20 მაისი, ორშაბათი, 2024

ცვლილება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში

spot_img

ცვლილება, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, განათლების კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა. რას ითვალისწინებს ეს ცვლილება? შემოღებული იქნება, არანაკლებ, 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება. აღნიშნულ პროგრამაზე ჩაბარება შესაძლებელი იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშეც და ამ შემთხვევაში, გრანტი არ იქნება გაცემული. „აღნიშნული ცვლილება, ჩვენი აზრით,  არის მეტად დროული იმდენად, რამდენადაც უნივერსიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, მაგისტრატურის საფეხურით დაინტერესებულ პირებს შესთავაზონ სხვადასხვა შინაარსის, სპეციფიკის, ვიწრო სპეციალიზაციის სამაგისტრო პროგრამები, რომელიც კონკრეტული ვიწრო სფეროს სიღრმისეულ, პრაქტიკულ შესწავლაზე იქნება ორიენტირებული,“ – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

კიდევ ერთი ცვლილება – დღეს,  სტატუსებიდან გამომდინარე, არსებობს უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი და კოლეჯი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელებიდან ამოღებული იქნება „სასწავლო უნივერსიტეტის“ სტატუსი და აღარ იარსებებს ასეთი ცნება, შესაბამისად, მოიხსნება უნივერსიტეტის მიერ დოქტურანტურის საფეხურის განხორციელების შეზღუდვა. „ესეც ძალიან პრაქტიკული ნაბიჯია, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს იმდენად, რამდენადაც სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ორიენტირებული იქნება მის დანიშნულებაზე, შინაარსზე და არა, დავუშვათ, რაღაც სტატუსზე, რომელიც შეიძლება უნივერსიტეტს დასჭირდეს, როგორც ხშირად ხდებოდა ჩვენს რეალობაში,“ – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები