვა ენე­ბის მქო­ნე მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხვედ­რით წილს. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც და, პრო­ცენ­ტუ­ლად, ყვე­ლა­ზე მე­ტი მა­მა­კა­ცია საგ­ნებ­ში: „საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი და მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა“ და „ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და“. ყვე­ლა­ზე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის – 1.9%. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვა­ლ­საზ­რი­სი­თაც – ქა­ლი პე­და­გო­გე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე დგა­ნან, ვიდ­რე მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლებ­ლე­ბი – 10%-ით უფ­რო ხში­რია (70.9%) უფ­რო­სის სტა­ტუ­სის და თით­ქ­მის 11%-ით – წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მქონე (11.1%) ქა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები