14 აგვისტო, კვირა, 2022

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნი აუცი­ლებ­ლად დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია უნ­და გახ­დეს – ნა­ნა ტერ­მა­კო­ზაშ­ვი­ლი

spot_img

ნა­ნა ტერ­მა­კო­ზაშ­ვი­ლი, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გია, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი. სხვა­დას­ხ­ვა დროს მუ­შა­ობ­და გო­რის სახ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სახ­ლ­ში, ტუ­რის­ტულ ცენ­ტ­რ­ში და გამ­გე­ო­ბა­შიც კი. ბო­ლო ოთხი წე­ლია (2018 წლი­დან) გო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენტრს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, რად­გან ბევ­რი კონ­კუ­რენ­ტი ვერ ეყო­ლე­ბო­და ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც 2010 წელს ჯერ საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა წარ­მა­ტე­ბით, 2011-ში – პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი, ბო­ლოს კი – ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გა­მოც­და, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა ტერ­მა­კო­ზაშ­ვი­ლი პე­და­გოგ­თა იმ 25%-ში აღ­მოჩ­ნ­და, ვინც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა სა­მი­ვე გა­მოც­და­ში.

სა­კითხე­ბი, რო­მელ­საც შე­ვე­ხეთ მას­თან შეხ­ვედ­რი­სას, უცხო არც სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა და იმე­დია, ჩვენს მკითხ­ველ­საც და­ა­ინ­ტე­რე­სებს.

✔სკო­ლა: 67; მოს­წავ­ლე: 19000-ზე მე­ტი; მას­წავ­ლე­ბე­ლი: 2500

 ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი­სა  და დრო­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბა და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას­თან

ადა­მი­ა­ნუ­რი და დრო­ის რე­სურ­სი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უ­სა­ბა­მოა იმ ამო­ცა­ნებ­თან, რა­საც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი უნ­და წყვეტ­დეს. დე­ბუ­ლე­ბა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის შე­სა­ხებ გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს გვა­კის­რებს, ვიდ­რე ჩვენ ვას­რუ­ლებთ რე­ა­ლუ­რად და ეს არ არის  იმის ბრა­ლი, რომ არ გვინ­და ან არ შეგ­ვიძ­ლია. საქ­მე ისაა, რომ ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი და დრო­ის რე­სურ­სი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უ­სა­ბა­მოა იმ ამო­ცა­ნებ­თან, რა­საც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი უნ­და წყვეტ­დეს სკო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ერ­თ­გ­ვა­რი შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლია სკო­ლებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის. ეს ფუნ­ქ­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ერ­თი შე­ხედ­ვით, იმ­დე­ნად წვრილ­მან, მაგ­რამ სა­ჭი­რო სა­კითხებს მო­ი­ცავს და დიდ დროს ითხოვს, რომ მთა­ვა­რი ხში­რად ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა. და რას ვგუ­ლის­ხ­მობ მთა­ვარ­ში. ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 67 სკო­ლაა, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის შტატ­ში ორი მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ირიცხე­ბა, რო­მელ­თაც პე­და­გო­გე­ბი ჰქვი­ათ. გუ­ლი იმა­ზე მწყდე­ბა, რომ ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბით იმ­დე­ნად არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ დრო აღარ რჩე­ბათ მთა­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის — კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის —შე­სას­რუ­ლებ­ლად, უშუ­ა­ლოდ სკო­ლის ბა­ზა­ზე, პე­და­გო­გებ­თან შე­სახ­ვედ­რად, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­საც­ნო­ბად, მე­თო­დუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა თუ აზ­რ­თა გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ისი­ნი მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან, თუმ­ცა დე­ბუ­ლე­ბით ეს ფუნ­ქ­ცია აკის­რი­ათ. თა­ვა­დაც პე­და­გო­გი­უ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მის კე­თე­ბა უფ­რო მოს­წონთ და სი­ა­მოვ­ნებთ. ერ­თი ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ჩარ­თუ­ლი იყო „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პრო­ექ­ტ­ში, ექ­ს­პერ­ტის რან­გ­ში. ამ­ბობ­და, ახ­ლა ვიგ­რ­ძე­ნი, რა­საც უნ­და ვა­კე­თებ­დეო, იმ­დე­ნად იყო ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ჩემ­თ­ვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მის­გან ვი­გებ­დი, რო­გორ მი­დი­ო­და კონ­კ­რე­ტუ­ლი სი­ახ­ლის კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში და­ნერ­გ­ვა. ასეც უნ­და იყოს, უნ­და გვქონ­დეს დრო და რე­სურ­სი სკო­ლის დო­ნე­ზე ჩარ­თ­ვი­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ასე გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი და შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა. სულ მინ­და ვი­პო­ვო დრო იმის­თ­ვის, რომ საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რე­ბის დო­ნე­ზე მო­ვაწყო სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი. არ ვი­ცი, სხვე­ბი ახერ­ხე­ბენ თუ არა ამ ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას სკო­ლებ­თან, მაგ­რამ, ვერ მო­გატყუ­ებთ, მე ვერ ვა­ხერ­ხებ — 67 სკო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში და ორი თა­ნამ­შ­რომ­ლით, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. სხვა­დას­ხ­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა რა­ო­დე­ნო­ბის სკო­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თ­ნა­ი­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, ერ­თ­ნა­ი­რი საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლი და ერ­თ­ნა­ი­რი ანაზღა­უ­რე­ბა არას­წო­რი მგო­ნია.

 დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია

ვი­ცი, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გეგ­მავს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის, ფუნ­ქ­ცი­ე­ბი­სა და უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის კუთხით, ცვლი­ლე­ბებს, „კო­ა­ლი­ცია გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლომ“ კვლე­ვაც ჩა­ა­ტა­რა ამ მიზ­ნით. თუ იმის მი­ხედ­ვით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, რაც უკ­ვე შე­იც­ვა­ლა, უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი გუ­ლის­ხ­მობს დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ას. თით­ქ­მის ერ­თი წე­ლია, მოს­წავ­ლე­თა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ვა­დებ­ში მო­ბი­ლო­ბის სა­კითხი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­ზეა დე­ლე­გი­რე­ბუ­ლი, ად­გილ­ზე წყდე­ბა აგ­რეთ­ვე სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბულ 10  სა­ათ­ზე მე­ტის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­ცე­მა გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ცხა­დია, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვია, ბი­უ­როკ­რა­ტი­ის გვერ­დის ავ­ლით, ამ და სხვა სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნი აუცი­ლებ­ლად დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია უნ­და იყოს. ჩვე­ნი დრო­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს უნ­და ეთ­მო­ბო­დეს და არა იმის აღ­რიცხ­ვას, სად რო­მე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ცდე­ბა და სად რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე არ ეს­წ­რე­ბა გაკ­ვე­თილს; მეტს ვი­მუ­შა­ვებ­დით პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით, ბევ­რი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან თუ კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან და­მა­მახ­სოვ­რეს თა­ვი, შევ­თა­ვა­ზებ­დი მათ საქ­მი­ან შეხ­ვედ­რას რა­ი­მე აქ­ტუ­ა­ლურ, კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ზე… იმე­დი მაქვს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის­თ­ვის მე­ტი ნდო­ბის გა­მოცხა­დე­ბა, რაც მათ­თ­ვის მე­ტი ფუნ­ქ­ცი­ის დე­ლე­გი­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, მხო­ლოდ წა­ად­გე­ბა საქ­მეს.

 

ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი

ბუ­ნებ­რი­ვია, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­ში მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი შე­ვის­წავ­ლე. იმ­დე­ნად თვალ­ში­სა­ცე­მი იყო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ ფო­კუ­სი­რე­ბა სწო­რედ ამ სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მო­ვახ­დი­ნეთ. 12 სკო­ლა იყო მი­ლე­ნი­უ­მის მი­ერ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში, ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებს და­ე­ვა­ლა მცი­რე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რა ჩვენს თავ­ზე ავი­ღეთ, აქაც შუა რგო­ლის ფუნ­ქ­ცია ვი­კის­რეთ, რად­გან ბი­უ­ჯე­ტი ისე­დაც მცი­რეა და ჩვენ ვსაზღ­ვ­რავ­დით სად იყო გა­და­უ­დე­ბე­ლი ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო. მა­ლე პან­დე­მი­ურ­მა ვი­თა­რე­ბამ გეგ­მე­ბი ჩვენც შეგ­ვიც­ვა­ლა და პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნად სკო­ლებ­ში სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის მოგ­ვა­რე­ბა იქ­ცა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს სა­კითხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია, სა­დაც შე­ნო­ბის გა­რეთ იყო (ძი­რი­თა­დად, სოფ­ლებ­ში), შიგ­ნით შე­ვი­ტა­ნეთ, სა­დაც არ იყო, მი­შე­ნე­ბა გა­კეთ­და; ბევრ სკო­ლა­ში მოგ­ვარ­და  ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სა­კითხი (ვა­რი­ა­ნი, ახალ­და­ბა, კა­რა­ლე­თი, მე­რე­თი — დას­რუ­ლე­ბუ­ლი; ფლა­ვი, ზე­მო ნი­ქო­ზი, მეღ­ვ­რე­კი­სი, კარ­ბი, ყელ­ქ­ცე­უ­ლი — მიმ­დი­ნა­რე), თუმ­ცა  22 სკო­ლა ისევ რჩე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­შით გათ­ბო­ბა­ზე. აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 42 სკო­ლა ჩარ­თუ­ლია მოს­წავ­ლე­თა უფა­სო ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში, სკო­ლი­დან 2კმ-ზე მე­ტი მან­ძი­ლის და­შო­რე­ბით მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს ტრან­ს­პორ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა — არის სკო­ლე­ბი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი სა­მი სხვა­დას­ხ­ვა უბ­ნი­დან და­დი­ან.

სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია მი­ლე­ნი­უ­მის მი­ერ 12 სკო­ლა; ამის გარ­და, ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო ინ­ჟი­ნერ­თა კორ­პუ­სის და­ფი­ნან­სე­ბით, სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტირ­და სო­ფელ ქვე­შის სა­ჯა­რო სკო­ლა; სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ აშენ­და სო­ფელ თორ­ტი­ზის ახა­ლი სკო­ლა და ტენ­დე­რია გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სო­ფელ მეჯ­ვ­რის­ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის სრულ რე­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე; რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დმა, გა­სულ წელს, პა­ტა­რა მეჯ­ვ­რის­ხე­ვში ახა­ლი სა­ბა­ზო სკო­ლა ააშენა და სო­ფელ თე­დოწ­მინ­და­ში — დაწყე­ბი­თი სკო­ლა. მიმ­დი­ნა­რე­ობს და იან­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა სო­ფელ   ქე­რე­ში ახა­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და სო­ფელ ბნა­ვის­ში — სკო­ლის შე­ნო­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მცი­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და 40-მდე სკო­ლას.

 ჩვე­ნი სპე­ცი­ფი­კა – სკო­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ოკუ­პა­ცი­ის პი­რის­პირ

სამ­წუ­ხა­რო და ყვე­ლა­ზე მძი­მე ასა­ტა­ნია, რო­ცა სკო­ლის ეზო­დან ან ფან­ჯ­რე­ბი­დან ოკუ­პა­ცი­ის შემ­ზა­რავ სიმ­ბო­ლოს – რუ­სულ ბა­ზებს ხე­დავ. ჩვენ ეს ვი­თა­რე­ბა 20 კონ­ფ­ლიქ­ტის­პი­რა სკო­ლა­ში გვაქვს. ასე­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი ერ­თ­ნა­ი­რად მძი­მეა მოს­წავ­ლის­თ­ვი­საც და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც, ამი­ტომ, ამ სკო­ლებს მარ­ტო ჩვენ კი არა, ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ყუ­რით ექ­ცე­ვა, ეს მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მუდ­მე­ბით არი­ან ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში, რომ რო­გორ­მე გა­ლა­მაზ­დეს მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. ამ ბო­ლო დროს, დი­ცის, ხურ­ვა­ლე­თი­სა და ზე­მო ნი­ქო­ზის სკო­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი­სა და ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მე­დი­ა­თე­კა გა­კეთ­და. გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი წიგ­ნა­დი ფონ­დი­თა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სივ­რ­ცე ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი თავ­შეყ­რის ად­გი­ლია, სა­დაც აწყო­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებს, ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვებს, გეგ­მა­ვენ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას… შე­მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხომ უკე­თესს ვერც ინატ­რებს. მას ეძ­ლე­ვა შან­სი, ამ სივ­რ­ცე­ში მა­ინც მო­უწყოს მოს­წავ­ლე­ებს ფე­რა­დი სამ­ყა­რო, ისე­თი, რო­გორ­ზეც ოც­ნე­ბო­ბენ ხოლ­მე მა­შინ, რო­ცა სკო­ლის ფან­ჯ­რი­დან ან ეზო­დან დამ­თ­რ­გუ­ნავ რე­ა­ლო­ბას არ უყუ­რე­ბენ.

ევ­რო­კავ­ში­რის მი­სია იწყებს მზა­დე­ბას გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის კონ­კურ­სის­თ­ვის. 8 კონ­ფ­ლიქ­ტის­პი­რა სკო­ლა­ში ჩა­ტარ­დე­ბა კონ­კურ­სი ხატ­ვა­ში და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს და­ა­ჯილ­დო­ე­ბენ.

 

 პან­დე­მია

რო­გორც გითხა­რით, ფორ­ს­მა­ჟო­რულ ვი­თა­რე­ბა­ში მოგ­ვიხ­და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა. პირ­ვე­ლი ეტა­პი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, პრობ­ლე­მა იყო პე­და­გოგ­თა ნა­წი­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფლო­ბის კუთხით. მე­რე იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ეს არ არის დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა და და­იწყო სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა; გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი­სა თუ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვამ,  დახ­მა­რე­ბოდ­ნენ პე­და­გო­გებს სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ძე­ნა­ში თუ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, პე­და­გოგ­თა ტექ­ნი­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხიც მოგ­ვარ­და, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­თა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ტექ­ნი­კა­ზე, ან ინ­ტერ­ნეტ­ზე, ან ორი­ვე­ზე ერ­თად ისევ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. არ ვგუ­ლის­ხ­მობ მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, სა­დაც არ არის რამ­დე­ნი­მე გა­ჯე­ტი ან მშო­ბე­ლია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე და იმ დროს აქვს ბავშვს გაკ­ვე­თი­ლი. და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ იმა­ზე, რო­გორ აგ­ვა­რე­ბენ თა­ვად ოჯა­ხე­ბი პრობ­ლე­მებს, ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, დი­დი ვე­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბით. თუმ­ცა ერ­თი ასე­თი კარ­გი მა­გა­ლი­თი შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და კერ­ძო კომ­პა­ნი­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, წი­თე­ლუბ­ნის და ხურ­ვა­ლე­თის სკო­ლე­ბის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს პლან­შე­ტე­ბი გა­და­ე­ცა.

სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი ჩვენ­თა­ნაც არა­ერ­თი იყო: ზო­გი­ერ­თი სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა შე­უ­ძი­ნა მოს­წავ­ლეს ინ­ტერ­ნეტ­პა­კე­ტი; ერთ-ერ­თი სკო­ლის რუ­სუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით, გან­ვა­დე­ბით, შე­ი­ძი­ნა ტე­ლე­ფო­ნი მოს­წავ­ლის­თ­ვის; ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც იყო, რო­ცა პე­და­გო­გე­ბი, ხელ­ფა­სის დღეს, აგ­რო­ვებ­დ­ნენ თან­ხას იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ვინც ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნის გა­მო ვერ ერ­თ­ვე­ბო­და გაკ­ვე­თილ­ზე. იმის თქმა მინ­და, რომ ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი გვაქვს, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მე­ტიც რომ იყოს, სის­ტე­მურ პრობ­ლე­მას მა­ინც ვერ მო­აგ­ვა­რებს და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. აქ სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკუთ­ვ­ნის გა­დამ­წყ­ვე­ტი სიტყ­ვა.

 გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი

ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ფუნ­ქ­ცია, დატ­ვირ­თ­ვა და სწავ­ლის ხა­რის­ხი მე­სა­ხე­ბა. დღევან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა, არ მგო­ნია, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყოს; გა­დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, პე­და­გო­გე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მენ­ტა­ლო­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი, სწო­რე­ბა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე და ა.შ.

კონ­ცეფ­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ახ­ლა გან­ვი­ხი­ლავთ და რომ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბა მო­მა­ვალ წელს და­იწყე­ბა, ყვე­ლა­ზე მე­ტად დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა მომ­წონს, რაც იმას გუ­ლის­ხ­მობს, რომ X კლა­სის II სე­მეს­ტ­რი­დან მოს­წავ­ლე ჩაღ­რ­მა­ვე­ბით ის­წავ­ლის მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო საგ­ნებს, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნებს შე­მეც­ნე­ბი­თი სა­ა­თე­ბის ფორ­მატ­ში გა­ეც­ნო­ბა; ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი წო­ნა შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო ან სხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბას. აქ­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხს მინ­და შე­ვე­ხო და ვთქვა, რომ ეს სა­გა­ნი საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ველ საგ­ნად იქ­ცა ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მუ­შა­ო­ბენ თე­მა­ტუ­რი კლუ­ბე­ბი, არა­ერ­თ­მა პე­და­გოგ­მა გას­წია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფას­და­უ­დე­ბე­ლი შრო­მა. სა­მარ­თ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, არ­ჩე­ვით სა­გან­თა შო­რის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბაც ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან სკო­ლა, პირ­ველ რიგ­ში, კარგ მო­ქა­ლა­ქეს უნ­და ზრდი­დეს.

ბო­ლოს კი­დევ ერთ სა­კითხს მინ­და შე­ვე­ხო. ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა მუ­შა­ობს, 50000-ლა­რი­ა­ნი ფონ­დით და ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს აკე­თებს — ფუ­ლა­დი ჯილ­დო ნა­წილ­დე­ბა იმ სტუ­დენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­მაც 100%-იანი გრან­ტი მო­ი­პო­ვეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ვფიქ­რობ, ეს თან­ხა რომ ცო­ტა­თი მა­ინც გა­ი­ზარ­დოს, იქ­ნებ შევ­ძ­ლოთ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მინ­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მივ­მარ­თო ჩვენს საკ­რე­ბუ­ლოს, გა­ნი­ხი­ლოს ეს სა­კითხი. თუ თან­ხ­მო­ბას მი­ვი­ღებთ, ეს იმის გა­რან­ტია იქ­ნე­ბა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა არც ერ­თი მოს­წავ­ლე არ დარ­ჩე­ბა.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები